ლუხვანო
ლუხვანო — ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლების ზედა ლუხვანოსა და ქვედა ლუხვანოს ძველი სახელწოდება.
ლუხვანოს ტერიტორიაზე აღმოჩენილია ძვ. წ. X-VIII საუკუნეების ბრინჯაოს ნივთების განძი (ცულები, შუბისპირები და სხვა); დაცულია ერმიტაჟში (სანქტ-პეტერბურგი).
ლიტერატურა
რედაქტირება- სახაროვა ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 319.