კოპალიანები
კოპალიანები („კოპალეისსანი“/„კოპალეს შრთამომავალი“) — ქართული წარმოშობის გვარი. დღესდღეობით ძირითადად ცხოვრობენ ცაგერის მუნიციპალიტეტში, სადაც ყველაზე მრავალრიცხოვანი გვარია, ასევე ქუთაისში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, ხონის მუნიციპალიტეტში, თბილისში და საკმაოდ მრავალრიცხოვანი განსახლება აქვთ აფხაზეთში.
კოპალიანები | |
---|---|
პერიოდი | XIII-XIXსს |
დევიზი | „ვიდოდეთ ერთობით სახლსა ღვთისასა“ |
ტიტული | მოურავები; სახლთუხუცესები; აზნაურები; გლეხები |
წარმოშობის ადგილი | სვანეთი; გურია |
ქვეშევრდომობა | იმერეთის სამეფო; სამეგრელოს სამთავრო |
სამფლობელოები | ლეჩხუმის სათავადო; ლუხვანო; ზარაგულა; ცაგერი |
სამხედრო საქმიანობა | სოხოისტის ბრძოლა. ხრესილის ბრძოლა მურჯახეთის ბრძოლა ქარაღაქის ბრძოლა. იმერეთ-ოდიშის დაპირისპირების ყველა მოვლენა და ბრძოლა |
თქმულებები
რედაქტირებაროგორც ქართული გვარების უმრავლესობას, ისე კოპალიანების გვარის შესახებ არსებობს სხვადასხვა, ერთმანეთისაგან განსხვავებული თქმულება თუ გადმოცემა. დღესდღეობით რთულია იმის ზუსტი გარკვევა ამ თქმულებებიდან რომელიმე შეესაბამება თუ არა ისტორიულ სინმდვილეს, თუმცა მათი არსებობა გვარის მეხსიერებაში მის სიძველეზე და განსაკუთრებულობაზე მიუთითებს. ყველაზე მეტად ფესვგადგმული და ცნობილი თქმულება გვარში წარმართულ ღვთაება კოპალას უკავშირდება.
წინარექრისტიანულ ხანაში აღმოსავლეთი საქართველოს მთიელთა შორის, განსაკუთრებით არაგვისპირა მოსახლეობაში გავრცელებული იყო ღვთაება კოპალეს კულტი. ადგილობრივებისათვის იგი წარმოადგენდა ყოველგვარი ბნელი, ბოროტი ძალების წინააღმდეგ მებრძოლი გმირის განსახიერებას. ლეგენდები ყვებიან მისი საბრძოლო მათრახის დიდ შესაძლებლობებზე და დევებთან ბრძოლებზე. ამის გამო კოპალეს შრთამომავლობას ბევრი მტერი და მოშურნე გამოუჩნდა, ამიტომაც ისინი საქართველოს სხვა კუთხეებში გაიხიზნენ. მათი ნაწილი მოსულა ზემო სვანეთში სადაც დასაბამი მისცეს კოპალიანების გვარს. სხვა კუთხეებში გახიზნულმა კოპალეს შრთამომავლობამაც შეინარჩუნა ლეგენდარული წინაპრის გვარი-ფუძე. მათ მიიღეს კოპალეიშვილის (ქართლი), კოპაძის (მესხეთი), კოპალაძის (იმერეთი) და კობალაძის (გურია) გვარები.
გვარში არსებობს შიდა განშტოებებიც, რომლებიც სხვა და სხვა წარმოშობისანი არიან. სისხლით ნათესავად არ მიიჩნევენ თავს თუმცა საერთო გვარის ხალხად იღებენ ერთმანეთს მითური საერთ წარმომავლობის გამო. ნიშნადობლივია რომ ამ თქმულებების და გადმოცემების უმრავლესობა "კოპალეს შრთამომავალთა" გვარების წევრთა უმრავლესობამ იცის.
გვარის განშტოებები
რედაქტირებაკოპალიანების გვარში გამოიყოფა ორი ძირითადი შტო: ლუხვანოს კოპალიანები და ზარაგულას კოპალიანები. ამ განშტოებებს თავიანთი და ერთმანეთისაგან განსხვავებული თქმულებები აქვთ სკაუთარი წარმომავლობის შესახებ. რაც თითქმის დასტურდება კიდეც საარქივო მასალის კვლევით, თუმცა უნცროს-უფროსობა ჯერაც გაურკვეველია.
