კონდოლის ღვთისმშობლის ეკლესია
კონდოლის ღვთისმშბლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს სოფელ კონდოლში. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით. შეკეთებულია XX საუკუნის ბოლოს.
ეკლესია დარბაზულია. დასავლეთიდან ეკვრის გეგმით სწორკუთხა, ეკლესიაზე ოდნავ უფრო განიერი, გვიანდელი მინაშენი. ორივე ნაგებობა რიყის ქვითა და კირის დუღაბითაა ნაგები.
ეკლესია აფსიდიანია. ერთადერთი, თაღოვანი შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარი კედლის ოდნავ სამხრეთ ნაწილშია გაჭრილი. აფსიდი გეგმით არაწესიერი მოხაზულობისაა. მის ცენტრში გაჭრილია მცირე, სწორკუთხა სარკმელი, რომლის სამხრეთით და ჩრდილოეთით თითო, ოთხკუთხა ნიშაა. დარბაზი გადახურულია შეისრული კამარით.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-II, თბ., 2015. — გვ. 283-284.