თაკვერი — ისტორიული მხარე საქართველოში. პირველად დამოწმებულია VII საუკუნის ანონიმურ სომხეთის გეოგრაფიაში. ადრინდელ ფეოდალურ ხანაში სახელწოდება „თაკვერი“ ორი მნიშვნელობით იხმარებოდა: ფართო მნიშვნელობით ახლანდელი რაჭა-ლეჩხუმს მოიცავდა, ვიწრო მნიშვნელობით კი — ცხენისწყლის აუზის შუა წელსა და მდინარე ლაჯანურას (რიონის შენაკადი) ხეობას შორის მდებარე ტერიტორიას. შუა ფეოდალურ ხანაში სახელწოდება „თაკვერს“ მხოლოდ მეორე მნიშვნელობით ხმარობდნენ. XI საუკუნეში თაკვერი სვანეთის ერისთავს ემორჩილებოდა, XII-XIII საუკუნეებში რაჭის ერისთავის საგამგეოში იყო. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში იგი ლეჩხუმის შემადგენლობაში შედიოდა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება