კონდოლის მაცხოვრის ეკლესია
კონდოლის მაცხოვრის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს სოფელ კონდოლის ჩრდილოეთით 1 კილომეტრზე. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით.
ეკლესია დარბაზულია, (4,4 x 3,2 მ). ნაგები იყო სხვადასხვა ზომის, რიყის ქვით კირის ხსნარზე. ძლიერ დაზიანებულია: სამხრეთ და დასავლეთ კედლები მიწის პირამდეა დანგრეული, დანარჩენი 2 კი 1,5 მეტრის სიმაღლეზეა შემორჩენილი. შესასვლელი დასავლეთიდან ჰქონია. აღმოსავლეთით გაპრტყელებილი, ასიმეტრიული მოყვანილობის აფსიდაა.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-II, თბ., 2015. — გვ. 280.