თურქული ტოპონიმები სომხეთში

თურქული ტოპონიმების გადარქმევა სომხეთში — პროცესი, რომელიც მიზნად ისახავდა, თურქული ტოპონიმის მქონე დასახლებების სახელწოდების გადარქმევას, წარმოებული სომხეთის სსრ-ს და სომხეთის მთავრობების მიერ, XX-XXI საუკუნეებში. ეს პროცესი დაიწყო 1924 წელს, რომელიც მჭიდროდ დაკავშირებული იყო შიდა პოლიტიკურ პროცესებთან, როგორიცაა სომხების რეპატრიაცია (დაბრუნება) სახზღვარგარეთიდან სსრკ-ში და აზერბაიჯანელების გადასახლება სომხეთიდან მტკვარ-არაქსის დაბლობზე.[1]

1903 წლის ერევნის გუბერნიის რუკა თურქულენოვანი ტოპონიმებით

ტოპონიმები, დიდი რაოდენობით შეცვალეს 1935 წელს, ომის შემდგომ პერიოდში, 1967-1968 წლებში და 1988 წელს, როდესაც დიდი რაოდენობით აზერბაიჯანელი მოსახლეობა გააძევეს სომხეთიდან.[2][3]

ტოპონიმის შეცვლის რამდენიმე მეთოდი არსებობდა: ტოპონიმის თარგმნა, დასახელების ნახევრის თარგმნა ან ჰიბრიდული გადათარგმნა, ლინგვისტური გადაკეთება, ტოპონიმის სრული შეცვლა.[1]

თურქული ტოპონიმების გაჩენა სომხეთში

რედაქტირება
 
შაჰ აბას I

სომხები — თანამედროვე სომხეთის ძირძველი მოსახლეობის შთამომავლებია, ხოლო არაქსის ველისომხეთის სახელმწიფოს ისტორიული ცენტრია. ზუსტად იქ იყო დიდი სომხეთის დედაქალაქები, ხოლო შუა საუკუნეებში, ასევე ბაგრატიდების სომხეთის დედაქალაქებიც — ერვანდაშატი, არმავირი, არტაშატი, ვაღარშაპატი (ასევე, სომხების სასულიერო ცენტრი 303-484 წლებში, და ისევ 1441 წლიდან), დვინი (ასევე სომხების სასულიერო ცენტრი 484-931 წლებში) და ანისი. ყველა ეს ქალაქი, უძველესი სომხური კულტურის განვითარების, ძირითადი ცენტრებია.

XI საუკუნიდან დაწყებული, სომხეთის ტერიტორიაზე შემოიჭრნენ თურქი-სელჩუკები — თანამედროვე მცირე აზიელი, კავკასიელი და ბალკანელი თურქების წინაპრები. სომხეთის დაპყრობა, 1064 წელს დაიწყო და 1071 წელს, მანასკერტის ბრძოლაში სელჩუკების გამარჯვებით დასრულდა.[4] სელჩუკთა შეჭრა, სომხური ეთნიკური ჯგუფისთვის დიდი უბედურების ტოლფასი იყო, რაც გამოიწვია სომხების დიდი ნაწილის ემიგრაცია.[4] ამ მომენტიდან, სომხეთის მთიანეთზე, რომელიც მოიცავს კავკასიის ნაწილს,[5] დაიწყო სომხების და ქურთების გაძევების მრავალსაუკუნოვანი პროცესი. სომხეთში თურქების შემოსევის ახალი ტალღა დაკავშირებული იყო მონღოლების შემოსევასთან, ხოლო შემდეგ თემურლენგის შემოსევასთან. ამავე დროს, სომხურ მიწებს ადგილობრივი მოსახლეობისგან ართმევდნენ და ჩამოსულ მომთაბარე მოსახლეობას აძლევდნენ.[6][7] თუმცა, ჯერ მონღოლების შემოჭრის პოქაში, მარკო პოლო აღნიშნავდა, რომ სომხური მოსახლეობა სჭარბობს მთელ სომხეთის ისტორიულ ტერიტორიაზე, სივასიდან მუღანამდე.[8]

1603 წელს, აბას I-ის ორგანიზებით, აღმოსავლეთ სომხეთიდან სპარსეთის სიღრმეში, სომხების მასობრივი გადასახლება დაიწყო. გადასახლების დროს, გაანადგურეს დიდი სომხური ქალაქი ჯუგა (ახლანდელი ჯულფა, ნახიჩევანში), რომელიც აბრეშუმით ვაჭრობის მსოფლიო ცენტრი იყო. შემდგომ, ქალაქის გადასახლებული მკვიდრნი, ისპაანის სომხური გარეუბანი დააარსეს — „ახალი ჯუგა“.[9][10] ზუსტად ამ მოვლენამ გამოიწვია სომხური მოსახლეობის მკვეთრი შემცირება აღმოსავლეთ სომხეთში.[4]

მუდმივი დამანგრეველი ომები სპარსეთსა და ოსმალეთის იმპერიებს შორის, ასევე მათმა „გადამწვარი მიწის“ პოლიტიკამ, გამოიწვია სომხეთის მოსახლეობის მკვეთრი შემცირება. სანამ მოიწევდა ოსმალეთის ჯარი, სპარსელებმა გადაასახლეს ასობით ათასი ადამიანი, შედეგად ამ ტერიტორიაზე ჩასახლდა თურქული ტომები. არსენი საფაროვის თქმით, თუ ტერიტორიის გადაცემა ხდება ადგილობრივი მოსახლეობის მოსპობით, მაშინ სრულიად იცვლება რეგიონის „კულტურული ლანდშაფტი“ და ტოპონიმები. ამ მოსაზრებას ემხრობა რუსი მკვლევარი ივან შოპენიც, რომელიც იმაზე მიუთითებს, რომ ჩამოსული თურქი მომთაბარე ტომები როდესაც ვერ ადგენდნენ დასახლების ძველ სახელწოდებას, მაშინ ისინი ახალ სახელს აძლევდნენ დასახლებას. სომხური მოსახლეობის ფართომასშტაბიანი გადასახლებით და ამ ტერიტორიაზე თურქულენოვანი მომთაბარე ტომების ჩასახლებით, რადიკალურად შეიცვალა რეგიონის ეთნიკური შემადგენლობა და მისი კულტურული ლანდშაფტი. დასახლებების ძველი სომხური ტოპონიმიკა ნაწილობრივ დარჩა, მაგრამ ადაპტირებული ან მთლიანად შეცვლილი თურქულზე.[11]

ტოპონიმების გაჩენის აზერბაიჯანული ვერსია

რედაქტირება

მსოფლიო საისტორიო მეცნიერების აზრით, თურქები კავკასიაში ჩვენს წელთაღრიცხვამდე არ გამოჩენილან. 630 წლის აპრილში, დასავლეთ თურქულმა სახაკანომ თავს დაესხა სომხეთს,[12] ხოლო VII-VIII საუკუნეებში, თანამედროვე სომხეთის ტერიტორიასა და აღმოსავლეთ თურქეთის მცირე ნაწილში, რამდენიმეჯერ შეიჭრა ხაზართა სახაკანოს ჯარი, მაგრამ მნიშვნელოვანი რაოდენობით თურქები აქ XI საუკუნემდე არ დასახლდნენ. თურქები, პირველად მასობრივად დასახლდნენ თანამედროვე სომხეთის ტერიტორიაზე XI საუკუნეში, სელჩუკების შეჭრით, როდესაც ჩამოსული თურქი მომთაბარე ტომებმა შეცვალეს რეგიონის ეთნიკური სურათი, რაც შეამცირა სომხური და ქურთული მოსახლეობა.[13] ეს სათავე ჩაუყარა XI-XIII საუკუნეებში, აზერბაიჯანელი მოსახლეობის ფორმირებას, რომელიც XV საუკუნეში დასრულდა.[13]

