ლეჩხუმის სათავადო, აგერეთვე ლეჩხუმის სამოურავო — ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური წარმონაქმნი. წარმოიქმნა საქართველოს ერთიანი სამეფოს დაშლის შემდეგ. სხვადასხვა დროს შედიოდა იმერეთის სამეფოს (1490-1709/1769-1785) და ოდიშის სამთავროს(1709-1769/1785-1868) შემადგენლობაში. სათავადოს ტერიტორია მოიცავდა თანამედროვე ცაგერის მუნიციპალიტეტს, ასევე ხონის, წყალტუბოს და ტყიბულის მუნიციპალიტეტების ნაწილს. აგრეთვე ერთი პერიოდი ისტორიულ მხარე ოკრიბას. სხვადასხვა დროს რეგიონი შედიოდა თაკვერის, რაჭის საერისთავოს და სვანეთის სამთავროს შემადგენლობაშიც.

ლეჩხუმის სათავადო
გაუქმებული
1490–1867
დედაქალაქი მურის ციხე
უდიდესი ქალაქები ლაილაში ცაგერი მურის ციხე
ენები ქართული
რელიგია მართლმადიდებლობა
მთავრობა მონარქია
თავადი
 -  1705-1719 ბეჟან I დადიანი
საკანონმდებლო ხელისუფლება იმერეთის მეფე სამეგრელოს მთავარი
ისტორიული ერა ახალი დრო
 -  XV საუკუნე 1490
 -  გაუქმდა 1867
ფართობი 1,300 კმ² (502 მლ²)
ვალუტა თეთრი
დღეს ამ ტერიტორიაზე ლეჩხუმი ხონის მუნიციპალიტეტი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი

ისტორიარედაქტირება

ერთიანი ფეოდალური სახელმწიფოს საქართვლეოს სამეფოს შექმნის შემდეგ ადრეულ პერიოდში შეიქმნა თაკვერის საერისთაო, რომელშიც გაერთიანდა დღევანდელი რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის ნაწილი-ცენტრი იყო ცაგერი, შემდგომში ამბროლაური. თაკვერს ერისთავი განაგებდა, თუმცა შემდგომში დავით აღმაშენებლის პერიოდიდან თაკვერი სვანეთის ერისთავს ემორჩილებოდა, შემდეგ ერთიანი ქართული სამეფოს დაშლამდე კი ხან დამოუკიდებელ საერისთაოდ ჩანს ხანაც სვანეთის გამგეობაში მყოფად.

