კონდოლი
კონდოლი — სოფელი საქართველოში, თელავის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ალაზნის ვაკეზე, მდინარე კისისხევის მარცხენა ნაპირას. თემის ცენტრი. ზღვის დონიდან 460 მეტრი, თელავიდან 6 კილომეტრი. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2188 ადამიანი.
სოფელი | |
---|---|
კონდოლი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | კახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | თელავის მუნიციპალიტეტი |
თემი | კონდოლი |
კოორდინატები | 41°55′11″ ჩ. გ. 45°34′41″ ა. გ. / 41.91972° ჩ. გ. 45.57806° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 460 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 2188[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,3 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
სოფლის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს VI საუკუნის ძეგლი — ნათლისმცემლის ბაზილიკა.
ისტორია
რედაქტირებაკონდოლი საქართველოს ერთ-ერთი უძველესი დასახლებაა, კულტურულ-სამეურნეო და პოლიტიკურ ცხოვრებაში. მდინარე კისისხევის ხეობაში კონდოლი, სოფელ კისისხევთან ერთად, მნიშვნელოვანი ობიექტი იყო, როგორც სამეურნეო, ისე სამხედრო-სტრატეგიული თვალსაზრისით. სამეფოს წერითა და გარკვეული გადაჯგუფებით კონდოლის შუამთის მხარის სოფლადაც განიხილებოდა. იოანე ბატონიშვილი აღნიშნავდა შუამთაზე „მიწერილ“ სამეფო, სათავადო, სააზნაურო და საეკლესიო სოფლებსა და ადგილებს, რომელთა შორის კონდოლსაც მოიხსენიებდა. ისტორიულ წყაროებში ცნობილია კისისხევ-კონდოლის მოურავის თანამდებობა. გვიანდელ შუა საუკუნეებში კონდოლის ყმა-მამულის დიდი ნაწილი ალავერდელი ეპისკოპოსის გავლენის ქვეშ იყო, რომელსაც სოფლის სამართავად თავისი მოურავი, ნაცვალი და მოურავის მდივანიც ჰყავდა დანიშნული. თავის მხრივ, ეს მოხელეები აქ საკუთარ ყმა-გლეხებსაც ფლობდნენ. XVIII საუკუნის მეორე ნახევარში კონდოლის მოურავსა და მის ნაცვლად გარკვეული სამართლებრივი დავაც ჰქონიათ. ნიკოლოზ ალავერდელი (ანდრონიკაშვილი), მოურავის ფუნქციებში და სარგოში ნაცვლის ნაზიარების საპასუხოდ,ყველამ უყურა ახლებს მისი საყდრის პირველ აზნაურიშვილს დავით გელოვანიძეს კონდოლის მოურავობას, რომელიც მათ მამით და პაპი სამკვიდროდ ჰქონიათ ბოძებული. ამასთან, იგი საგანგებოდ მიუთითებს ნაცვალს, რომ „საყდრონის სხვა ნაცვალთა მსგავსად თავის განწესებით იმოქმედოს“. ეპარქიულად კონდოლი ჭერემის საეპისკოპოსოში შედიოდა, მაგრამ მტერთა შემოსევებისგან მორჩილი საეპისკოპოსო ვეღარ ფუნქციონირებდა და 1757 წელს თეიმურაზ II-მ იგი კისისხევთან ერთად ეპარქიულადაც ამბა ალავერდელს დაუქვემდებარა. შემდგომში კონდოლში, ალავერდის მონასტერთან ერთად, ხმა მამულს დაეუფლნენ ჩოლოყაშვილები, თუმანიშვილები, ესიტაშვილები, ჯორჯაძეები და სხვა. სამეურნეო თვალსაზრისით, კონტროლის საკმაოდ ძლიერი დასახლება იყო. სოფლის მიწები კარგად ირწყვებოდა მდინარე კისისხევით. დოკუმენტური მასალების მიხედვით აქტიურად მისდევდნენ მემინდვრეობას, მებაღეობა და მევენახეობა-მეღვინეობას.შეძლებულ ფეოდალებისა და მოვაჭრეებს ხორბლის დიდი საწყობების ჰქონიათ. კონდოლში დაყენებული ღვინო განსაკუთრებული თვისებებითა და ხარისხით გამოირჩეოდა. ვახუშტი ბატონიშვილი საგანგებოდ აღნიშნავს: „იქაც ღვინო კონდოლისა წარჩინებულიო“. კონდოლელები მოგვიანებითაც აქტიურად ეხმაურებოდა ამ ქვეყანაში მომხდარ მოვლენებს. 1905 წლის 27 მარტს კონდოლელმა გლეხებმა, კისისხეველებთან ერთად, გაილაშქრეს მემამულე კუბლაშვილის წინააღმდეგ და მისგან მოითხოვეს გლეხებისა და ხიზნების ვალდებულებების გაუქმება, ტყეებისა და საძოვრების გაერთიანება.იმავე დღეს ისინი შეიკრიბნენ სოფლის კანცელარიასთან და დამატებით მოითხოვეს რეფორმებით ჩამორთმეული მიწების დაბრუნება, სოფლის საჭიროებისათვის „სამაღაზიო“ ფულის გაცემა. მთავრობამ ვერ შეძლო მათ წინააღმდეგ დამსჯელი ღონისძიებების გატარება.
დემოგრაფია
რედაქტირებააღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
2002 | 2489[2] |
2014 | 2188[1] |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირება- კონდოლის კვირაცხოვლის ეკლესია
- კონდოლის ნათლისმცემლის ეკლესია
- კონდოლის მთავარანგელოზის ეკლესია
- კონდოლის ნათლისმცემლის მეორე ეკლესია
- კონდოლის წმინდა მარიამის ეკლესია
- კონდოლის კოშკი
- კონდოლის წმინდა გიორგის ეკლესია (1860)
- კონდოლის მაცხოვრის ეკლესია
- კონდოლის ღვთისმშობლის ეკლესია
- კონდოლის წმინდა გიორგის ეკლესია
- გავაზის მკლავის ნიში
- საბერეების ეკლესია
- ჭიკაანთ ღვთისმშობლის ეკლესია
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 631.
- კახაძე .კ, ჭყონია თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-II, თბ., 2015. — გვ. 278.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 27 ივლისი 2016.
- ↑ 2002 წლის აღწერის მონაცემები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2016-07-27.