ქვედა ლუხვანო
ქვედა ლუხვანო — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ცაგერის მუნიციპალიტეტში.[2] ლუხვანოს თემის ცენტრი (სოფლები: ზარაგულა, ზედა ლუხვანო). მდებარეობს ცაგერის ქვაბულის დასავლეთ ფერდობზე, მდინარე ნამყაშურის (ცხენისწყლის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან 650 მეტრზე, ცაგერიდან დაშორებულია 6 კილომეტრით.
სოფელი | |
---|---|
ქვედა ლუხვანო | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ცაგერის მუნიციპალიტეტი |
თემი | ლუხვანო |
კოორდინატები | 42°37′59″ ჩ. გ. 42°43′29″ ა. გ. / 42.63306° ჩ. გ. 42.72472° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 650 მ |
მოსახლეობა | 85[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 85 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[3] | 185 | 85 | 100 |
2014[1] | 85 | 42 | 43 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 509.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II