ლუხვანოს საკოპალიანო ყველაზე ძველ სამოსახლოდ ითვლება ლეჩხუმის ტერიტორიაზე ამ გვარის მიერ დაარსებულებს შორის. თავდაპირველად მას უბრალოდ "საკოპალიანო" ერქვა. სოფელში აღმოჩენილია ბრინჯაოს ხანის სამაროვანი და აქ უძველესი დროიდან ცხოვრობდა ხალხი, თუმცა კოპალიანების საგვარეულოს დაფუძნება სავარაუდებელია დაახლოებით XIII-XIV საუკუნეების მიჯნაზე.
ლუხვანოს კოპალიანებში გავრცელებული თქმულების თანახმად: ზემო სვანეთში მცხოვრებ ერთ კაცს გოგის, მეზობელი მოუკლავს, სისხლის აღების შიშით გოგის სვანეთი მიუტოვებია და დადიანის სამფლობელოსაკენ წასულა. დიდი წვალების შემდეგ მას მიუღწევია ლეჩხუმის საზღვრამდე სადაც უნახავს მშვენიერი სანახები, ნადირით მდიდარი ტყეები და თევზით მრავალი ტბა. ერთი ჯიხვი ცოცხლად შეუპყრია და გეზი აუღია მურის სასახლისაკენ სადაც დადიანს მოახსენეს მისი სტუმრობის შესახებ. გოგიმ ყველაფერი უამბო დადიანს, მათ შორის ლუხვანოს მთებში ნანახი ჯიხვების ჯოგის ფა თევზით მდიდარი ბაბაშურის ტბის შესახებ. დადიანს თან უახლია გოგი და ეს ადგილები პირადად მოუნახულებია. ნახვით კმაყოფილი დარჩენილა და გოგი ამ მიდამოებში დაუსახლებია. ამ დროს დაარსდა სოფელი "საკოპალიანო" (ლუხვანო). გოგი აქ დაცოლშვილებულა და გამრავლებულა. სწორედ მის შრთამომავლებად მიიჩნევიან ლუხვანოს კოპალიანები.
ზარაგულას კოპალიანები გვარში ყველაზე მცირერიცხოვანი თუმცა საკმაოდ ცნობილი შტოა. ისინი ლუხვანოელებზე შედარებით გვიანდელი განშტოებაა. სამეცნიერო თუ ეთნოგრაფიული კვლევებით ზარაგულას კოპალიანები არ მიიჩნევიან ლუხვანოელი კოპალიანების სისხლით ნათესავებად თუმცა მათ შორის ურთიერთობები ყოველთვის იყო ძალიან ახლო და მშვიდობიანი. ზარაგულას კოპალიანებს აქვთ ძლიერი სისხლით ნათესაობა რადგან ისინი რეალურად მართლაც ერთი მამათავრისაგან იღებენ სათავეს.
ზარაგულელი კოპალიანების თქმულების თანახმად, მათი საერთო წინაპარი კაცია გურიიდან მოსულა. ეს კაცი გვარად კოპალეიშვილი იყო ანუ კოპალეს შრთამომავალთა გვარებიდან ერთ ერთის წარმომადგენელი, ამიტომაც იგი მარტივად დაფუძნდა ლეჩხუმში და გვარის გადაკეთებით საკუთარი გვარის ფუძეც არ დაუკარგავს. კაციას აღარ დაედგომებოდა გურიელის კარზე გაურკვეველი მიზეზების გამო და საკუთარ ოჯახთან ერთად გახიზნულა იმერეთში. გარკვეული დროის შემდეგ მისთვის იმერეთს მეფე ბაგრატ III-ს უბოძებია მამული ლეჩხუმში და დაუნიშნავს იგი გადაცემული ადგილმამულის მოურავად. ეს უნდა მომხდარიყო მაშინ როდესაც ოდიშის სამთავრო ჯერ კიდევ არ მართავს ლეჩუხმს და იგი იმერეთის მეფის დომენია. კაცია დასახლებულა ლუხვანოსთან ახლოს სადაც დაუარსებია სოფელი ზარაგულა. აქვე დაცოლშვილებულა და გამრავლებულა. ამ გვარის ხალხი გამოირჩევა ენამოსწრებულობით და სიცქვიტით, გვარის დამფუძნებელი მამათავრის პატივსაცემად ზარაგულას კოპალიანები ასევე იხენიებიან როგორც "კაციეისანები".
ამრიგად კოპალიანების გვარში ერთიანდება ორი დამოუკიდებელი შტო:
- ლუხვანოს კოპალიანები, რომლებიც ისტორიულად დადიანების ქვეშემრდომები იყვნენ და მათგან იღებდნენ წყალობას, იმერეთ-ოდიშის დაპირისპირებისას კი ოდიშს სამთავროს პოლიტიკას უჭედნენ მხარს.
