კონდოლის კოშკი
კონდოლის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, დგას სოფელ კონდოლში, წიქარიძის ეზოში. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით. ნაგები იყო რიყის ქვებით. დანგრეულია. 5 მეტრის სიმაღლეზე შემორჩენილია მხოლოდ ერთი კედელი, რომელსაც თაღოვანი ნიშებისა და ხის კოჭების ბუდეების კვალი ატყვია. კოშკი შიგნიდან შელესილი იყო.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-II, თბ., 2015. — გვ. 280.