ჭიკაანთ ღვთისმშობლის ეკლესია

ჭიკაანთ ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი სოფელ კონდოლის სამხრეთ-აღმოსავლეთ განაპირას, თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია. ნაგებია მოზრდილი ზომის რიყის ქვით და კირის დუღაბით. წყობა ქაოსურია. გარედან კედლის ზედაპირი გასწორებულია ბათქაშით, რომელიც ქვებს შორის არეებს ავსებს და საპირე ქვების ზედაპირის ნაწილსაც ფარავს. შეგნით კედლები შევათქაშებულია.

ძეგლი ძლიერაა დაზიანებული: მთლიანადააჩამოშლილი დარბაზის კამარა. სამხრეთ კედლიდან მხოლო აღმოსავლეთ ნაწილია შემორჩენილი. თითქმის მთლიანადაა მონგრეული ორივე ფრონტონი და ჩრდილოეთ კედლის საპირე წყობის ნაწილი. აღმოსავლეთ კედელს მთლიან სიმაღლეზე დაყვება ბზარი. შესასვლელი დასავლეთიდანაა. იგი გარედან შეისრულთაღოვანია. თაღი აგურითაა გამოყვანილი და კედლის სიბრტყის მიმართ საგეხურითაა შეღრმავებული. შესასვლელი შიგნიდან სწორკუთხაა.

ლიტერატურარედაქტირება