- ზარაგულას კოპალიანები: რომლებიც ბაგრატიონების იმერული შტოდან იღებდნენ წყალობას და შესაბამისად იმერეთის სამეფოს მხარეს იხრებოდნენ პოლიტიკური პროცესების მიმდინარეობისას რაც მათ საგვარეულო თქმულებებში ნათლად აღიბეჭდა.
გვარის ისტორია
რედაქტირებაკოპალიანების გვარი თუ თქმულებებს დავუჯერებთ უნდა მომდინარეობდეს კოპალას კულტიდან, ანუ მათი წინაპრები იყვნენ წარმართობის პერიოდიდან მომდინარე ძლიერი შტოები, რომლებიც შემდეგ ინტენსიურად მიგრირდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და განსახლდნენ სვანეთში, ლეჩხუმში, გურიაში, მესხეთში, ქართლში და იმერეთში.
გვარი პირველად იხსენიება XII საუკუნეში საეკლესიო დასტარებში. მისი ძლიერ საგვარეულოდ ჩამოყალიბება კი დაიწყო XIII-XIV საუკუნეების მიჯნაზე, როდესაც სვანეთის სამთავროში მოიპოვეს მამულები და უკვე XVს-ის დასაწყისში დამკვიდრდნენ ლეჩხუმში სადაც დააარსეს დიდი სოფელი "საკოპალიანო" (დღევ. ლუხვანო). შემდგომში მათ მიემატა მეორე განშტოება ზემო საკოპალიანო (ზარაგულა) რომელიც სხვა დამოუკიდებელი შტო იყო. აქ კოპალიანები ატარებდნენ მოურავის და სახლთუხუცესის ტიტულებს. ამავე პერიოდში შეიქმნა მცირე სამოურავო, რომელიც ლეჩხუმის სათავადოს შემადგენელი ნაწილი იყო და კოპალიანების გვარი მართავდა — საკოპალიანო.
კოპალიანები ძირითადად მსახურობდნენ ლეჩხუმის სარდალმოუურავების კარზე, მათი ნაწილი პერიოდულად მოურავის სახლთუხუცესის ტიტულსაც აღწევდა. მაგ. პეტრე კოპალიანი დავით დადიანის მოურავი იყო. ასევე ბევრი კოპალიანი, რომელიც სოლომონ I-ს ემხრობოდა (სავარაუდოდ ზარაგულის კოპალიანებიდან). ლუხვანოს კოპალიანები რადგანაც მათ მამულები კაცია დადიანმა გადასცა სწორედ ლეჩხუმში ოდიშის მომხრეთა რიგებში იდგნენ, ხოლო ზარაგულას კოპალიანები უფრო იმერეთის მეფის მხარეს იხრებოდნენ. დადიანების ერთპიროვნული მმართვლობის და ლეჩხუმის სამოურავოს არსებობის პერიოდში ლუხვანოს კოპალიანები იყვნენ აზნაურის ტიტულის მქონეები რაც ჩანს არქივში არსებული სამეფო სიგელებიდან ჩანს. თუმცა სამეგრელოში რუსეთის პროტექტორატის დამყარების შემდგომ მათ ეს ყველაფერი დაკარგეს.
XVIII საუკუნის დასაწყისიდან კოპალიანთა შორის აზნაურული წოდების გარდა ასევე დამკვიდრდა სასულერო ფენაც. იმერეთის მეფის ალექსანდრე V-ის 1733 წელს შედგენილ სიგელში იხსენიება გრიგოლ კოპალიანი, რომელსაც მეფე ანიჭებს გელათის მონასტერის წინამძღვრის წოდებას, უწოებს მას ყველაზე განსწავლულ და ბრძენს და ავალებს მოუაროს აქამდე გავერანებული და მიტოვებული მონასტრის ვენახებს, მეფეთა საფლავებს მიაგოს საკადრისი პატივი, მიხედოს მიწებს, მასზე მოსახლე კომლებს და ათავისუფლებს მის დაქვემდებარებაში არსებულ საეკლესიო ადგილ მამულებს გადასახადებისაგნ. XVIII-XIX სს-ში კოპალიანთა გვარიდან გამოვიდა 40 სასულიერო პირი.
რუსეთის პროტექტორატის დამყარების შემდეგ კოპალიანების გვარს ჩამოერთვა ყველა პრივილეგია და ადგილ მამულების დიდი ნაწილი. გვარის მდიდარი ფენა შემდგომში კომუნისტებმა გააგულაგეს და მათი დიდი ქონების კონფისკაცია განახორციელეს.
