ჩრდილოეთის ომი

(გადამისამართდა გვერდიდან ჩრდილოეთის ომი (1700-1721))

ჩრდილოეთის დიდი ომი — ბრძოლა შვედეთსა და ჩრდილოეთ ევროპის სახელმწიფოთა კოალიციას შორის ბალტიისპირეთის მიწებისათვის. მიმდინარეობდა 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში და დასრულდა შვედეთის დამარცხებით, რაშიც გადამწყვეტი როლი რუსეთის კოალიციის მხარეზე მონაწილეობამ შეასრულა.

ომის მსვლელობა

რედაქტირება

1700 წელს შვედეთს ერთდროულად შეუტია დანიამ, საქსონიამ, პოლონეთმა და რუსეთმა. შვედეთის მეფე კარლ XII მხოლოდ თვრამეტი წლის იყო და მტრებს მისი გამოუცდელობის იმედი ჰქონდათ. მან ესტონეთში, ნარვასთან დაამარცხა რუსები; საქსონია, პოლონეთი და დანია აიძულა ომიდან გასულიყვნენ. რვა წლის შემდეგ კარლ XII რუსეთში შეიჭრა, მაგრამ 1708-1709 წლების ზამთარი მეტად მკაცრი აღმოჩნდა, რუსები უკან დახევის დროს გზაზე ყველაფერს სპობდნენ. რუსეთის განახლებული შეტევების დროს შვედები საკვების მარაგის მწვავე ნაკლებობამ შეაწუხა. გაზაფხულისთვის კარლ XII-ის ჯარი განახევრდა. პოლტავის ბრძოლაში რუსებმა შვედები დაამარცხეს და კარლი 1709 წელს თურქეთში გაიქცა. 1714 წელს იგი შვედეთში დაბრუნდა და დანიელთა ჯარი მოიგერია. შემდეგ შეიჭრა ნორვეგიაში, სადაც იგი მოკლეს 1718 წელს. 1721 წელს უმეფოდ დარჩენილი, ოცწლიანი ომით გამოფიტული შვედეთი ზავზე დათანხმდა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება