ვეფსები
ვეფსები (ვეფს. vepsläižed ვეფსა, ბეფსა, ლუდინკაუ; ჩუდ — ოფიციალური სახელწოდება 1917 წლამდე[1]) — კარელებთან ახლო მდგომი ფინურ-უნგრული მოდგმის ხალხი. ცხოვრობენ მცირე ჯგუფებად ლენინგრადისა და ვოლოგდის ოლქების რაიონებში რუს მოსახლეობას შორის და კარელიის რესპუბლიკაში. რაოდენობა დაახლოებით 9 ათასი კაცია (1970). ენა — ვეფსური, ლაპარაკობენ რუსულადაც. ვეფსები ძველი ფინური ტომების ვესების შთამომავლები არიან. მოსახლეობის უმრავლესობა სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 386.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Пименов В. В. «Вепсы: очерк этн. истории и генезиса культуры». М.; Л., 1965.