აფხაზეთის კოპალიანები
რედაქტირებააფხაზეთში კოპალიანების დასახლებები გაჩნდა XIX ს-ის ბოლოს. 1867 წელს ლეჩხუმის უკანასკნელი მოურავი ქაიხოსრო კოპალიანი ოჯახით გადასახლდა აფხაზეთში. სოფელ ლინდავა-ში. სადაც ხელი მიჰყო პლანტატორობას. 1885 წლიდან სოხუმში მოქმედებდა ცნობილი თოფიხანა, რომელიც იარაღს ამზადებდა რუსეთის არმიისთვის სამხრეთ კავკასიაში, ასევე გადიოდა ექსპორტზე პორტო ფრანკოს მეშვეობით. იგი დააარსა გაბრიელ კოპალიანმა მოგვიანებით 1890 წელს ზარაგულის კოპალიანების ნაწილმა მწირი მიწების და გამოუვალი მდგომარეობის გამო მიატოვა სოფელი და იმერეთის გავლით ფოთის პორტიდან გაემგზავრა სოხუმისაკენ. აქ გავრცელებული მალარიის გამო მათი დიდი ნაწილი უშუალოდ ქალაქის მაგივრად სოხუმთან ახლოს არსებულ სოფელბში დასახლდა მათ შორის პირველები იყო სოხუმის მუნიციპალიტეტის სოფელი ოქტომბერი და გულრიფშის მუნიციპალიტეტის სოფელი ყადა. მათ ძირითადად ხელი მიყვეს მეცხოველეობას და მემინდვრეობას. კოპალიანების ნებაყოფლობით გადასახლებული ნაწილი მალე მდიდარ ფენად იქცა, თუმცა მათი მიწების და ქონების დიდი ნაწილი საბჭოთა ხელისუფლებამ დააყადაღა 1922 წელს.
საბჭოთა დიქტატურის დამუარების შემდეგ ლავრენტი ბერიას პროექტით 1936 წელს რაჭიდან და ლეჩხუმიდან დაიწყო გვარების მასობრივი ჩასახლება აფხაზეთის ტერიტორიაზე. მათ შორის უამრავი კოპალიანი ჩაასახლეს გულრიფშის და სოხუმის რიაონის სოფლებში. მათმა ნაწილმა მეცხოველეობას მიყო ხელი, ნაწილმა მეხილეობას, ხოლო ზოგიერთ სოფელში თამბაქოს პლანტატორობასაც. კოპალიანები ხშირად ხვდებოდნენ აფხაზეთის მთავრობის სხვადასხვა თანამდებობებზე, ასევე მეცხოველეობის ფერმების გამგეებად და კოლმეურნეობის თავჯდომარეებად.
1989 წლისათვის კოპალიანები განსახლებულები იყვნენ: კელასურში, წებელდაში, ლინდავაში, არადუში, ოქტომბერში, ტამიშში და სხვა სოფლებში. ასევე სოხუმში.
1991 წელს აფხაზეთის ომის დაწყებისას ბევრი კოპალიანი წავიდა მოხალისედ ომში. გუმისთაზე განლაგებული სოხუმის I ბატალიონის უმრავლესობას სწორედ კოპალიანები შეადგენდნენ, ძირითადად კელასურიდან, ლინდავიდან და ჩამბიდან. სწორედ მათ ევალებოდათ ყველაზე ცხელი წერტილის აჩადარა-ს დაცვა. ასევე კოპალიანებმა გამოიჩინეს თავი ტამიშის ბრძლებში და თითქმის ყველა სამხედრო მოქმედებაში მიიღეს მონაწილეობა რომელიც სოხუმის და გულრიფშის რაიონებში მიმდინარეობდა.
ოფიციალური ინფორმაციით აფხაზეთის ომში დაიღუპა 169 კოპალიანი, მათ შორის 70 მდე საბრძლო მოქმედებებისას დახვრიტეს რუსმა მოხალისეებმა, აფხაზმა და ჩრდილოკავკასიელმა სეპარატისტებმა, ხოლო ასამდე კოპალიანი წინა ხაზზე მიმდინარე სამხედრო მოქმედებებისას დაიღუპა ძირითადად გუმისთის 14-17 მარტის ბრძლებსა და ტამიშის ბრძოლებში.
აფხაზეთის ომის დასრულების შემდეგ გვარის წარმომადგენლების უმრავლესობა საკუთარ სამშობლოში იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა.
