მევენახეობა და მეღვინეობა
მევენახეობა და მეღვინეობა — ყოველთვიური ჟურნალი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 1919-1920 წლებში, რედაქტორი კ. ბერეკაშვილი. 1919 წელს გამოიცა ორი, 1920 წელს კი ასევე ორი ნომერი.
ჟურნალი სპეციალიზებული გამოცემა იყო და ემსახურებოდა საქართველოში მევენახოების და მეღვინეობის განვითარებას, მოქალაქეთა ინფორმირებას. რედაქცია ცდილობდა მკითხველთა ცოდნის გაფართოებას. პუბლიკაციები შეეხებოდა დარგის როლს საქართველოს სოფლის მეურნეობაში, მიმოიხილავდნენ სხვა ქვეყნების პრაქტიკას, იბეჭდებოდა რეკომენდაციები ვენახის მოვლის შესახებ იბეჭდებოდა წერილები „ერობები და მევენახეობა“, „ვაზის სნეულება ჭრაქი (მიდიუ)“, „წყარო კეთილდღეობისა (წერილი საფრანგეთიდან)“, „მეღვინეობის სადგური განყოფილებებით“, „მორიგი მუშაობა აპრილში“. იბეჭდებოდა კორესპონდენციები სხვადასხვა სოფლებიდან.
სარედაქციო საბჭო
რედაქტირებატ. ბააკაშვილი, ა. ეგოროვი, თ. მეგრელიშვილი, ე. ნაკაშიძე, ს. ტიმოფეევი, ს. ხუნდაძე, ს. ჩოლოყაშვილი.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- წერეთელი მ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 268-269.
- ბაქრაძე გ., ქართული პერიოდიკის ბიბლიოგრაფია, 1819-1945, თბილისი, 1947