აზერბაიჯანული თვალსაზრისით, რომელიც მარტო აზერბაიჯანში არსებობს, თურქები რეგიონის ყველაზე ძველი მოსახლეობაა და შესაბამისად, თურქული ტოპონიმები სომხეთის ტერიტორიაზე, ჯერ ურარტუს (ძვ. წ. IX-VI საუკუნეებში) დროიდან გაჩნდა. საბირ ასადოვის თქმით, თვითონ სიტყვა ურარტუს თურქული ფესვი აქვს, სადაც „ურ/ური“ — „გორას“, ხოლო „ართ“ „პლატოს, მთას“ ნიშნავს. იგი ასევე აცხადებს, რომ არარატის ვაკის და სევანის ტბის რეგიონის რიგი ადგილების დასახელება, რომელიც ასახულია ურარტუს წარწერებში, თურქული (აზერბაიჯანული) წარმოშობისაა. მისი აზრით, თურქულიდან „არ“ - „წითელი“ წარმოიშვა სომხეთის სახელი. დიდი სომხეთის დედაქალაქის, არტაშატის სახელიც, ასევე თურქულიდან გაჩნდა, სადაც „არტ“ აქვს „ფერდობი, ქედი, ზურგი, მთა“ მნიშვნელობა და „შატ“ — „კლდოვანი ბორცვი, შესართავი, მთის ამაღლება, მდინარის განშტოების ადგილი“. ასევე სახელწოდება „დვინი“, მისი განცხადებით, გამომდინარეობს თურქული „დაბან“-იდან, რაც „გორას, უღელტეხილს“ ნიშნავს. ასადოვის თქმით: „სომხეთის ყველა ისტორიული ძეგლი და მისი ტოპონიმები, ამტკიცებს, რომ ათასობით წლის განმავლობაში, აზერბაიჯანელები ამ ტერიტორიის ძირითადი მოსახლეობა იყო“.[14] ასადოვის მოსაზრებით, „აზერბაიჯანული ტოპონიმების“ ჩანაცვლება „სომხური ტოპონიმებით“, ცალსახად „ტოპონიმების გენოციდია“, რომლის შემდეგ მოხდა აზერბაიჯანელი ხალხის გენოციდი.

გ. გაებულაევიც ასევე მიიჩნევს, რომ ტოპონიმები აღნიშნული პტოლემეს მიერ, V საუკუნის ქართულ წყაროებში მოცემული ტოპონიმები, ეთნონიმები და ტოპონიმები, მოცემული VII საუკუნის სომხურ გეოგრაფიაში და ასე შემდეგ, მიუთითების იმაზე, რომ ეს ტოპონიმები სამხრეთ კავკასიაში თურქული წარმოშობისაა, რომელიც გაჩნდა სკვითების და საკების ტომის შეღწევასთან ერთად, სადაც იგი ამ ტომებს თურქულენოვანს უწოდებს,[15] მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს მეცნიერებაში ისინი ცალსახად ირანულენოვანად ითვლებიან. ასე, გეიდულაევი მიიჩნევს თურქულ ტოპონიმებად: „უძველეს თურქულ ეთნო-ტოპონიმებს: ალბანი (I-II ს.), ბალასაქანი (III ს.), ქემაჰია (II ს.), კანგარი (V ს.), ჩოლი (V ს.), ხუნანი (V ს.), გარგარი (V ს.), შაქე (VII ს.), ტერტერი (VII ს.), განჯა (VIII ს.), სადაც ასახულია თურქულენოვანი ტომების სახელები: ალბანი, საქი, კამაკი, კანგარი, ჩოლი, ჰუნი, გარგარი, პეჩენეგი, ტერტერი, კანდჟეკი“. თუმცა, თანამედროვე მეცნიერება, კავკასიელ ალბანელებს ცალსახად განიხილავენ კავკასიურენოვან ტომებად, ლეკების ნათესავად.

ტოპონიმების გადარქმევა XX საუკუნეში

რედაქტირება
 
ერევნის გუბერნიის აღმოსავლეთი ნაწილი, თურქული ტოპონიმებით.

XVII საუკუნიდან საუკუნის დასაწყისამდე, აღმოსავლეთ სომხეთის მოსახლეობის უმრავლესობას მუსლიმები წარმოადგენდნენ — აზერბაიჯანელები და ქურთები, ხოლო XIX საუკუნის ბოლოს მათ უმრავლესობას აზერბაიჯანელები წარმოადგენდნენ.[16] ჯაფარ გიასი და იბრაჰიმ ბოზიელი თავის წიგნში „Armenian acts of cultural terrorism“ (კულტურული ტერორიზმის სომხური აქტები), აღნიშნავს, რომ XX საუკუნის დასაწყისში, სომხეთის ტერიტორიაზე არსებული 2310 გეოგრაფიული დასახელებიდან 2000 თურქული წარმოშობისაა, რომელიც კორკოდიანის წიგნშიც, „საბჭოთა სომხეთის მოსახლეობა“ (1932) მოცემულია.[17]

სომხეთის სსრ-ში ტოპონიმების შეცვლის აქტი, მჭიდროდ იყო დაკავშირებული სსრკ-ს შიდა პოლიტიკურ პროცესებთან. 1924-1930 წლებში, შეცვალეს დაახლოებით 80 ტოპონიმი. ტოპონიმების შეცვლის მიზეზი, 1935 წლის 3 იანვრის ოფიციალური გადაწყვეტილებით დამტკიცდა. ოფიციალურ ბრძანებაში ტოპონიმების შეცვლის მიზეზი ახსნილია მათი რელიგიური წარმოშობით, ფეოდალური წარსულით და ა.შ. გარდა ამისა, ბევრი ტოპონიმი განმეორდებოდა ორ ან მეტ ტერიტორიაზე, რაც ართულებდა პოსტის და სხვა განყოფილებების საქმიანობას. ტოპონიმების შეცვლის მზარდმა აქციამ, დაფიქსირდა ომისშემდგომ წლებშიც (1946-1950 წწ.), რომლის ერთ-ერთი მიზეზი, 1945 წლის ნოემბერში, სომხების მასობრივი რეპატრიაცია იყო. 1946-1948 წლებში ახლო აღმოსავლეთიდან, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკიდან, და დასავლეთ ევროპიდან, დაახლოებით 90 000 სომეხი ჩამოვიდა.[18] აღსანიშნავია, რომ სომხეთის პირველი პრეზიდენტი ლევონ ტერ-პეტროსიანიც ამ გადმოსახლების დროს ჩამოვიდა სომხეთში.

სხვა სოციალურ-პოლიტიკური პროცესი, რომელიც დაკავშირებულია ტოპონიმების შეცვლასთან, სომხეთიდან აზერბაიჯანელი მოსახლეობის გადასახლება იყო.[19] გადასახლების ბრძანება, 1948 წლის 10 მარტრს სსრკ-ს მინისტრთა საბჭომ მიიღო, რომლის მიხედვითაც, აზერბაიჯანელი მოსახლეობა სომხეთის სსრ-დან აზერბაიჯანის სსრ-ში გადაასახლეს.[20] ამ გეგმის მიხედვით, დაახლოებით 100 000 ადამიანი „ნებაყოფლობით“ უნდა გადასხლებულიყო. თვითონ გადასახლების პროცესი შეიცავდა სამ სტადიას: 10 000 ადამიანი 1948 წელს, 40 000 ადამიანი 1949 წელს, 50 000 ადამიანი 1950 წელს.[21]

 
ერევნის გუბერნიის ნოვობაიაზეტსკის და ალექსანდროპოლსკის მაზრის 1899 წლის რუკა, თურქული ტოპონიმებით.