დღევანდელობა
რედაქტირებადღეს საქართველოში დაახლოებით ექვსი ათასი კოპალიანი ცხოვრობს (აფხაზეთში მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია) მათ შორის უმრავლესობა ლუხვანოს კოპალიანებს ეკუთვნის. ლეჩხუმში იგი დღემდე ყველაზე მრავალრიცხოვანი გვარია. ასევე მასიურად ცხოვრობენ ქუთაისში, წყალტუბოს და ხონის მუნიციპალიტეტის სოფლებში, თბილისში, ბოლნისში და მცხეთაში.
2011 წლის მარტში დაარსდა საგვარეულო კავშირი "კოპალიანი", რომელიც ცდილობს გვარის საგვარეულო ერთობის შენარჩუნებას და მის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას. ასევე ისტორიული საგვარეულო ეკლესია-მამულების რესტავრაციას. მათი ინიციატივით არქივებში რამდენიმეწლიანი მუშაობის შედეგად 2017 წელს გამოიცა პირველი წიგნი გვარის ისტორიის შესახებ, რომლის ავტორია ცნობილი ისტორიკოსი და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ემილ კოპალიანი.
გერბი
რედაქტირებაკოპალიანების საგვარეულო გერბი შეიქმნა საგვარეულო კავშირი "კოპალიანის" დაარსებასთან ერთად და იგი ეყრდნობა ისტორიულ მასალებს და რეალობას. სამწუხაროდ ადრინდელი სიმბოლოები დაკარგული ან განადგურებულია. გერბის შემქმნელები არიან მცხეთის მონასტრის იღუმენია ქეთევან კოპალიანი, ვალერი (ზური) კოპალიანი და ვასილ ბედიაშვილი. გერბი ოფიციალურად დამტკიცდა საგვარეულო სიმბოლოდ 2011 წლის 13 ნოემბერს.
გერბს აქვს გულის ფორმა (ფარი) რომელიც იყოფა ოთხ ნაწილად. ორ ლურჯ და ორ შინდისფერ დანაწოფებად, რომელთა შორის ჯვრის ფორმის ოქროსფერი ზღვარია. ზედა მარცხენა კუთხეში ლურჯ ფონზე გამოსახულია საეკლესიო მითრა და წიგნი-აღნიშნავს გვარის სასულიერო ფენას და მათ ღვაწლს; მარჯვენა ზედა მხარეს შინდისფერ ველზე გამოსახულია მურის ციხე-ლეჩხუმის ისტორიული პოლიტიკურ-ეკონომიკური და კულტურული ცენტრი; მარცხენა ქვედა კუთხეში შინდისფერ ველზე გამოსახულია ჯაჭვის პერანგი, რკნის მუზარადი ფარი და ორი მახვვილი-კოპალიანები ცნობილები იყვნენ საკუთარი საბრძოლო შემართებით და სამხედრო ხელოვნებით. მათ ბევრ ბრძლასა თუ ომში აქვთ მონასწილეობა მიღებული; მარჯვენა ქვედა კუთხეში ლურჯ ველზე გამოსახულია ჯიხვი-სწორედ მისი ტყავი მიართვა ძღვენად კოპალიანების ერთ ერთმა მამამთავარმა კაცია დადიანს; ფარს ზემოთ დატანილია ბოლნური ჯვარი; მარცხნიდან და მარჯვნიდან ფარზე სხედან ფარშევანგები- ისინი ისტორიულად ჰყავდათ ეკლესია-მონასტრებში; გერბს ზემოდან დაყურებს ორი ანგელოზი. გერბის გარშემო ამოზრდილია ვენახი-დასაბამიდან კოპალიანების ერთ ერთი მთავარი საქმიანობა სწორედ მევენახეობა იყო; გერბის ქვედა ნაწილში მართვეების თავები, რომლებიც ზიდავენ საგვაეულოს ისტორიას მის ძნელბედობითა თუ სიხარულით აღსავსე პერიოდებს; ბოლონიური ჯვარის ზემოთ მხედრული ასოებით გამოსახულია გვარის სახლლწოდება, ხოლო მის მეორე ნახევარში გამოსახულია საგვაეულო დევიზი: "ვიდოდეთ ერთობით სახლსა ღვთისასა" რაც გვარის რელიგიურობას და მის რწმენას უსვამს ხაზს.
გერბი წარმოადგენს გვარის მთელი ისტორიის ანარეკლს. მის ღირსებებსა და მნიშვნელოვან მოვლენებს. გერბის გამოყენება საგვარეულოს არაწევრი ან სხვა გვარის წარმომადგენლის მიერ. შეცვლა ან თავისად გასაღება საავტორო უფლებების უხეში დარღვევაა და ისჯება საქართველოს კანონმდებლობით.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ემილ კოპალიანი , „კოპალიანები“ გვარის ისტორია, გამომცემლობა „საუნჯე“, თბ., 2017 წელი.