ერთიანი ქართული სამეფოს დაშლის შემდეგ ჩამოყალიბდა რაჭის საერისთაო, ლეჩხუმი კი უშუალოდ იმერეთის მეფის დომენი გახდა. ლეჩხუმი ყველაზე მცირე პოლიტიკური ერთეული იყო დასავლეთ საქართველოში. თუმცა აქ უამრავი ციხე-სიმაგრე არსებობდა და ომიანობისას დასავლეთის მესვეურნი მესვეურნი სწორედ მას აფარებდნენ თავს და აქ მაგრდებოდნენ მომძლავრებული მტრის წინააღმდეგ. შუა საუკუნეების ქართული საისტორიო წყაროების მიხედვით სწორედ ლეჩხუმში ხვალმში იყო ქართველ მეფეთა განძსაცავი. ასევე. ამავე პერიოდის ისტორიოგრაფიაში სიანტერესო მინიშნებაა გაკეთებული ასევე ხვამლთან დაკავშირებით "ოდეს ქვეყანას გაუჭირდეს ხვამლის მთამ გადაარჩინოს". ლეჩხუმის მმართველთა მთავარ ციხეებს ეწოდება მურის ციხეები. რიონის ხეობაში იმერეთიდან გამოსასვლელ გზას ეს ციხეები იცავდნენ. სამ კომპლექსად სიგრძეზე გაშლილი სიმაგრეთა სისტემის სახელები იყო - "დაუხვდი", "ჰკა მაგას" და "არ გაუშვა". XVII საუკუნის II ნახევრიდან ლეჩხუმში თავი იჩინა მისწრაფებამ დამოუკიდებლობისაკენ, გაჩნდა თანამდებობა — ტიტული ლეჩხუმის თავი. XVII საუკუნის II ნახევრიდან ლეჩხუმელი ძლიერი აზნაურები შეეცადნენ შეექმნათ ცალკე სათავადოები. ამ მხრივ გარკვეულ წარმატებას მიაღწია ინასარიძეთა საგვარეულომ. შემდგომში ლეჩხუმს მთლიანად ჩიქოვანთა ფეოდალური საგვარეულო დაეუფლა. 1714 წელს, მას შემდეგ, რაც ლეჩხუმს გამგებელი ბეჟან I დადიანი სამეგრელოს მთავარი გახდა, ლეჩხუმი სამეგრელოს სამთავროს ერთ ნაწილად იქცა, ამიერიდან მას დადიანების დანიშნული სარდალმოურავი განაგებდა. ოდიშის ეკონომიკასა და სამხედრო საქმეში ეს პატარა მხარე საკმაოდ დიდ როლს ასრულებდა. მას შეეძლო საკმაოდ ბევრი სამეურნეო პროდუქციის წარმოება, ხოლო ოდიშის ხუთი ათასიან მხედრობაში ორი ათასი მუდამ ლეჩხუმის ლაშქარს წარმოადგენდა. XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე იმერეთის მეფე სოლომონ II შეეცადა ლეჩხუმის დამორჩილებას, მაგრამ უშედეგოდ. სამეგრელოს სამთავროს რუსეთის იმპერიაში შესვლია შემდეგ ლეჩხუმის ტერიტორიაზე შეიქმნა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული — ლეჩხუმის მაზრა.ლეჩხუმი თვისი რთული და საინტერესო რელიეფით (მთები, ქვაბულები, ვიწრობები, გამოქვაბულები) თვით წარმოადგენს ბუნებრივ მიუვალ „ციხესიმაგრეს’’, ამას ემატება 40 ერთეულზე მეტი ადამიანის მიერ აგებული ციხე-სიმაგრე და ციხე-კოშკი, ამ შესაძლებლობებით საქართველოს ბარში მტერთაგან დევნილ სამეფო და სამთავრო ოჯახებს თავშესაფრად და სამეფო განძის დასაცავად ის დიდ სამსახურს უწევდა. თავისი სიძველითა და  გრანდიოზულობით. აღსანიშნავია: დეხვირის, მურის, ზუბის, ორბელის, უწვაშის ადრე ფეოდალური ხანის ციხესიმაგრეები. სარეწკელას, ორპირის, ორხვის და სხვა თითქმის მიუვალი მღვიმეები, გამოყენებული იყო ბერ-მონაზვნების საცხოვრებლად.

ლეჩხუმის თავადები საკმაოდ ძლიერ დასაყრდენ ძალას წარმოადგენდნენ როგორც იმერეთის ასევე ოდიშის მესვეურთათვის. ოსონი მუდამ დამოუკიდებლობისაკენ ისწრაფვოდნენ და არც ერთ მხარეს არ აკუთვნებდნენ არც საკუთარ თავს და არც სამოურავოს ტერიტორიას. ლეჩხუმელებმა მიიღეს მონაწილეობა ხრესილის ომში. ასევე შინა ფეოდალურ დაპირისპირებებში იმერეთ-ოდიშის დაპირისპირებისას მას მნიშვნელოვანი რგოლი ეჭირა. საინტერესო მოვლენები წარიმართა ლეჩხუმში XVIII საუკუნის ბოლოს.

გრიგოლ დადიანმა 1788 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ დაიკავა სამთავროს ტახტი. იმერეთის მეფემ, დავით II-მ გადაწყვიტა ესარგებლა გრიგოლის სიჭაბუკით და სამეგრელოს სამთავროს დამორჩილებისა და ლეჩხუმის ხელში ჩაგდების მიზნით ოდიში დალაშქრა. ახალგაზრდა მთავარმა თავი ლეჩხუმს შეაფარა. სამეგრელოში კი ამ დროს მისი ძმა მანუჩარ II გაამთავრეს. ამ ფაქტმა ოდიშის ორ დაპირისპირებულ ბანაკად დაყოფა გამოიწვია. ერთნი მხარს უჭერდნენ მანუჩარ II-ს, ხოლო მეორენი – გრიგოლს. ამ უკანასკნელის მხარეს იყვნენ აგრეთვე ლეჩხუმის სარდალ-მოურავი ქაიხოსრო გელოვანი და სახლთუხუცესი გიორგი ჩიქოვანი. დადიანმა იმერთა მეფის დავითის საწინააღმდეგოდ, ერეკლე II-ს დახმარება სთხოვა და თან თავისთან მიიწვია ერეკლეს შვილიშვილი, მის კარზე მყოფი დავით არჩილის ძე, მომავალი იმერეთის მეფე სოლომონ II. დავით არჩილის ძის გამეფება იმერეთის სამეფო კართან ერეკლეს კარგა ხნის წინ ჰქონდა შეთანხმებული, მაგრამ დავით გიორგის ძე ტახტის დათმობას არ აპირებდა. ერეკლემ გამოიყენა დადიანისა და იმერთა მეფის კონფლიქტი და იმერეთში ჯარი გააგზავნა.

დადიანს ლეჩხუმი ოდიშის სამთავროს ნაწილად მიაჩნდა, სოლომონს კი, რომელიც მთელი დასავლეთ საქართველოს გაერთიანებას ცდილობდა, არ შეეძლო ოდიშის მთავრის ვიწრო ფეოდალური ინტერესების დაკმაყოფილება. მეფემ გრიგოლ დადიანს მისი ძმა მანუჩარი დაუპირისპირა, რომელსაც 1792 წელს გამთავრებაში დაეხმარა. გრიგოლმა დახმარებისათვის ჯერ ახალციხის ფაშას მიმართა, შემდეგ ერეკლე II-ს, რადგან გრიგოლის მეუღლე ნინო ბაგრატიონი ერეკლეს შვილიშვილი იყო. ერეკლემ იკისრა კიდეც შუამდგომლობა გრიგოლსა და სოლომონს შორის, მაგრამ იმერთის მეფე არ აპირებდა გრიგოლისთვის ტახტის დაბრუნებას. ამ ვითარებაში მანუჩარმა 7 წლის მანძილზე იმთავრა. ბოლოს, 1799 წელს, გრიგოლმა თავისი ბიძის გიორგი დადიანისა და ლეჩხუმის სარდალ-მოურავის ქაიხოსრო გელოვანის დახმარებით შეძლო სამეგრელოში გადასვლა. ისინი ნოღას ციხეში გამაგრდნენ, სოლომონმა და მანუჩარმა ალყა შემოარტყეს ნოღას ციხეს, მაგრამ ვერ აიღეს და იმერეთის მეფე იძულებული შეიქნა გარიგებოდა გრიგოლს. ამ უკანსკნელმა დადიანობა მიიღო, ხოლო მანუჩარმა – სალიპარტიანო. სოლომონისა და დადიანის ამ ბრძოლაში ქართლ-კახეთის მეფე გიორგი XII თავის სიძეს, გრიგოლ დადიანს, უმაგრებდა ზურგს და საქართველოს გამოხსნისათვის მებრძოლ სოლომონს ამით ნიადაგს აცლიდა.

იმერეთის მეფემ 1802 წელს კიდევ ერთხელ შეძლო გრიგოლისათვის სამთავროს ჩამორთმევა და ამჯერად მისი უმცროსი ძმა ტარიელი (1793-17941802) გაამთავრა. გრიგოლმა დახმარება თურქული ორიენტაციის აფხაზ მთავარს ქელეშ-ბეგ შერვაშიძეს სთხოვა. ამ უკანასკნელმა მძევლად უფროსი შვილი ლევანი და ფული მოსთხოვა, მაგრამ გრიგოლი ამ გარიგებაზე ვერ წავიდა და გადამწყვეტ მომენტში დახმარებისთვის რუსეთს მიმართა. ამ ნაბიჯით გრიგოლ დადიანი იმერეთის მეფისაგან თავის დახსნას და სამთავროს “დამოუკიდებლობის” გადარჩენას შეეცადა. სწორედ ამ დროს რუსეთის დიპლომატია კონსტანტინოპოლში ოსმალეთის დაყოლიებას ცდილობდა, ეცნო რუსეთის მფარველობა ოდიშსა და იმერეთზე. დადიანის დაჟინებული თხოვნა რუსეთისათვის სწორედ რომ დროული აღმოჩნდა.