1947 წლის 23 დეკემბრის სსრკ-ის მინისტრთა საბჭოს № 4083 დადგენილების ერთ-ერთ პუნქტში წერია:[22]

11. ნება დაერთოს სომხეთის სსრ-ს მინისტრთა საბჭოს, აზერბაიჯანელი მოსახლეობისგან გამოთავისუფლებულ შენობებსა და საცხოვრებელ სახლებში ჩაასახლონ საზღვარგარეთიდან ჩამოსული სომხები.

1967-1968 წლებში, მკვეთრად გაიზარდა ტოპონიმების შეცვლის შემთხვევები, როდესაც შეიცვალა 50-ზე მეტი ტოპონიმი.[23] 1980-იან წლების ბოლოსთვის, სომხეთის სსრ-ის ტერიტორიაზე, დარჩენილი იყო 152 აზერბაიჯანული სოფელი თურქული ტოპონიმით.[24]

მიუხედავად იმისა, რომ თურქული ტოპონიმების უმრავლესობა საბჭოთა კავშირის დროს შეიცვალა, „დეთურქიზაციის“ მთლიანი პროცესი სომხეთის დამოუკიდებლობის პირველ წლებში დასრულდა.[25] მთლიანობაში, 1924 წლიდან 1988 წლამდე, სომხეთის სსრ-მ 600-ზე მეტი ტოპონიმი შეცვალა. უძრავი ქონების სახელმწიფო საკადასტრო კომიტეტის უფროსის მანუკ ვარდანიანის ცნობით, 2006 წელს კიდევ 57 დასახლებას შეეცვალა სახელი. 2007 წლისთვის, იგეგმებოდა კიდევ 21 დასახლებისთვის სახელის შეცვლა.[3]

ბუნებრივი ტოპონიმების გადარქმევა

რედაქტირება

ჰიდრონიმები

რედაქტირება
 
გოქჩას ტბა Blackie & Sons ატლასზე (ედინბურგი) 1882 წელი

107 ჰიდრონიმიდან 71 (66 %) ჰიდრონიმი შეცვალეს.[26] მათ ნაწილს ჰქონდა თურქული წარმოშობა, რაც წყალთანაა დაკავშირებული: -ჩაი (მდინარე), -გიოლი (ტბა), -ბულახი (წყარო), -სუ (წყალი). აქედან 26 შეცვალეს სახელის სომხური ექვივალენტიდ. ასე -გიოლი შეცვალეს -ლიჩ-ით (12 ტოპონიმიდან სახელში გიოლით 11 შეცვალეს ლიჩ-ზე), -ბულახი შეცვალეს ახბიურ-ით (4 ტოპონიმი სახლეში -ბულახით 2 შეცვალეს ახბიურით და მხოლოდ ერთი რუსული -როდნიკი-თ), ხოლო -სუ სომხური -ჯურ-ით. სხვა სიტუაცია იყო თურქული -ჩაი-თ. 9 ტოპონიმიდან, მხოლოდ ერთი შეცვალეს სომხური -გეტ-ით. ხოლო დარჩენილი 8 ტოპონიმს ახალი სახელი მოიფიქრეს. მთლიანობაში, ტოპონიმების შეცვლის მეთოდი, ოთხ კატეგორიად შეგვიძლია დავყოთ:[27]

  • 1. ტოპონიმის თარგმნა: ქარაგიოლი-ს თურქული ტოპონიმის სომხური ვერსიაა სევლიჩი (შავი+ტბა); მდინარე ბალიღლი გადათარგმნეს ძიკნაგეთი (თევზიანი (მდინარე)). ჯამში 5 შემთხვევა.
  • 2. ტოპონიმის ნახევრის თარგმნა ან ჰიბრიდული გადათარგმნა: შორბულახიმუშახბიური; ქარაგიოლიქარალიჩი (თარგმნა). ჯამში 12 შემთხვევა.
  • 3. ლინგვისტური გადაკეთება:[28] კაფჰანიკაპანი, ერტაპინიარტაბუნი. 27 შემთხვევა.
  • 4. სრული შეცვლა: ბასუტიწავი, ჩაიზემიკაშუნი. 29 შემთხვევა.

ასე, შეცვლილი ჰიდრონიმების ნახევარზე მეტს, ძველი ტოპონიმის ელემენტი გააჩნია.

ორონიმები

რედაქტირება

315 ორონიმიდან 164 (52%) ორონიმს ტოპონიმი შეუცვალეს. ორონიმების შემთხვევაში, გამოირჩევიან შემდეგი თურქული ტოპონიმები: -დაღ (მთა) — 17 შემთხვევა, -თეფე (ბორცვი) — 9 შემთხვევა, -გაია (კლდე) — 4 შემთხვევა. თურქული ტოპონიმები, შემდეგი მეთოდით შეცვალეს: 17 ტოპონიმიდან -დაღ-ით 10 შეცვალეს სომხური ექვივალენტიდ -სარ; 6-დან 9 ტოპონიმი -თეფე-თი შეცვალეს როგორც -სარ-ით, ისე -ბლურ-ით; ასევე ყველა 4 -გაია შეცვალეს -კარ-ად. როგორც ჰიდრონიმების შემთხვევაში, აქაც შეგვიძლია გამოვყოთ ტოპონიმების შეცვლის 4 კატეგორია:[29]

  • 1. ცნობილია, თარგმნის 8 შემთხვევა: აღდაღისპიტაკასარი (თეთრი+მთა); დემირლიერკრასარი (რკინის (მთა)).
  • 2. ცნობილია, ჰიბრიდული თარგმნის 14 შემთხვევა: მურად-თეფემურადსარი, კამარკაიაკამარკარი.
  • 3. გახშირებული მეთოდია ტოპონიმის გადაკეთება. ცნობილია 98 შემთხვევა: ხარტინლარიხარტინლერი (თურქული დაბოლოება ლარი შეცვლილია სომხური ლერი-თ, მთის შემთხვევაში); იშიღლიიშხანსარი.
  • 4. ცნობილია, ტოპონიმის მთლიანი შეცვლის 44 შემთხვევა: მამანიწახკაძორი, ბოღუთლუარდენი.

აზერბაიჯანის პოზიცია

რედაქტირება

თანამედროვე აზერბაიჯანელი ავტორები, სომხეთის მიერ თურქული ტოპონიმების შეცვლას, „კულტურული ტერორიზმის“ და „ლინგვისტური გენოციდის“ კვალიფიკაციას აძლევენ.[30]

შეცვლილი თურქული ტოპონიმები

რედაქტირება

აზერბაიჯანელი ავტორების ცნობით, 1924-1991 წლებში, სომხეთში შემდეგი თურქული ტოპონიმები შეიცვალა:[31][32][33]

