კარელები
კარელები (საკუთარი სახელწოდება კარიალა, კარ. karjalazet, karjalaizet, karjalažet) — ძირითადად კარელიის რესპუბლიკაში, აგრეთვე კალინინგრადის, ნოვგოროდის, ლენინგრადის, იაროსლავის და რუსეთის ზოგიერთ სხვა ოლქში მცხოვრები ხალხი. საერთო რაოდენობა რუსეთში 60 815 (2010, აღწერა), მ. შ. კარელიაში 45 570 კაცი. ცხოვრობენ აგრეთვე ფინეთში. ლაპარაკობენ კარელურ ენაზე. მნიშვნელოვანი ნაწილი კარელურის გარდა ლაპარაკობს რუსულ ენაზე, ზოგიერთი ფინურზეც. მორწმუნე კარელები მართლმადიდებლები არიან.[8]
კარელები | |
---|---|
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით | |
რუსეთი | 60 815 (2010)[1] |
ფინეთი | 25 000[2] |
უკრაინა | 1522 (2001)[3] |
ყაზახეთი | 518 (2009)[4] |
ესტონეთი | 430 (2000)[5] |
ბელარუსი | 302 (2009)[6] |
ლატვია | 186 (შეფასება, 2020)[7] |
ენები | კარელური, რუსული, ფინური |
რელიგიები | მართლმადიდებლობა, სტაროვერები, ლუთერანობა |
კარელების ეთნოგენეზის საწყისი ეტაპი ჯერ კიდევ არ არის საბოლოოდ დადგენილი. IX საუკუნეში მათი წინაპრები (კორელა) ცხოვრობდნენ ლადოგის ტბის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე. XI–XII საუკუნეებში მათ აითვისეს თანამედროვე კარელიის ტერიტორიის დასავლეთი ნაწილი, შემდეგ კი დაიწყეს ჩრდილოეთით — თეთრი ზღვისაკენ და აღმოსავლეთით — ლადოგისა და ონეგის ტბებს შუა მდებარე რაიონებში გადასვლა და შეერივნენ იქ მოსახლე ვეფსების ნაწილს. კარელების კულტურულ ფორმირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს მათმა მეზობელმა რუსებმა. რუსულ წყაროებში პირველად იხსენიებიან 1143 წელს. ხალხის კონსოლიდაცია XII–XV საუკუნეებში რუსული სახელმწიფოს ფარგლებში მიმდინარეობდა.[8]
ძირითადი საქმიანობა ძველთაგანვე იყო მიწათმოქმედება, მესაქონლეობა, ტყის რეწვა, თევზჭერა, ნადირობა. ხელოსნობიდან განსაკუთრებით განვითარებული იყო მჭედლობა. რუსეთის რევოლუციის შემდეგ მიიღეს ეროვნული ავტონომია — 1920 ივნისში შეიქმნა კარელების შრომითი კომუნა, რომელიც 1923 წელს კარელიის ავტონომიურ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გარდაიქმნა.[8] საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შენარჩუნდა ავტონომია და 1992 წლის კანონით დამტკიცდა სახელწოდება „კარელიის რესპუბლიკა“.[9]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Всероссийская перепись населения 2010 года. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-04. ციტირების თარიღი: 2011-12-27.
- ↑ ფინეთის კარელიის საიტი. ინფორმაცია ფინეთის კარელებზე. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-07-06. ციტირების თარიღი: 2020-09-25.
- ↑ Всеукраїнський перепис населення 2001. Русская версия. Результаты. Национальность и родной язык.
- ↑ Агентство Республики Казахстан по статистике. Перепись 2009. დაარქივებული 2012-05-01 საიტზე Wayback Machine. (Национальный состав населения დაარქივებული 2011-05-11 საიტზე Wayback Machine. .rar)
- ↑ Статкомитет Эстонии Национальный состав населения Перепись 2000 г. დაარქივებული 2012-02-23 საიტზე Wayback Machine. ([1] დაარქივებული 2011-07-17 საიტზე Wayback Machine. )
- ↑ Национальный состав населения Белоруссии, её областей и районов. Перепись 2009
- ↑ Распределение населения ЛР по национальному составу и государственной принадлежности на 01.01.2020. დაარქივებულია ორიგინალიდან — 02.03.2020. ციტირების თარიღი: 25.09.2020.
- ↑ 8.0 8.1 8.2 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 401.
- ↑ Жуков А. Ю., Кораблёв Н. А. КАРЕЛИЯ // Большая российская энциклопедия. т. 13. — М., 2009. — стр. 128.