რუსეთის ხელისუფლებამ ვითარება სათანადოდ შეაფასა და დადიანის თხოვნა იმერეთის მეფის დასასუსტებლად გამოიყენა. ნიშნად დადიანისადმი კეთილგანწყობისა, რუსეთის იმპერატორმა მას წმინდა ალექსანდრე ნეველის ორდენი (Орден Святого Александра Невского) გამოუგზავნა. კონსტანტინოპოლიდან ჯერ კიდევ არ იყო მიღებული ოდიშის სამთავროს რუსეთის მფარველობაში მიღების თაობაზე, რომ იმპერატორის დავალებით, პავლე ციციანოვი მოქმედებას შეუდგა: 1803 ივლისში მან სამფარველო ხელშეკრულების ტექსტი შეიმუშავა და დადიანს ერთგულების ფიციც ჩამოართვა. იმავე წლის 2 ოქტომბერს დადიანმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას. დოკუმენტი ძალაში შევიდა დეკემბერში, როდესაც ოსმალეთმა ოდიში რუსეთს ოფიციალურად “დაუთმო”. მფარველობითი ხელშეკრულება, ალექსანდრე I-მა 1804 წლის ივლისში დაამტკიცა. ოდიშის სამთავრო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა შეზღუდული ავტონომიის უფლებით.

ოდიშის სამთავროს ტახტის დაბრუნების მიუხედავად გრიგოლის ხელისუფლება სუსტი იყო, რადგანაც ლეჩხუმის სარდალ-მოურავი ქაიხოსრო გელოვანი, რომლის დახმარებითაც ხელახლა გამთავრდა, რეალურად უფრო დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა მთელს ოდიშში. ამ გარემოებას გრიგოლმა თავი იმით დააღწია, რომ იმავე წელს მოაკვლევინა ქაიხოსრო გელოვანი. არც იმერეთის მეფესა და გრიგოლს შორის იყო მშვიდობა, მათი ფარული მტრობა კვლავაც გრძელდებოდა.

ამ ჯარის დახმარებით, სოლომონმა (დავით არჩილის ძე) და გრიგოლ დადიანმა 1789 წლის 11 ივლისსმათხოჯთან გამართულ ბრძოლაში დაამრცხეს იმერეთის მეფე დავითი, რომელმაც ახალციხის საფაშოს შეაფარა თავი. იმერეთის ტახტი კი სოლომონ II-ის სახელით დავით არჩილის ძემ დაიკავა. გრიგოლ დადიანმაც დაიბრუნა ოდიშის ტახტი.

მიუხედავად გრიგოლ დადიანის დამსახურებისა სოლომონ II-ის წინაშე, მათ შორის ძალიან მალე ლეჩხუმის საკითხზე განხეთქილება ჩამოვარდა. ლეჩხუმის სამოურავო ამ დროს ცალკე ადმინისტრაციულ-პოლიტიკურ ერთეულს წარმოადგენდა იმერეთის სამეფოში. მას განაგებდა სარდალ-მოურავი, რომლებიც უმთავრესად გელოვანთა საგვარეულოდან იყვნენ. ლეჩხუმი ისევ ფაქტობრივად დამოუკიდებელ ერთეულად ჩამოყალიბდა. ქაიხოსრო გელოვანმა ციხეები გაამაგრა და ორი ათასამდე კარგად აღჭურვილ მეომარს მოუყარა თავი.

ხელშეკრულების თანახმად, დადიანი რუსეთისმიერ საქართველოში დანიშნულ მთავარსარდლის მორჩილი ხდებოდა; დადიანს რჩებოდა შეზღუდული თვითმმართველობის უფლება; რუს მოხელეებს შეეძლოთ სამთავროს საშინაო საქმეებში ჩარევა; სამეგრელოში რუსული სამხედრო შენაერთი უნდა ჩამდგარიყო, რომლის დაბინავებასა და მომარაგებაზე დადიანს უნდა ეზრუნა; ასეთ პირობებში უნარჩუნდებოდა გრიგოლ დადიანს “მთავრობა”, რითაც მთავარი დიდად კმაყოფილი დარჩენილა, რადგან მისი აზრით, მთავარი “მტრის”, სოლომონ II-ის შემოტევას გადაურჩა. უკვე 1804 წელს სამეგრელოში რუსული პოლკი ჩადგა, ზღვიდან კი ყულევის ნავსადგურში რუსებმა გემებით ახალი სამხედრო ძალა შემოიყვანეს. ყულევის სამხედრო ნაწილი უკვე სოლივით იყო შემოჭრილი ოსმალთა გარნიზონებით შავი ზღვის ნაპირზე. ეს იყო რუსეთის უომრად მიღწეული დიდი გამარჯვება კავკასიაში ბატონობისათვის, რაშიც “ლომის წვლილი” გრიგოლ დადიანს ეკუთვნოდა. იმერეთის დაპყრობა უკვე დროის საქმე იყო.

იმერეთის მეფისთვის ეს დიდი დარტყმა იყო. სოლომონი მიხვდა, რომ სამეგრელოს დაკარგვით იმერეთის დაკარგვის საფრთხე ახლოვდებოდა.

1804 წელს გრიგოლ დადიანი გარდაიცვალა. იგი მოწამლეს მისმა მოწინააღმდეგე თავადებმა. დაკრძალულია მარტვილის საკათედრო ტაძარში.

დადიანების მეორე დინასტია (1715-1868 წწ.) მთლიანად ლეჩხუმური წაროშობის იყო. ჩიქვანების საგვარეულო სწორედ ლეჩხუმიდან დამკვიდრდა ძველი დადიანების ადგილას.

1867 წელს ლეჩხუმის სათავადო გაუქმდა და მის ადგილას შეიქმნა რუსეთის იმპერიაში შემავალი ადმინისტრაციული ერთეული ლეჩხუმის მაზრა.

ვახუშტი ბატონიშვილი თავის საქართველოს აღწერაში ლეჩხუმელთა შესახებ ამბობს: «მოსახლენი არიან აზნაურნი და გლეხნი, კაცნი მუნებურ მებრძოლნი, მხნენი, შემართებულნი, ტანადნი, ჰაეროვანნი, პურადნი, მორჩილნი უფალთა თვისთა».

სამხედრო პოტენციალი და ომებირედაქტირება

ამ საკითხის გარშემო ხელშესახები ცნობები მოიპოვება XVIII საუკუნის II ნახევრის ლეჩხუმის მოსახლეობის შესახებ. რუსეთის მთავრობის წარმომადგენლის იანოვსკის ცნობით, სამეგრელოს სამთავროში 1770 წელს 100 ათასი სული ცხოვრობდა, მათგან სალაშქროდ გამოდიოდა 6 ათასი მეომარი. ამათგან 2 ათასი ლეჩხუმიდან (ლეჩხუმი იმ დროს სამეგრელოს სამთავროში შედიოდა), ანუ სამეგრელოს ლაშქრის ერთი მესამედი (დაახლოებით 20-25 ათასი მცხოვრებიდან), ლეჩხუმიდან ყოფილა, ამასვე ადასტურებს მოგზაური გულდენშტედტი. ის აღნიშნავს, რომ XVIII საუკუნის მეორე ნახევარში ლეჩხუმში დაახლოებით 20 ათას სულზე მეტი მცხოვრებია.

აქ უამრავი ციხე-სიმაგრე არსებობდა და ომიანობისას დასავლეთის მესვეურნი მესვეურნი სწორედ მას აფარებდნენ თავს და აქ მაგრდებოდნენ მომძლავრებული მტრის წინააღმდეგ. შუა საუკუნეების ქართული საისტორიო წყაროების მიხედვით სწორედ ლეჩხუმში ხვალმში იყო ქართველ მეფეთა განძსაცავი. ასევე. ამავე პერიოდის ისტორიოგრაფიაში სიანტერესო მინიშნებაა გაკეთებული ასევე ხვამლთან დაკავშირებით "ოდეს ქვეყანას გაუჭირდეს ხვამლის მთამ გადაარჩინოს". ლეჩხუმის მმართველთა მთავარ ციხეებს ეწოდება მურის ციხეები. რიონის ხეობაში იმერეთიდან გამოსასვლელ გზას ეს ციხეები იცავდნენ. სამ კომპლექსად სიგრძეზე გაშლილი სიმაგრეთა სისტემის სახელები იყო - "დაუხვდი", "ჰკა მაგას" და "არ გაუშვა". ასევე ორბელის, ლასურიაშის, ჭლადიდის ციხეები და სხვ.

ამ პერიოდის იარაღ-საჭურველიდან ცაგერის ისტორიულ მუზეუმში დაცული პასიური თავდაცვითი საშუალებებიდან აღსანიშნავია ჯაჭვის პერანგი და მუზარადი (ჩაჩქანი). ჯაჭვის პერანგი გამოირჩევა მოცულობით, წონით (18 კგ) და ქსოვის ტექნოლოგიით. რაც შეეხება მუზარადს, სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ უაღრესად საინტერესო ზუჩია, რომლის მსგავსი მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე ნიმუშია ცნობილი. ცაგერის მუზარადის ანალოგი ინახება პოლონეთში, ქალაქ კრაკოვის ვაველის სასახლეში, მეორე ოდნავ განსხვავებული ეგზემპლარი დაცულია სანქტ-პეტერბურგის ერმიტაჟში.

ვაველსა და ერმიტაჟში დაცული ზუჩების დამზადების თარიღად მკვლევარ მ. წურწუმიას მიაჩნია პერიოდი XIII საუკუნის მეორე ნახევრიდან XV საუკუნემდე. ამ პერიოდში დამზადებული უნდა იყოს დასახელებული მუზარადების ანალოგი ცაგერის მუზარადიც.

საქართველოში ცეცხლსასროლი იარაღი სავარაუდოდ, XIV-XV საუკუნეებიდან არის ცნობილი, და რა თქმა უნდა, შემოტანილია. XVIII საუკუნეში ერეკლე II-ის მეფობის დროს ცეცხლსასროლი იარაღი - დამბაჩები, კაჟიანი თოფები და ქართული ზარბაზნები მზადდებოდა თბილისის თოფხანაში. ეს არ იყო საკმარისი, დამატებით, იარაღი შემოჰქონდათ მეზობელი ქვეყნებიდან. ცაგერის ისტორიულ მუზეუმში დაცულია თბილისური და მაჭახლური დამბაჩები და კაჟიანი თოფები. აგრეთვე გვიან საუკუნეებში დამზადებული ხმლები, სატევრები (ხანჯლები). აქვეა რქისა და ხისგან დამზადებული თოფის წამლის სატარებლები, ბრინჯაოსა და ადრე რკინის ხანის კვერთხი, ბორკილები.

1930 წელს ლეჩხუმიდან გატანილია და ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმშია დაცული 3 ქვემეხი (ზარბაზანი), დეხვირის ციხესიმაგრიდან წონით 60 ფუთი, ორბელის ციხესიმაგრიდან - წონით 10 ფუთი, მურის ციხესიმაგრიდან - წონით 10 ფუთი.

ისტორიიდან ცნობილია, რომ ლეჩხუმის სამოურავო ტერიტორიულ ერთეულს, მტრებთან საბრძოლველად უნდა გამოეყვანა კარგად შეიარაღებული 2000 მებრძოლი. ლეჩხუმელი მებრძოლნი მტერზე გამარჯვების საქმეში ხშირად ამბობდნენ გადამწყვეტ სიტყვას. მეტიც, გვიან შუა საუკუნეებში იმერეთის სამეფოსა და ოდიშის სამთავროს შორის გამუდმებული კონფლიქტების დროს გამარჯვებული ის იყო, ვის მხარესაც ლეჩხუმელი მებრძოლნი იყვნენ. ლეჩხუმის ისტორიული პროვინციის მებრძოლებს ადგილზე დამზადებული ცივი და შემოტანილი საბრძოლო იარაღით მტერთან ბრძოლის საკუთარი მეთოდები და ხელწერა გააჩნდათ.

ვახუშტი ბატონიშვილი თავის საქართველოს აღწერაში ლეჩხუმელთა შესახებ ამბობს: «მოსახლენი არიან აზნაურნი და გლეხნი, კაცნი მუნებურ მებრძოლნი, მხნენი, შემართებულნი, ტანადნი, ჰაეროვანნი, პურადნი, მორჩილნი უფალთა თვისთა».

ეკონომიკარედაქტირება

ლეჩხუმის სამოურავოში ძირითადად გავრცელებული იყო მემინდვრეობა და მევენახეობა. ცნობილი ყურძნის ჯიშია უსახელოური. ასევე იწარმოებოდა ბევრი თაფლი. ლაილაშში მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს დაარსდა სამჭედლოები და ცცეცხლსასროლი იარაღის მწარმოებელი მცირე საწარმოც. XVII საუკუნის შუა ხანებიდან მხარეში გაძიერდა ვაჭართა ფენა, რომელთა ძირითად ნაწილს ებრაელები და სომხები შეადგენდნენ, თუმცა შემდგომში მოძლიერდა ადგლილობრივ ვაჭართა ფენაც. მთავარი ბაზრობები იმართებოდა ლაილაშში ორბელის ციხესთან და ცაგერთან ახლოს.

დასახლების ტიპებირედაქტირება

ლეჩხუმში ამ პერიოდიდან იკიდებს ფეხს საკარმიდამო ტიპის დასახლება. დასახლების ამ ტიპებს შეეფარდება საცხოვრებელ ნაგებობათა სახეობები: მთური, დარბაზული და კოლხური.

ძირითადად გავრცელებული იყო სამი სახის საცხოვრებელი ნაგებობა. მთიან რაიონებში გავრცელებული სახლის ტიპი წარმოადგენს 2-4-სართულიან ქვის ნაგებობას, აგებულს მშრალი წყობითა და დუღაბით. საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობანი განლაგებულია ვერტიკალურ სიბრტყეზე და ჩაკეტილი კომპლექსის სახით წარმოგვიდგება. ლეჩხუმში ორი სახის სამოსახლოებია. მთისწინეთში შედარებით სწორედ მთიანეთის მსგავსი საცხოვრებელი კარმიდამოებია, დაბლობში კი კოლხური ტიპის ოდები ან ოდას მსგავსი შედარებით დიდი სახლები ე. წ. "კოცოლზე".

ციხე-კოშკების სიმრავლეს ადასტურებს ვახუშტი ბატონიშვილი. “ლეჩხუმის მოსახლეები, აზნაურნი და გლეხნი, რამეთუ არ არის მოსახლე, რომელს არს ედგას ციხე-კოშკი ქვითკირისა, შენობანი ყოველივე ქვითკირისანი” (XVIII ს).

სამოსირედაქტირება

შუა საუკუნეებიდან მოყოლებული ლეჩხუმელი მამაკაცის ეროვნული სამოსის ძირითადი ტიპი ჩოხა-ახალუხის კომპლექსია, ვერცხლისთავიანი ან შავთავიანი მასრებითა და ვერცხლისქარქაშიანი ან შავქარქაშიანი ხანჯლით გაწყობილი. ჩოხების ფერებში ჭარბობს შავი და თეთრი. ასევე ზოგიერთ სოფელში გავრცელებული იყო რაჭული ჩოხა, მეგრული ყაბალახი და იმერული თავსაკრავი.

გაუქმებარედაქტირება

არსებობის უკანასკნელ პერიოდში ლეჩხუმი ისევ ოდიშის სამთავროს შემადგენლობაში შედიოდა. 1867 წელს სამეგრელოს სამთავროს გაუქმების შემდეგ ამ ტერიტორიაზე შეიქმნა ლეჩხუმის მაზრა.

თავადებირედაქტირება

  • ხოსია ახვლედიან-ლაშხიშვილი - ?-1671 წწ.
  • კაცია ჩიქვანი - 1671-1682 წწ
  • იესე კაციას ძე ჩიქვანი - 1682-1704 წწ.
  • გიორგი კაციას ძე ჩიქვანი - 1704 წ.
  • ბეჟან გიორგის ძე ჩიქვანი - 1704-1715 წწ.
  • ბერი კოპალიანი - 1751-1757 წ.

სარდალ-მოურავებირედაქტირება

  • ქაიხოსრო გელოვანი - 1780-იანი-1799 წწ.
  • ბერი გელოვანი - 1799 წ
  • გაბრიელ კოპალიანი - 1803 წ.  
  • ივანე გელოვანი - 1855 წ.

ლიტერატურარედაქტირება

  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973;
  • მარიამ ლორთქიფანიძე, ოთარ ჯაფარიძე, დავით მუსხელიშვილი, როინ მეტრეველი, „საქართველოს ისტორია“ ოთხ ტომად. უძველესი დროიდან ახ. წ. XX საუკუნემდე. გამომცემლობა პალიტრა L. თბილისი. 2012 წ.
  • დავით კოპალიანი "ნარკვევები ლეჩხუმის წარსულიდან". ქუთაისი. 2002წ.
  • დავით კოპალიანი "11 განძი ლეჩხუმიდან" ჟურნალი “ისტორიანი”, 2016 წლის ივლისი, #7/67
  • დადიანი ნ., ქართველთ ცხოვრება, ს. ბურჯანაძის გამოც., თბ., 1962
  • დავით ბატონიშვილი, ახალი ისტორია, ბაგრატ ბატონიშვილი, ახალი მოთხრობა, თ. ლომოურის გამოცემა, თბ., 1941
  • Акты кавказскои археологичевскои комиссии, Т. I (საბ. №760 ) и Т. II (საბ. №968, 342, 919, 461–462)
  • თ. ჟორდანია, ქრონიკები III, თბ., 1967
  • დუმბაძე მ., დასავლეთ საქართველო XIX საუკუნის პირველ ნახევარში, თბ., 1957;
  • აბესალომ ტუღუში, სამეგრელოს სამთავროს ისტორია, ზუგდიდი, 1999
  • მ. რეხვიაშვილი, იმერეთის სამეფო (1462–1810), თბ., 1989
  • ნონა ჟველია, ოდიშის სამთავროს შიდაქართული და საგარეო ურთიერთობების ისტორიიდან, ქუთ., 1995
  • ს. მაკალათია, სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია, თბ., 2006
  • ბერაძე თ., ქსე, ტ. 3, გვ. 267, თბ., 1978

წყარორედაქტირება

  • ეთნოსები საქართველოში: [კრებული / რედ. მერაბ ბასილაია, სტილის რედ. ლევან ბრეგაძე; ფოტო: არჩილ ქიქოძე, ლევან ხერხეულიძე; პმგ გამოც. ბექა მინდიაშვილი]; საქ. სახალხო დამცვ. არსებ ტოლერანტობის ცენტრი, საქ. სახალხო დამცველის ბიბ-კა. - თბილისი, 2008. - 310 გვ.: ფოტ., ნახ. ; 27 სმ.. - შენიშვნები: გვ. 295. - ISBN 978-9941-0-0901-3 (ორივე ტ.); ISBN 978-9941-0-0902-7
  • ჩიქოვანი, ნინო. რელიგია და კულტურა სამხრეთ კავკასიაში: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ნინო ჩიქოვანი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა]. - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006. - 116გვ.; 29სმ.. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია). - რეზ. ინგლ. ენ.. - ბიბლიოგრ. ტექსტ. შენიშვნ.. - ISBN: 99940-871-2-6 :
  • აბაშიძე, ზაზა. საქართველო და ქართველები: (საკითხავი წიგნი): [სახელმძღვ.] / ზაზა აბაშიძე, მიხეილ ბახტაძე, ოთარ ჯანელიძე; ზაზა აბაშიძის რედ.; რუკების ავტ. მანანა შეყილაძე; მხატვ. ეკა ტაბლიაშვილი. - თბილისი, 2013 (შპს „ფავორიტი პრინტი“). - 676, [10] გვ.: რუკ.; 22 სმ.. - ყდაზე: ქართველ მეფეთა ხელრთვები და ნიშნები. - ISBN 978-9941-0-5498-3