ძველი სახელი ახალი სახელი რაიონი/მდებარეობა შეცვლის თარიღი
ავდალაღალი (აზერ. Avdalağalı) ვარაშენი მარტუნი 03.01.1935
აბილქენდი (აზერ. Abilkənd) კალინინე მასისი -
აჯისუ (აზერ. Acısu) აჯაჯური იჯევანი -
აჯიბაჯი (აზერ. Acıbac)[32] აჯაბაჯი კაპანი 09.04.1991
ადამხანი (აზერ. Adamxan)[32] ვარდაძორი მარტუნი 03.07.1968
ადიიამანი (აზერ. Adıyaman)[32] გარნოვიტი თალინი 12.11.1946
აღაზორი კატნაპიური აბოვიანი 04.04.1946
აღბულახი (აზერ. Ağbulaq)[32] ლუსაპიური სპიტაკი 26.04.1946
აღბულახი (აზერ. Ağbulaq)[32] აგპერეკი წითელი სოფელი 09.04.1991
აღბულახი (აზერ. Ağbulaq)[32] აგბულაქი გორუსი 09.04.1991
აღჯაარხი (აზერ. Ağcaarx)[32] არევიკი ოკტემბერიანი 04.04.1946
აღჯაქიშლაქი (აზერ. Ağcaqışlaq)[32] გეტაშენი არტაშატი 21.07.1948
აღჯაქიშლაქი (აზერ. Ağcaqışlaq)[32] გეტაზატი არტაშატი 25.05.1967
აღჰამზალი (აზერ. Ağhəmzəli)[32] მარმარაშენი მასისი 25.05.1967
აღინის რაიონი (აზერ. Ağin rayonu)[32] ანისის რაიონი - 12.10.1961
აღქენდი (აზერ. Ağkənd)[32] აშოტავანი სისიანი 17.04.1948
აღქენდი (აზერ. Ağkənd)[32] აღნჯაძორი ეღეგნაძორი 03.07.1968
ალაგიოზი (აზერ. Alagöz)[32] არაგაწავანი თალინი 31.07.1950
აღქილისა (აზერ. Ağkilsə)[32] კრაშენი ახურიანი 07.12.1945
აღქილისა (აზერ. Ağkilsə)[32] აზატი ვარდენისი 03.01.1935
აღქილისა (აზერ. Ağkilsə)[32] ჯერმაკავანი იჯევანი 19.04.1991
აღყალა (აზერ. Ağqala)[32] ბერდუნკი გავარი 09.04.1991
აღუდი (აზერ. Ağudi)[32] აგიტუ სისიანი 09.04.1991
აღზიბირი (აზერ. Ağzıbir)[32] ლჩაპი კამო 07.12.1945
ახტა (აზერ. Axta)[32] რაზდანი - 30.04.1959
ახტის რაიონი (აზერ. Axtarayonu)[32] რაზდანის რაიონი - 30.04.1959
ახტახანა (აზერ. Axtaxana)[32] ჩორატსანი კაპანი 01.06.1940
ახუნდი (აზერ. Axund)[32] ბზოვანი არტაშატი -
აღდაღი (აზერ. Ağdağ) აგდანი იჯევანი 25.05.1967
ალაქილისა (აზერ. Alakilsə)[32] გოვტუნი ამასია 09.04.1991
ალაჩიქაია (აზერ. Alaçıqqaya)[32] ალაჩიგი დილიჯანი -
ალაჰვერდის რაიონი (აზერ. Allahverdi rayonu)[32] თუმანიანის რაიონი - 19.09.1969
აღდაში (აზერ. Ağdaş) აბოვიანი არტაშატი 01.12.1949
ალმალი (აზერ. Almalı)[32] ხნძორუტი ვაიქი 12.11.1946
არალიხი (აზერ. Aralıx)[32] ერაზგოვარცი ახურიანი 07.12.1945
არალიხი (აზერ. Aralıx)[32] გრიბოედოვი აეჩმიაძინი 25.05.1978
არაზდიუზიუ (აზერ. Arazdüzü) ერასხი სისიანი 03.07.1968
არაზდაიანი (აზერ. Arazdəyən)[32] ერასხი არარატი 03.07.1968
არიხველი (აზერ. Arıxvəli)[32] ლერნუტი ახურიანი 21.10.1967
არმუდლუ (აზერ. Armudlu)[32] ტუფაშენი არტიკი 31.05.1946
არმუდლუ (აზერ. Armudlu)[32] ტანზუტი არმავირი 04.04.1946
არფა (აზერ. Arpa)[32] არენი ეღეგნაძორი 10.09.1946
არფაჩაი (აზერ. Arpaçay)[32] ახურიანი ახურიანი 31.07.1950
არფავარი (აზერ. Arpavar)[32] ლუსაკერტი/ნშავანი არტაშატი 20.07.1945/21.10.1967
არზაქენდი (აზერ. Ərzəkənd) არზაკანი რაზდანი -
ახტახანა (აზერ. Axtaxana) ჯორასტანი კაპანი 01.06.1940
ავდალარი (აზერ. Avdallar)[32] ცაწავანი აბოვიანი 04.04.1946
ავდიბეი (აზერ. Avdıbəy)[32] წახკაბერი სპიტაკი 21.10.1967
აიარი აგარაკანძორი ეღეგნაძორი 10.09.1946
აიასლი (აზერ. Ayaslı)[32] აიგესტანი არტაშატი 03.01.1935
აინალი (აზერ. Aynalı)[32] დავდაშენი თალინი 19.04.1950
აინალი (აზერ. Aynalı) წახკუნკი ეჩმიაძინი 04.04.1946
აიანზური (აზერ. Əyənzur) აღავნაძორი ეღეგნაძორი 10.09.1946
აირიმი ფტავანი ნოემბერიანი -
აისესი (აზერ. Aysəsi) ყიზილგიული ეღეგნაძორი 10.09.1946
ალიბეილი (აზერ. Əlibəyli) ატარბეკიანი ეჩმიაძინი 04.04.1946
ალიგულუშენი (აზერ. Əliquluşən) აზატაშენი გორისი 01.06.1940
ალიხანი (აზერ. Əlixan) გეტიკი გუკასიანი 03.01.1935
ალილი (აზერ. Əlili) სალვარდი სისიანი 03.01.1935
ამირხანი სარატაკი არტიკი 01.06.1940
ამირლი გტუჯური აპარანი 19.04.1950
აშაღი-აღბაში (აზერ. Aşağı Ağbaş) არევაშატი არტაშატი 20.08.1945
აშაღი-აღდანი (აზერ. Aşağı Ağdan) მორუტი იჯევანი 20.05.1967
აშაღი-აღჯაგალა (აზერ. Aşağı Ağcaqala) ნერკინ-ბაზმაბერდი თალინი 04.04.1946
აშაღი-ადიიამანი (აზერ. Aşağı Adıyaman)[32] ნერკინ-გეტაშენი მარტუნი 07.12.1945
აშაღი-ალჩაჰი (აზერ. Aşağı Alçah)[32] არწვანისტი მარტუნი 27.09.1968
აშაღი-აინალი (აზერ. Aşağı Aylanlı)[32] ლენუგი ეჩმიაძინი 04.04.1946
აშაღი-განლიჯა (აზერ. Aşağı Qanlıca)[32] ვაგრამაბერდი ახურიანი 26.04.1946
აშაღი-ყარაქოიმაზი (აზერ. Aşağı Qaraqoymaz)[32] ნერკინ-სასუნაშენი თალინი 12.11.1946
აშაღი-ყარანლიქი (აზერ. Aşağı Qaranlıq)[32] (დასახლება) მარტუნი მარტუნი -
აშაღი-ყარანლიქი (აზერ. Aşağı Qaranlıq)[32] (რაიონი) მარტუნი მარტუნი 09.09.1930
აშაღი-ყარხიმი (აზერ. Aşağı Qarxm)[32] არაქსი ეჩმიაძინი 04.04.1946
აშაღი-გიოზალდერე (აზერ. Aşağı Gözəldərə)[32] ვარდენისი მარტუნი 07.02.1945
აშაღი-გიულასარი (აზერ. Aşağı Göyləsər)[32] დიმიტროვი არტაშატი 01.12.1949
აშაღი-ნეჯილი (აზერ. Aşağı Necili)[32] საიათ-ნოვა მასისი 25.01.1978
აშაღი-ფირთიკენი (აზერ. Aşağı Pirtikən)[32] ძორაგიუხი თალინი 02.03.1940
ბაბაქიში I ახავნაძორი რაზდენი 15.07.1948
ბაბაქიში II ბუჟაკანი აპარანი -
ბაბურლუ ვარწარაშენი ანი 03.02.1947
ბაჯიოღლი აიკავანი ახურიანი 07.12.1945
ბახჩალარი ბაგარანი ოკტემბერიანი 03.07.1968
ბარანა ნოემბერიანი ნოემბერიანი 04.01.1938
ბასარქეჩერი (აზერ. Basarkeçər)[32] ვარდენისი ვარდენისი 11.06.1969
ბაშ-აბარანი აპარანი აპარინი 03.01.1935
