საბერეების ეკლესია

საბერეების ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი სოფელ კონდოლის აღმოსავლეთით, 3 კილომეტრზე, ტყეში. განეკუთვნება შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია, ნაგებია რიყის ქვითა და კირის დუღაბით. წყობა ირეგულარულია. ძეგლი ძლიერაა დაზიანებული: ჩამონგრეულია კამარა, მიწის პირამდეა დანგრეული სამხრეთ კედელი და აღმოსავლეთ კედლის სამხრეთ ნაწილი. ეკლესია ჩამონაშალი ქვებითა და მცენარეულობითაა დაფარული, ისე რომ ხუროთმოძღვრება არ ირჩევა. შედარებით უკეთესადაა შემორჩენილი დასავლეთ კედელი.

ლიტერატურა

რედაქტირება