კონდოლის წმინდა გიორგის ეკლესია (1860)
კონდოლის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, დგას სოფელ კონდოლის ჩრდილო-აღმოსავლეთით 0,5 კილომეტრზე. ეკლესია აშენებულია 1860 წელს.
ეკლესია დარბაზულია, ნახევარწრიული აფსიდით, რომელიც გეგმის სწორკუთხედის ფარგლებშია მოქცეული. საშენი მასალა ორგვარია: რიყის წვრილი ქვა და ქართული აგური. კედლები ძირითადად რიყის ქვისაა. კამარა, კონი, საბჯენი თაღები. კარ-სარკმელთა თაღები, გარეთა კუთხეები და ფასადთა დეკორატიული ელემენტები.
შესასვლელი დასავლეთითაა. კარი შეისრულთაღოვანია. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდაა, რომელიც დადაბლებული ფორმის კონქითაა გადახურული. კონქის თაღი აფსიდას მხრებს ჩეულებიასამებრ არ ერწყმის, არამედ მცირე კუთხით, რის გამოც მათ საზღვარზე ჰორიზონტალური ხაზია შექმნილი. აფსიდის ცენტრში მაღალი, ნახევარწრიულთაღოვანი, ძლიერ დახრილი ძირის მქონე სარკმელი ჩრდილოეთითაა, ხოლო ერთი სამხრეთითაა კედლის დასავლეთ ნაწილში. აფსიდში, სარკმლის აქეთ-იქით, თითო შეისრულთაღოვანი ნიშაა მოწყობილი. ერთი ნიშა სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილშია. აფსიდის შუაში შემორჩენილია ოთხწახნაგა ტრაპეზის მცირე ნაწილი.
ეკლესიის გრძივი კედლების შუაში და დასვალეთ კუთხეებთან გამოყოფილია თითო, მარტივი პილასტრი, რომლებსაც ნახევარრიული საბჯენი თაღები ეყრდნობა. ნახევარწრიულია კამარაც. ინტერიერი შელესილი და შეთეთრებული ყოფილა. ამჟამად ნალესობა მხოლოდ კედლებს შემორჩათ.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-II, თბ., 2015. — გვ. 284.