ბაშიოხი აიკუკი აბოვიანი 04.04.1946
ბაშქენდი I აკუნკი აბოვიანი 04.04.1946
ბაშქენდი II არწვაშენი წითელი სოფელი -
ბაშქენდი III გეგარკუნიკი კამო 04.04.1946
ბაშქენდი IV ვერნაშენი ეღეგნაძორი 10.09.1946
ბაშნალი ბაგრამიანი არტაშატი 01.12.1949
ბაიანდური ბაგატური გორისი 07.05.1969
ბაზარჯიკი არაი აპარანი 15.07.1946
ბადალი ეხეგნუტი ოკტემბერიანი 04.04.1946
ვეზირხანა ძიტანკოვი ანი -
ბირელი ლანჩარი არარატი 03.07.1968
ბიტლიჯე ბარცრაშენი არტაშატი 20.08.1945
ბილხეირი შენავანი აბარანი 19.04.1950
ბოღაზქესენი ძორკანი ანი 03.01.1935
ბოიუტლუ არტენი თალინი 31.07.1950
ბოზდოღანი სარაკანი ანი 03.01.1935
ბოზიოხუში მუსაელიანი გუკასიანი 12.11.1946
ბოიუქ-არიხველი მეც-მანტაში არტიკი 03.01.1935
ბოიუქ-ქეფენექი მუსაელიანი ახურიანი 03.01.1935
ბოიუქ-ქეითი კეტი ახურიანი 28.08.1948
ბოიუქ-ყარაქილისე კიროვაკანი - 03.01.1935
ბოიუქ-შეხრიარი ნალბანდიანი ოკტემბერიანი 19.04.1950
ბოიუქ-შიშთეფე მეც-სეპასარი გუკასიანი 12.11.1948
ბოიუქ-ვადი ვედი არარატი 04.04.1948
გატრანი გეტამეჩი ნაირი 21.07.1948
ჰაბიბქენდი კალინინი მასისი 26.09.1957
ჰაჯი-ბაირამი ბაგარანი ოკტემბერიანი 03.01.1935
ჰაჯი-ხალილი წახკაოვიტი არაგაცი 15.07.1946
ჰაჯილარი მარგასტანი ეჩმიაძინი 03.01.1935
ჰაჯი-მუღანი მუხანი კამო -
ჰაჯი-ნაზარი კამო ახურიანი 03.01.1935
ჰაჯი-ყარა I აიგეშატი ეჩმიაძინი 03.01.1935
ჰაჯი-ყარა II ლერნაპატი გუგარკი 26.09.1957
ჰაჯი-ყარა III მაკარაშენი გუგარკი 01.03.1946
ჰასანქენდი შატინი ეხეგნაძორი 03.01.1935
ყაჩაგანი ლერნავანი სპიტაკი 26.04.1946
ყადირლი ლადკანისტი არარატი 03.07.1968
ყალარაქი შენავანი ოკტემბერიანი 04.04.1946
ყამიშგუთი ეხეგნუტი გუგარკი 03.01.1935
ყანლიჯა მარმაშენი ახურიანი 26.04.1946
ყაფილი გუსანაგიუკი ანი 03.02.1947
ყარაბოია ხნკოიანი სპიტაკი 26.04.1946
ყარაბულახი ერინჟდატაპი აპარანი 15.07.1946
ყარაბურუნი კარმრაშენი თალინი 31.07.1950
ყარაჩორანი არაკიუგი აშტარაკი 04.04.1946
ყარადაღლი I მრგავეტი არტაშატი 20.08.1945
ყარადაღლი II წახკაშენი არტაშეტი 20.08.1945
ყარადაში სევკარი იჯევანი -
ყარახამზალი ბურასტანი არტაშეტი -
ყარაქილისე I ახურიკი ახურიანი 03.01.1935
ყარაქილისე II (აზერ. Qarakilsə)[32] ჰართავანი აპარანი 19.04.1950
ყარაქილისე III ძორაშენი გუკასიანი 03.01.1935
ყარაქილისე IV სისავანი სისიანი 02.03.1940
ყარაქილისე V სისიანი - 02.03.1940
ყარალი გატნაჯური სპიტაკი 26.04.1946
ყარანლიქი გეხოვიტი მარტუნი 03.07.1968
ყარანლიქი ლუსაჰიუკი აპარანი 10.09.1948
ყარანლიქდერე ლუსაძორი იჯევანი 21.01.1935
ყარაგალა I გეტაპი თალინი 12.11.1946
ყარაგალა II სევაბერდი აბოვიანი 21.06.1948
ყარღაბაზარი აიკაშენი ეჩმიაძინი 25.05.1967
გარხუნი ჯრარატი ეჩმიაძინი 04.04.1946
გასიმალი/გასიმლი გეტაპი არტიკი 01.04.1940
გაშგა ვერდაშატი არარატი 10.09.1948
ყაზანჩი მეგრაშენი არტიკი 31.05.1946
გემერლი არტაშატი არტაშატი 04.09.1945
გემერლი მეწამორი ეჩმიაძინი 15.07.1946
გაზანფარი არაგაწი აპარანი 10.09.1948
გიოდაქბულახი გარჩახპიური ვარდენისი 12.08.1948
გიოდაქლი მრგავანი არტაშატი 20.08.1945
გიოლი ლიჩკი მარტუნი -
გორანი გოგარანი სპიტაკი 20.04.1946
გიოქუმბაზი გეხანისტი მასისი 01.12.1949
გიოზალდერე I გეხადირი არტიკი 31.05.1946
გიოზალდერე II გეხაძორი არტიკი 31.05.1946
გიოზალდერე III გეხაძორი არაგაცი 15.07.1946
გიოზლიუ აკუნკი თალინი 12.11.1946
ჰეიდარ-ბეი სვერდლოვი სტეფანავანი 01.04.1940
გოჩურლუ მგრაშატი ოკტემბერიანი 04.04.1946
გიოლგათი გეგანისტი არტიკი 15.07.1948
ყონახგირენი შირაქი ახურიანი 02.03.1940
ყოთურბულახი კატნახპიური სტეფანავანი 03.01.1935
გიოთური გეტაპი ეხეგნაძორი 03.01.1935
ყოშავენქი აიკაძორი ანი 19.04.1956
გიულდერვიში ვოსკეტასი თალინი 03.01.1935
გიულელი (აზერ. Güləli) აიგეძორი შამშადილი 04.05.1939
გულუჩდანი სპანდარიანი არტიკი 31.05.1946
ყურდბულახი აიგეშატი ოკტემბერიანი 19.04.1950
ყურდბულახი კრასარი გუკასიანი 12.01.1946
გურჯალილი გეხაპუში კაპანი 29.06.1949
ყურდუგულუ არმავირი ოკტემბერიანი 03.01.1935
ყუშჩუ კეჯუტი აზიზბეკოვი 12.11.1946
გუთნიყიშლაქი ხოვატშენი არტიკი 15.07.1946
გუზუგიუდენი აიგეშატი ოკტემბერიანი 19.04.1950
გუზუქენდი ხოზიკენტი ამასია -
ყიფჩაქი არიჩი არტიკი 31.05.1946
გირახეირი სიზავეტი გუკასიანი 12.11.1946
ყირხბულახი აკუნკი ვარდენისი 03.01.1935
ყირხდეირმანი (აზერ. Qırxdəyirman)[32] ჰნაბერდი არაგაწოტნი 15.07.1946
ყიზილყოჩი გუკასიანი გუკასიანი 12.10.1956
ყიზილყოჩის რაიონი გუკასიანის რაიონი - 04.01.1938
ყიზილქილისა კარმრავანი გუკასიანი 03.01.1935
ყიზილთეიმური ვოსკევაზი აშტარაკი 03.01.1935
ყიზილიორენი შენავანი სპიტაკი 26.04.1946
ყილიჩატახი სისერი თალინი 12.11.1946
გიულაბლი ჯორაზლუკი აბარანი 15.07.1946
გიულაბლი აიგეზდორი შამშადილი 04.05.1939
დაგარლი გეტკი ახურიანი 07.02.1945
დამჯილი მურავიანი აპარანი 03.01.1935
დანაგირმეზი I ოვიტი აპარანი 15.08.1948
დანაგირმეზი II ნიგავანი აპარანი 15.07.1940
დარგალი აიგეზარდი არტაშატი 30.12.1957
დაშგალა კარაბერდი ანი 03.02.1947
დაშლი დაშტეკარი არარატი 03.07.1968
დაშნუშავანი აიგეხატი თუმანიანი 02.02.1963
დაიმადაღლი შრვენანცი კაპანი -
დედელი ეხნიკი თალინი 12.11.1948
დელიქდაში ცაკკარი მარტუნი -
დელიყარდაში სარუხანი კამო -
დელექლი წოვაშენი აბოვიანი 21.06.1948
დემბელი დებეტაშენი ნოემბერიანი 18.08.1960
დერბენდი კარმაკარი ახურიანი 26.04.1948
დერეჩიჩექი წაღკაძორი რაზდანი 1947
