კონდოლის კვირაცხოვლის ეკლესია

კონდოლის კვირაცხოვლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, დგას სოფელ კონდოლის ცენტრში, წარწერის თანახმად აშენებულია 1817 წელს.

ძეგლი წარმოადგენს, მოზრდილი ტიპის დარბაზული ფორმის ეკლესიას (18x9,6 მ), რომელსაც დასავლეთიდან ეკვრის ბევრად უფრო მაღალი სამრეკლო. ეკლესია ნაგებია რიყის ქვით და აგურით. აქვს ორი შესასვლელი დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან, ორივე შესასვლელი სწორკუთხაა და გარედან თაღოვან შეღრმავებაშია ჩასმული, ორივე შესასვლელის არქიტრავის ქვაზე, მხედრულით შესრულებული თთ წარწერა ცუდადაა დაცული და სავსებით არ იკითხება. აღმოსავლეთით ნახევარჭრიული აფსიდია, რომელშიც ერთი ნახევარწრიულთაღოვანი სარკმელი და სამი, მცირე ზომის ნიშაა. მსგავსი სარკმელი ეკლესიაში კიდევ შვიდია, სამი ჩრდილოეთ კედელში, კიდევ სამი სამხრეთში და ერთი დასავლეთ კედელში, რომელიც რომელიც შესასვლელის ზემოთაა გაჭრილი და სამრეკლოს მეორე სართულში გადის. ნიშებიდან, ერთი, თაღოვანი სარკმლის სამხრეთითაა, ორი - ერთი თაროვანი მეორე სწორკუთხა ჩრდილოეთით. თითო თაღოვანი ნიშა გრძივი კედლების აღმოსავლეთ ნაწილშია აფსიდის მხრებთან ახლოს. აფსიდი გადახურულია წესიერი ფორმის კონქით. კონქის ტაღი ნახევარ წრიულია. მსგავსი ფორმისაა კამარაც.

ეკლესიის დრაბაზის გრძივი კედლები და კამარა, სამი წყვილი პილასტრითა და მათზე გადაყვანილი საბჯენი თაღებით, ოთხ, თანაბარ ნაწილად იყოფა. დასავლეთ კუთხეებშიც თითო პილისტრია, რომლებზეც დაყრდნობილია დასავლეთ კედლის მიმდებარე თაღია დაყრდნობილი. პილასტრები დასრულებულია დაბალი, პროფილის კაპიტელებით. პილასტრებს შორის თთ ყრუ თაღია. შიგნიდან ეკლესია შელესილი და შეთეთრებულია. ეკლესიის ფასადებიდან მხოლოდ აღმოსავლეთ ფასადია მორთული, აგურის წყობით გამოყვილი, შეღრმავებული ჯვრის გამოსახულება რომელიც წითლაადაა შეღებილი.

სამრეკლო

რედაქტირება

გეგმით სწორკუთხაა (3,2 x 2,8 მ), სამსართულიანი. ნაგებია მთლიანად აგურით. I და II სართული სამ მხარეს თაღოვანი მალებითაა გახსნილი. თაღები ნახევარწრიული ფორმისაა. ისინი დაყრდნობილია დასავლეთ კუთხეში მდებარე კვადრატების კვეთის ორ ბოძზე და ეკლესიის დასავლეთ კუთხეში გამოყვანილ, ერთსაფეხურიან პილასტრებზე. ბოძები და პილასტრები, ორივე სართულზე, სამსაფეხურიანი კაპიტელებითაა დამრგვალებული. I სართული გადახურულია გუმბათოვანი კამარით. ხოლო IIდა III სართულები კი ერთმანეთთანაა დაკავშირებული. III სართული ექვსწახნაგაა, ნახევარწრიული თაღებით გახსნილი ფანჩატურია. იგი შიგნიდან გუმბათოვანი კამარით ხოლო გარედან აგურისავე პირამიდისეული სახურავითაა გადახურული.

გალავანი

რედაქტირება

ეკლესიას გარს აკრავს რიყის ქვით ნაშენი 2,5 მეტრის სიმაღლის, არაწესიერი მოხაზულობის გალავანი.

სარეაბილიტაციო სამუშაოები

რედაქტირება

XX საუკუნის ბოლოს ძეგლზე ჩატარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები: ეკლესია გადაიხურა კრამიტით, სამრეკლო - თუნუქით, აღდგა გალავნის დანგრეული ნაწილები და მის დასავლეთ კედელში მოეწყო ჭისკარი.

ლიტერატურა

რედაქტირება