საკოპალიანო
საკოპალიანო — მცირე სამოურავო ისტორიული ლეჩხუმის ტეტიტორიაზე. ლეჩხუმის სათავადოს შემადგენელი ნაწილი. მოიცავდა დღევანდელი ლუხვანოს თემს (ქვედა ლუხვანო, ზედა ლუხვანო, ზარაგულა) და ქვედა ცაგერის თემის ნაწილს (ჭალისთავი). არსებობდა XV-XVIII სს ში. განადგებდა კოპალიანების საგავრეულო. ცენტრი ინაცვლებდა პოლიტიკური სიტუაციის შესაბამისად ლუხვანო-ზარაგულას შორის. გამორჩეული იყო მეურნეობის წარმოებით და სამხედრო პოტენციალით. მუდმივ მზადყოფნაში ჰყავდა 150 კარგად შეიარაღებული და აღჭურვილი მებრძოლი და სამი ათ ფუთიანი ზარბაზანი. გაუქმდა XVIII საუკუნის ბოლოს.
ლიტერატურა
რედაქტირება- დავით კოპალიანი, „ნარკვევები ლეჩხუმის წარსულიდან“, ქუთაისი, 2002 წელი.
- ემილ კოპალიანი, „კოპალიანები“, გვარის ისტორია, გამომცემლობა არტე, თბილისი 2017 წელი.
- საქართველოს ისტორია ოთხ ტომად. ტომი III, გამომცემლობა პალიტრა L, 2012 წელი.