აზერბაიჯანელთა დეპორტაცია სომხეთიდან
აზერბაიჯანელთა დეპორტაცია სომხეთიდან — აზერბაიჯენლი მოსახლეობის გადასახლება სომხეთის სსრ-დან 1947—1950 წლებში. გადასახლება განხორცილედა სსრკ-ის მინისტრთა საბჭოს 1947 წლის 23 დეკემბრის № 4083 დადგენილების თანახმად.
ისტორია
რედაქტირება1945 წელს სსრკ-მა ტერიტორიული პრეტენზიები წაუყენა თურქეთს ყარსისა და არტაანის ოლქებზე. ქვეყნებს შორის კონფრონტაცია შენარჩუნდა სტალინის სიკვდილამდე. 1953 წლამდე მზადდებოდა ამ პრეტენზიებისათვის საფუძვლების მომზადება. მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახდა სტალინის გადაწყვეტილება — უცხოეთში მცხოვრებ სომეხთათვის საბჭოთა სომხეთში გადმოსახლების (რეპატრიაციის) შეთავაზება. თურქეთზე ზემოქმედების მიზნით საბჭოთა გეგმებში საბჭოთა სომხეთის სამხედრო-გეოგრაფიული მდგომარეობა მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა თურქეთის აღმოსავლეთ საზღვრებთან. საბჭოთა ხელისუფლების აზრით, თურქეთთან მოსალოდნელი კონფლიქტის შემთხვევაში აზერბაიჯანელები ე.წ. "მეხუთე კოლონის" როლს შეასრულებდნენ. შესაბამისად, ხელისუფლებაში მიიღეს გადაწყვეტილება სომხეთის სსრ-დან აზერბაიჯანელთა დეპორტაციის შესახებ. დადგენილება განხორციელდა სსრკ-ის მინისტრთა საბჭოს 1947 წლის 23 დეკემბრის № 4083 დადგენილების თანახმად.
ამ დადგენილების ერთ-ერთ პუნქტში პირდაპირ არის მითითებული:
- ნება მიეცეს სომხეთის სსრ მინისტრთა საბჭოს — გაათავისუფლოს აზერბაიჯანელი მოსახლეობისაგან საცხოვრებელი სახლები და ნაგებობები მათ ადგილას სომხეთის სსრ-ში მცხოვრებ უცხოელ სომეხთა ჩასახლების და აზერბაიჯანის სსრ-ში მტკვარ-არაქსის დაბლობის ტერიტორიაზე აზერბაიჯანელთა გადასახლებასთან დაკავშირებით.
გადასახლების დეტალები განსაზღვრული იყო სსრ სომხეთის ტერიტორიაზე დარჩენილი მოძრავი ქონების გამოსყიდვა უნდა მომხდარიყო კოლმეურნეობის მიერ აზერბაიჯანელთა ახალი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. გადასახლებულებს ახალ ადგილას მიენიჭათ გარკვეული შეღავათები და გადაეცათ სახელმწიფოსაგან ფულადი დახმარება — ოჯახის უფროსზე 1000 მანეთის და ოჯახის თითოეულ წევრზე 300 მანეთის ოდენობით.
სომხეთის სსრ მინისტრტა საბჭო დაჰპირდა გადასახლებულებს დახმარებას გადასახლების ადგილას ბინების შეძენაში. ისტორიკოს ვლადისლავ ზუბკას აზრით, სწორედ სტალინის ბრძანებით გასცა სომხეთის სსრ მინისტრთა საბჭოს პირველმა მდივანმა გრიგორი არუთინოვმა სომხეთიდან აზერბაიჯანელთა დეპორტაციის შესახებ განკარგულება "წინაპართა სამშობლოში" სომეხთა დაბრუნების მიზნით, რომ სომეხი რეპატრიანტებისათვის გაეთავისუფლებინათ აზერბაიჯანელთა საცხოვრებელი ადგილები. რეპატრიანტთა რაოდენობა განსაზღვრული იყო 400 ათასამდე. სინამდვილეში სომხეთში დაბრუნდა მხოლოდ 90 ათასი სომეხი.
აზერბაიჯანელები იძულებული გახდნენ გადასულიყვნენ მტკვარ-არაქსის ბარის ტერიტორიაზე აზერბაიჯანში, სადაც სწრაფად განვითარდა ბამბის მრეწველობა და მათი ადგილები კი, როგორც დაგეგმილი იყო, სომხებმა დაიკავეს.
გადასახლების პროცესი
რედაქტირებააზერბაიჯანის სსრ-ში მტკვარ-არაქსის ველზე დაახლოებით 100 ათასი ადამიანის გადასახლება უნდა მომხდარიყო სამ ეტაპად:
- 10 000 ადამიანი უნდა გადაეყვანათ 1948 წელს,
- 40 000 ადამიანი — 1949 წელს
- 50 000 ადამისნი — 1950 წელს.
ეს გეგმა ვერ განხორციელდა მოკლე დროში აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების არასაკმარისი ფინანსირების პირობებში. თუმცა ეს პროცესი აზერბაიჯანის სსრ მინისტრთა საბჭოს მიმართვის საფუძველზე გაგრძელდა 1954 წლამდე.
აზერბაიჯანელი ავტორები გადასახლებას უკავშირებენ სომეხთა რეპატრიაციას, ხოლო სომეხი ავტორები, თავის მხრივ, აზერბაიჯანში ახალი მიწების აუცილებელ სამეურნეო ათვისებას. ვიქტორ შნირელმანის აზრით, ეს არ იყო რეპრესიები. აზერბაიჯანელები სტალინის გარდაცვალების შემდეგ დაუბრუნდნენ თავის უწინდელ საცხოვრებელ ადგილებს.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ჯამილ ჰასანლი: ომისშემდგომი ტერიტორიული პრეტენზიები
- სომხეთის ტერიტორიული პრეტენზიები აზერბაიჯანისა და საქართველოს მიმართ
- ერთ-ერთი დადგენილება აზერბაიჯანელთა გასახლების შესახებ
- სსრკ ცივი ომის დროს: სტალინიდან გორბაჩოვამდე
- სომხეთი: პოლიტიკური და ეთნიკური საზღვრები 1878-1948 წწ. დაარქივებული 2017-09-17 საიტზე Wayback Machine.
- ცენტრალური აზია: მისი სტრატეგიული მნიშვნელობა და სამომავლო პერსპექტივები
- ადგილთა სეცვლილი ტოპონიმები და ეროვნული იდენტობის მშენებლობა საბჭოთა სომხეთში