კონდოლის წმინდა გიორგის ეკლესია

კონდოლის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი დგას სოფელ კონდოლის ჩრდილოეთით, 300 მეტრის მანძილზე. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია, უაფსიდო. ნაგებია რიყის ქვით და კირის დუღაბით. ერთადერთი შესასვლელი არაწესიერი ფორმის, ისრული თაღით, რომელიც გარედან ჩასმულია საფეხურით შეღრმავებულ, სწორკუთხა არეში. აღმოსავლეთ და დასავლეთ კედელში თითო მცირე, სწორკუთხა სარკმელია. აღმოსავლეთ სარკმლის ქვემოთ, კედელზე, სწორკუთხა ტრაპეზია მიდგმული.

ლიტერატურა

რედაქტირება