აბოვიანი
აბოვიანი (სომხ. Աբովյան; 1963 წლამდე — სოფელი ელარი) — ქალაქი სომხეთში, კოტაიქის პროვინციაში. მდებარეობს ერევნიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 10 კილომეტრზე. წარმოადგენს ერევნის აგლომერაციის ქალაქ-თანამგზავრს. ერევანთან დაკავშირებულია საავტომობილო გზითა და რკინიგზის ხაზით, რომლის საშუალებითაც დედაქალაქი უკავშირდება ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონებს. ამის გამო ქალაქს ხშირად უწოდებენ ერევნის „ჩრდილოეთის კარიბჭეს“. ქალაქის ადგილზე მდებარეობდა სოფელი ელარი, რომელსაც 1961 წელს ეწოდა სომეხი მწერლის ხაჩატურ აბოვიანის სახელი. 1963 წელს სოფლის ადგილზე ჩამოყალიბდა ქალაქი აბოვიანი. აბოვიანიდან 6 კილომეტრზე მდებარეობს კურორტი არზნი.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
აბოვიანი სომხ. Աբովյան | |||||
| |||||
ქვეყანა | სომხეთი | ||||
კოორდინატები | 40°16′26″ ჩ. გ. 44°37′32″ ა. გ. / 40.27389° ჩ. გ. 44.62556° ა. გ. | ||||
პირველი ხსენება | მე-13 საუკუნე | ||||
ფართობი | 7 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 1450 მეტრი | ||||
ოფიციალური ენა | სომხური ენა | ||||
მოსახლეობა | 44 400 (2015) | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+04:00 | ||||
სატელეფონო კოდი | (222) | ||||
საფოსტო ინდექსი | 2201–2208 | ||||
ოფიციალური საიტი | https://abovyan.am | ||||
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 30.