დერექენდი ძორაგიუხი გუგარკი -
დერექოი დერეგიუხი გუკასიანი -
დეველი არარატი არარატი 03.01.1935
ჯაბეჩალი ჯორაოვიტი მასისი 27.02.1960
ჯადგირანი I ბაზმაიანი ნაირი 08.07.1957
ჯადგირანი II რაზდანი აბოვიანი 03.01.1935
ჯაფარაბადი I არგავანდი მასისი 04.04.1946
ჯაფარაბადი II გეტაშენი ოკტემბერიანი 04.04.1946
ჯალალ-ოღლი სტეფანავანი სტეფანავანი -
ჯამიშლი ალაგიაზი აპარანი 04.01.1938
ჯელები ჯრაძორი ამასია 26.04.1946
ჯანგი ვარდაბლური არაგაცი 19.04.1950
ჯენეთლი I ლანჯაზატი არტაშატი 21.10.1967
ჯენეთლი II ზოვაშენი არტაშატი 02.03.1940
ჯიზიხლარი წოხამარგი გუკასიანი 12.11.1948
ჯირჯირი ვარსერი სევანი 26.04.1948
დირექლერი კარნუტი ახურიანი 26.04.1946
დოქუზი კანაჩუტი არტაშატი 20.08.1945
დოვშანიქიშლაქი შირავაკანი ანი 19.04.1950
დიუზხარაბი არტაშენი გუკასიანი 12.11.1946
დიუზქენდი I ახურიანი ახურიანი 07.12.1945
დიუზქენდი II ბაროჟი თალინი 03.01.1935
ენგიჯე განდძაკი ეხეგნაძორი 10.09.1946
ილანჩალანი არტაშავანი აშტარაკი -
ილხიაბი აიგაბასტი ახურიანი 26.94.1946
იმანშალი მხჩიანი არტაშატი 03.01.1935
იმირხანი სარატაკი არტიკი 01.061940
იმირლი ტუჯური აბარანი 19.04.1950
ინექლი ანტარუტი აშტარაკი 01.12.1949
იფექლი (ოილაღი) მასისი მასისი 4.04.1946
ქალ-ალი ნორაბერდი ანი 03.02.1947
კალთახჩი არტაკიუკი სპიტაკი 26.04.1946
კაფტარლი პანიკი არტიკი -
ქელექარხი გუკასიანი მასისი 01.12.1949
ქეჩილი მრაგაშატი ოკტემბერიანი 04.04.1976
ქერფიჩლი გეხადირი აბოვიანი 03.01.1935
ქერიმარხი სოვეტაკანი ოკტემბერიანი 03.01.1935
ქერიმქენდი ძახკაშენი კამო 02.03.1940
ქესიქბაში ლერნაკერტი მარტუნი 07.12.1945
ქევერი ნორ-ბაიაზეტი კამო 13.04.1959
ქირაჩი ჯრაპი ანი 03.02.1947
ქიჩიქ-ქრიხველი პოკრ-მანტაში არტიკი 01.01.1935
ქიჩიქ-ყარაქილისე აზატანი ახურიანი 07.12.1945
ქიჩიქ-ქეფენექი ოვიტი ახურიანი 07.12.1945
ქიჩიქ-ქეითი ლერნანცკი ახურიანი 26.10.1946
ქიჩიქ-შიშთეფე პოკრ-სეპასარი გუკასიანი 12.12.1946
ყილისექენდი სრაშენი კაპანი -
ქირდიქენდი ლერნაძორი კაპანი -
ქოლაგირენი ანტარამუტი გუგარკი 10.09.1948
ქიორბულახი ცხკაშენი გუკასიანი 20.10.1946
ქორუ ჯორაშენი გორისი 19.04.1950
ქიოსამამედი ბატიკიანი კამო -
ქერფიულიუ არშალუისი ეჩმიაძინი 03.01.1935
ყურთქულაქი ბოლორაბერდი ეხეგნაძორი 10.09.1948
ქიულიუსერი ბამბაკავანი არტაშატი 20.08.1945
კუზუჯიქი ლანჩახპიური კამო 19.04.1950
ლალექენდი ლალიკიუკი იჯევანი -
ლელვერი დებეტავანი ნოემბერიანი 18.06.1960
ლემბელი ბაგრატაშენი ნოემბერიანი 18.06.1960
ლოკი ვარტანიძორი მეღრი 18.06.1960
მუჰმუთჯუკი პემზაშენი არტიკი 02.03.1940
მასტარა დალარიკი თალინი 21.08.1965
მაიდა ლერნაროტი აშტარაკი 01.12.1949
მეჯიდლი ნორ-კიანგი არტიკი 01.06.1940
მეჰრიბანი კატნახპიური თალინი 19.04.1950
მელიქქენდი მელიკიუგი არაგაცი 15.07.1946
მელიქლერი სპანდარიანი სისიანი 04.05.1939
მელიქიოხი წახკავანი იჯევანი 02.03.1940
მესიმლი აიგებატი არტაშატი 01.07.1949
მეზრე ბარცრავანი სისიანი 10.09.1946
მეჰრაბლი ვარდაშენი არტაშატი 20.08.1945
მისხანა ხაკავანი რაზდანი 01.12.1949
მოლა-ბეიაზიდი ბამბაკაშატი ოკტემბერიანი 03.01.1935
მოლა-ბადალი ბადალი ოკტემბერიანი -
მოლა-დურსუნი შაუმიანი ეჩმიაძინი -
მოლა-გიოიჩე მორალიკი ანი 03.01.1935
მორუთი აკნახპიური იჯევანი 11.11.1970
მუღანჯიკი აიგეძორი გორისი 19.04.1950
მუნჯუხლუ წილკარი არაგაწი 15.07.1946
მურად-თეფე კანაკერავანი აბოვიანი 15.08.1964
მუსახანა ვოსკეიასკი ახურიანი 26.04.1946
მუსლუღლუ ლანჩიკი ანი 03.02.1947
ოღრუჯა გარაიმანი ვარდენისი -
ორთაქილისე მაისიანი ახურიანი 26.04.1946
ოჯაღგულუ არაპი ახურიანი 16.04.1946
ოღულბეილი ბერკანუში არტაშატი 20.08.1945
ორთაქენდი გლაძორი ეხეგნაძორი 10.09.1946
ოვანდერე ოვნაძორი სტეფანავანი 19.04.1950
იორდექლი ლჩაშენი სევანი 26.04.1946
ფაშაქენდი მარმარიკი რაზდანი 03.01.1935
ფაშალი ზარიტაპი აზიზბეკოვი 08.07.1957
ფირმელექი არეკი თალინი 03.01.1935
ფირმეზრე კატნარატი კაპანი 29.06.1949
ფირთიქენი წახკასარი თალინი 02.03.1940
ფოლად-აირიმი ფოლადი იჯევანი -
საჩლი (აზერ. Saçlı) ნორაშენი არაგაწი 15.07.1946
თარამ-ამედი მეგრაშეტი ამასია 26.04.1946
ჰამზაჩემენი ბოზიგეკი გუგარკი -
ხაჩაქილისე ნაგაფეტვანი არტიკი 30.01.1961
ხაჩადარაღი აშტარაკი იჯევანი -
ხაჩდური წახკაშატი თუმანიანი 03.01.1935
ჰამამლი სპიტაკი სპიტაკი 28.09.1949
ხეირბეილი ერვანდაშატი ოკტემბერიანი 25.05.1967
ჩანახჩი სოვეტაშენი არარატი 10.09.1948
ჩათგირანი I გეტაშენი აბოვიანი 01.03.1935
ჩათგირანი II ნორ-გეხი აშტარაკი 10.02.1962
ჩემბერექი წითელი სოფელი წითელი სოფელი -
ჩირახლი ჯრარატი ახურიანი 07.02.1945
ჩირფლი ჯრაპი ანი 03.02.1947
ჩიდამლი აზატავანი არტაშატი 20.08.1945
ჩიფთელი ზუიგახპური გუკასიანი 12.11.1948
ჩორლუ ლერნეგიუხი გუკასიანი 12.10.1967
ჩოთური სარამეჩი სპიტაკი 26.04.1948
ჩუბუქჩუ ვარდანაშენი ოკტემბერიანი 04.04.1948
ჩუბუქლუ წოვაგიუხი სევანი 03.01.1935
ჩული არტავანი აზიზბეკოვი 19.04.1950
ევჩილერი (აზერ. Evçilər) არაპზაპი ოკტემბერიანი 10.04.1947
ელარი (აზერ. Ellər) აბოვიანი აბოვიანი 12.10.1961
ელეიეზი არაგაწი თალინი 31.07.1950
ელიგირიხი ასტაძორი მარტუნი 03.01.1935
ელეროიუღუ (აზერ. Elləroyuğu) ელერი ამასია -
ერდეფინი ეხეგისი ეხეგნაძორი 10.09.1946
ესქიფარა ვისკეპარი ნოემბერიანი -
ეფენდი (აზერ. Əfəndi) კარაჯორი სპიტაკი 26.04.1946
ეფენდი (აზერ. Əfəndi) ნორაშენი სევანი 04.01.1938
ეფენდი ნორ-კესერია ოკტემბერიანი 14.01.1969

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 The alteration of place names and construction of national identity in Soviet Armenia. Arseny SAPAROV
  2. Карабах: хронология конфликта
  3. 3.0 3.1 Новости Армении. В 2007 году в Армении завершится процесс переименования населенных пунктов республики 16:21. 22/02/2007. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-10-05. ციტირების თარიღი: 2017-01-07.
  4. 4.0 4.1 4.2 А. Новосельцев, В. Пашуто, Л. Черепнин. Пути развития феодализма издательство= Наука год= 1972
    «А затем началось сельджукское нашествие. Оно нанесло первый катастрофический удар по армянскому этносу. Часть Васпуракана, Гохтн, и, наконец, Сюник стали объектом захвата сельджуков в первую очередь. В результате резкой и достаточно фанатичной политики сельджукских владык, в политических целях принявших ислам и ставших его очередным „оплотом“, армянское население вынуждено было покидать родную землю и эмигрировать на север в пределы Грузии и особенно в Киликию.
    Сражение при Манцикерте (Маназкерте) привело к окончательной потере Армении Византией. Теперь центрами армянской политической и культурной жизни стали Киликия и Албания. Эта последняя в XII—XIII вв. была тесно связана с Грузией и порой от неё зависела. В последующие века процесс этнических изменений продолжался, пока «метс сюргюн» («великое изгнание») — армяно-тюркское) Аббаса I в начале XVII в. не привело к резкому сокращению армянского населения Восточной Армении»
    .
  5. Britannica encyclopedia статья «Armenian Highland»:
    «mountainous region of Transcaucasia. It lies mainly in Turkey, occupies all of Armenia, and includes southern Georgia, western Azerbaijan, and northwestern Iran».
  6. Аббас-Кули-ага Бакиханов. Гюлистан-и Ирам:
    «шах Исмаил (Сефеви) переселил из Ирака племя Баят частью в Эриван, а частью в Дербенд и Шабран, чтобы усилить местных правителей».
  7. История Востока. В 6 т. Т. 2. Восток в средние века. — М.: Восточная литература РАН, 2002. — ISBN 5-02-017711-3
    «В описаниях современников сельджукское нашествие предстаёт как бедствие для стран Закавказья. Сельджуки быстрее всего утвердились в южных армянских землях, откуда армянское население вынуждено было эмигрировать в пределы Византии. Так возникло Киликийское Армянское царство, просуществовавшее до конца XIV в. На Армянском нагорье начался многовековой процесс оттеснения армянского и курдского населения пришлым тюркским. То же самое имело место и в пределах Закавказья».
  8. «Живут в этой провинции главным образом армяне-схизматики … Эта Армения в длину тянется от Себаста [Сиваса] до равнины Ороган [Мугань], а в ширину от гор Баркар до Тауриса [Тебриза]…»
    После Марко Поло. Путешествия западных чужеземцев в страны трех Индий. — М.: Наука, 1968.
  9. Аракел Даврижеци. Книга историй
  10. Всемирная история. Т. IV.[მკვდარი ბმული] — М., 1958. — С. 563.
  11. Arseny Saparov. The alteration of place names and construction of national identity in Soviet Armenia
  12. Гумилёв Л. Н. Древние тюрки, АЙРИС-пресс, 2009, isbn 978-5-8112-3742-5
  13. 13.0 13.1 История Востока. В 6 т. Т. 2. Восток в средние века. — М.: Восточная литература РАН, 2002. — ISBN 5-02-017711-3
    «Нашествие сельджуков сопровождалось страшными опустошениями и разрушением многих закавказских городов. Оно имело огромные последствия для исторических судеб Закавказья. Впервые сюда пришла большая волна тюркского населения. Отдельные группы тюрок проникали в регион и прежде, преимущественно с севера (хазары, булгары и т. д.), но они не изменили этнический состав населения закавказских стран. Иное дело сельджуки. Их племена прежде всего обосновались на превосходных пастбищах Южного Азербайджана (собственно Азербайджана) и Мугани, а затем Арана. Предгорная часть Арана особенно интенсивно заселилась тюркскими кочевниками на протяжении XII—XV вв., и постепенно древнее название Аран заменилось на Карабах (тюркско-иранское Чёрный сад). (…) Проникновение тюрок в Восточное Закавказье постепенно привело к тюркизации значительной части местного населения, что положило именно в XI—XIII вв. начало формированию тюркоязычной азербайджанской народности. (…) На Армянском нагорье начался многовековой процесс оттеснения армянского и курдского населения пришлым тюркским»
  14. САБИР АСАДОВ. Историческая география Западного Азербайджана. (Дополненное, переработанное издание на русском языке). — Баку, издательство «Азербайджан», 1998. — 560 стр. Научный редактор Будаг Будагов, академик. НАПЕЧАТАНО СОГЛАСНО УКАЗУ ПРЕЗИДЕНТА АЗЕРБАЙДЖАНСКОЙ РЕСПУБЛИКИ ГЕЙДАРА АЛИЕВА ОТ 26 МАРТА 1998 ГОДА «О ГЕНОЦИДЕ АЗЕРБАЙДЖАНЦЕВ». Стр. 17-22
  15. Гиясаддин Аскер оглы Гейбуллаев. ТОПОНИМИЯ АЗЕРБАЙДЖАНА. Баку — Элм — 1986. АКАДЕМИЯ НАУК АЗЕРБАЙДЖАНСКОЙ ССР. СЕКТОР АРХЕОЛОГИИ И ЭТНОГРАФИИ
  16. Н. Г. Волкова (Наталья Георгиевна Волкова — одна из ведущих советских этнографов-кавказоведов, признанный ученый в области этнической истории народов Кавказа, автор нескольких монографических исследований по этническому составу населения Северного Кавказа, по кавказской этнонимике) Кавказский Этнографический Сборник, Статья: Этнические процессы в Закавказье в XIX—XX вв. — IV. — СССР, Институт Этнографии им. М.Маклая, АН СССР, Москва: Наука, 1969. — С. 10. — 199 с. — 1700 экз.

    В 1897 г. из 137,9 тыс. населения здесь жило 63,6 тыс. армян (46,2 %), 71,2 тыс. азербайджанцев (51,7 %), 1,8 тыс. курдов (1,3 %). По данным сельскохозяйственной переписи 1922 г., всё население Зангезура насчитывало 63,5 тыс. человек, в том числе 56,9 тыс. армян (89,5 %), азербайджанцев 6,5 тыс. (10,2 %), русских 0,2 тыс. (0,3 %).

  17. Джафар Гияси и Ибрагим Бозйель. ARMENIAN ACTS OF CULTURAL TERRORISM. Анкара 1997 დაარქივებული 2010-01-19 საიტზე Wayback Machine.

    In his Population of Soviet Armenia, published in 1932, Z. Korkodyan reports that in the 19th and early 20th centuries, about 2000 cites of the total 2310 were of Turkish origin.

    (ინგლისური)
  18. Barbara A. Anderson and Brian D. Silver, "Population redistribution and the ethnic balance in Transcaucasia, " in Ronald G. Suny, ed., Transcaucasia, nationalism, and social change; essays in the history of Armenia, Azerbaijan, and Georgia (Ann Arbor : University of Michigan Press, 1996): 488.
  19. Arseny Saparov, International Relations Department, London School of Economics, Houghton Street, London WC2A 2AE, A.Saparov@lse.ac.uk

    Another social-political process that apparently affected place naming in Armenia was the emigration of Azerbaijanis from the Armenian SSR that occurred in that period.

  20. Постановление N: 754 Совета министров СССР
  21. Arseny Saparov, International Relations Department, London School of Economics, Houghton Street, London WC2A 2AE, A.Saparov@lse.ac.uk

    According to this plan some 100,000 people had to be «voluntarily» resettled. The emigration occurred in three stages : 10,000 people were resettled in 1948, another 40,000 in 1949, and 50,000 in 1950

  22. Постановление Совета Министров СССР от 23.12.1947 № 4083
  23. Arseny Saparov, International Relations Department, London School of Economics, Houghton Street, London WC2A 2AE, A.Saparov@lse.ac.uk

    These waves of emigrations of the Azerbaijani population and immigrations of Armenians were apparently one of the major causes for renamings in the Armenian SSR in the post-war period. We should also consider the general decline in Russo- Turkish relations in the aftermath of the Second World War, and Stalin’s demands for the return of the territories seceded to Turkey in 1921.31 The post-war renamings campaign ended in 1950, and the annual number of renamings steadily declined until 1967—1968. The years 1967 and 1968 were marked by a sudden increase in renamings when more than 50 place-names were changed. The explanation for this phenomenon could be the attempt of the local authorities to accommodate the resurgence of Armenian nationalism that occurred two years earlier.

  24. Arseny Saparov, International Relations Department, London School of Economics, Houghton Street, London WC2A 2AE, A.Saparov@lse.ac.uk

    By late 1980’s there were 152 Azerbaijani villages in the Armenian SSR all with Turkic place-names.

  25. [Александр Искандарян. АРМЕНИЯ: УДРЕВЛЕНИЕ МОДЕРНА. НАЦИОНАЛЬНЫЕ ИСТОРИИ НА ПОСТСОВЕТСКОМ ПРОСТРАНСТВЕ – II. АРМЕНИЯ: УДРЕВЛЕНИЕ МОДЕРНА. 2009. 225-243]
  26. Arseny Saparov, International Relations Department, London School of Economics, Houghton Street, London WC2A 2AE, A.Saparov@lse.ac.uk

    There are 107 hydronyms in the list, 71 (66 %) of which were renamed.

  27. Arseny Saparov, International Relations Department, London School of Economics, Houghton Street, London WC2A 2AE, A.Saparov@lse.ac.uk

    If one considers the method of renamings, it is possible to distinguish four categories.

  28. Arseny Saparov, International Relations Department, London School of Economics, Houghton Street, London WC2A 2AE, A.Saparov@lse.ac.uk

    3. Linguistic adaptation : Kafan into Kapan (Hapan), Ertapin into Artabun.

  29. Arseny Saparov, International Relations Department, London School of Economics, Houghton Street, London WC2A 2AE, A.Saparov@lse.ac.uk

    Following the pattern established for hydronyms we can apply the same four categories here as well.

  30. Джафар Гияси, Ибрагим Бозйель. Армянские акты культурного геноцида. ანკარა, 1997 დაარქივებული 2010-01-19 საიტზე Wayback Machine. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-01-19. ციტირების თარიღი: 2017-01-08. (ინგლისური)
  31. Культурный терроризм Таблица топонимов деазербайджанизации территории Республики Армения. Из брошюры «Акты армянского культурного террора», изданной в 1997 г. в Анкаре при поддержке и участии Чрезвычайного и Полномочного Посла М.Новрузова.[მკვდარი ბმული]
  32. 32.00 32.01 32.02 32.03 32.04 32.05 32.06 32.07 32.08 32.09 32.10 32.11 32.12 32.13 32.14 32.15 32.16 32.17 32.18 32.19 32.20 32.21 32.22 32.23 32.24 32.25 32.26 32.27 32.28 32.29 32.30 32.31 32.32 32.33 32.34 32.35 32.36 32.37 32.38 32.39 32.40 32.41 32.42 32.43 32.44 32.45 32.46 32.47 32.48 32.49 32.50 32.51 32.52 32.53 32.54 32.55 32.56 Депортация, Геноцид, Беженцы. Вагиф Арзуманлы, Назим. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-09-23. ციტირების თარიღი: 2017-01-08.
  33. Список переименованных азербайджанских населённых пунктов Армении согласно постановлениям Высшего Совета Армянской ССР. Назим Мустафа. Баку, 2006. Стр. 7-42 (აზერბაიჯანული)