პრიმორსკი (ლენინგრადის ოლქი)

პრიმორსკი (რუს. Приморск) — ქალაქი (1940 წლიდან) რუსეთში, ლენინგრადის ოლქში. მდებარეობს ვიბორგის რაიონში, ფინეთის ყურის ნაპირას, სანქტ-პეტერბურგიდან 137 კილომეტრის დაშორებით. 2010 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა 6 119 ადამიანს შეადგენდა.

ქალაქი
პრიმორსკი
Приморск
დროშა

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
კოორდინატები 60°22′00″ ჩ. გ. 28°37′00″ ა. გ. / 60.36667° ჩ. გ. 28.61667° ა. გ. / 60.36667; 28.61667
პირველი ხსენება 1268
ადრეული სახელები

1323 წლამდე — ბერიოზოვსკოე; 1709 წლამდე — ბიორკე; 1920 წლამდე — ბერიოზოვსკოე, ბიორკე, კოივისტო;

1948 წლამდე — კოივისტო
ამჟამინდელი სტატუსი 1940
ცენტრის სიმაღლე 5
მოსახლეობა 6 119 კაცი (2010)
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +7 81378
საფოსტო ინდექსი 188910
საავტომობილო კოდი 47
პრიმორსკი (ლენინგრადის ოლქი) — რუსეთი
პრიმორსკი (ლენინგრადის ოლქი)

ქალაქი პირველად ნახსენებია 1268 წლის წყაროებში. იაროსლავ ბრძენისა და მისი მეუღლის ინგიგერდას დროს ეს ტერიტორიას შედიოდა როგორც შვედეთის, ასევე ნოვგოროდის დაქვემდებარებაში. მოგვიანებით კი მთლიანად შვედების დაქვემდებარებაში გადავიდა. 1918 წლამდე სოფელი ბერიოზოვოე ვიბორგის პროვინციის შემადგენლობაში იყო. 1920 წელს ტარტუს მსოფლიო შეთანხმების საფუძველზე დასახლება გამოვიდა რუსეთის დაქვემდებარებიდან და 1940 წლის 12 მარტამდე მოსკოვის 1940 წლის შეთანხმებამდე ფინეთის შემადგენლობაში იყო. მას ამ პერიოდში სახელი შეეცვალა და ეწოდა კოივისტო. ქალაქმა ამჟამინდელი სახელი 1948 წელს მიიღო.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება