ვიკიპედია:ყავახანა/2009 04-06
თარგი:ფერი
ვინ არის მომხრე, რომ ამ თარგში თარგი:ფერი მინიჭებული ფერი საქართველოს შეეცვალოს და გახდეს წითელი
- (მომხრე)-დათო_დათო 11:15, 1 აპრილი 2009 (UTC)
- (მომხრე)- წითელი ფერი საქართველოს ნაციონალური ფერია (დროშის მიხედვით), მაგრამ თუ ძალიან კაშკაშა წითელი იქნება, ნაწერები კარგად არ გამოჩნდება... —დათო 11:23, 1 აპრილი 2009 (UTC)
- (ნეიტრალური) - დააკონკრეტეთ ფერი. სუფთა წითელი ამ თარგში არ გამოდგება. უნდა იყოს რომელიმე ბაცი ტონი. ამასთან დროშის ფერის მიხედვით არცერთ ქვეყანას არ აქვს ფერი შერჩეული. - ალ-ო @ 12:58, 1 აპრილი 2009 (UTC)
- ეს ფერი არ გამოდეგება?--დათო_დათო 13:14, 1 აპრილი 2009 (UTC)
- ფონზე უნდა სინჯო. ა.
- მგონი ფერები მსოფლიო რუკის მიხედვითაა, და საქართველო იქ ყოველთვის დღემდე შვინდისფრად აღინიშნება და ნომერ 26–ს დაართვას. არ უნდა შეიცვალოს / (წინააღმდეგი) --ႧႤႫႳႰႨ მომწერე 16:07, 4 აპრილი 2009 (UTC)
- ფონზე უნდა სინჯო. ა.
როგორ მივუჩინო კატეგორია?
ამიხსენით რა, როგორ მივუჩინო სტატიას კატეგორია?
- როგორც წესი, თემატიკის შესაბამისად. აქ მოიძიეთ კატეგორია, რათა დარწმუნდეთ სასურველი კატეგორიის სისწორეში და შემდეგ, სტატიის ბოლოს (ჩვეულებისამებრ ენათშორისი ბმულების ზევით) ჩასვით კოდით: [[კატეგორია:სასურველი კატეგორია]]. შეიძლება გვერდი რამდენიმე კატეგორიაში მოხვდეს. თუ კატეგორია არ არსებობს, მაშინ საჭიროა შექმნა. თუ დარწმუნებული არ ხართ, მოითხოვეეთ სტ. განხილვის გვერდზე, ან პირდაპირ მიმართეთ ნებ. აქტიურ რედაქტორს. --Rastrelli F 13:01, 2 აპრილი 2009 (UTC)
ბოტია თუ...
ვიკიპედიაში მოგზაურობისას შევამჩნიე, რომ არიან ესეთი წევრები (წევრის სახელი)Bot . შემდეგ შევდიოდი ამ ეგრედწოდებული "ბოტების" პირად გვერდებში და ვნახულობდი, რომ ეს ასევე ჩვეულებრი წევრიც იყო მითითებული იყო (წევრის სახელი). მაშინ დავიბენი, ვერ მივხვდი წევრი როდესაც ქმნის ბოტს თვითონ ასწორებს გვერდებს და ამატებს საერთაშორისო ლინკებს, თუ სპეციალური "რიტუალია" საჭირო ბოტად გადაქცევისთვის და ამის შემდეგ თვითონ ბოტი მოძრაობს ინტერნეტში? სანდრო ს 19:36, 4 აპრილი 2009 (UTC)
- პასუხი გავეცი განხილვის გვერდზე. --გიორგი , 09:54, 6 აპრილი 2009 (UTC)
დახმარების თხოვნა
gamarjobat.. faqtiurad gzaabneulivi var .. exla davregistrirdi da imitom rom statiis damateba mindoda magram veraferi gavuge jerjerobit. iqneb damemxaros vinme da amixsnas rogro gavaketo es? madlobt cinascar . kargi iqneba tu PM ze momcert..
ვიკიპედიაში არის შესანიშნავი მეგზური. მასში ყველაფერია ახსნილი :) --გიგი 10:30, 5 აპრილი 2009 (UTC)
ნართანიანი ფორმა
ბოლო დროს ვიკიპედიაში ძალიან ხშირად მხვდება ნართანიანი მრავლობითი. ქართული ენის თანამედროვე ნორმის თანახმად, ეს ფორმა მართობული არ არის. თანამედროვე ქართულში უნდა იხმარებოდეს ებიანი მრავლობითი. დღეისათვის ნართანიანი უამრავი სტატიაა, რომელიც უნდა ებიანზე გადაიტანოს. მაინტერესებს ამ საკითხთან დაკავშირებით თქვენი აზრი. — წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა George Mel (განხილვა • წვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .
- ქართული ენის თანამედროვე ნორმა - ეს სად წაიკითხე, რომ ნართანიანი ფორმა არასალიტერატუროა? მე როგორც ვიცი, დღეს ორივე ფორმა ლიტერატურული და მიღებულია. თუ წყარო გაქვს - განვიხილოთ... ჩემი აზრით კი, ზოგ სტატიას ნართანიანი უნდა ზოგს ებიანი, გააჩნია... —დათო 10:29, 6 აპრილი 2009 (UTC)
- მაგალითად ქართველები და არა ქართველნი, მაგრამ მორაგბეთა ნაკრები და არა მორაგბეების ნაკრები —დათო 10:32, 6 აპრილი 2009 (UTC)
- იმაში ვეთანხმები გიორგის, რომ ძირითადად ებიანი მრავლობითი ვიხმაროთ. მაგრამ გამონაკლისი შემთხვევებიც არის. ბიოლოგიურ კლასიფიკაციაში, როგორც ჩანს, ხშირ შემთხვევაში ნართანიანი ფორმებია დამკვიდრებული (მაგ., ოფოფისებრნი, ორლებნიანნი, გველთევზასნაირნი და ა.შ.). კარგი იქნება, სადმე დახმარების გვერდზე რომ დაიწეროს, რომ ასეთი და ასეთი გამონაკლისი შემთხვევების გარდა, ებიანი ფორმები უნდა იხმარებოდეს. - Island 00:50, 8 აპრილი 2009 (UTC)
- მაგალითად ქართველები და არა ქართველნი, მაგრამ მორაგბეთა ნაკრები და არა მორაგბეების ნაკრები —დათო 10:32, 6 აპრილი 2009 (UTC)
- ისლანდმა გარკვეულად დაწერა და ვეთანხმები. მე მხოლოდ ორ სიტყვას დავამატებ:
- არსებითი სახელის რიცხვის ფორმები ქართულში ორია: მხოლობითი და მრავლობითი. მრავლობითის ფორმას აწარმოებს ებ ან ნარ-თანიანი ბოლოსართები. პირველს (ებ-ით ნაწარმოებს) ებ-იანი მრავლობითი ჰქვია, მეორეს ნარ-თანიანი.
- ებ-იანი მრავლობითი ძალიან გავრცელებულია დღევანდელ ქართულში, ნარ-თანიანი კი შედარებით იშვიათია. ძველ ქართულში პირიქით იყო. ამიტომ ებ-იან მრავლობითს პირველ ან ახალ მრავლობითს ვუწოდებთ, ნარ-თანიანს კი - მეორე ან ძველ მრავლობითს. (ა. შანიძე, ი. იმნაიშვილი, ლ. კვაჭაძე, ქართული ენა, VI კლასი, გამომცემლობა "განათლება", თბ. 1989).
- სალექსიკონო ერთეულისათვის, ჩვეულებრივ, ებ–იანი მრავლობითი გამოიყენება, ცხადია, თუკი ამის საჭიროება არსებობს; მაგ.:ალპები, მდინარეები, ბაგრატიონები, ქალაქი—სახელმწიფოები და სხვ. მაგრამ იმ შემთხვევებში, როდესაც სალექსიკო ერთეული წარმოადგენს შესიტყვებას, სინტაგმას, რომლის ერთი წევრი მრავლობითში დასმული მსაზღვრელია, მეორე კი – საზღვრული. მსაზღვრელი ხშირად სწორედ ნარ-თანიანი მრავლობითის ფორმას ირგებს. მაგ. მთათა კვანძი, მორაგბეთა ნაკრები, ბაგრატიონთა დინასტია, საბჭოთა კავშირი, მწერალთა კავშირი, კომპოზიტორთა სახლი და სხვ. ამ შემთხვევაში ქართული ენა სტილური თვალსაზრისით უპირატესობას ნარ-თანიან მრავლობით რიცხვს ანიჭებს.
- ნარ-თანიან მრავლობითს ხშირად მიმართავენ ტერმინოლოგიური ლექსიკონებიც; მაგ.: ბეჰემოთისებრნი, ორლებნიანნი, ფოთოლხვევიასებრნი და სხვ.
- გრამატიკული თვალსაზრისით, ებ–იანსა და ნარ-თანიან მრავლობითებს შეუზღუდავი აქვთ მოქმედების ასპარეზი, მაგრამ სტილებრივად, ისინი მეტ–ნაკლებად გამიჯნულნი არიან.--ცანგალა (გ) 13:02, 8 აპრილი 2009 (UTC)
თურქეთის ადმინისტრაციული დაყოფა
ქსე-ს მიხედვით თურქეთი იყოფა 67 ვილაიეთად (ილად) და არა პროვინციად. თავად თურქულ ვიკიშიც ილი წერია და ჩვენც ხომ არ შეგვეცვალა პროვინცია როგორც თურქულში, რუსულში და კიდევ ბევრგანააილით? რას გადაწყვეტს უმრავლესობა --დათო_დათო 10:53, 6 აპრილი 2009 (UTC)
- (ნომინაცია) - რადგან თურქული ვიკიპედია ილს წერს, მაშინ მე ილი-ს ვემხრობი. —დათო 10:56, 6 აპრილი 2009 (UTC)
- (მომხრე) თურქებმა უფრო კარგად იციან რაც ჰქვია მათ ადმინისტრაციულ ერთეულებს, ამიტომ ილი-დათო_დათო 11:00, 6 აპრილი 2009 (UTC)
- ჯერ–ჯერობით თავს ვიკავებ. კითხვა – თუ ესეა, ინგლისურ ვიკიშუ რატომაა პროვინცია?--გიორგი , 11:05, 6 აპრილი 2009 (UTC)
- ეს განხილვა, ჯობდა იქვე გაგერძელებინათ, მაგრამ არა უშავს. მე მიმაჩნია, რომ უნდა იყოს პროვინცია, რადგან თურქული IL თარგმანში სწორედ რომ პროვინციაა უფრო მეტიც, მომხრე ვარ რომ იყოს მხარე, როგორც პროვინციის ქართული შესატყვისი. რომელ ვიკიშია საქართველოს ადმ.-ტერიტ. ტერმინი მხარე , პირდაპირ გადატანილი?! თუ კი ჩვენთან, ამგვარს დავამკვიდრებთ, მაშინ უნდა გადმოვიტანოთ გერმანული ლანდი, რუსული კრაი და სხვ. --Rastrelli F 17:33, 6 აპრილი 2009 (UTC)
- ჰოდა, ვილაიეთი კარგა ხნის დამკვიდრებული ტერმინია. თუ სწორად მახსოვს, გურჯისტანის ვილაიეთიც არსებობდა ერთ დროს. —დათო 18:14, 6 აპრილი 2009 (UTC)
- რასტრელი მართალია. არ ღირს ყველაფრის დატოვება ისე, როგორც სხვა ენაშია. ქართულად პროვინციაა და სიტყვა ილის გამოყენების აუცილებლობას ვერ ვხედავ.--გიორგი , 18:19, 6 აპრილი 2009 (UTC)
- ქსე-ში თუ ვილაიეთი ქვია, სხვა რამე წყარო გვაქვს? - ალ-ო @ 18:36, 6 აპრილი 2009 (UTC)
- ვეთანხმები რასტრელს, რომ გადაგვეტანა სტატიის განხილვის გვერდზე. ვიკიპედიის წესების მიხედვით არ გვაქვს ნორმების შეცვლის უფლება - ეს ერთი. მაგრამ არსებობს სიტყვა გამონაკლისი. In der Türkischen Republik hießen die İls bis 1960 Vilayet. თურქულ ილს ვილაიეთი ერქვა - 1960 წლამდე. Турция делится на 81 ил (провинцию) (ранее употреблялся термин вилайет). დიდი საბჭოთა ენციკლოპედიაში - ვილაიეთი წერია. ვილაითის ძიებისას გუგლში წავაწყდი მხოლოდ ერთ გვერდს [1]. ეს გვერდი თურქეთს არ ეხება. ეხება ერაყს. ახლა იკითხავთ რა შუაშია ეს. საქმე იმაშია, რომ ინფორმაცია ახალია და ქართულად ერაყის ვილაიეთებია ნახსენები (გთხოვთ გადახედოთ). ru: Административное деление Ирака - აბა ნახეთ რუს. ვიკი ან სხვა ენები. (ინგლ. გერმ.) არსად არ წერია ვილაიეთი. აქედან გამომდინარე ხომ არ გვეხმარაც ჩვენც დამკვიდრებული ქსე-ეს მიხედვით ვილაიეთი? ვილაიეთი (ნორმები არ დაირღვევა) ან პროვინცია (როგორც გამონაკლისი). [2] - ამ გვერდზეც ჩავიხედე. ეს გვერდი ეკუთვნის საქართველოს საელჩოს თურქეთში - ელჩი დააბრუნეს თუ გვერდი არ არის განახლებული? --ცანგალა (გ) 12:24, 7 აპრილი 2009 (UTC)
გამარჯობათ, ”ვილაიეთი“ ვფიქრობ ძველი დაყოფა უნდა იყოს. (თუმცა ”Umgangssprache“-ში შეიძლება ვილაიეთი შეგხვდეთ დღესაც). ტერმინის დაზუსტებისას მაშტაბებს უნდა დააკვირდეთ. ”გურჯისტანის ვილაიეთი“ მთელ მესხეთს მოიცავდა, მთელ სამცხე-საათაბაგოს. ეს მაშტაბებით კი ამჟამინდელ თურქეთის რეგიონებს შეიძლება დაემთხვეს (1. Marmararegion, 2. Zentralanatolien, 3. Ägäisregion, 4. Mittelmeerregion, 5. Schwarzmeerregion, 6. Südostanatolien, 7. Ostanatolien). ანუ ვილაიეთი უნდა გამორიცხოთ. თქვენ უნდა იხმაროთ ან პროვინცია ან ოლქი, იმის მიხედვით, თუ როგორაა ეს საქართველოში დამკვიდრებული თურქეთთან მიმართებაში. ოლქი ქართული სიტყვაა (მაპატიეთ, ჩემზე უკეთ იცით!), პროვინცია მართალია არაა ქართული სიტყვა, მაგრამ დამკვიდრებულია. ამგვარად ”ილ“-ის დამკვიდრებას თავი უნდა ავარიდოთ. არაა ამის აუცილებლობა. გადახედეთ ქართული დიასპორას გვერდს (http://diaspora.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=64&info_id=182) აქ იხმარება ”ოლქი“. თუ იცნობთ ქართულ-თურქულ ორენოვან ჟურნალ ”ფიროსმანს“, იქ ასევე ხშირად იხმარება ტერმინი ”ოლქი“. რახან ”ვილაიეთი“ ისტორიული ტერმინია უკვე, ”ილ“ კი ქართული ყურისათვის მიუჩვეველი, ინგლისურ და გერმანულ ენაში კი იხმარება ”პროვინცია“, რომელიც ”ოლქის“ სინონიმია, ეს უკანასკნელი კი იხმარება დიასპორას საკითხების დეპარტამენტში და ორენოვან (ქართულ-თურქულ) გამოცემაში, მაშინ არ უნდა გავართულოთ საქმე. Serafita 13:13, 27 აპრილი 2009 (UTC)
Wikimania 2009: Scholarships
English: Wikimania 2009, this year's global event devoted to Wikimedia projects around the globe, is now accepting applications for scholarships to the conference. This year's conference will be handled from August 26-28 in Buenos Aires, Argentina. The scholarship can be used to help offset the costs of travel and registration. For more information, check the official information page. Please remember that the Call for Participation is still open, please submit your papers! Without submissions, Wikimania would not be nearly as fun!
ქართული: Please translate this message into your language. - Rjd0060 01:24, 9 აპრილი 2009 (UTC)
ქართულად: ვიკიმანია 2009, ამა წლის გლობალური ღონისძიება, რომელიც ვიკიმედიის პროექტებს ეძღვნება მსოფლიოში, ამჟამად იღებს განაცხადებს სტიპენდიებზე კონფერენციაზე მონაწილეობისთვის. ამ წლის კონფერენცია ჩატარდება 26-28 აგვისტოს ბუენოს აირესში, არგენტინა. სტიპენდია შეიძლება გამოყენებულ იქნას მგზავრობისა და რეგისტრაციის ღირებულების დასაფარად. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ოფიციალური საინფორმაციო გვერდი. შეგახსენებთ, რომ მონაწილეთა განაცხადების მიღება კვლავ მიმდინარეობს, ასე რომ ნუ დააყოვნებთ თქვენი განაცხადების შემოტანას. განაცხადების გარეშე ვიკიმანია ასეთი მხიარული და საინტერესო არ იქნებოდა.
თარგები
ვეძებ თარგის უბადლო სპეციალისტს :) რომ Infobox Holiday მომიმზადოს
აპრილი დღესასწაულების სეზონია --ქეთი 14:30, 10 აპრილი 2009 (UTC)
- ასაკს, სიმაღლეს, თვალის ფერს და ა.შ. მნიშვნელობა არ აქვს? :) - ალ-ო @ 20:00, 11 აპრილი 2009 (UTC)
- ps: თარგი შექმნილია - თარგი:ინფოდაფა დღესასწაული (თარგის ინფოა გასაკეთებელი). ა.
Update information about localisaton on translatewiki.net
- Currently 65.01% of the MediaWiki messages and 9.56% of the messages of the extensions used by the Wikimedia Foundation projects have been localised. Please help us help your language by localising and proof reading at Betawiki. This is the recent localisation activity for your language. Thanks, GerardM 12:09, 12 აპრილი 2009 (UTC)
- Currently 64.59% of the MediaWiki messages and 9.49% of the messages of the extensions used by the Wikimedia Foundation projects have been localised. Please help us help your language by localising and proof reading at Betawiki. This is the recent localisation activity for your language. Thanks, GerardM 18:49, 9 მაისი 2009 (UTC)
- PS Please help us complete the most wanted messages..
თურქული ტოპონიმების ორთოგრაფია
მეგობრებო, ხომ არ ჯობდა, თურქული ტოპონიმების დაწერისას გავეთვალისწინებინ თურქული ენის ნორმები, მაგალითად როცა ვწერთ ”ყარაჰისარს”, უნდა ვიცოდეთ, რომ თანამედროვე თურქულში ასო”ყ” არ არსებობს... ხომ არ იქნება უფორ სწორი ვარიანტი ”ქარაჰისარი” ?
- დღეისათვის ჩვენ ვიყენებთ ქართული ენის ნორმებს, ამ ნორების მიხედვით ამ ადგილს ყარაჰისარი ჰქვია. ამ შემთხვევაში ჩვენთვის უპირატესია ქართული ენაში მიღებული სახელი, ვიდრე თურქული. --George Mel , 08:52, 17 აპრილი 2009 (UTC)
- გიორგის ვეთანხმები ჩვენ ვითვალისწინებთ ქართული სალიტერატურო ენის ნორმებს. თუ ამ ნორმების მიხედვით შეცვლილია გთხოვთ მიუთითეთ წყარო და დიდი სიამოვნებით გავითვალისწინებთ. თურქულში „ყ“ არ არის, მაგრამ ქართულში ხომ გვაქვს? თურქულად სტამბოლი როგორ იკითხება?--ცანგალა (გ) 11:40, 17 აპრილი 2009 (UTC)
- გეთანხმებით და ერთს დავამატებ: მართალია თურქებს ანბანში ”ყ”-ს აღმნიშვნელი ტერმინი არა აქვთ, მაგრამ ზოგიერთ სიტყვაში მაინც ამბობენ. მაგალითად Karadeniz - ყარადენიზ და არა ქარადენიზ, kizilirmak - ყიზილირმაქი. —დათო 17:45, 17 აპრილი 2009 (UTC)
რჩეული ვიდეოები და აუდიოები
ქრისტე აღსდგა! გილოცავთ ყველას, მრავალს დაესწარით! დღეს შემთხვევით მოვხვდი მაკედონიურ ვიკიპედიაზე. მთავარ გვერდზე დავინახე რომ გარდა რჩეული სურათებისა და სტატიებისა იყო ასევე არჩეული რჩეული ვიდეოც. მემგონიკარგი იქნებოდა ჩვენც რომ გავაკეთოთ ასე. აბა თქვენს აზრებს ველი - სანდრო ს 12:07, 21 აპრილი 2009 (UTC)
- ჭეშმარიტად, ეს აზრი მეც წამოვაყენე, მაგრამ თავის დროზე დიდი ენტუზიაზმი არ მოჰყვა.--George , 12:11, 21 აპრილი 2009 (UTC)
რავიცი მაინც ვცადოთ, იქნებ მომხრეები გამოჩნდნენ --სანდრო ს 15:29, 21 აპრილი 2009 (UTC)
- (წინააღმდეგი) ჩემი აზრით ვიკიპედიაში არც რჩეული სურათებია საჭირო. რჩეული სტატიებიც საკმარისია. ენციკლოპედიაში მთავარია სტატიები, სურათები, ვიდეო და აუდიო ჩანაწერები კი მხოლოდ მათი სრულყოფისა და გალამაზებისათვისაა საჭირო. რჩეული სურათების პროექტის გაუქმების სურვილი აქამდე არავის გასჩენია და ეს მოთხოვნა არც მე მაქვს ამ წუთში, თუმცა ეს პროექტი აუცილებელი არაა (ზედმეტია ალბათ); ახალი ზედმეტი პროექტის დამატება, რომელიც ენციკლოპედიისთვის არ წარმოადგენს განსაკუთრებულ ღირებულებას, - ჩემი აზრით საჭირო არაა. გარდა ამისა, ბევრს აქვს ამ ვიდეო-აუდიო ფაილების გახსნის პრობლემა. ეს პრობლემა მეც მქონდა (ზოგიერთ ბრაუზერში ახლაც მაქვს) და ვერ ვუყურებდი ვიკიმედიის ვიდეოებს. მაგრამ, ეს იდეა უაზრო ნამდვილად არაა და მისი განხორციელება შესაძლებელია ვიკიპედიის დობილ პროექტში - ვიკიმედია, რომელიც სწორედ ამ ფაილების საცავია. -—დათო 09:48, 22 აპრილი 2009 (UTC)
- (მომხრე) ცუდი არ იქნებოდა--მოცარტი 10:27, 22 აპრილი 2009 (UTC)
- დათო, გეთანხმები, მაგრამ ეს უფრო მომხმარებლების გახალისთვებისთვისაა და ამიტომ ცდა მაინც ღირს --სანდრო ს 15:04, 22 აპრილი 2009 (UTC)
(მომხრე)ენციკლოპედია ილუსტრაციების გარეშე არაფერია. როგორ უნდა დაწერო სტატია ბოტიჩელის ნახატზე ნახატის გარეშე? პირადად მე ვხედავ მხოლოდ ერთ დაბრკოლებას – დღევანდელი დიზაინი არ არის გათვლილი დამატებითი რუბრიკის დამატებაზე. --George , 07:59, 23 აპრილი 2009 (UTC)
George, შეიძლება არც ისე დიდი დაბრკოლებაა, რადგან გვერდის ოდნა წაგრძელება არაფერს დააშავებს და შეგვეძლება რჩეული სურათების რუბრიკის ქვეშ დამატება. P.S ეს თემა წინადადებებში ხომ არ უნდა დამეწერა? --სანდრო ს 14:45, 23 აპრილი 2009 (UTC)
- რჩეული ვიდეო ან აუდიო რჩეული გამოსახულების რუბრიკის ნაწილი შეიძლება გახდეს, თუ ასეთი რამ მოიძებნება (ინგლისურშიც ასეა). არ არის საჭირო ამისთვის ცალკე რუბრიკის გაკეთება. წამოაყენეთ კანდიდატები რჩეული სურათების გვერდზე. კრიტერიუმებსაც გადახედეთ კარგად (და საავტორო უფლებებსაც). - ალ-ო @ 15:27, 23 აპრილი 2009 (UTC)
როგორ დავდო სურათები სტატიაზე ?
მითხარით რა როგორ დავდო სურათები სტატიებზე? — წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Nika 243 (განხილვა • წვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .
- გადახედე ამ გვერდს და ასევე ვიკიპედიის დახმარებას. —დათო 07:08, 25 აპრილი 2009 (UTC)
სურათის დადებამდე გაითვალისწინე შენს გვერდზე დაწერილი მითითებები.--George , 07:12, 25 აპრილი 2009 (UTC)
სურათის დადებისას რამდენიმე სურათი გამიმეორდა და როგორ წავშალო ???? Nika 243— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Nika 243 (განხილვა • წვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .
- ისინი ისევე, როგორც დუბლიკატები წაიშლება.--George , 08:42, 25 აპრილი 2009 (UTC)
რატომ მარტო დუბლიკატები რომ წაიშალოს ? --Nika 243
- სიტყვა დუბლიკატი აღნიშნავს არა მარტო ორჯერ ატვრთულ ფაილებს, არამედ იმ ფაილებსაც, რომლებიც საერთო სერვერზე ([3]) ხელმისაწვდომობის მიუხედავად ატვირთულია ქართული ვიკიპედიის სერვერებზე.--George , 09:07, 25 აპრილი 2009 (UTC)
სურათი დავდე და მისი აღწერა როგორ გავაკეთო. ????წინასწარ მადლობა Nika 243
[[სურათის სახელი |thumb|სურათის აღწერა]]--გიორგი , 10:13, 26 აპრილი 2009 (UTC)
ისევ და ისევ ვერ ვტვირთავ ფოტოს
ისევ და ისევ ვერ ვტვირთავ ფოტოს. მაპატიეთ, მაგრამ თქვენს მიერ მოცემული ინსტრუქციებით ჩემი Desktop-იდან ვერანაირად ვერ ავტვირთე ფოტო. დამეხმარეთ რა!!!!.... Serafita— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Serafita (განხილვა • წვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .
- ცოტა დაკონკრეტდი და ალბათ გიშველით :) პ.ს. ხელის მოწერა ნუ გავიწყდება. --მიშა (გ) 17:12, 26 აპრილი 2009 (UTC)
ისევ და ისევ ვერ ვტვირთავ ფოტოს
შევეცდები "დავკონკრეტდე": მინდა სტატიაში ჩავსვა ფოტო. სამწუხაროდ ვერანაირად ვერ ვახერხებ ამას. ვიკიპედიის ტერმინოლოგიაში ვერ ვერკვევი, ამიტომ ვერ გეტყვით, ზუსტად სად ხვდება ჩემი ატვირთული (იქნებ შეცდომით ატვირთული) ფოტო.ინსტუმენტებიდან ვხვდები კატეგორიაში "ფაილის დამატება".სადაც ვცდილობ ავტვირთო ფოტო. თუმცა ფოტო ხვდება არა ჩემთვის სასურველ სტატიაში, არამედ სხვაგან. კონკრეტულად მოხვდა აი აქ: http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98:%E1%83%A8%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98.jpg როგორ უნდა გადავიტანო ეს ფოტო სტატიაში? მასწავლეთ რა ეს ერთი ბეწო საიდუმლო Serafita 17:35, 26 აპრილი 2009 (UTC)
ფოტო ვერ მოხვდება პირდაპირ სტატიაში. უნდა დააკოპირო მისი სახელი - მაგალითად, თუ წერია ფაილი:LocationEasternAfrica.png, უნდა დააკოპირო მხოლოდ LocationEasternAfrica.png და შემდეგ შეხვიდე შენს სტატიაში, დააჭირო ამ ღილაკს . გაჩნდება წარწერა [[ფაილი:მაგალითი.jpg]]. ამის შემდეგ ფრაზის მაგალითი.jpg მაგივრად უნდა ჩააკოპირო სურათის სახელწოდება. გვერდზე შეგიძლია დაუსვა ხაზი. მაგალითად [[ფაილი:LocationEasternAfrica.png|]] და ამ ხაზის შემდეგ ჩაწერო thumb. ანუ [[ფაილი:LocationEasternAfrica.png|thumb]]. სურათი ავტომატურად დაპატარავდება. თუმცა, ამის შემდეგ (ისევ და ისევ კვადრატულ ფრჩხილებში ხდება ყველაფერი) რომ მიუხატო კიდევ ერთი ეგეთი ხაზი და მიუწერო, მაგალითად, 190px, სურათი მაგ ზომის (პიქსელებში) გახდება. კიდევ ერთი ხაზი რომ მიუხატო და მიუწერო რამე ფრაზა, სურათს ქვეშ ეგ ფრაზა ექნება წარწერად. --გიგი 17:42, 26 აპრილი 2009 (UTC)
ხელმოწერის წესის გაძლიერება
ვიკიპედიის რუსულენოვან განყოფილებაში მოქმედებს ამგვარი წესი – თუ მომხმარებებლი განხილვის გვერდზე (ან ყავახანაში) ხელს არ მოაწერს, გამოფრინდება ამგვარი შეტყობინება –
ჩვენც შემოვიღოთ ამგვარი შეტყობინება.
(ნომინაცია)-გიორგი , 18:19, 26 აპრილი 2009 (UTC)
- (მომხრე) - —დათო 19:25, 26 აპრილი 2009 (UTC)
- (მომხრე)-დათო_დათო 19:27, 26 აპრილი 2009 (UTC)
- (მომხრე) - --Jaba1977 19:31, 26 აპრილი 2009 (UTC)
- (მომხრე) ძირს ანონიმები :) --გიგი 20:55, 26 აპრილი 2009 (UTC)
- (მომხრე) - --მიშა (გ) 05:56, 27 აპრილი 2009 (UTC)
- (მომხრე) --სანდრო ს 19:01, 27 აპრილი 2009 (UTC)
- (მომხრე) (თუმცა არ დავკვირვებივარ, როგორ მუშაობს.) - Island 15:12, 28 აპრილი 2009 (UTC)
- (მომხრე) --Pirtskhalava 15:52, 28 აპრილი 2009 (UTC)
- (მომხრე) - და საერთოდ ამის განხილვა საჭიროა? პირდაპირ უნდა გაკეთებულიყო :) --Mer ® 11:20, 18 ივნისი 2009 (UTC)
- გაკეთდა - Island 13:56, 28 ივნისი 2009 (UTC)
monobook.js-ს გამოყენება
გამიგონია, რომ ეს ჯავაშკრიპტი უფლებას გაძლევს რედაქტირების ფორმაში დამატებით ღილაკების გაკეთებას.ჯავაშკრიპტში საერთოდ ვერ ვერკვევი და ვინმეს თუ შეგიძლიათ ამ ჯავაშკრიპტის გამოყენებაში მომეხმაროთ. წინასწარ მადლობა! --სანდრო ს 19:22, 27 აპრილი 2009 (UTC)
აღარაა საჭირო ვიპოვე როგორ უნდა გავაკეთო მომხმარებელი:Unmerklich/დამატებითი_ღილაკები. მადლობა Unmerklick-ს! --სანდრო ს 20:21, 27 აპრილი 2009 (UTC)
კიდევ ერთი კითხვა Sandrosaxel-ისგან :)
მაინტერესებს როგორ შეიძლება ხელმოწერაში ჩაყოლელებული განხილვის ბმულის გაკეთება. ბევრთან მინახავს და ამიტომ მაინტერესებს , მე თვითონ კი ვერა და ვერ გავაკეთე --სანდრო ს 19:46, 27 აპრილი 2009 (UTC)
- ზევით ხედავ „ჩემი კონფიგურაცია“ და ჩანაწერი უნდა გააკეთო.--ცანგალა (გ) 20:04, 27 აპრილი 2009 (UTC)
ხელმოწერაში გავაკეთე, მაგრამ სამწუხაროდ ბმულად არ მიიღო --სანდრო ს 20:06, 27 აპრილი 2009 (UTC)
- [[მომხმარებელი:Zangala|ცანგალა]] ([[მომხმარებელი განხილვა:Zangala|გ]]) ასეთი ჩანაწერი გააკეთე, სადაც მეტსახელი წერია. ოღონდ შენი სახელი ჩაწერე. --ცანგალა (გ) 20:08, 27 აპრილი 2009 (UTC)
- ხოლო „ხელმოწერის საკუთარი ვიკი-კოდი (ავტომატური ბმულის გარეშე)“ - წინ არ დაგავიწყდეს ე. წ. პტიჩკის გაკეთება.--ცანგალა (გ) 20:09, 27 აპრილი 2009 (UTC)
მადლობ, ის "პტიჩკა" ვერ მივხვდი რას აკეთებდა თორე დანარჩენი სწორე გამიკეთებია --სანდრო ს 20:22, 27 აპრილი 2009 (UTC)
წმინდანების სახელებთან დაკავშირებით
მაგ. წმინდა მამა იოანე, წმინდა პეტრე, რამდენად გამართულია სიტყვა „წმინდა“ ენციკლოპედიურ სტატიების სათაურში? მაგ. კატეგორია:ქართველი წმინდანები - ასე რომ გაკეთდეს სათაურები. ილია ჭავჭავაძეც ხომ ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიერ წმინდანად არის შერაცხული. [რელიგიის გვერდზე] იგი მოხსენიებულია წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე), რადგანაც ვიკიპედია რელიგიის ენციკლოპედია არ არის სტატიების სათაურები იყოს მხოლოდ სახელებით. ანბანურადაც კარგად განთავსდება. იხილეთ აგრეთვე იოანე. გადავწყვიტოთ.-ცანგალა (გ) 16:09, 29 აპრილი 2009 (UTC)
- გეთანხმები, გარკვეულწილად. რასაკვირველია ”წმ.” ენციკლოპედიური არაა (თუმცა ”დიდ ინგლისურენოვან ვიკი.ში” მაინც ხმარობენ სტატიების სათაურში), მის მაგივრად უმჯობესია ზედწოდებების გამოყენება. მაგ. ეფრემ ასური. წმ. ნინო, რასაკვირველია, ქართველი ერი მოციქულთასწორ წმინდანს ასე იცნობს, თუმცა ვიკი.ში მას ნინო კაბადოკიელი უნდა ერქვას (ვითომ?), იგივე შემიძლია ვთქვა წმ. გიორგიზე, ანუ გიორგი კაბადოკიელზე (???). მაგრამ როგორც აღვნიშნე, ბოლომდე თანახმა არ ვარ. აი, მაგალითად ავიღოთ გიორგი კაბადოკიელი, ნუთუ მართებული იქნება? მე პირადად, ამ შემთხვევაში ვამჯობინებ წმ. გიორგის, არ ვიცი, ალბათ მაინც ჯობს გამოვიყენოთ წმ. სათაურში, შენი თქმისა არ იყოს ”დიდი ვიკიპედიებიც” ხომ ასე იქცევიან?! რაც შეეხება წმინდა მამა იოანე, აი ასეთ შემთხვევაში აბსოლიტურად გეთანხმები, მე პირადად, ამ სათაურმა ვერ გამაგებინა, რომელ წმ. იოანეზეა საუბარი. --მიშა (გ) 16:59, 29 აპრილი 2009 (UTC)
- გერმანულში კი წმინდა ნინო გადადის ნინო (წმინდა)-ზე და ყველა წმინდანებზე ასეთი გადამისამართება გაკეთებული. ინგლ. ვიკიში გეთანხმები წმინდა ნინო წერია. გერმანულ ენციკლოეპდიაში (ბეჭდვით გამოცემას ვგულისხმობ და არა ვიკიპედიას) Broclhaus-enzyklopädie - ნ-ზე წერია, ტ. 15, გვ. 626, Mannheim 1991. ესეც მიკვირს წმინდა ნიკოლოზი რატომ გახდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედი? წმინდა იოაკიმე - ინგლ. მხოლოდ სახელი უწერია, ხოლო გერმანული ისევე წერს როგორც წმინდა ნინოს სტატიასთან. ძალიან დიდი სურვილი მაქვს რომ დალაგდეს სათაურები. {{DEFAULTSORT:}} რატომღაც არ მუშაობს სტატიაში წმინდა ნინო, რადგან ანბანურ საძიებელში წ-ზეა განთავსებული, ხოლო მხოლოდ ნინოთი საერთად არ იძლევა სტატიას. სტატიის სათაური ნინო (წმინდა) რომ იყოს ანბანურზე ნ-ზე იქნება და სახელითაც მხოლოდ ნინოთიც მოგვცემს სტატიას გადამისამართების გარეშე.ცანგალა (გ) 18:11, 29 აპრილი 2009 (UTC)
რუსეთის ვიკიპროექტთან დაკავშირებით
წესით ყავახანაში არ უნდა დავწერო, მაგრამ ცაიტნოტში რადგან ვართ და რუსეთის პროექტი ჯერ–ჯერობით მუშავდება, რუსული ვიკისთვის ტექტს აქ განვათავსებ:
Приветствуем коллег из Русской Википедии
В грузинском разделе Википедии особое место занимает институт википроектов, т.к. благодаря им мы централизуем наши усилия, и в качестве результата получаем множество хороших статей. Темой Майского Википроекта была избрана Россия, как страна, с которой Грузию связывают особые культурные отношения. Кроме того, мы уважаем русскую культуру и историю. Также мы надеемся, что нашими усилиями сумеем восстановить мост между культурами.
Обращаемся к вам в связи с тем, что нам понадобится помощь в различных сферах (таких, как транскрипция название статей, информационная поддержка и т.д. и т.п.) С надеждой на сотрудничество, ხელმოწერა.
შესწორებებს ველი, მაგრამ ბჭობასა და აზრების წამოყენებისთვის ერთი დღე გვაქვს :)--გიორგი , 08:04, 30 აპრილი 2009 (UTC)
ისე, შესავალი ვიკიპროექტის შესახებ მგონი ამ შემთხვევაში ზედმეტია, რაც არ უნდა იყოს რუსებმა ქართული კვირეული რომ გააკეთეს, მას მერე დავიწყეთ ჩვენ ეს პროექტი. --Rastrelli F 08:21, 30 აპრილი 2009 (UTC)
შენიშვნა:
- მაისი ამ შემთხვევაში პატარა ასოთი იწერება - майского
--გიგი 08:26, 30 აპრილი 2009 (UTC)
- особое место занимает - ჯერჯერობით ამაზე ვიტყოდი. ქართულ ვიკიპედიაში რას უჭირავს ძირითადი ადგილი ეს რუსულ ვიკიპედიას სულ არ აინტერესებს. მხოლოდ "მშრალი" ინფორმაცია, რომ მაისში გვაქვს პროექტი რუსეთი. --ცანგალა (გ) 13:36, 30 აპრილი 2009 (UTC)
- Кроме того, мы уважаем русскую культуру и историю. - ყველა მომხმარებელს ეს არ ეხება და მე ამასაც ამოვიღებდი ტექსტიდან.--ცანგალა (გ) 13:38, 30 აპრილი 2009 (UTC)
- Также мы надеемся, что нашими усилиями сумеем восстановить мост между культурами. - Также мы надеемся - ესეც გვინდა?--ცანგალა (გ) 13:40, 30 აპრილი 2009 (UTC)
Уважаемые коллеги из Русской Википедии,
хотим сообщить, что в грузинской википедии темой майского Википроекта избрана Россия. Мы хотим предпонести грузинским читателям статьи об истории и культуре России. Нам понадобится Ваша помощь в составлении списка статей, связанных с Россией, которых ещё нет в грузинском разделе Википедии, но которые было должны таи быть. Хотелось бы избежать политики. Мы хотим рассказать о русской культуре, а не провоцировать бесплодные споры между участниками.
С надеждой на сотрудничество,
грузинская Википедия ხელმოწერა
მე ასე დავწერდი. ველოდები თქვენს შენიშვნებს. ხოლო გიორგიმელას (მგონი პროექტის წამყვანი) ვუსურვებ წარმატებებს ამ პროექტში.--ცანგალა (გ) 20:40, 30 აპრილი 2009 (UTC)
Уважаемые коллеги из Русской Википедии,
хотим сообщить, что в грузинской википедии темой майского Википроекта избрана Россия. Мы хотим преподнести грузинским читателям статьи об истории и культуре России. Нам понадобится Ваша помощь в составлении списка статей, связанных с Россией, которых ещё нет в грузинском разделе Википедии, но которые должны быть там. Хотелось бы избежать политики, т.к. мы хотим рассказать о культуре России, а не провоцировать бесплодные споры между участниками.
С надеждой на сотрудничество,
грузинская Википедия ხელმოწერა
- (მომხრე) --ცანგალა (გ) 10:40, 1 მაისი 2009 (UTC)
- (მომხრე) - ალ-ო @ 12:57, 1 მაისი 2009 (UTC)
- (მომხრე)-დათო_დათო (გ) 16:43, 1 მაისი 2009 (UTC)
PDF-Version
გამარჯობა!
მაინტერესებს, შესაძლებლია თუ არა, რომ ვიკიპედიის ქართულ ვერსიაში "ინსტრუმენტებს" "ამოსაბეჭდი ვერსიის" გვერდით დაემატოს "PDF-ვერისა"? მგონი ეს მასალის ამობეჭდვის დროს მკითხველისათვის უკეთესი ამოსაბეჭდი ვერსიაა.
--Serafita 16:18, 3 მაისი 2009 (UTC)
- რამდენადაც გამეგება ეს საკიხი, შეუძლებელია. ისე, PDF ფორმატის მიღება დაბეჭვდითაც შეიძლება.--Rastrelli F 19:12, 5 მაისი 2009 (UTC)
”გლასნოსტი” და ”გადაკეთება”
”რუსეთის ვიკიპროექტის” გვერდზე მოცემულ სტატიების ჩამონათვალში მითითებულია ”გლასნოსტი” და ”გადაკეთება”. თუკი ვთარგმნეთ ”პერესტროიკა”, მაშინ ”გლასნოსტიც” ”საჯაროობად” ხომ არ გადაგვეკეთებინა? მაგრამ, ამასთან ერთად, ხომ არ ჯობია, ორივე ტერმინი ორიგინალში დავტოვოთ (გლასნოსტად და პერესტროიკად), რადგან ენაში დამკვიდრებული და მიღებულია უკვე, თან ეს გადაკეთება ყურს ცოტა უცნაურად ხვდება...Fernando magellan 14:26, 6 მაისი 2009 (UTC)
- „პერესტროიკა“ ქართულად გარდაქმნაა და დიდი ხანია დამკვიდრებულია (მოყოლებული გარდაქმნის ეპოქიდან ). ვთარგნოთ „გლასნოსტიც“.--Rastrelli F 14:32, 6 მაისი 2009 (UTC)
- ნამდვილად არ მეგონა თუ თარგმნილია. --ცანგალა (გ) 18:43, 6 მაისი 2009 (UTC)
ქართული ვიკიწყაროები
ქართულ ვიკიპედიაში დამწიფდა ქართული ვიკიწყაროს შექმნის იდეა. გარკვეულწილად, ეს განაპირობა საჭირო ტექსტების არახელმისაწვდომობამ და არაცენტრალიზებულობამ. ვიკიწყაროების მიზანია შეიქმას თავისუფალი და ღია ელექტრონული ბიბლიოთეკა. დღეისათვის არსებობს ქართულენოვანი ვიკიწყაროების საცდელი ვარიანტი – http://wikisource.org/wiki/Main_Page:ქართული , თუმცა იგი ინტეგრირებულია სხვაენოვან პროექტებში, რაც მისაღები არ არის. ყავახანაში ამ საკითხის გამოტანის მიზეზია ის, რომ საჭიროა შევიმუშავოთ ვიკიწყაროს განვითარების გეგმა.
ჩემი აზრით, განვითარება რამდენიმე ეტაპად უნდა წარიმართოს -
ეტაპი პირველი - გავარკვიოთ, თუ რა არის საჭირო ქართული ვიკიწყაროების სრული დატვირთვით ამოქმედებისთვის (საუბარი მაქვს ტენიკურ დეტალებზე, იმაზე, თუ რა არის საჭირო საკუთარი დომენი - ka.wikisource.org - ის მისაღებად)
ვგონებ, რომ ამისთვის ქართული ვიკიპედიის ბიუროკრატს - მალაფაიას უნდა მივმართოთ.
ეტაპი მეორე (ka.wikisource.org-ის მიღების შემდეგ) არჩეული იქნას ადამიანი, რომელსაც დაევალება შეამუშავოს იმ მწერალთა სია, რომელთა ნაშრომები სავალდებულოა იყოს ქართულ ვიკიწყაროებში (სხვა სიტყვებით, ავირჩიოთ პროექტის ადმინისტრატორი, რომელსაც დაევალება ამ ნუსხის შედგენა). ადმინისტრატოს ასევე დაევალოს ვიკიწყაროების შემადგენელი ნაწილების - ფორუმის, მთავარი გვერდის და მისთ. სათაურების და დიზაინის შერჩევა.
ეტაპი მესამე (ვიკიწყაროების გარკვეულწილად შევსების შემდეგ) დაიწყოს ქაართული ვიკიწყაროების პოპულარიზაცია ქართულ ინტერნეტ სივრცესა და ყოველდღიურ ცხოვრებაში. შეიქმნას ვიკიწყაროების შესაძლებლობების მაჩვენებელი ამდენიმე ვიდეო რგოლი.
--გიორგი , 14:40, 12 მაისი 2009 (UTC)
- ჯერ ჩატვირთები ხომ არ გაკეთდეს?--ცანგალა (გ) 14:54, 12 მაისი 2009 (UTC)
- საკუთარი დომენის მისაღებად აუცილებელია საცდელ პროექტში იყოს აქტივობა. საცდელი პროექტი დამტკიცებამდე თუ თითქმის უმოქმედოა (ერთი-ორი მომხმარებელი მუშაობს), მგონი დამტკიცებასაც არა აქვს აზრი (და მგონი არც ცენტრალურად ამტკიცებენ ასეთ შემთხვევაში). ასე რომ ეგ ბოლო ეტაპი თავში უნდა იყოს :) —დათო პასუხი 15:01, 12 მაისი 2009 (UTC)
ზუსტად ვერ გავიგე "ვიკიწყარო"-ს მიზანი, ანუ ეს იქნება ნაწარმოებების კრებული?--სანდრო ს @ 14:36, 14 მაისი 2009 (UTC)
გამარჯობათ!
ასეთ ყალბ წყაროებს კარგად ვიცნობ, მაგრამ კიდევ ერთი საძაგლობა გულზე მომხვდა. მირჩიეთ რა ვქნა, ნახეთ ინგლისური ბანას ვარიანტი, რა ხდება, როცა მომხმარებელი შლის სრულიად სხვის ნაწერს და თავის ინფორმაციას დებს? თუმცა მე არ დაველოდები თქვენს რჩევას და მაინც წავშლი. მაპატიეთ, თუ ეს არაკორექტულია. იხილეთ Banak Cathedral --Serafita 16:12, 14 მაისი 2009 (UTC)
- მარტო ბანა?! წალეკეს „სეროჟებმა“ ქართული კვალი მთელ ინგლისურ ვიკიში!– Rastrelli F 17:38, 14 მაისი 2009 (UTC)
- რუსულშიც იგივე მდგომარეობაა. --ცანგალა (გ) 17:50, 14 მაისი 2009 (UTC)
- იქნებ რამე განცხადება მივწეროთ ჩვენს ინგლისელ კოლეგებს? თორემ აქ ამის განხილვას არა მგონია რამე შედეგი მოჰყვეს. —დათო პასუხი 09:56, 15 მაისი 2009 (UTC)
- ამ მომხმარებელს სამწუხაროდ ეგრე გონია , დეზინფორმაციის გამო ვიკიპედიაში ზოგჯერ ხომ ბანს ადებენ? --სანდრო ს @ 10:45, 15 მაისი 2009 (UTC)
- კობერს გავუგზავნე ლინკი, მაგრამ თუ გამოადგება არ ვიცი.--გიორგი , 10:48, 15 მაისი 2009 (UTC)
- ვეთანხმები დათოს: აქ ამის განხილვას არა მგონია რამე შედეგი მოჰყვეს, მაგრამ იქნებ ჩვენს ქართველ მეცნიერებებს შერცხვეთ და რამე იღონონ ამ ჩვენი დისკუსიის წაკითხვის შემდეგ. დადონ ქართულ, ინგლისური და რუსულ ენებზე წყაროები და ლიტერატურა. სამწუხაროდ ამით არც ერთი მეცნიერი არ არის დაკავებული. ამიტომ დათოს აზრს აქვს ჩვენს აქ ამის განხილვას არა მგონია რამე შედეგი მოჰყვეს - ვერ დავეთანხმები. საჭიროა ასეთი დისკუსიები და იქნებ რამე იღონონ ჩვენმა მეცნიერებმა და სერიოჟებისა და მისთანების დაწერილ ისტორიებს ბოლო მოუღონ. ამიტომ ნუ დაიზარებთ დისკუსიებში მონაწილეობის მიღებას. --ცანგალა (გ) 11:32, 15 მაისი 2009 (UTC)
- იქნებ რამე განცხადება მივწეროთ ჩვენს ინგლისელ კოლეგებს? თორემ აქ ამის განხილვას არა მგონია რამე შედეგი მოჰყვეს. —დათო პასუხი 09:56, 15 მაისი 2009 (UTC)
- რუსულშიც იგივე მდგომარეობაა. --ცანგალა (გ) 17:50, 14 მაისი 2009 (UTC)
[4] --გიორგი , 11:33, 15 მაისი 2009 (UTC)
მოკლედ ორგანიზებული ჯგუფი მოქმედებს, ეხლა უკვე ფრანგულში შექმნეს ანალოგიური შინაარსის სტატია, ანალოგიური სახელით „Banak“.– Rastrelli F 14:08, 15 მაისი 2009 (UTC)
- ალტერნატიული სტატია რომ დაწეროთ ქართული წყაროების მიხედვით და ქართული სახელით (ერთ-ერთი ვერსიიდან, რომელიც წაშლილ იქნა ინგლისურში)? - ალ-ო @ 14:29, 15 მაისი 2009 (UTC)
- კარგი აზრია, ვიფიქრე ამის გაკეთება, მაგრამ დარწმუნებული ვარ იმასაც დაბრუნებენ უკან.– Rastrelli F 15:11, 15 მაისი 2009 (UTC)
- თუ პირველი ქართული ვერსია იქნება, უკან რაღაზე დააბრუნებენ? :) ასეთი შემთხვევა იყო გალის და ოჩამჩირის რაიონებზე, ორ-ორი სტატია არსებობს. უბრალოდ რეგულარულად მიხედვა სჭირდება. - ალ-ო @ 15:50, 15 მაისი 2009 (UTC)
- გალის და ოჩამჩირის რაიონები - ეს კიდევ სხვა პრობლემაა. -ცანგალა (გ) 16:06, 15 მაისი 2009 (UTC)
- დააბრუნებაში გადამისამერთება ვიგულისხმე, მაგათგან ყველაფერია მოსალოდნელი, თუ არა და გავაკეთებ და ვნახავთ რა გამოვა...R.17:26, 15 მაისი 2009 (UTC)
- გალის და ოჩამჩირის რაიონები - ეს კიდევ სხვა პრობლემაა. -ცანგალა (გ) 16:06, 15 მაისი 2009 (UTC)
- თუ პირველი ქართული ვერსია იქნება, უკან რაღაზე დააბრუნებენ? :) ასეთი შემთხვევა იყო გალის და ოჩამჩირის რაიონებზე, ორ-ორი სტატია არსებობს. უბრალოდ რეგულარულად მიხედვა სჭირდება. - ალ-ო @ 15:50, 15 მაისი 2009 (UTC)
- კარგი აზრია, ვიფიქრე ამის გაკეთება, მაგრამ დარწმუნებული ვარ იმასაც დაბრუნებენ უკან.– Rastrelli F 15:11, 15 მაისი 2009 (UTC)
მომხმარებელმა Serafita-მ შექმნა ახალი სახელით სტატია w:Bana Episcopal Church, მე ვფიქრობ რომ სახელი გამოვიყენოთ w:Bana Cathedral, რომელსაც ამჟამად გადამისამართებად იყენებს სეროჟა სომხური ვერსიისთვის. R.17:37, 15 მაისი 2009 (UTC)
ალბომის ყდა როგორ დავდო
ალბომის ყდა როგორ დავდო ? მირჩიეთ არ ვიცი . წინასწარ მადლობა. Nika 243
Axel
Axel Patricio Fernando Witteveen Pardo <–– ხომ ვერ მეტყვით,ეს სახელი ქართულად როგორ ჩაიწერება?--ლიკა 15:24, 28 მაისი 2009 (UTC)
- გააჩნია სადაური ადამიანია, ანუ რა ენაზეა --სანდრო ს @ 18:16, 5 ივნისი 2009 (UTC)
- მადლობა ყურადღებისთვის. სტატია უკვე შევქმენი –> აქსელი (მომღერალი).--ლიკა 15:35, 9 ივნისი 2009 (UTC)
putkari
mainteresebs informacia mefutkreobis shesaxeb. winaswar gmadlobt.
აქ ნახეთ ––> მეფუტკრეობა--ლიკა 15:37, 28 მაისი 2009 (UTC)
ესკიზის თარგები სტანდარტიზაცია
დღეს გადავხედე ერთ-ერთ სხვაენოვან ვიკიპედიას და აზრი გამიჩნდა - რას იტყვით, თუ ესკიზის თარგების სტანდარტიზაციას მოვახდენთ? ანუ. დღეს ჩვენ ვიყენებთ ესკიზის თემასთან დაკავშირებულ სურათებს -
ჩემი აზრი-ქუდი შეიცვალოს სურათით [5] ამ კატეგორიიდან. ანუ:
და ასე შეიცვალოს ყველა ესკიზის თარგის სურათი.--გიორგი , 07:54, 30 მაისი 2009 (UTC) P.S. რა თქმა უნდა არ ვგულისხმობ ქვეყნის ესკიზის თარგებს (მაგ. {{ესკიზი-ჩინეთი}})--გიორგი , 07:57, 30 მაისი 2009 (UTC)
- მე მომხმარე ვარ სტანდარტიზაციის. ცუდი არ იქნება ამ თარგებსაც თუ გაითვალისწინებთ: {{საქართველოს ისტორია}} და {{საქართველოს ხუროთმოძღვრება}}. ჩემი აზრით სტანდარტიზაცია არა მხოლოდ ესკიზ-თარგებს უნდა ეხებოდეს არამედ ყველა თარგს, რუკას, სურათს, სტატიას და ა. შ. იმიტომ, რომ ყველა მომხმარებელი წერს როგორც სურს. შემოაქვთ დაბალი ხარისხის ვებ-გვერდიდან ტექსტები, სურათები და ა. შ. დროა სტანდარტიზაციის მიმართ ქართულ ვიკიპედიაში მოთხოვნა გაიზარდოს. ცანგალა (გ) 11:15, 30 მაისი 2009 (UTC)
- (მომხრე) -— დათო პასუხი 12:48, 30 მაისი 2009 (UTC)
- გიორგი, გთხოვ სამი დღე მოიცადო. სხვებმაც გამოთქვას თავისი აზრი. სოფლის შენებას კი უნდა სამი ხმა, მაგრამ ეს ხომ ვიკიპედიაა.--ცანგალა (გ) 12:59, 30 მაისი 2009 (UTC)
- ეს 2 შესწორება საცდელი გავაკეთე, ნუ გეშინია, დაველოდები, უბრალოდ სტატიაში როგორ იქნებოდა მაინტერესებდა. თუ გსურს, იმ ორი თარგის ცვლილებასაც გავაუქმებ:)--გიორგი , 13:05, 30 მაისი 2009 (UTC)
- (მომხრე) -— დათო პასუხი 12:48, 30 მაისი 2009 (UTC)
როგორც მივხვდი, ერთ პრინციპზე აგებულ თემატურ სურათებზეა ლაპარაკი?- Rastrelli F 14:32, 30 მაისი 2009 (UTC)
- დიახ :)--გიორგი , 14:33, 30 მაისი 2009 (UTC)
რატომ, შლაპაც კარგია... მაგრამ კაი, იყოს ჯოხი (მომხრე)--მოცარტი 14:39, 30 მაისი 2009 (UTC)
(ნეიტრალური) რაღაც ვერ ვხედავ საჭიროებას. მაგრამ თვითონ იდეა სტანდარტიზაციისა კარგია. - Island 02:38, 31 მაისი 2009 (UTC)
(მომხრე) მგონი სტანდარტიზაციის გარეშე ვიკიპედია ბლოგს დაემსგავსება, რაც არავისთვისაა სასურველი --სანდრო ს @ 18:24, 5 ივნისი 2009 (UTC)
- ის თარგები, რომლებსაც მივაგენი (კატეგორიაც კი არ ჰქონდა) გავაკეთე, იხ. კატეგორია:ესკიზის თარგები.--გიორგი , 03:58, 8 ივნისი 2009 (UTC)
სქოლიო, ლიტერატურა, ინტერნეტ რესურსები
გამარჯობათ, შეტყობინება მომივიდა, სადაც ეწერა, რომ სტატიას სჭირდება ინტერნეტ რესურსები, ლიტერატურა და სქოლიო. თუ შეიძლება მითხარით სად უნდა მივუთითო თითოეული და როგორ?
გაფრთხილების მესამე თარგი
დღეისათვის ქართულ ვიკიპედიაში გაფრთხილების 2 თარგია – თუმცა ერთ–ერთი წესის თანახმად მომხმარებელი იბლოკება მხოლოდ მესამე გაფრთციილებისას. დღეს გვაქვს {{გაფრთხილება/ვანდალი}} და {{ვანდალი}}. თუმცა დამეთანხმებით, რომ
„ანანო ვარძიაშვილი არის 10 წლის ბავშვი! რომელიც არის ლეგენდა! იგი არის კლოუნზე ათასჯერ კლოუნი!!!!!!!!!!!!!! გთხოვთ გაიცანით ლეგენდა, ანანო ვარძიაშვილი!“
|
რომ ამ ტექსტის ავტორს ცოტა "ლაითი" თარგი ესაჭიროება :)--გიორგი , 04:28, 8 ივნისი 2009 (UTC)
იქნებ რამე ამის მსგავსი - ტექსტი შინაარსობრივად არ უხდება ვიკიპედიას - ოღონდ ისე, რომ მაგათმა აზროვნებამ აღიქვას.. მეორე - მგონია, მივხვდი, რატომ რეგისტრირდება ბოლო დროს ამდენი მოზარდი - სკოლაში უხსნიან მასწავლებლები და ავალებენ რამე სტატიის დაწერას :D უეჭველი ეს ხდება. იმიტომ რომ ჯერ მარტო მომხმარებლის სახელები აქვთ შესაბამისი, მეორე - სტატიების წერის სტილი. --გიგი 06:09, 8 ივნისი 2009 (UTC)
სკოლაში უხსნიან? ავალებენ? ასეთი რამეც ხდება? --მიშა (გ) 06:27, 8 ივნისი 2009 (UTC)
აშკარად ამასთან გვაქვს საქმე. აბა სხვა რით აიხსნება, რომ ამდენი მოზარდი დარეგისტრირდა ბოლო დროს? --გიგი 06:57, 8 ივნისი 2009 (UTC)
- მოკლედ ვანდალების შემოსევაა! მგონი ნათელია, რომ თარგი ვანდალი უფრო ლმობიერია, ვიდრე გაფრთხილება/ვანდალი. პირველი მომხმარებელს ეუბნება: თქვენი მოქმედება ეწინააღმდეგება ვიკიპედიის წესებს და განიხილება ვანდალიზმადო, ხოლო მეორე პირდაპირ ეუბნება: ვანდალიზმის გამეორების შემთხვევაშიო. გამომდინარე აქედან მესამე თარგის შექმნის აუცილებლობას ვერ ვხედავ! პირველი გაფრთხილება მიეცით თარგი ვანდალით, მეორე გაფრთხილება/ვანდალით და მესამედ დაიბლოკება კიდეც. ჩმა Rastrelli F 07:10, 8 ივნისი 2009 (UTC)
უბედურება იმაშია, რომ მაგ ბავშვებმა სიტყვა ვანდალის მნიშვნელობაც არ იციან. მავნებლობა უფრო გასაგებია მაგათთვის --გიგი 08:04, 8 ივნისი 2009 (UTC)
- ახლა ასაკიდან გამომდინარე ვანდალის თარგი შექმნა სულაც არ არის საჭირო. ვინც ვანდალის მნიშვნელობა არ იცის, მისი ვიკიპედიაში მუშაობაც არც შეიძლება. ამიტომ დაბლოკვა {{ვანდალი}}, {{გაფრთხილება/ვანდალი}} ჩასმის შემდეგ - შეიძლება დაბლოკვა. არსებობს აგრეთვე {{გაფრთხილება}} - აქ გვაქვს სხვადასხვა ტექსტის ჩასმის საშუალება (ათი წლის ბავშვებთან შეგიძლია გამოიყენო). მე პირადად „ვანდალიზმის განმეორების შემთხვევაში თქვენი IP (ქსელთაშორისი ოქმი) მისამართი დაიბლოკება“ - ჩავსვამ, როდესაც მომხმარებელი ბილწ სიტყვებს ხმარობს ან სტატიებს შლის.--ცანგალა (გ) 10:05, 8 ივნისი 2009 (UTC)
- 100%-ით ვეთანხმები რასტრელსა და ცანგალას. {{ვანდალი}} - ეს უფრო ლმობიერია, ვიდრე {{გაფრთხილება/ვანდალი}}. დამატებითი თარგების შექმნა 10 წლის ბავშვებისათვის არაა აუცილებელი. — დათო პასუხი 10:18, 8 ივნისი 2009 (UTC)
- ახლა ასაკიდან გამომდინარე ვანდალის თარგი შექმნა სულაც არ არის საჭირო. ვინც ვანდალის მნიშვნელობა არ იცის, მისი ვიკიპედიაში მუშაობაც არც შეიძლება. ამიტომ დაბლოკვა {{ვანდალი}}, {{გაფრთხილება/ვანდალი}} ჩასმის შემდეგ - შეიძლება დაბლოკვა. არსებობს აგრეთვე {{გაფრთხილება}} - აქ გვაქვს სხვადასხვა ტექსტის ჩასმის საშუალება (ათი წლის ბავშვებთან შეგიძლია გამოიყენო). მე პირადად „ვანდალიზმის განმეორების შემთხვევაში თქვენი IP (ქსელთაშორისი ოქმი) მისამართი დაიბლოკება“ - ჩავსვამ, როდესაც მომხმარებელი ბილწ სიტყვებს ხმარობს ან სტატიებს შლის.--ცანგალა (გ) 10:05, 8 ივნისი 2009 (UTC)
კარგით, მაგრამ იხ. {{ვანგაფ}}–ის ისტორია. ეს ერთი, მაშინ უნდა გადავწყვიტოთ, რომელი თარგი ჩაისვას ვანდალიზმის პირველი ორი შემთხვევისას. --გიორგი , 11:10, 8 ივნისი 2009 (UTC)
- ეგეც უკვე გადავწყვიტეთ ამ კამათში (რასტრელი) და მანამდეც გვქონდა გადაწყვეტილი, რომ ჯერ ვსვამთ {{ვანდალი}}-ს, შემდეგ {{გაფრთხილება/ვანდალი}} და მესამედ ვბლოკავთ! :) — დათო პასუხი 13:10, 8 ივნისი 2009 (UTC)
გაკეთდა - შესაბამისი ჩანაწერი გაკეთდა.--გიორგი , 14:46, 8 ივნისი 2009 (UTC)
კეთილი იყოს ჩემი ფეხი ვიკიპედიაში. სურვილი გამიჩნდა მეც შევიტანო წვლილი ამ დიდ საქმეში. ერთი "სტატია" უკვე მოვამზადე. იქნებ გადახედოთ და მირჩიოთ მერე რა არის შესასწორებელი, როგორ უნდა ვწეო და ა.შ.....— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა POTI-19 (განხილვა • წვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .
- გამარჯობა, სასიხარულოა რომ მონაწილეობის სურვილი გაქვთ, პირველ რიგში, გაეცანით ვიკიპედია:დახმარებას, დანარჩენ შენიშვნებს სტატიის განხილვაზე იხილავთ.--Rastrelli F 18:18, 8 ივნისი 2009 (UTC)
კატეგორიების შესახებ
ამას წინათ იყო საუბარი, რომ ტაძრები მუნიციპალიტეტების ავლით პირდაპირ დავუკავშიროთ კატეგორია მხარეს.--ცანგალა (გ) 21:26, 9 ივნისი 2009 (UTC)
კატეგორიის შესახებ
რამდენად სწორედ კეთდება ფაილების კატეგორია?--ცანგალა (გ) 21:36, 9 ივნისი 2009 (UTC)
- რამდენად ეკუთვნის კატეგორიები კეთება ვიკის საწყობში მქონე ფაილებს?--ცანგალა (გ) 21:40, 9 ივნისი 2009 (UTC)
::პირადად მე ვთვლი, რომ ქართულ ვიკიზე თავისუფალი ლიცენზიის მქონე ფაილების ატვირთვა აიკრძალოს – დარჩეს მხოლოდ გარეკნები და მისთ. და Fair Use ფაილები. პ.ს. ეს წესი მოქმედებს ყველასათვის სამაგალითო გერმანულ ვიკიპედიაში. --გიორგი , 04:08, 10 ივნისი 2009 (UTC)
წინა კომენტარი წავშალე, რადგანაც კითხვა ვერ გავიგე. კატეგორიები არასწორადაა გაკეთებული. ეს ნათელია. გავაუქმე.--გიორგი , 04:24, 10 ივნისი 2009 (UTC)
გიორგი რატომ ჩაუსვი ეკლესიების სურათებს თარგი:წასაშლელი? იმიტომ რომ ლიკამ ცუდად ჩაუსვა კატეგორია?--ჯაბა ლაბაძე 04:27, 10 ივნისი 2009 (UTC)
გიორგი სანამ ჩემს გაკეთებულს გააუქმებდით, არ ჯობდა ჯერ თქვენი ჩასმული კატეგორია:ხატები ამოგეღოთ ამ ორი სურათიდან ფაილი:Archangels.JPG და ფაილი:Arseni.jpg...(სწორედ ასეთ ქმედებაზე თქვა რუსთაველმა – "სხვა სხვისა ომსა ბრძენიაო".) თუ იმ დროს როცა სვამდით კატეგორიას ჯერ კიდევ ნათელი არ იყო, რომ ასეთი ჩასმა არასწორია?
ძალიან საინტერესო და დამაფიქრებელია, ინგლისურ ვიკიპედიაში რატომ არის სურათებში კატეგორიები ჩასმული, თან არაერთგან.. არ იციან არასწორი რომ არის თუ რა? აი იხილეთ:
- http://en.wikipedia.org/wiki/Category:Hans_Gude_paintings
- http://en.wikipedia.org/wiki/Category:Artistic_portrayals_of_Jesus
- http://en.wikipedia.org/wiki/Category:Paintings_depicting_Jesus
- http://en.wikipedia.org/wiki/Category:Works_of_art
- http://en.wikipedia.org/wiki/Category:William_Hogarth_paintings_and_prints
- http://en.wikipedia.org/wiki/Category:Photographs
- http://en.wikipedia.org/wiki/Category:Images_from_satellites
- http://en.wikipedia.org/wiki/Category:Ceramic_art
- http://en.wikipedia.org/wiki/Category:Porcelain
- http://en.wikipedia.org/wiki/Category:Watersheds
- http://en.wikipedia.org/wiki/Category:Waterfalls_of_Asia
- http://en.wikipedia.org/wiki/Category:Wetlands
- http://en.wikipedia.org/wiki/Category:Water
- http://en.wikipedia.org/wiki/Category:Bodies_of_water
- http://en.wikipedia.org/wiki/Category:Paintings
- http://en.wikipedia.org/wiki/Category:John_Everett_Millais_paintings
- http://en.wikipedia.org/wiki/Category:Frederik_Collett_paintings
- http://en.wikipedia.org/wiki/Category:Dante_Gabriel_Rossetti_paintings
ამათ გარდა ძალიან ბევრ ადგილას არის ამის მსგავსად კატეგორიებში სურათები და პირიქით, სურათებში კატეგორიები..
მადლობელი ვიქნები თუ ვინმე უფრო გასაგებად და რაც მთავარია არგუმენტირებულად (და არა ზერელედ!) ამიხსნის რა არის ამაში არასწორი.--ლიკა 09:25, 10 ივნისი 2009 (UTC)
ა) ინგლისუ ვიკიპედიაში არავინ არ უკეთებს კატეგორიას ვიკისაწყობის სურათებს (თუ ეს სადმე შეამჩნე უნდა შეატყობნო ინგლისური ვიკის ადმინისტრატორს)
<br<br
ბ) სურათის და სტატიის კატეგორია უნდა იყოს ცალ-ცალკე.
ც) თუ გსურს, შეგიძლია გააკეთო კატეგორიები, მაგრამ შენს მიერ სურათებისთვის შექმნილ კატეგორიაში არ უნდა შედიოდეს სტატია. გარდა ამისა, სურათის კატეგორია არ უნდა შედიოდის იმ კატეგორიაში, რომლეშიც ასევე სტატია შედის. ანუ მაგ. [[კატეგორია:ხატების გამოსახულებები]] გამოსახულებებში, და არა [[კატეგორია:ხატებში]]თუ ვერ გაიგე, დაწერე, ყველა დაგეხმარება რთაც შეუძლია. --გიორგი , 09:33, 10 ივნისი 2009 (UTC)
პ.ს. სურთების კატეგორიზაციისთვის დიდი მადლობა, ძალიან საჭირო საქმეა, მაგრამ გარკვეული წესებია, რომლებიც უნდა დაიცვა.--გიორგი , 09:34, 10 ივნისი 2009 (UTC)
ვიღაცა აშკარად უკეთებს კატეგორიებს. მაგ: ეს სურათს ––> http://en.wikipedia.org/wiki/File:Wooded_creek.jpg სამი კატეგორია აქვს და თან ვიკისაწყობშიც არის...--ლიკა 09:52, 10 ივნისი 2009 (UTC)
შეცდომები არ არსებობს? :) ყბრალოდ აგიხსნი - ვიკისაწყობი სულ სხვა პროექტია, მასში მყოფი სურათები სულ სხვა წესებს ემორჩილებიან, ვიდრე ვიკიპედიის. ვიკისაწყობს აქვს საკუთარი კატეგორიზაციის სისტემა, რომელშიც ვიკიპედია არ ერევა. სხვადასხვა პროექტებია.--გიორგი , 09:55, 10 ივნისი 2009 (UTC)
გარდა ამისა, ლიკუშ, ვიკისაწყობი სწორედ იმისთვის შეიქმნა, რომ ვიკიპედია სურათებით არ იყოს გადატვირთული. ხოლო თუ საწყობის ყველა სურათს კატეგორიას გაუკეთებ, წარმოგიდგენია, რა იქნება!--გიორგი , 09:59, 10 ივნისი 2009 (UTC).
- მადლობა, გასაგებია--ლიკა 10:48, 10 ივნისი 2009 (UTC)
სურათების, და ზოგადად ფაილებზე კენჭისყრა
გთავაზობთ ამ აზრს - ქართულ ვიკიპედიაზე აიკრძალოს თავისუფალი ლიცენზიის მქონე ფაილების ატვირთვა. ხოლო ფაირ უზი დარჩეს, რადგანაც ზოგი ფაილის მოძიება თავისუფალი ლიცენზიით შეუძლებელია. მაგ. გერბები. --გიორგი , 10:21, 10 ივნისი 2009 (UTC)
- (ნომინაცია)-გიორგი , 10:21, 10 ივნისი 2009 (UTC)
- (ნეიტრალური) - რატომღაც ვერ გავიგე, რა ნიშნით გამოჰყოფ თავისუფალ სურათებს ლიცენზიით ატვირთულ სურათებისაგან. მე რამდენიმე სურათი მაქვს ვიკიპედიაზე ატვირული თავისუფალი ლიცენზიით. მე მიმაჩნია, რომ თუ რაიმე სახის სურათის ატვირთვის აკრძალვა მოხდება, მაშინ სხვების აკრძალვაც უნდა მოხდეს. ანუ ყველა სურათი საწყობში რომ იყოს... ხოლო ინსტრუმენტებში ფაილის დამატების ბმული პირდაპირ ვიკისაწყობის ფაილის დამატებაზე გადადიოდეს. თუმცა, ალბათ ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანია. — დათო პასუხი 13:38, 10 ივნისი 2009 (UTC)
ეტყობა არასწორი ფორმულირება მივეცი, ბოდიში, თუ გავართული. მე ვგულისხმობ: თავისუფალი ლიცენზიის მქონე სურათი იტვირთებოდეს ვიკისაწყობში, ანუ "ინსტრუმენტების" ბმული პირდაპირ ვიკისაწყობში მიდიოდეს. ხოლო აკრძალვას რაც შეეხება - ზოგჯერ Fair Use სურათის/ფაილის გარეშე შეუძლებელია ნორმალურად სტატიის შინაარსის გადმოცემა. მე ვგულისხმობ ამას: ბმული პირდაპირ ვიკისაწყობზე გადადიოდეს. ქართული ვიკის სერვერზე იტვირთებოდეს მხოლოდ Fair Use ფაილები. გერბები, სიმღერებიდან ნაწყვეტები, ლოგოები, ალბომის ყდები და მისთ. უბრალოდ ქართულ ვიკიპედიაზე რაღაც ძალიან ბევრი სურათი შეგროვდა.--გიორგი , 13:44, 10 ივნისი 2009 (UTC)
- (წინააღმდეგი) – იმიტომ რომ Fair Use ძალიან სჭირდება ვიკის, ეს ყველა ნორმალურ ვიკიშია და ქართულშიც უნდა იყოს, ჩემი აზრით--ႧႤႫႳႰႨ მომწერე 14:16, 10 ივნისი 2009 (UTC)
ver gavige, რას აძლევთ ხმას? მე ვთქვი – ავისუფალი ლიცენზია პირდაპირ ვიკისაწყობზე, და Fair Useქართული ვიკის ლოკალურ სერვერზე. --გიორგი , 14:19, 10 ივნისი 2009 (UTC)
- ანუ მეგა–ჭკვიანებისთვის თავისუფალი ლიცენზიის მქონე ფაილების ატვირთვა არ აიკრზალოს--ႧႤႫႳႰႨ მომწერე 14:23, 10 ივნისი 2009 (UTC)
- მაგალითად მე ავტვირტთე ჯუნას ფოტო Fair Use –ით , იმიტომ რომ ეს სპეციალუად ამ სტატიისთვის ავტვირთე და საკმაოდ მაწყობს--ႧႤႫႳႰႨ მომწერე 14:24, 10 ივნისი 2009 (UTC)
მერე ვინ გიშლის სხვა ამგვარი ფოტოების ატვირთვას – ანუ თავისუფალი ლიცენზიის მქონე ფაილები აიტვირთება მარტო ვიკისაწყობში. ხოლო Fair Use ქართულ ლოკალურ სერვერზე. --გიორგი , 14:26, 10 ივნისი 2009 (UTC)
- გიორგი, გადახედე ინგლისურ ვიკიში ჯუნა და ნახე სად და როგორ აქვთ ატვირთული მათ ფოტო--ႧႤႫႳႰႨ მომწერე 14:29, 10 ივნისი 2009 (UTC)
ეტყობა სიტყვების გააზრება არ გსურს. Fair Use როგორც იტვირთებოდა, ისევე აიტვირთება. თავისუფალი ლიცენზიის სურათები კი საერთო საწყობში. --გიორგი , 14:31, 10 ივნისი 2009 (UTC)
აკრძალვა ალბათ არ გამოვა. მაინც ხელით მოგვიწევს ვიკისაწყობში გადატანა. ინფორმაციისთვის: ცოტა არ არის ისეთი ვიკიპედია, რომელიც Fair use-ს არ ცნობს. იხილეთ meta:Non-free content. გერმანულ, დანიურ, ესპანურ, პორტუგალიურ, პოლონურ, შვედურ და ა.შ. ვიკიპედიებში საერთოდ დაუშვებელია არათავისუფალი ლიცენზიის სურათების გამოყენება. - Island 15:28, 10 ივნისი 2009 (UTC)
გადახდილი და უანგარო სტატიების პრობლემა
ვიკიპედიის ინგლისურენოვან ნაწილში განიხილება სტატიის "გადახდილი" ("გადახდილ" სტატაიში იგულისხმება ის სტატია, რომლის დაწერისთვის მომხმარებელმა გარკვეული თანხა მიიღო) სტატიების წერის დაშვებადობა.
მომხრეთა არგუმენტები:
- სულ ერთია, რატომ წერთ სტატიას, მთავარია, რომ მისი შინაარსი იყოს თავისუფალი და ექვემდებარებოდეს ვიკიპედიის წესებს.
- "გადახდილი" სტატიის დაწერის ფაქტის პოვნა შეუძელებელია.
- იმ ადამიანმაც კი, რომელიც ვიკიპედას უანგაროდ არედაქტირებს, შეიძლება ჩააქსოვოს სტატაიში საკუთარი, პირადი ტვალსაზრისი, რელიგიური, მორალური ან პოლიტიკური შეხედულებებიდან გამომდინარე.
მოწინაღმდეგეთა არგუმენტები
- "გადახდილ" სტატიებს ექნებათ დიდი პრობლემები ნეიტრალურ თვალსაზრისთან, რომელც სტატიების დაწერისას ერთ-ერთი ძირითადი წესია.
- სერიოზული ბიუჯეტის მქონე კომპანიები სერიოზულად შესძლებენ იმოქმედონ ვიკიპედიაზე უამრავი "გადახდილი" სტატიის დაწერის შედეგად.
და რას ფიქრობს ამაზე ქართული ვიკისაზოგადოება?:)--გიორგი , 04:55, 15 ივნისი 2009 (UTC)
სურათის პრობლემა
სურათი როგორ ავტვირთო? Mikkelanjelo 14:36, 17 ივნისი 2009 (UTC)
- იხ. სურათების ატვრითვა, თუმცა მგონია სურათის ატვირთვა არ უნდა გიჭირდეთ, რადგან უკვე გაქვთ ატვირთული. ეგებ უფრო დააკონკრეტოთ პრობლემა?--Rastrelli F 14:39, 17 ივნისი 2009 (UTC)
რაჯავი/თეკას პრობლემა
მივმართავ ყველა აქტიურ რედაქტორს, ვისაც ხელი მიუწვდება რაჯავის დაბლოკვაზე, დროულად დაბლოკეთ, თორემ წაახდინა ვიკიპედია. ჯერ ქართული ისწავლოს და მერე წეროს, მანამდე კი ქურთული ვიკიპედია შეავსოს თუ ასე უნდა, ეგ მაინც ეცოდინება იმედია.--ლევან ინასარიძე 16:36, 18 ივნისი 2009 (UTC)
- არა, გენაცვალე, ქურთული ქართულზე უარესად ვიცი და ქურთული ვიკის ხსენება აქ არ არის საჭირო... ეს ეთნიკურ წარმოშობაზე ზეწოლას უფრო ჰგავს, თუმცა მე ამას არ ვიძახი --ႧႤႫႳႰႨ მომწერე 17:41, 18 ივნისი 2009 (UTC)
- ასეთი შემთხვევებისთვის სხვა ენოვან ვიკიპედიებში არსებობს საარბიტრაჟო კომისია, თუმცა ჩვენ ამის შექმნას ვერ მოვაბით თავი. გიორგი (გიორგიმელა), ერთგან წავიკითხე, არბიტრაჟისთვის მიმართეთ ადმინისტრატორსო, ცანგალასო. მაგრამ ადმინისტრატორი არბიტრი არაა, ადმინისტრატორის საქმე შუამავლობა არაა. არბიტრი არ გვყავს! ალბათ კარგი იქნება ახლა მაინც შევქმნათ არბიტრაჟთა კომისია. ორივე მხარემ წარმოადგინოს არგუმენტები და დაასაბუთოს თავისი მოსაზრებები; ამის შემდეგ კი არბიტრაჟთა კომისია (ალბათ) კენჭისყრით მიიღებს გადაწყვეტილებას. — დათო პასუხი 17:51, 18 ივნისი 2009 (UTC)
- დათო, მეტაზე ამდენი ხანი უბრალოდ კი არ ვზივარ:) რომელიღაცა წესის თანახმად (სად იყო არ მკითხო) იმ ვიკიში, სადაც საარბიტრჟო არაა, მის ფუნქცია ადმინთა კრება ასრულებს. ანუ ალოს, ისლანდის, ცანგალას, ვენტუსასა და რასტრელის ერთობლივ გადაწვეტილებას იგივე ძალა აქვს, რაც საარბიტრაჟო საბჭოს. --გიორგი , 17:55, 18 ივნისი 2009 (UTC)
ქართულის არცოდნა მომხმარებლის დაბლოკვის მიზეზი ვერ გახდება. მომხმარებელი თეკას მოქმედებაში მე ამ ეტაპზე საგანგაშოს რამეს ვერ ვხედავ. შენიშვნები მიღებული აქვს და ვიმედოვნებ, რომ ითვალისწინებს. პირიქით, მე ვთხოვ სხვა მომხმარებლებს, გაგებით მოეკიდონ ახალბედა ან სუსტი ქართულის მცოდნე მომხმარებლებს. ქართულის ცუდად ცოდნის გამო ვინმეს გაგდება ჩემი აზრით არის პიროვნების შეურაცხყოფა. შეცდომებს ყველა ვუშვებთ და ამისთვის ნიშნის მოგება ვიკიეთიკის დარღვევაა. ამ შემთხვევაში ადმინისტრაციული ღონისძიებები უნდა გატარდეს მათ მიმართ, ვინც თავის შეკავებას ვერ ახერხებს. არბიტრაჟის იდეის შემოღება ამ მიზნისთვის უადგილოა. არბიტრაჟს მიმართავენ, როდესაც ყველა სხვა საშუალება ამოწურულია და კონფლიქტის გადაჭრა არ ხერხდება. აქ ასეთი შემთხვევა არ არის. ალბათ სასურველი იქნება ითარგმნოს გვერდი en:Wikipedia:Arbitration. - ალ-ო @ 19:12, 18 ივნისი 2009 (UTC)
- თემური/თეკას საკითხთან დაკავშირებით სავსებით ვეთანხმები ალსანდროს. შეიძლება მის მიერ შექმნილი სტატიები წაიშალოს, როგორც უვარგისი, მაგრამ მომხმარებლის დაბლოკვა/გაგდება... მე პირადად აღშფოთებული ვარ. --ცანგალა (გ) 19:30, 18 ივნისი 2009 (UTC)
- ალო მართალია. არ შეიძლება დაიბლოკოს მომხმარებელი მარტო ენის არ ცოდნის გამო, განსაკუთრეით თუ ის გაითვალისწინებს შენიშვნებს.--გიორგი , 19:43, 18 ივნისი 2009 (UTC)
ცანგალა იცი რომ მე თეკას არ ვეწინააღმდეგები მაგრამ ეს სიტყვები შენს განხილვის გვერდზე შენვე დაწერე: თემური/თეკას კი ვურჩევ ქართული სალიტერატურო ენის ცოდნას მიხედოს და ისე შემოიტანოს სტატიები და შენიშვნები. მგონი ერთხელ უკვე გითხრეს, რომ ქართული სალიტერატურო ენისთვის მიგეხედა, ხოლო ვანდალიზმის გამო ერთი მომხმარებლის სახელით უკვე დაბლოკილი ხარ, ხოლო მეორე ანგარიშის გახსნის უფლება არ გაქვს (ეს ვიკიპედიის წესის მიხედვით აკრძალულია და ერთ-ერთი საფუძველია რომ დაიბლოკო). ამიტომ როდესაც სხვის ვანდალიზმზე უთითებ ჯერ საკუთარ მოქმედებებს გადახედე. მომხმარებლებს შორის შენ ვერასოდეს შეძლებ ჩხუბის დამმკვიდრებას. ამაში შენ ძალიან ძალიან ძალიან ცდები. მე შენთან საუბრის გაგრძელებას არ ვაპირებ და ახლა აღშფოთდი? ვერ ვხვდები რასთან გვაქვს საქმე.--ჯაბა ლაბაძე 19:48, 18 ივნისი 2009 (UTC)
ჩემთვის თქვენი არგუმენტები გაუგებარია! გასაგებია, რომ ყოვლის მცოდნე აქ არავინ ვართ და რაღაც შეცდომებს ყველა ვუშვებთ, თუმცა შეცდომასაც გააჩნია! პიროვნულად არ ვეხებით მაგ ადამიანს და არც მის შეურაცხყოფას ვცდილობთ. ჩვენ მხოლოდ ის გვინდა, რომ სწორად იქნას დაწერილი და არა ასეთი უხეში შეცდომებით! ეს ხომ ფორუმი არაა, რაც უნდა ის აკეთოს?! მისი აქ ყოფნის აზრს ვერ ვხედავ, თუ მისი ყველა სტატია ასეთი დამახინჯებული ფორმით იქნა დაწერილი. ფაქტიურად მისი სტატიები ახლიდანაა დასაწერი. გაითვალისწინეთ ეს ყოველივე რა შედეგს მოიტანს. Nino.shoshia 20:03, 18 ივნისი 2009 (UTC)
- იმედი მაქვს ყურადღებით წაიკითხავთ რაც დავწერე და გაითვალისწინებთ. უვარგისი სტატიები იშლება. გრამატიკულად/სტილისტურად გაუამრთავი სტატიების მოსანიშნად კი არსებობს გაფრთხილების თარგები. გამოიყენეთ ისინი. მომხმარებელზე შეტევა ამ მიზნით ყოვლად მიუღებელია. ეს თემა ამოწურულია. - ალ-ო @ 20:21, 18 ივნისი 2009 (UTC)
როდესაც ალსანდრო ეთიკის დარღვევაზე საუბრობს, ვერ ვხვდები საკუთარი თავი რატომ არ ახსენდება იგივე ამ თეკა-რაჯავისთან მიმოწერისას, კიდევ ერთი: მე გაგდებას კი არა, დაბლოკვას ვითხოვ, რათა ვანდალიზმი ვეღარ გააგრძელოს, თუ ასეთი კარგი და მისაღები იყო რაჯავი, რატომ ედავებოდა ლამის ქუჩურად ალსანდრო? თუ ამ ადამიანს ეთიკა მხოლოდ სხვათა კრიტიკის დროს ახსენდება?? ქართულის არცოდნა თუ ვერ გახდება ადამიანის ჩამოშორების მიზეზი, აბა რა უნდა გახდეს? მისი თმის ფერი თუ თვალის ფერი??? ეს ენციკლოპედიაა, აქ ქართული ენის შემსწავლელი კურსები არ არის, თუკი ეს ალსანდრომ, ცანგალამ და რაჯავიმ ვერ გაიგეს, შეუძლიათ სხვა გასართობი მონახონ. ცანგალა თუ ვერ ართმევ თავს დაკისრებულ მოვალეობას, ისევე როგორც სხვა მომხმარებლები, რომელთაც ჩვენზე მეტი უფლება გაგაჩნიათ, შეგიძლიათ თქვენი ”მანდატები” დატოვოთ. მე კი ენციკლოპედიაში თავხედობის უფლებას არავის მივცემ, რითიც შემეძლება, ყველაფრით წინ აღვუდგები და მაინტერესებს, ქართული ენის დამცველს, ვინ დამიპირისპირდება და ვინ მეტყვის იმას, რომ ”ჯღაბნონ ქართულად”,შენ რა განაღვლებსო?! ვისაც ქართულის ბედი არ განაღვლებთ, შეგიძლიათ უფრო საინტერესო საქმეებით დაკავდეთ, აქ კი მაშინ შემობრძანდეთ, როდესაც უკეთ ისწავლით მშობლიურ (თუ სახელმწიფო) ენას.--ლევან ინასარიძე 20:27, 18 ივნისი 2009 (UTC)
- ისე, ალსანდრო თავი აქ ვინმეს უფროსი ხომ არ გგონია? მომხმარებელზე შეტევები შენი აპრობირებულია, ასე რომ, შენგან სხვების გაფრთხილება, ცოტა არაზნეობრივია, ასე რომ, ჯობია საკუთარი თავი აკონტროლო და ”ამოწურული თემებიც” საკუთარი განრისხების გვერდებზე წერო.--ლევან ინასარიძე 20:30, 18 ივნისი 2009 (UTC)
- პასუხი ჯაბას. დიახ ეს ჩემი დაწერილია და არც ვუარყოფ. თემური/თეკამ გაითვალისწინა - იყიდა რუსულ-ქართული ლექსიკონი, დიახაც რომ მისახედია აქვს ჯერ კიდევ ქართული სალიტერატურო ენის პრობლემები, დიახაც ვანდალიზმის მიმართ დაბლოკილი იყო და რადგანაც უკეთ იქცევა ამის გამო აღარ დაიბლოკა მეორე სახელით (ყველამ ვიცით) დიახაც იგი შეიძლება ცდილობდა, რომ მე და შენ წავეჩხუბეთ (ეს ჩემი აზრია და შეიძლება ვცდები). დიახაც, დიახაც და დიახაც. მერე რა ვქნათ დავბლოკოთ, რომელიც გაძევების ტოლფასია თუ მოვკლათ? მომხმარებელი:თეკა - გინახავს მისი პირადი გვერდი - მას უწერია, რომ მისი მშობლიური ენა არის ქართული., ეს მომხმარებელი ცხოვრობს საქართველოში. ეს მომხმარებელი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. დიახაც, დიახაც და დიხაც რომ აღშფოთებული ვარ.--ცანგალა (გ) 20:42, 18 ივნისი 2009 (UTC)
- ძალიან მაინტერესებს რას ნიშნავს რომ ადამიანი ცხოვრობს საქართველოში და მხარს უჭერს საქართველოს მთლიანობას, ამის გამო ენციკლოპედიაში პარპაშის უფლებას ვერ მივცემთ, ასე რომ, ცანგალა, დემაგოგიას მორჩი და რეალურ პრობლემას გაუსწორე თვალი, რუსულ-ქართული ლექსკონი ლიტერატურული ენის პრობლემას არ ჭრის, ეს კი მგონი შენც უნდა იცოდე, იმის მიუხედავად, რომ ფილოლოგი არ ხარ. მე გერმანული ენა არ ვიცი და გერმანულ-ქართული ლექსიკონი რომ ვიყიდო და ვწერო ბრუნვების მიუხედავად, გერმანელები დატოვებენ ჩემს სტატიებს??? ცოტა დაუკვირდი რას წერ, მგონი პატარა ბავშვი არ ხარ აქ აღშფოთებები და აღფრთოვანებები შენთთვის შემოინახე და ქართულ ენციკლოპედიას ნუ აბინძურებინებ ნებიემირ მსურველს, იმის გამო, რომ საქართველოს მთლიანობას უჭერს მხარს. კიდევ ერთი: მოკვლას არავინ არავის უპირებს, ასე რომ, ნაკლები უაზრობა რომ დაწერო, არ გაწყენს. პატივისცემით:--ლევან ინასარიძე 20:51, 18 ივნისი 2009 (UTC)
- ლევან ინასარიძეს: რამდენჯერმე უკვე გაგაფრთხილე. შენი ასაგდები აქ არავინაა. შენიშვნებს ზრდილობიანად და ნიშნისმოუგებლად თუ ვერ აკეთებ, აქ შენი ადგილი არ არის. გაფრთხილებ, ასე თუ გააგრძელებ, დაბლოკვის კანდიდატი ხარ. - ალ-ო @ 20:51, 18 ივნისი 2009 (UTC)
- ალსანდრო, შენ არ გახდე მალე დაბლოკილი, თავი აკონტროლე!პატივისცემით:--ლევან ინასარიძე 20:54, 18 ივნისი 2009 (UTC)
- ცანგალას მე თემურის დაბლოკვა სულაც არ მინდა ვიცი რომ ნიჭიერი ადამიანია.
- ალსანდროს: ლევანის დაბლოკვა თემურის გულისთვის ნამდვილად არ შეიძლება. ეს კიდევ უფრო დაამძიმებს სიტუაციას.
- ლევანს:შეეცადე ლევან თავი არ დააბლოკონო შენი დაკარგვა ლიტვის პროექტს ძალიან დააკლდება.--ჯაბა ლაბაძე 21:02, 18 ივნისი 2009 (UTC)
- აქ თუ ვინმეა დასაბლოკი, ეს ალსანდრო და რაჯავია, მათივე მიმოწერის გამო, და ჯობია დროულად დაიბლოკონ, რადგან, თავაზიანად არ შეუძლიათ საკუთარი აზრის დაფიქსირება.--ლევან ინასარიძე 21:07, 18 ივნისი 2009 (UTC)
ცანგალა, შენი ვერაფერი გავიგე.. რა უცებ იცვლი აზრს?? ლევანი, აბსოლუტურად მართალია! ლექსიკონის შეძენა არაფერს ცვლის! ენის არ ცოდნა არ გულისხმობს მხოლოდ სიტყვებს! ნუთუ გრამატიკა ელემენტარულ დონეზე არ გაქვთ ნასწავლი?? სტილისტურად გაუმართავი ტექსტების ავტორი არ გემეტებათ დასაბლოკად და ადამიანი, რომელიც ფაქტიურად უშეცდომოა, დაბლოკვის კანდიდატად მიგაჩნიათ?? ყოჩაღ თქვენ! ასე განაგრძეთ და ბევრს მიაღწევთ! ლევან ინასარიძეს, მე მაპატიეთ და არც შეედაროთ!! ამ ადამიანს მიუღებელი და არაკორექტული შენიშვნა არ მიუცია. თქვენ თუ ასე არ გადარდებთ ვინ რას აკეთებს, შეგიძლიათ დაისვენოთ. აქ ვინც გასართობად შემოდიხართ, რაიმე სხვა გასართობი საშუალებები მონახეთ! ლევანი მხოლოდ ლიტვის პროექტს არ დააკლდება! ძალიან ბევრი გეშლებათ! ყოველგვარ საზღვარს გადადიხართ! იმას ვეღარ არჩევთ ვის რა ეკუთვნის! Nino.shoshia 21:09, 18 ივნისი 2009 (UTC)
ნინო მაპატიე მართალია მარტო ლიტვას არ დააკლდება ლევანი. --ჯაბა ლაბაძე 21:13, 18 ივნისი 2009 (UTC)
- მე ერთი რამ ვერ გავიგე, ადრე რომ ესე უხეშურად ვიქცეოდი, მე ამის ბოდოშიც მოვიხადე და ხედავთ, რომ მე უკვე მართლა არ ვეკიდები ალოს და კონფლიქტები უკვე არ გვაქვს.ეს ერთი, მეორე: ნინო, გენაცვალე, ნეტავ სად ნახე ამდენი ჩემი სტატია ან როდესმე გაგისწორებია ერთი მაინც? შენ ეს ჩემს გვერდზე დაწერე, მე იქ გიპასუხე. მესამე :ლეოვიზა, ეს რასაც შენ აკეთებ ამორალურია, იმიტომ რომ მეც და შენც ვიცით რომაა ეს აოხრება, ეს ჩემს ქართულს არ ეხება! მოდით ყველაფერს სწორედ შევხედოთ და ტავისი სახელებით დავარქვათ: ლევანის გაგდება არაა საჭირო, იმიტომ რომ მართლაც კარგად მუშაობს...
- დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის: ალო, ჯაბა, ცანგალა --ႧႤႫႳႰႨ მომწერე 05:16, 19 ივნისი 2009 (UTC)
- რა თქმა უნდა მარტო ლიტვას არ დააკლდება ლევანი, იმიტომ რომ მახსოვს ანასტასია რომანოვა... და მე ვმუშაობდი ბოლო დროს წითელ ბმულებზე , იმიტომ რომ ეს სტატია უნდა გახდეს მალე რჩეული. --ႧႤႫႳႰႨ მომწერე 05:20, 19 ივნისი 2009 (UTC)
თემურ, ის რომ ”ისტორიაში” არ დავფიქსირებულვარ იმას სულაც არ ნიშნავს რომ შენი სტატიები არ მინახავს. დარეგისტრირებამდეც აქტიური მომხმარებელი ვიყავი. ბოდიშის მოხდა საჭირო არ არის. ადამიანურად გიხსნით, რომ კატასტროფულად წერ! არ შეიძლება ასე! აქ სხვა ფაქტორით არ ვმსჯელობთ! თუ ასე გულით გსურს ქართულ ვიკიპედიაში მუშაობა, ჯერ ქართული გამართულად ისწავლე და მერე განაგრძე. ეს მხოლოდ შენ არ გეხება. ნებისმიერი ადამიანის მიერ დაწერილი ვანდალური სტატია უნდა იშლებოდეს და როცა მხოლოდ ნათქვამი არ ესმით, IP მისამართი უნდა იბლოკებოდეს. აქ თანაგრძნობა და ვიღაცის გულის არტკენაზე ფიქრი უადგილოა! ხალხნო, ენციკლოპედიაა!! რომანოვას კი ხელი რომ არ ახლო უკეთესს იზამ!! ლევანს რაც შეეხება, არც მარტო ”რომანოვაა”!! ლევანის ყველა სტატია უნაკლოა! უნდა აღინიშნოს ისიც რომ აქტიური მუშაკია და ქართული ენა მასზე უკეთ აქ არავინ იცით! ცნობისთვის არამარტო ქართული! ადამინაი ფენომენია! გადახედეთ მის ნებისმიერ ნაშრომს და თუ ვაჭარბებ ისიც მითხარით. აქ ყველა ისე, რომ ვუშაობდეთ, როგორც ლევან ინასარიძე, მართლაც ბევრს მივაღწევდით. Nino.shoshia 08:00, 19 ივნისი 2009 (UTC)
ნინო, იმედია ნათელია, რომ თემურს არავინ დაბლოკავს. მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც შეიძლება ეს არის თხოვნა. გასაგებია, რომ თქვენ არ მოგწონთ ენციკლოპედიაში გაუმართავი ენით დაწერილი სტატიები. მაგრამ ამ სტატიების საჩვენებლად არსებობს {{სტილი}}. ასევე ძალიან გთხოვ, მოერიდო კატგეგორიულობას - გასაგებია, რომშენთვის ლევანი ფენომენია, მაგრამ შესაძლოა სხვისთვის ფენომენი მომხმარებელი:მოცარტი ან მომხმარებელი:Island–ია. ქართულ ენასთან კი შეგეკამათები:) მემგონი მერაბ ფირცხალავამ ქართული არანაკლებად იცის. გარდა ამისა, გთხოვთ ყველამ გადაიკითხოთ ვპ:ეტიკეტი.--გიორგი , 08:09, 19 ივნისი 2009 (UTC)
- რაჯავი შენი საქციელი მართლაც ამორალურია, ამიტომ, დროა უკვე დაიბლოკო არამხოლოდ შენი მოგონილი მეტსახელებით :რაჯავი, თეკა,... არამედ, შენი აი-პი მისამართითაც, რადგან ეს ენციკლოპედიაა და არაამორალური სურვილების დასაკმაყოფილებელი ადგილი. ქართული რომ არ იცი ეგ ნათლად ჩანს, მაგრამ, ამორალურად რომ არ იქცეოდე, აბა როგორ უნდა წერდე ასეთი ქართულით?? რომელ ნამუსიან ადამიანს მოუვა თავში აზრად შენნაირად წერა???? მხოლოდ ამორალურად კი არ იქცევი, უკვე ჭკუიდან გადასულს მაგონებ, რომ აკვიატებული გაქვს მაინცდამაინც ქართულად წერო, ისწავლე მაინც ეს ენა და მერე წერე, რას გადაეკიდე ამ ქართულ გვერდს, შენი მშობლიური ენა ხომ უკეთ უნდა იცოდე, ჰოდა ადექი და ქურთულად წერე, ან რუსულად, ვნახავთ, იმ ენებზე როგორ მიგიღებენ. პირდაპირ გისვამ კითხვას, რას გადაეკიდე ქართულ გვერდებს??? რატომ არ წერ ქურთულად?? თუ საქართველოსთვის კარგი გინდა და შენს სამშობლოს უწოდებ, მაშინ ნუ აბინძურებ ქართულს და წერე შენთვის გასაგებ ენებზე. აკვიატებული ადამიანი ხარ და ჯობია ეგ შენი აკვიატებები სხვა რამეში, თუნდაც, ქართულის სწავლაში გამოიყენო, ოღონდ, ვიკიპედია ქართული ენის შემსწავლელი კურსები არ არის (ეს ცანგალას გასაგონადაც)! გაიგე ადამიანო, აქ მხოლოდ დახვეწილი და გამართული ქართულით უნდა ვწერდეთ ყველანი. ყველამ გაიგონეთ ერთი რამ: ვინც ენა არ იცის გამართულად, წერით თავს ნუ შეიწუხებს!!!
- ცანგალას: ცანგალა უარესად ნუ აგულიანებ თეკას და ნუ ამბობ რუსულ-ქართული ლექსიკონი იყიდაო, ლექსიკონებით ენციკლოპედიური სტატიები არ იწერება!!!! გაიგე ერთხელ და სამუდამოდ!!!!
ფილოლოგიაში რომ არაფერი გაგეგება ეგ ნათლად ჩანს, მაგრამ, იმდენი კი უნდა იცოდე, რომ ენციკლოპედიური სტატიების შესაქმნელად მხოლოდ ლექსიკონი არ კმარა, საჭიროა ბრუნვების, პირების, რიცხვების, სტილისტიკისა და ორთოგრაფიის ცოდნა, თუ არ იცი ეს ყოველივე რას ნიშნავს, მანდ მაინც იკითხე გერმანიაში და იმედია, ვინმე აგიხსნის. შენ გმართებს ქართული ენის სიწმინდეს უწყობდე ხელს და არა მის დაბინძურებას!!!!!! ვისაც ენის სიწმინდე არ გნებავთ, დატოვეთ აქაურობა, ცანგალას გასაგონად!!!--ლევან ინასარიძე 08:20, 19 ივნისი 2009 (UTC)
გიორგი, ჩემი თხოვნა იქნება, ყურადღებით წაიკითხო ხოლმე!! ლევანი, რომ ფენომენია (იმის მიუხედავად ამას აღიარებთ, თუ არა) სხვებს არ აკნინებს! ყველა იმ ადამიანს მივესალმები, ვინც ნაყოფიერად შრომობს! კარგს იზამ თუ თემას არ შეცვლი და რეალურ პრობლემას დაუბრუნდები! გაიგეთ, ხალხნო, რომ ქართულ ვიკიპედიაში ქართულის არცოდნა და ენის ასე უხეშად დამახინჯება, უდიდესი დანაშაულია!! სწორედ, მსგავსი მიზეზით უნდა ხდებოდეს IP მისამართების დაბლოკვა!! ამაზე დიდი ვანდალიზმი რა გინდათ?? აბა შედით ნებისმიერ სხვა ენოვან ვიკიპედიაში და ასეთი დამტვრეული, დამახინჯებული ენით და გაუმართავი ტექსტით წერეთ ჯიუტად. ვნახოთ, როგორ არ დაიბლოკებით. სცადეთ, არ გინდათ?? Nino.shoshia 08:35, 19 ივნისი 2009 (UTC)
- შეწყვითეთ კამათი! თემური ვანდალიზმს არ ჩადის ამჟამად! რაც უკვე გააფუჭა, იმისთვის დაისაჯა და ბოდიშიც მოიხადა. თემური არ დაიბლოკება, ხოლო მის მიერ დაწერილი სტატიების გრამატიკულ თუ სტილისტურ შესწორებას მე ავიღებ ჩემს თავზე!. — დათო პასუხი 08:55, 19 ივნისი 2009 (UTC)
- დათო ვერ გავიგე რას ნიშნავს ვანდალიზმს არ სჩადის??? ქართულს რომ ამახინჯებს, აბა ამას რა ჰქვია??? მაინცდამაინც დედას უნდა აგინებდეს ვინმეს??? თუკი შენს თავზე იღებ მისი სტატიების გასწორებას, აქამდეც მიგეხედა, რომ გადათქერა მთელი ენციკლოპედია. ისე, მის სტატიებს გასწორება კი არა, თავიდან უნდა დაწერა. ერთ რჩევასაც მოგცემ, ჯობია ქართული ენა ასწავლო, თორემ მისი სტატიების ”გასწორებაზე” დიდი დრო დაგჭირდება. და კიდევ ერთიც გახსოვდეს, ყველა დაიბლოკება ვინც ამას დაიმსახურებს (რადგან ეს ვიკიპედიის წესია) და იქნებ შენ ყველას მაგივრად პასუხებს მოერიდო--ლევან ინასარიძე 09:08, 19 ივნისი 2009 (UTC)
დათო, ლევანი მართალია! თუ გული ასე შეგტკიოდა, აქამდე გეზრუნა მის სტატიებზე! ისე, მეგობრულ რჩევას მოგცემ, თუ ამ საკითზს შენს თავზე იღებ, სათაური დატოვე და სტატია ახლიდან დაწერე ხოლმე. ბევრად გაგიოლდება და დროც დაგეზოგება. პარალელურად კი, თემურს ქართული შეასწავლე. თუმცა ეს უკანასკნელი რამდენად გამოგივა არ ვიცი. მე წარმატებებს გისურვებ!! Nino.shoshia 09:17, 19 ივნისი 2009 (UTC)
- ლევან, ამჟამად თემური მართლაც რომ არაფერს აშავებს. ეს ვანდალიზმი არაა. ვანდალიზმის კრიტერიუმებს გადახედეთ და მიხვდებით, რომ ეს ვანდალიზმი არაა. აქამდეც შემისწორებია სტატიები და ახლა უფრო ინტენსიურად შევუსწორებ თემურს. მაგრამ თქვენი, ორივეს აზრი მაინტერესებს: თეკას მიერ შექმნილი რომელი სტატიაა ყველაზე ცუდ დღეში, რომ იქიდან დავიწყო? — დათო პასუხი 09:53, 19 ივნისი 2009 (UTC)
- დათო ჩემო კარგო, სანამ მე გადმომიგზავნი მაგ ბმულს, იქნებ მანამდე რაჯავისთვის გადაგეგზავნა, და ისე, მაინტერესებს, ეს თუ შენ ვანდალიზმად არ მიგაჩნია, აბა როგორ შეაფასებდი? იქნებ მითხრა მექანიკური შეცდომებიაო. შენც იგივეს გირჩევ, რაც გიორგიმელას ვურჩიე: მაამებლობას, გირჩევნია სიმართლეს გაუსწორო თვალი, ეს მომავლისთვის გამოგადგება არამარტო ვიკიპედიაში. მე რა მოვალე ვარ მისი ყველაზე უვარგისი სტატიები ვიმახსოვრო და მერე შენ მოგწერო, მისი ყველა სტატია ერთმანეთზე უარესია, გადახედე და ასწორე თუ სხვა საქმე არ გაქვს. ისე, ვისაც წერა არ შეუძლია, ჯობია სხვის იმედზე კი არ წერდეს, ჯერ წერა ისწავლოს. ისე, დათო გაითვალისწინე, მე განათლებით ფილოლოგი ვარ და როგორღაც შენზე უკეთ ვიცი რას ეწოდება ენობრივი ვანდალიზმი და იმის მაგივრად, რომ მე მასწავლიდე ვანდალიზმია თუ სისწორე, ჯობია თეკას ასწავლო ქართული --ლევან ინასარიძე 10:12, 19 ივნისი 2009 (UTC)
დათო, მისი ყველა სტატია უვარგისია და კატასტროფულ მდგომარეობაშია! გადავხედე კრიტერიუმებს და ერთსაც გეტყვით, ენის შებღალვა ვანდალიზმად რომ არ არის მიჩნეული ესეც უდიდესი დანაშაულია! ასე რომ, ეს კიდევ ცალკე თემაა და კარგი იქნება, თუ ამასაც მოევლება. Nino.shoshia 10:18, 19 ივნისი 2009 (UTC)
ვიკიპედიელებო გილოცავთ პასკალის დაბადების დღეს! (მორჩეს კამათი, დღეს ბლეზის დაბადების დღეა)
თარგი:პასკალის დაბადების დღე ––– ლიკაფაილი:SoleteRayosÑajo.gif--(გ) 20:38, 18 ივნისი 2009 (UTC)
- მადლობა.--ცანგალა (გ) 20:45, 18 ივნისი 2009 (UTC)
დაბადების თარიღი
გამარჯობა, მე ვნახე რომ ბევრ ვიკიში არის ეს თარგი : „დაბადების თარიღი“, ანუ იწერება დაბადების ტარიღი და იქვე ავტომატურად იწერება წლოვანება. ხომ არ შემოგვეტანა ეს თარგი? --ႧႤႫႳႰႨ მომწერე 17:38, 26 ივნისი 2009 (UTC)
- {{დაიბადა}}--ႧႤႫႳႰႨ მომწერე 17:39, 26 ივნისი 2009 (UTC)
- კარი იქნება. კატეგორიაც (კატეგორია:დაბადებული 1900...) ავტომატურად რომ მიუთითოს, ეგეც კარგი იქნება. — დათო პასუხი 18:39, 26 ივნისი 2009 (UTC)
- თარგის შექმნა რთული იქნება, გიორგის რომ ვთხოვოთ? მას ამის ნერვები ნაღდად ექნება --ႧႤႫႳႰႨ მომწერე 18:44, 26 ივნისი 2009 (UTC)
- შეგიძლია ბმული დადო აქ რომელიმეენოვანი ვერსიისა? — დათო პასუხი 19:00, 26 ივნისი 2009 (UTC)
- თარგის შექმნა რთული იქნება, გიორგის რომ ვთხოვოთ? მას ამის ნერვები ნაღდად ექნება --ႧႤႫႳႰႨ მომწერე 18:44, 26 ივნისი 2009 (UTC)
- კარი იქნება. კატეგორიაც (კატეგორია:დაბადებული 1900...) ავტომატურად რომ მიუთითოს, ეგეც კარგი იქნება. — დათო პასუხი 18:39, 26 ივნისი 2009 (UTC)
გიორგის უკვე შეუქმნია, მაგრამ მე ცოტა შევასწორე. თარგის დოკუმენტაციას თუ ვინმე დაწერს კარგი იქნეება. მითითებას მოგცემთ:
- {{დაბადების თარიღი|1980|7|8}} - ეს მოგვცემს: 8 ივლისი, 1980'
- {{დაბადების თარიღი და ასაკი|1980|7|8}} - ეს კი - 8 ივლისი, 1980 (ასაკი 29)
კიდევ ერთი პატარა შესწორებაა საჭირო თარგში {{დაბადების თარიღი}}. ეს თარგი აჩვენებს ჯერ თვეს და შემდეგ რიცხვს. ქართულში კი პირიქითაა, ჯერ რიცხვი, მერე თვე. იგივე პრობლემა მეორე თარგში არაა. — დათო პასუხი 08:42, 27 ივნისი 2009 (UTC)
- თუ მომხმარებლების აზრი გაინტერესებსთ - იცოდეთ ლოდინი (მე ვიტყოდი სამი დღე ან ერთი კვირა). თუ სხვა მომხმარებლების აზრი არ გაინტერესებთ მაშინ ყავახანაში ნუ შემოხვალთ წინადადებით. ეს თარგი ყველა ვიკიპედიაში არ არის. მე მაინტერესებს, როდესაც ეს თარგი შეიქმნება ჩაისმება თუ ვიკიპედიის ყველა - ვიმეორებ ყველა უკვე შექმნილ ბიოგრაფიულ სტატიებში და ვინ გააკეთებს ამას? --ცანგალა (გ) 08:44, 27 ივნისი 2009 (UTC)
- მართალი, რომ ყველა სტატიაში ამას ვერ ჩავსვავთ, მაგრამ მოდით გავაკეთოთ ეს მაქსიმალურად, ესეთივე სიტუაცია იყო {{Lang-ru}}–ს რომ ვაკეთებდით. შეიქმნას ჯგუფი და დროებით ყველაფერს დავანებოთ თავი და 1,2,3,4 ... დღე ამას მივუძღნათ. ვიკიპედიაში არც ისე ბევრი სტატიაა, ცოცხალ ადამიანებზე მითუმეტეს. პირადად მე ყველანაირად ვეცდები ეს გავაკეთო. --ႧႤႫႳႰႨ მომწერე 09:22, 27 ივნისი 2009 (UTC)
რამდენიმე კითხვა – როგორც მე გავიგე, თქვენ გსურთ შექმნათ თარგი, ამგვარი რომელიც პიროვნების წლოვანებას აჩვენებს. ანუ ამგვარი კოდი {{დაბდღე|24.01.08}} გამოიყურებოდეს ასე - პეტრე კუტუნიო, დ. 24 იანვარი, 2008 წ. (მისი ასაკია 1 წლი, 2 თვერ და 1 დღე). ესე გინდათ?--გიორგი , 09:27, 27 ივნისი 2009 (UTC)
- არა, თარგი შექმნილია, იხ. მიხეილ სააკაშვილი--ႧႤႫႳႰႨ მომწერე 10:36, 27 ივნისი 2009 (UTC)
- დასკვნა: თარგი წარმატებულად მუშაობს – ႧႤႫႳႰႨ მომწერე 12:21, 27 ივნისი 2009 (UTC)
ვფიქრობ, მეორე თარგი „... და ასაკი“ ზედმეტია. თარგი:დაბადების დღე-ში მეოთხე პარამეტრი ჩაემატოს, რომლის მიხედვთ ასაკი გამოჩნდება ან არ გამოჩნდება. ისე, საერთოდ ასაკის მითითება რა საჭიროა. მერე ყოველთვის, როცა ვინმე გარდაიცვლება, ასაკის მოშორება მოგვიწევს. - Island 12:34, 27 ივნისი 2009 (UTC)
- მე ვფიქრობ, რომ ესე უფრო ადვილი იქნება მკითხველისთვის. და თარგის ამორება მგონი დიდი პრობლემას არ შეადგენს --ႧႤႫႳႰႨ მომწერე 12:48, 27 ივნისი 2009 (UTC)
- გერმანულ ვიკიში ეს თარგი არ არსებობს. მომხმარებელი ანგარიშობს. თარგის ამოღება პრობლემა არ არის, მთავარია არ დაგავიწყდეს მისი ამოღება. ცანგალა (გ) 12:54, 27 ივნისი 2009 (UTC)
- ჩვენც მოვაშოროთ ასაკი. შესაძლოა მართლაც ვინეს გარდაცვალება გამოგვრჩეს და მკითხველისთვის ადვილი კი არა უფრო სასაცილო იქნება, როცა წაიკითხავს: ასაკი - 189 წ. მოვაშოროთ თარგს ასაკი. მაგრამ, მე ვფიქრობ კარგი იქნება თუ დავამატებთ კატეგორიის ავტომატურად მისათითებელს (კატეგორია:დაბადებული ...). — დათო პასუხი 15:09, 27 ივნისი 2009 (UTC)
- გერმანულ ვიკიში ეს თარგი არ არსებობს. მომხმარებელი ანგარიშობს. თარგის ამოღება პრობლემა არ არის, მთავარია არ დაგავიწყდეს მისი ამოღება. ცანგალა (გ) 12:54, 27 ივნისი 2009 (UTC)
თარგი:დაბადების თარიღი გადავაკეთე. შენიშვნები დაწერეთ თარგის განხილვის გვერდზე. - Island 12:36, 28 ივნისი 2009 (UTC)
ყველა ბავშვს (არასრულწლოვანს) და მოზარდს ვულოცავ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!!!!
კერძოდ კი:
- ამადეოსს და ყველა დანარჩენს ვინც დამავიწყდა... ჰოო, და კიდევ მეეეეე!!!--ႧႤႫႳႰႨ მომწერე 17:53, 1 ივლისი 2009 (UTC)
- დიდი მადლობა :) შენც გილოცავ. — დათო პასუხი 17:56, 1 ივლისი 2009 (UTC)
- მადლობა თეკა, მეც გილოცავ და კარგად, წარმატებულად გაზრდას გისურვებ (შენც და ყველა ბავშვს, აქ ვიკიპედიაში)...--ლიკა 17:59, 1 ივლისი 2009 (UTC)
- გაიხარეეეეეეთ!!!! დღეს ხომ ჩვენი დღეა და ჩვენ დაგვავიწყდა.... ეჰ ეს მტავრობა --ႧႤႫႳႰႨ მომწერე 18:02, 1 ივლისი 2009 (UTC)
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 1 ივნისს არ იყო?--დათო_დათო 18:04, 1 ივლისი 2009 (UTC)
- უი --ႧႤႫႳႰႨ მომწერე 18:05, 1 ივლისი 2009 (UTC)
- არაუშავს ჩვენთვის დღეს იქნება. 1 ივნისს სკოლაში ვიყავით და არ იგრძნობოდა დღესასწაული, დღეს კი კიიიი. ეხლა სიცილის ისტერიკა დამეწყო --ႧႤႫႳႰႨ მომწერე 18:07, 1 ივლისი 2009 (UTC)
მაინც მადლობ, მეც გილოცავ (არა უფრო სწორია წარსულში, "მეც მოგილოცე")--Tornike 18:28, 1 ივლისი 2009 (UTC)
ui, giorgic bavshvia? me chemi asakis megona, dato vici, shenze ar vicodi, bavshvia anu <=15 xom? :)
პორტალები
კენჭისყრა სამეგრელოს პორტალის სახელზე გადავიდა შესაბამის განხილვის გვერდზე. - ალ-ო @ 15:00, 17 აგვისტო 2009 (UTC)
სურათების ჩამატება
გამარჯობათ! რატომ ვერ ვამატებ სურათებს? რა ექსკლუზიური უფლებაა ეს? პატივისცემით ~~გივი~~ @ 16:00, 22 აგვისტო 2009 (UTC)
პორტალები ქალაქებზე
ქალაქებზე ან მუნიციპალიტეტებზე შეიძლება პორტალების გაკეთება? თუ ეს ქალაქი აუცილებლად დედაქალაქი უნდა იყოს?--ლიკა 11:23, 2 ივლისი 2009 (UTC)
- პორტალი ძირითადად ორი მიზეზით (მიზნით) კეთდება: (1) გარკვეულ თემაზე დიდი რაოდენობით ინფორმაცია შეგროვდა და ყველაფრის ერთ გვერდზე თავმოყრისთვის (ბმულებით მაინც), და (2) თემა ასე თუ ისე მნიშვნელოვანია და მასზე მუშაობის წახალისებისთვის (მაგ. პორტალი:ნიუ-იორკი - მნიშვნელოვანი თემები მოგროვებულია ერთად და ნელ-ნელა იწერება სტატიები. სხვა მიზეზი არ მახსენდება, მაგრამ დედაქალაქი კრიტერიუმი ნამდვილად არ არის. - ალ-ო @ 12:16, 2 ივლისი 2009 (UTC)
- ვეთანხმები ალოს, და აგრეთვე დავამატებ საქართველოს მხარეებთან დაკავშირებით გვიჭირს ინფორმაციის მოპოვება, და ქალაქებთან ან მუნიციპალიტეტეთან დაკავშირებით რა განსხვავებული ინფორმაცია იქნება რომ პორტალი შეიქმნას. საქართველოს ქალაქები.--ცანგალა (გ) 13:08, 2 ივლისი 2009 (UTC)
განსხვავებული რა თქმა უნდა არ იქნება, უბრალოდ შეგროვდებოდა მასალა ერთ გვერდზე, რომელიც ამ ქალაქთან თუ მუნიციპალიტეტთან იქნებოდა კავშირში. თუ ნიუ–იორკის პორტალში - მნიშვნელოვანი თემები მოგროვებულია ერთად და ნელ-ნელა იწერება სტატიები, მაშინ რატომ არ შეიძლება ანალოგიურად მოხდეს ვთქვათ ზუგდიდის შემთხვევაში, ჩემი სურვილია რომ შეიქმნას ეს პორტალი. ერთად შეგროვდებოდა დასაწერი და დაუწერელი თემები, და უფრო თვალსაჩინო იქნებოდა თუ რას უფრო მეტი ყურადღება სჭირდება, რა არის აუციელბლად დასაწერი. პირადად ჩემთვის ასე უფრო სახალისო და საინტერესო იქნებოდა მუშაობა, და სავარაუდოდ ალბათ სხვებსაც გააღიზიანებდა ის წითელი ბმულები, რასაც ნახავდა იმ პორტალში, იქნებ რომელიმე ესეთი ბმული გაელურჯებინა კიდეც ამ ქალაქის სიყვარულით
ამაში მე ვერაფერს ცუდ ვერ ვხედავ, პირიქით ის პრობლემა,რაც ამჟამად ქალაქებზე ინფორმაციის სიმწირეს, სიმცირეს უკავშირდება ვფიქრობ ამით (ანუ პორტალების შექმნით) დავიწყებას(თუმცა სრულებიად დავიწყებას ბუნებრივია არა) მიეცემა ამ ნაბიჯით. რა თქმა უნდა ყველა ქალაქზე და მუნიციპალიტეტზე ვერც და არც შეიქმნება პორტალი, მაგრამ ზოგიერთზე რატომ არ უნდა შეიქმნას ზემოთხსენებული მიზეზებიდან გამომდინარე?--ლიკა 13:41, 2 ივლისი 2009 (UTC).
- ზუგდიდის პორტალთან დაკავშირებით პრობლემას ვერც მე ვერ ვხედავ. მაგრამ აბსურდამდე დაყვანა არ გვინდა - ხობუმის (თუ ხაბუმის) პორტალი არ გვინდა. თან, რუსულ ვიკიპედიაში (ისევე როგორც ინგლისურში) ქალაქებზე პორტალები საკმაოდ გავცელებულია. თუ ლიკა მზადაა შექმნას და ხელი შეუწყოს ზუგდიდის პორტალის განვითარებას - იყოს გაბედული და შექმნას ეს პორტალი. პ.ს. (ეხლა ალბათ ჩემივე სიტყვას მომიბრუნებენ, მაგრამ მაინც) ზუგდიდი ნიუ–იორკზე რითაა უარესი?:)--გიორგი (გ) 13:51, 2 ივლისი 2009 (UTC)
- პატარაა :) ზუგდიდი პატარა ქალაქია და ამიტომ ჩემი აზრით ვერ შეგროვდება საპორტალე მასალა... მე, მაგალითად, არც ისე დიდ, მაგრამ ზუგდიდთან შედარებით დიდ ქალაქში ვცხოვრობ, მაგრამ რუსთავის პორტალს არ შევქმნი, რადგან არც სტატიები გვაქვს და არც ის ვიცი რა დავწერო რუსთავთან დაკავშირებული :) (საჯ. სკოლებს თუ არ ჩავთვლით :)). ზუგდიდის შესახებ თუ მოაგროვებ დასაწერ და/ან დაწერილ მასალას ვიკიპედიაში, წინააღმდეგი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ თუკი ამ პორტალს საჯარო სკოლების სტატიებით გაამდიდრებთ და სხვა დასაწერ მასალას ვერ მოძებნით, მასეც არ ივარგებს. პ.ს. ნიუ-იორკსა და ტოკიოს ნუ შევედრებით :) შეგახსენებთ, ნიუ-იორკში უფრო მეტი ადამიანი ცხოვრობს, ვიდრე მთლიანად საქართველოში. — დათო პასუხი 15:56, 2 ივლისი 2009 (UTC)
- ზუგდიდის პორტალთან დაკავშირებით პრობლემას ვერც მე ვერ ვხედავ. მაგრამ აბსურდამდე დაყვანა არ გვინდა - ხობუმის (თუ ხაბუმის) პორტალი არ გვინდა. თან, რუსულ ვიკიპედიაში (ისევე როგორც ინგლისურში) ქალაქებზე პორტალები საკმაოდ გავცელებულია. თუ ლიკა მზადაა შექმნას და ხელი შეუწყოს ზუგდიდის პორტალის განვითარებას - იყოს გაბედული და შექმნას ეს პორტალი. პ.ს. (ეხლა ალბათ ჩემივე სიტყვას მომიბრუნებენ, მაგრამ მაინც) ზუგდიდი ნიუ–იორკზე რითაა უარესი?:)--გიორგი (გ) 13:51, 2 ივლისი 2009 (UTC)
მერე ვინ თქვა ზუგდიდის პორტალი ძირითადად საჯარო სკოლებზე სტატიებით იქნება აგებულიო?დათო რუსთავის პორტალის შექმნის პერსპექტივას თუ ვერ ვხედავ ეგ შენი პრობლემაა, აი მე სულ სხვანაირად ვარ განწყობილი ზუგდიდის მიმართ, და სულაც არ ვფიქრობ რომ პორტალი ზუგდიდის შექმნას აზრი არ აქვს, პირიქით.. --ლიკა 16:37, 2 ივლისი 2009 (UTC)
- კიდევ ერთხელ წაიკითხე ჩემი ნაწერი. კარგად ვერ გაგიგია. მე არ შევქმნი რუსთავზე პორტალს იმიტომ, რომ ვიცი, ხარისხიანი არ გამოვა (და რაც მთავარია უფუნქციო იქნება). თუკი შენ შეძლებ კარგი პორტალის შექმნას ზუგდიდზე, საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. — დათო პასუხი 18:09, 2 ივლისი 2009 (UTC)
- კატეგორია:ზუგდიდის მუნიციპალიტეტი - ცოტა რეალურად შევხედოთ. აქედან კი მხოლოდ ქ. ზუგდიდი. ხანდახან მგონია, რომ უფრო არასერიოზულობაა. ცანგალა (გ) 21:25, 2 ივლისი 2009 (UTC)
კარგით, ასე იყოს.--ლიკა 05:54, 3 ივლისი 2009 (UTC)
ახალი doc
რას იტყვით, თუ თარგს doc განვაახლებთ? ეს ვერსია გაცილებით უფრო ლამაზ და აღქმის მხრივ უკეთესად მეჩვენება. გარდა ამისა, რუსული ვიკის თარგში შევცვალოთ ფაილი information.svg ფაილ Applications-system.svg-ზე. თქვენი აზრი?-- George Mel, 13:11, 28 ივნისი 2009 (UTC)
გამოყენების მაგალითი მომხმარებელი:George Mel/სავარჯიშო2. შექმნილია ჩემ სახელთა სივრცეში.-- George Mel, 17:33, 28 ივნისი 2009 (UTC)
- გარდა იმისა, რომ შენ ეს უფრო ლამაზად გეჩვენება, რა სარგებლობა მოაქვს ამ ცვლილებას? - ალ-ო @ 13:06, 29 ივნისი 2009 (UTC)
- დაემატა დამატებითი ღილაკები – იყო იხ. და რედ. გახდა ხილვა, შესწორება,ისტორია და განახლება . გარდა ამისა, გამარტივდა თვითონ თარგის სინტაქსიც.-- George Mel, 13:20, 29 ივნისი 2009 (UTC)
- ნიმუში? ა.
- მომხმარებელი:George Mel/სავარჯიშო2 :)-- George Mel, 17:17, 29 ივნისი 2009 (UTC)
- მაგან არ დამაკმაყოფილა. შექმენი დროებითი თარგი და ჩასვი რომელიმე გვერდში. ა.
- {{ნავდაფა}}-- George Mel, 17:42, 29 ივნისი 2009 (UTC)
- ანუ სამი თარგის შექმნა იქნა საჭირო ამისთვის. მე ვერ ვხედავ განსხვავებას ფერისა და ხატულას გარდა. იმ ორი დამატებითი ბმულის ჩამატება ისედაც შეიძლება. რატომ უნდა დავამსგავსოთ აქაურობა რუსულს? - ალ-ო @ 18:08, 29 ივნისი 2009 (UTC)
- დაემატა დამატებითი ღილაკები – იყო იხ. და რედ. გახდა ხილვა, შესწორება,ისტორია და განახლება . გარდა ამისა, გამარტივდა თვითონ თარგის სინტაქსიც.-- George Mel, 13:20, 29 ივნისი 2009 (UTC)
კი ბატონო. მე უბრალოდ ვთქვი. ისე, ინგლისურს რატომ ვგავართ? :) საკუთარს რატომ ვერ მოვიფიქრებთ?-- George Mel, 18:11, 29 ივნისი 2009 (UTC)
- ვინ დაგიშალათ? ტერმინი "technological diffusion" გაგიგია? ჩვენს მდგომარეობაში მნიშვნელოვანია რაც შეიძლება სწრაფად ავითვისოთ სიახლეები. ინოვაცია შემდეგი საფეხურია. - ალ-ო @ 18:34, 1 ივლისი 2009 (UTC)
- (მომხრე)--მოცარტი 13:36, 2 ივლისი 2009 (UTC)
ყავახანა?
ეს ყავახანა რა არის? სიტყვა ყავახანა რას ნიშნავს?
ყავახანა არის ფორუმი. სიტყვა წარმოიშვა სიტყვისგან ჩაიხანა - ჩაის დასალევი. ყავახანა - ყავის დასალევი.-- George Mel, 06:22, 30 ივნისი 2009 (UTC)
- იხილეთ ყავახანის განმარტება ვიკიპედიის დობილ პროექტში - ვიქსიკონში. — დათო პასუხი 06:30, 30 ივნისი 2009 (UTC)
- სიტყვასიტყვით - ყავის სახლია. ისე, ვიქსიკონში ეს არ გიწერიატ. R. 06:40, 30 ივნისი 2009 (UTC)
- კი, სპარსულიდან, ქურთულიდან, ასურულიდან, არაბულიდან სიტყვასიტყვით ყავის სახლს ნიშნავს. ნიმუში ქურთ.:qehwe (ყავა) & xanî(სახლი, შენობა)--ႧႤႫႳႰႨ მომწერე 07:00, 30 ივნისი 2009 (UTC)
- სიტყვასიტყვით - ყავის სახლია. ისე, ვიქსიკონში ეს არ გიწერიატ. R. 06:40, 30 ივნისი 2009 (UTC)
მადლობა,ძალიან გასაგები იყო...
- არაფრის, მაგრამ ხელმოწერა არ დაგავიწყდეს ბოლოში. ეს ჩასვი ––~~~~--ႧႤႫႳႰႨ მომწერე 07:05, 30 ივნისი 2009 (UTC)
PD-Self
თარგი:Pd-self რატომ არის წაშლილი?--ႧႤႫႳႰႨ მომწერე 19:49, 30 ივნისი 2009 (UTC)
- არ არის წაშლილი თარგი:PD-self--დათო_დათო 19:58, 30 ივნისი 2009 (UTC)
ტირეშია განსხვავება – ეს ტირე Backspace-ის წინაა, ხოლო - ეს ტირე პლუსის ზევითაა. --გიორგი (გ) 05:29, 1 ივლისი 2009 (UTC)
- უბრალდო ძველ ფაილებზაც წაიშალა, ხომ იცით, რომ ყველას არ აქვს ის "საჭირო" ტირე ხოდე ორივედან იყოს გადამისამართება--ႧႤႫႳႰႨ მომწერე 06:25, 1 ივლისი 2009 (UTC)
საავტორო უფლებები ვიკიწყაროში
ძვირფასო კოლეგებო და ქართულად კითხვის მოყვარულებო! მოგეხსენებათ, ეხლა მიმდინარეობს ომი მეტას ბიუროკრატებთან ქართული ვიკიწყაროს შექმნასთან დაკავშირებით. ხოდა ვიკიწყაროსთან დაკავშირებით გასარკვევია ერთი რამ - რა ვუქნათ ანა კალანდაძისა და სხვა ქართველ შემოქმედთა ნაწორმოებებს? საქმე საავტორო უფლებებს შეეხება. თუ მარტო 70-წლიან პერიოდს ავიღებთ, მაშინ თვით გალაკტიონის ბოლო ლექსებსაც კი ვერ ჩავწერთ. ამ პრობლემის გადაწყვეტის ჩემი გეგმა - ანასა და გალაკტიონის (და რა თქმა უნდა სხვა მათი დონის) ქართველ შემოქმედთა ნაწარმოებები შეტალნი იქნან {{fairuse}}-ის პირობით. ამ მწერალთა საავტორო უფლებების მქონე პირთაგან მათი წაშლის მოთხოვნის შემთხვევაში (რამდენადაც სატირალი არაა) ეს ნაშრომები წაიშალოს. თქვენი აზრით, ამ შემთხვევაში რა ვქნათ?--გიორგი (გ) 18:55, 2 ივლისი 2009 (UTC)
- lib.ge-ზე ეს ნაწარმოებები არ არის? მე მგონი რაც ამ საიტზეა თავისუფალია. - ალ-ო @ 19:27, 2 ივლისი 2009 (UTC)
- თუ გიორგის შემოთავაზებას წესებს არ არღვევს გააკეთოს. მაგრამ თარგში სურათი ფაილით ხომ არ შევცვალოთ? რასაც ალსანდრო წერს lib.ge - ესეც გავიგოთ.--ცანგალა (გ) 20:58, 2 ივლისი 2009 (UTC)
ალო, შენი აზრით none.ge-ზე ყველაფერი არის თავისუფალია? :)ასევეა ლიბ ჯი.--გიორგი (გ) 04:59, 3 ივლისი 2009 (UTC)
სულ მცირე საჭიროა თანხმობა ავტორისგან ან საავტორო უფლების მფლობელისგან გამოქვეყნებაზე. გალაკტიონისა არა მგონია, რადგან ნაწარმოებები, რომლებიც პირველად გამოქვეყნდა 1973 წლის 27 მაისამდე და ამასთან არ იყო დაცული საავტორო უფლებით საყოველთაო საკუთრებაა ({{PD-USSR}}) . ლიბ.ჯე-ზე საავტორო უფლებების შესახებ არანაირი ინფორმაცია არაა მითითებული, შესაბამისად ის მასალა ან დარღვევითაა გამოქვეყნებული, ან შეზღუდული ლიცენზიით, ან კიდევ, საყოველთაო საკუთრებაა. მე პირველი მგონია, ამას იოლადა დავადგენთ. --Rastrelli F 06:11, 3 ივლისი 2009 (UTC)
ანას ლექსებს რა ვუყოთ?--გიორგი (გ) 09:23, 3 ივლისი 2009 (UTC)
- რა და თვალსაჩინოებისთვის შეიძლება ერთი-ორის დადება შეზღუდული ლიცენზიით, ხოლო სრული გამოქვეყნებისთვის სავტორო უფლების მფლობელისგან (მემკვიდრე) ნებართვაა საჭირო, თუ ასეთი არ არსებობს, მაშინ „პრობლემაც“ არ არსებობს. R. 08:34, 4 ივლისი 2009 (UTC)
lib.ge მე პარლამენტის ბიბლიოთეკის ვებსაიტი მგონია. ასე არაა? - ალ-ო @ 09:00, 4 ივლისი 2009 (UTC)
არა, საქ. პარლამენტის ვებგვერდი არის nplg. gov. ge, ხოლო ლიბ ჯი სუ სხვა პროექტია. --გიორგი (გ) 10:50, 4 ივლისი 2009 (UTC)
ხარისხის კრიტერიუმები
ამას წინად შევნიშნე, რომ ინგლისური ვიკიპედიის მთავარი გვერდის ინტერვიკიდან ამოგვიღეს (რაც ჩვენს "ვიზიბილიტი"-ს მნიშვნელოვნად ზრდიდა) და დავინტერესდი მიზეზით (იხ. აქ). ჩასმის კრიტერიუმი გაუზრდიათ 40,000 სტატიამდე, ამასთან გაგვაკრიტიკეს, რომ ძალიან ბევრი ცარიელი გვერდი გვაქვს მაგ. წლებში, რაც ჩვენს ენციკლოპედიურ მნიშვნელობას აკნინებს. რას ფიქრობთ, სამართლიანია თუ არა და როგორ ვუშველოთ? - ალ-ო @ 08:27, 5 ივლისი 2009 (UTC)
- ჩემგან დახმარება (ცოტა ხნის განმავლობააში) ვერ იქნება, მედიავიკების თარგმანში ვარ ჩაფლული.--გიორგი (გ) 08:34, 5 ივლისი 2009 (UTC)
- პ.ს. ჩემი აზრით ერთადერთი გამოსავალი არის ან წლების გავრცოა, ან მათი წაშლა. და თავის თავად 40 000 სტატიის დაწერა.--გიორგი (გ) 08:48, 5 ივლისი 2009 (UTC)
- მე მგონი მაგ მედიავიკების დიდი ნაწილი უკვე თარგმნილია ბეტავიკიში და ალბათ ჯობია თხოვო მათი სისტემურად გადმოტანა ვიკიწყაროებშიც. ა.
- შენიშვნა სამართლიანია. ჩვენთვის ბევრი სამუშაოა, მაგრამ ვეცადოთ გამოვასწოროთ (მართალია მომხმარებლები ბევრნი არ ვართ). წაშლა - ყველაზე ადვილს ნუ გამოვიყენებთ. შენიშვნები ყოველთვის კარგია - გამოფხიზლებისთვის. აქვე ასეთი შეკითხვა მაქვს: წლებში, სადაც ერთი წინადადება მაინც რომ წერია თარგი: ესკიზი ხომ არ ამოგვეღო?ცანგალა (გ) 10:56, 5 ივლისი 2009 (UTC)
- ნამდვილად უნდა ამოვიღოთ თარგი:ესკიზი წელი მასეთ შემთხვევებში. აი, გერმანული სტატია, რომელიც გერმანულ ვიკიპედიაში სრულფასოვნადაა მიჩნეული, ჩვენ კი ასეთ სტატიებს დაუსრულებლად ვთვლით. — დათო პასუხი 17:13, 5 ივლისი 2009 (UTC)
- შენიშვნა სამართლიანია. ჩვენთვის ბევრი სამუშაოა, მაგრამ ვეცადოთ გამოვასწოროთ (მართალია მომხმარებლები ბევრნი არ ვართ). წაშლა - ყველაზე ადვილს ნუ გამოვიყენებთ. შენიშვნები ყოველთვის კარგია - გამოფხიზლებისთვის. აქვე ასეთი შეკითხვა მაქვს: წლებში, სადაც ერთი წინადადება მაინც რომ წერია თარგი: ესკიზი ხომ არ ამოგვეღო?ცანგალა (გ) 10:56, 5 ივლისი 2009 (UTC)
- მე მგონი მაგ მედიავიკების დიდი ნაწილი უკვე თარგმნილია ბეტავიკიში და ალბათ ჯობია თხოვო მათი სისტემურად გადმოტანა ვიკიწყაროებშიც. ა.
- ერთი მაგალითი მოიყვანე. რაღაც ვერ მივხვდი, რომელ სრულყოფილ სტატიაში გვაქვს ეგ თარგი. ა.
- უკაცრავად, ორი წერტილი დამავიწყდა, რის გამოც ჩემი მითითებული ბმული საერთაშორისო ბმულებში აირია :)). გამოვასწორე. — დათო პასუხი 17:25, 5 ივლისი 2009 (UTC)
- სრულყოფილი სტატია რა თქმა უნდა არაა, მაგრამ მეტი ინფორმაციის დამატება თუკი შეუძლებელია, მაშინ ესკიზი უნდა ამოვიღოთ ალბათ. — დათო პასუხი 17:27, 5 ივლისი 2009 (UTC)
- უკაცრავად, ორი წერტილი დამავიწყდა, რის გამოც ჩემი მითითებული ბმული საერთაშორისო ბმულებში აირია :)). გამოვასწორე. — დათო პასუხი 17:25, 5 ივლისი 2009 (UTC)
დღესასწაულები, აღსანიშნავი მოვლეები და სხვ.
რა ზარის ხართ იმაზე, თუ ღირსშესანიშნავ ოვლენაზე ამ მოვლენას აღვნიშნავთ ქართული ვიკის ლოგოს განახლებით? რას ვგულისხმობ ამაში - ავიღოთ სიტყვაზე დღევანდელი გუგლი. ნიკოლო ტესლას დაბადების დღის აღსანიშნავად ლოგო შეიცვალა. ხვალ სევ სტანდარტული დაბრუნდეა. ჩვენც რომ შემოვიღოთ ეს პრაქტიკა? დღესასწაულთა სიაზე არ მაქვს ლაპარაკი, ამ აზრის მხარდაჭერის შემთხვევაში იგი შემდგომ შეიქმნება. --გიორგი (გ) 05:26, 10 ივლისი 2009 (UTC)
- ჰო, მაგრამ ყველა დღესასწაულზე ლოგოს შეცვლა არ გვინდა. მხოლოდ საერთაშორისო დღესასწაულები, მაგალითად ახალი წელი. — დათო პასუხი 06:10, 10 ივლისი 2009 (UTC)
ვერ გამიგე. ახალი წელი სულ სხვა თემაა. მისი ლოგო 2 კვირის მანძილზე უნდა ეკიდოს, მე კი სულ სხვა რამეს ვგულისხმობ. დიდ მეცნიერებზე (და ვინჩი, ტესლა), დიდ მხატვრებზე (ფიროსმანი, ჯოტო) და მისთ. დაბადების დღეებზე ლოგოს მივუხატოთ მათი პორტრეტი. ეს იქნება 1 დღის განმავლობაში. --გიორგი (გ) 16:38, 10 ივლისი 2009 (UTC)
- არ გამოვა ეს ამბავი. მაგას გირჩევნიათ არსებული სტანდარტული ლოგოს ხარისხობრივი გაუმჯობესება ცადოთ. - ალ-ო @ 17:06, 10 ივლისი 2009 (UTC)
რატომ არ გამოვა? ავტორიტეტული წყაროები გეთაყვა:)))--გიორგი (გ) 17:58, 10 ივლისი 2009 (UTC)
- LOL, მოვკვდი სიცილით!!! გადაგედო ხომ, უკვე? გაფრთხილებდა ფირცხალავა: ნუ აყვებიო. --Rastrelli F 18:40, 10 ივლისი 2009 (UTC)
ვიცოდი ამას რომ იტყოდი --გიორგი (გ) 18:55, 10 ივლისი 2009 (UTC)
- ლოგოს თავი დაანებეთ ჯობია სტატიებს ხარისხის მივხედოთ. --ცანგალა (გ) 19:53, 10 ივლისი 2009 (UTC)
პროექტების დალაგება
- ვიკიპედია:პროექტი და ვიკიპედია:ვიკიპროექტებისა და პორტალების საბჭო. დავიწყოთ გამოყენება თუ არა?--გიორგი (გ) 18:28, 13 ივლისი 2009 (UTC)
აქტიურობა რადგანაც არ იყო, ჩავთვალოთ რომ რომ ძალაში შევიდა...--გიორგი (გ) 13:06, 15 ივლისი 2009 (UTC)
ბოცვერი
გამარჯობათ!რამოდენიმე ხნის წინ,სტატია ,,მებოცვრეობაში ბმული შევიტანე(არ ვიცი რამდენად გამარტულად ვმეტყველებ ვიკი ენაზე :) ) სახელწოდებით ბოცვერი,თუმცა ეს ყველაფერი ზერელედ გავაკეთე ასე მგონია, რადგან ვიკი მასწავლებელს სრულყოფილად არ გავეცანი!ერთის შეხედვით მარტივია რედაქტირება,მაგრამ მაინც გარკვეულ პრობლემებთან არის დაკავშირებული პრაქტიკის არ ცოდნა.თუ შეგიძლიათ განიხილეთ ეს სტატია და მომწერეთ შენიშვნები.გმადლობთ!!!-16.07.09. ბექა მარგიშვილი
- ერთადერთი სერიოზული შენიშვნა - არ არის ლათინური სახელი. ყველაფერი სხვა უკვე ტექნიკური საკითხებია, რომებშიც გარკვევა რთული არაა:)--გიორგი (გ) 05:31, 16 ივლისი 2009 (UTC)
ადმინისტრატორთა წესები
მემგონი თვითონ ამ პუნქტის მიღების წინააღმდეგი არავინ იქნება, უბრალოდ რიცხვებია დასაკონკრეტებელი. მე ავიღე რუსული ვარიანტი, თუ არ ვცდები გერმანული და ინგლისური გაცილებით უფრო მკაცრია. --George Mel 05:59, 17 ივლისი 2009 (UTC)
- რუსულ ვიკიპედიაში 76 ადმინისტრატორია. ჩვენთან კი ამდენი აქტიური მომხმრაებელიც არა ვართ. — დათო პასუხი 08:13, 17 ივლისი 2009 (UTC)
- ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, ჯერჯერობით ასეთი მკაცრი ზომების მიღება ქართულ ვიკიპედიაში საჭირო არ არის. თუ აუცელებლად მიგაჩნიათ წესში ჩადება, შეიძლება ჩაიდოს მაგ. 6 თვის მაგივრად 10 თვე, 100 შესწორებისა სახელთა ჩვეულებრივ სივრცეებში მაგივრად 50, 25 ადმინისტრაციული მოქმედება - 10. ჯერ ეს ციფრებიც არის გასაკრვევი.ცანგალა (გ) 08:42, 17 ივლისი 2009 (UTC)
- და თუ სიტუაცია ვერ გამოასწორა ადმინისტრატორმა, მისი ადმინისტრატორობა გაუქმდება? 6 ადმინისტრატორი გვყავს. არცერთი მათგანი არაა გამოუცდელი. ორი დღეს არ მუშაობს, მაგრამ თუ დაბრუნდებიან, კვლავ გააგრძელებენ თავიანთ დაკისრებულ სამუშაოს. რომელიმე არა მოქმედი ადმინისტრატორისთვის ადმინის სტატუსის ჩამორთმევა არც არაფერს მოგვმატებს და არც მოგვაკლებს ალბათ. თუკი ეს წესი დამტკიცდება, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენს ადმინისტრატორებს ნაკლები ადმინისტრაციული სამუშაოს შესრულება უწევთ, რადგან ჩვენთან ვანდალიზმები რუსულთან შედარებით ნაკლებია. მე ნეიტრალური ვარ ამ შემთხვევაში, მაგრამ მაინც ზედმეტი მგონია. — დათო პასუხი 09:15, 17 ივლისი 2009 (UTC)
- ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, ჯერჯერობით ასეთი მკაცრი ზომების მიღება ქართულ ვიკიპედიაში საჭირო არ არის. თუ აუცელებლად მიგაჩნიათ წესში ჩადება, შეიძლება ჩაიდოს მაგ. 6 თვის მაგივრად 10 თვე, 100 შესწორებისა სახელთა ჩვეულებრივ სივრცეებში მაგივრად 50, 25 ადმინისტრაციული მოქმედება - 10. ჯერ ეს ციფრებიც არის გასაკრვევი.ცანგალა (გ) 08:42, 17 ივლისი 2009 (UTC)
თუ არ ვცდები, მე ვთქვი რომ რიცხვები დასადგენია. რუსულის მოვიყვანე მაგალითად. თავის თავად, წესს ლოკალიზაცია სჭირდება. გ.
- გასაგებია :) და მე და ცანგალამ დაგიდასტურეთ, რომ რუსული ციფრები არ გამოგვადგება. — დათო პასუხი 09:29, 17 ივლისი 2009 (UTC)
ალტერნატივები, გეთაყვა.--George Mel 09:31, 17 ივლისი 2009 (UTC)
- ჯერ გადაწყდეს გვინდა თუ არა. მერე ალტერნატივებიც იქნება :) — დათო პასუხი 09:32, 17 ივლისი 2009 (UTC)
ჩემი აზრით ქართული ვიკიპედიისთვის ჯერ ადრეა მსგავსი წესების მიღება--დათო_დათო 09:43, 17 ივლისი 2009 (UTC)
- (ნეიტრალური) თუ წესებში ამას დავდებთ, მაშინ სტატუსის ჩამორთმევაც უნდა დაწესდეს. მეც მგონია, რომ ჯერ ადრეა ქართული ვიკიპედიისთვის. - Island 10:54, 17 ივლისი 2009 (UTC)
- (მომხრე) – მე მომწონს ეს იდეა. კარგი იქნება ადმინისტრატორების წესების შემოღება, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება მათი ადმინისტრატორული მოღვაწეობა ვიკიპედიაში, თან გიორგის მიერ დასახელებული ციფრები ძალიან ელემენტარულია. შეიძლება ეს ქართული ვიკიპედიისთვის ჯერ ადრეა, მაგრამ რადგან ეს საკითხი უკვე წამოიჭრა, რაღა აზრი აქვს მომავლისთვის გადადებას?! --ლიკა 14:07, 17 ივლისი 2009 (UTC)
- (ნეიტრალური) – ცოტა საბჭოური დაგეგმილი ეკონომიკის იერს ჩამოგავს , თუმცა, თუ უფრო სარეკომენდაციო სახეს მიიღებს, ალბათ ადმინის კონტროლისტვის კარგი ინსტრუმენტი იქნება. აი, დღეს ეს რამდენად საჭიროა? --Rastrelli F 14:21, 17 ივლისი 2009 (UTC)
ადმინისტრატორებთან დაკავშირებით ბევრი "თეთრი ლაქაა" - გადახედეთ ვპ:ადმინს. დეფაქტო ჩვენ ვიყენებთ ამგვარ წესს - ადმინის არჩევნები ერხთელ წელიწადში, თუმცა დე იურე ამას დამტკიცება არა აქვს. აქედან გამომდინარე, ნებისმიერ მომხმარებელს რომელიც მინიმალურ კრიტერიუმებს შეესაბამება, შეუძლია თავისი კანდიდატურის ნებისმიერ დღესა თუ ღამეს წამოყენება. თუნდაც სიტყვაზე დათოს (ან თუნდაც მე) რომ მოუნდეს თავისი თავის წამოყენება, ვერავენი ვერაფერს ვერ ეტყვის, წესების თანახმად იმოქმედებს. აქედან გამომდინარე, ეს ლაქა გადასწყვეტია - ან არჩევნები წელიწადში ერთხელ (შესაბამისი პუნქტის ჩამატებით წესებში) ან დარჩეს როგორც არის და თეორიაში დამატებით 17 ადმინისტრატორი დაგვემატოს (თუნდაც ხვალ ). (Floydgeo Pirtskhalava Jaba1977 George_Mel Leovizza David1010 გიორგი_მარუაშვილი მოცარტი Dato_deutschland Ketie G.merkviladze ალეკო_ოქროსუბნელი Lika2672 Kober Misho Bpg Chano)ჩემებური გადაჭრა - ამ წესებში უნდა ჩაიწეროს, რომ არჩევნები წელიწადში ერთხელაა, ან გაიზარდოს მინიმალურ რედაქტირებათა ოდენობა. მეორე ლაქა - წესით არჩევნები ბიუროკრატმა (ანუ მალაფაიამ) უნდა ჩაატაროს, თუმცა ხშირ შემთხვევაში ისლანდი ატარებს. ჩემებური გადაჭრა : ისლანდს მიენიჭოს ბიუროკრატობა. --George Mel 17:37, 17 ივლისი 2009 (UTC)
- კი გიორგი მართალს ამბობ არჩევნებთან დაკავშირებით ბევრი გაურკვევლობაა და რაღაც–რაღაცეები აუცილებლად უნდა შეიცვალოს.--დათო_დათო 17:45, 17 ივლისი 2009 (UTC)
- 17 ადმინისტრატორის უმრავლესობას მე არ დავუჭერ მხარს :) (არ გეწყინოთ, არც ჩემი თავს დავუჭერ! :)). ადმინისტრატორთა არჩევნებში მართალი ხარ, შესაცვლელია. მე მომხრე ვარ, რომ წელიწადში ერთხელ ჩატარდეს არჩევნები. ალბათ სადღაც შემოდგომაზე ჯობია ხოლმე, რადგან ვიკიპედიელთა შეხვედრები ძირითადად ზაფხულშია ხოლმე და ერთმანეთზეც უკეთესი წარმოდგენა შეგვექმნება. არჩევნები აუცილებელი არაა ბიუროკრატებმა ჩაატარონ, ისინი უბრალოდ ასრულებენ ვიკისაზოგადოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. — დათო პასუხი 18:41, 17 ივლისი 2009 (UTC)
- დათო, არ გეწყინოს, მაგრამ გლობალურ წესებში შენზე უკეთ ვერკვევი:). ადმინის არჩევნები ბიუროკრატმა უნდა ჩაატაროს. მისი მთავარი საქმე სწორედ ესაა. მეორე, ვერ გავიგე, რატომ ელით ასე ვიკიშეხვედრას. ვიკიშეხვიდრის ნებისმიერ გადაწყვეტილებას არა აქვს ოფიციალური ძალა, რადგანაც მისი ნახვა ნებისმიერ დროს არ შეიძლება. თან, როგორც მე ვხვდები ეს ვიკიშეხვედრა ხშირად რესტოორანში მთავრდება [7] --George Mel 18:50, 17 ივლისი 2009 (UTC)
- კარგით. მადლობა.--George Mel 18:54, 17 ივლისი 2009 (UTC)
- პ.ს. აბა რა უნდა იფიქროს ადამიანმა, თუ არც მიღებულ გადაწყვეტილებებზე წერია, არც გატარებული სამუშაოს ლოგია და მარტო კაფესა და რესტორანზე წერია? --George Mel 19:01, 17 ივლისი 2009 (UTC)
აბა, მაგის წინა შეხვედრასაც გადახედე :) რამხელა შედეგი გამოიღო :) ომისა და არეულობის პერიოდში ჩვენზე რუსთავი-2-ზე სიუჟეტი გაკეთდა :) აბა, ეს შეხვედრის გარეშე მოხდებოდა? :)) ასე რომ, შეხვედრები საჭიროა. — დათო პასუხი 19:08, 17 ივლისი 2009 (UTC)
„5 ოქტომბრის მონაცემებით, ამ სიუჟეტს ისტერიის, ტოტალური თვითრეკლამის და ვანდალიზმის მეტი არაფერი მოუტანია. იმედია, ეს ფაქტები აისახება ჩვენს მომავალ პოლიტიკაზეც“
|
--George Mel 19:11, 17 ივლისი 2009 (UTC)
- მე კი მგონია, რომ შენ რომ დღეს აქ ხარ, მაგ სიუჟეტის შედეგია :). — დათო პასუხი 19:15, 17 ივლისი 2009 (UTC)
- ეს სიუჟეტი გუშინწინ ცანგალამ მაჩვენა პირველად. ამ თემას ადმინისტრატორთა არჩევნებთან აქვს რაიმე კავშირი?--George Mel 19:17, 17 ივლისი 2009 (UTC)
ამ ადამიანის თავზე დიდი ღრუბელია. ძალიან დიდი. სკ-ში უჩივლეს. --George Mel 19:20, 17 ივლისი 2009 (UTC)
(მომხრე),მიუხედავა იმისა, რომ ყველა ადმინს პატივს ვცემ, მეც ვფიქრობ, რომ თუ ადმინი არ აქტიურობს ერთ თვეზე მეტი (ნუ ჯიგრულად თვეც შეიძლება ), მას უნდა ან ჩამოერთვას ადმინობის უფლება ან კი .... რავი დაბრუნებას ვერავის დავაძალებთ , ასე რომ მე ვეთანხმები გიორგის.--თემური მომწერე 20:42, 17 ივლისი 2009 (UTC)
- ცანგალასთვის თვე დასვენებაც ცოტაა --თემური მომწერე 20:42, 17 ივლისი 2009 (UTC)
ისეთი წესი არ არის, რომ ადმინისტრატორების არჩევნები წელიწადში ერთხელ ჩატარდეს. კენჭისყრა იმართება ნებისმიერ დროს, როცა ვინმე კანდიდატად იქნება წამოყენებული. ჩემი აზრით ასე სჯობს. ბიუროკრატს ევალება კენჭისყრის დახურვა (და არა გამართვა) და შედეგის მიხედვით გადაწყვეტილების მიღება (იხ. ვიკიპედია:ადმინისტრატორების არჩევნები). - Island 06:33, 18 ივლისი 2009 (UTC)
"6 თვის განმავლობაში ადმინისტრატორმა უნდა განახორციელოს არანაკლებ 100 შესწორებისა სახელთა ჩვეულებრივ სივრცეებში..." - 6 თვის განმავლობაში ჩვენი ადმინისტრატორები გაცილებით მეტს აკეთებენ, ამასთან ახალ-ახალ სტატიებს წერენ. და ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ ძაან ცოტა ადმინისტრატორი გვყავს. ყოველშემთხვევაში ადრე მე რო ვაკვირდებოდი, მათი აქტიურობით 100 რედაქტირებას მგონი დღეში აკეთებდნენ. ახლა თუ ცოტა დასვენება გადაწყვიტეს, ნამდვილად იმსახურებენ. და ეს ადმინისტრატორიბის ჩამორთვევა სადაური წესია, ან რამ მოგაფიქრა? ესენიც პრეზიდენტები ხომ არ არიან რო გადააყენოთ? :)) თვალი გადავავლე ამ ყველაფერს და ძაან გამიკვირდა საერთოდ ეს თემა რო წამოჭერით :) – Mer ® 07:04, 18 ივლისი 2009 (UTC)
- 6 თვე ცოტა დასვენება--George Mel 07:12, 18 ივლისი 2009 (UTC)
რჩეული პორტალების არჩევა
მე მგონი არასაკმარისი რაოდენობის მომხმარებელმა მიიღო მონაწილეობა. ზოგადად, სავარაუდოდ წინააღმდეგი არავინაა, მაგრამ მთავარ გვერდზე ამ რუბრიკის გატანაზე არ გვიმსჯელია. - ალ-ო @ 14:46, 24 ივლისი 2009 (UTC)
მემგონი ეს გამოკითხვა ამის "თავის თავად" თვალისწინებდა, თუმცა თუ კიდევ ერთი განხილვა გვინდა - კი ბატონო. (მომხრე)--George Mel, 14:58, 24 ივლისი 2009 (UTC)
თხოვნა
სალამი, ხომ არ იცით რაიმე ყოფილი სახელმწოფოს თარგი? დაახლოებით ასეთი --სანდრო (გ) 10:59, 21 ივლისი 2009 (UTC)
- აი თარგი:ინფოდაფა ყოფილი ქვეყანა ერთადერთი ეს არის--დათო_დათო 11:03, 21 ივლისი 2009 (UTC)
- თავის დროზე გასამართი დარჩა, გამართა ვინმემ?--George Mel, 11:05, 21 ივლისი 2009 (UTC)
- მემგონი არა, მაგრამ ზუსტად არ ვიცი--დათო_დათო 11:06, 21 ივლისი 2009 (UTC)
- ოოო, ამის გამოყენება არც ისე ადვილი იქნება --სანდრო (გ) 11:09, 21 ივლისი 2009 (UTC)
მოკლედ ადრე მქონდა ნიკი Adolf_ss მერე AD Chubo და ეხლა ეს რაც მაქვს და არ შეიძლება რომ ძველი წვლილები რაც მაქვს ამ ნიკში გამიერთიანოთ? Chubson 15:32, 8 აგვისტო 2009 (UTC)
ხარისხი თუ რაოდენობა
მომიტევეთ მაგრამ ვიკიში დამატებული ახალი სტატიების უმრავლესობის გაცნობისას, ხშირად მებადება შემდეგი სამი კითხვა:
- 1) ენციკლოპედიურ სტატიებს ვწერთ თუ განმარტებითი ლექსიკონისას?
- 2) სტატიების რაოდენობას ვანიჭებთ უპირატესობას ხარისხის ხარჯზე?
- 3) ქსე-ს ვაციფრულებთ?
მე მგონი მეტი სიღრმის მიცემაა საჭირო სტატიებისათვის. ქსე და განმარტებითი ლექსიკონი შეიძლება გამოვიყენოთ როგორც საყრდენი სიტყვარი ვიკიპედიისათვის, მაგრამ სრულიად არასაკმარისად მეჩვენება მათი სტატიების ასლების გადმოტანა და ამაზე შეჩერება. საინტერესო იქნებოდა თქვენი აზრის გაგება. --წკაპო 08:07, 1 აგვისტო 2009 (UTC)
- ზოგადად, ვისაც რა შეუძლია იმას აკეთებს. თუმცა ვიკიპედია ამ პრინციპით მოქმედებს: თავიდან ყველა "სტატიას" ესკიზის სახე აქვს -- ვიღაც შემოიტანს მცირე განმარტებას ან ესკიზს რაღაც თემაზე; მცირე (ან გარკვეული ხნის შემდეგ) ვიღაც სხვა დაამატებს კიდევ რაღაცას, გარკვეული ხნის შემდეგ კიდევ გამოჩნდება ვიღაც ვინც დაამატებს რაღაცას და დროთა განმავლობაში განმარტება სტატიად იქცევა. ამიტომ აქ საგანგაშო არაფერია. ქართულ ვიკიპედიაში ეს პროცესი გაცილებით მეტ დროს იჭერს, რედაქტორების (მოხალისეების) სიმცირის გამო. თუ გაქვთ დრო და სურვილი განავრცოთ თემა, იმოქმედეთ. - ალ-ო @ 08:17, 1 აგვისტო 2009 (UTC)
- ალექსანდრო, ზოგადად როგორ ხდება, შესანიშნავად ვიცი და თქვენი მითითება ნამდვილად არ მჭირდება სამოქმედოდ. მე მსურდა ვიკიპედიის მოხალისეთა ყურადღება მიმექცია იმ მტკივნეულ საკითხზე რაც არის ორწინადადებიანი სტატიები. გადახედეთ სტატიებს და ნახავთ, რომ მათი წილი ძალიან დიდია, თქვენ კი ნაცვლად ღირეული მსჯელობისა, დიდაქტიკითა და ღკუის დარიგებით იფარგლებით — ეს თქვენთვის არავის უთხოვია.--წკაპო 09:07, 1 აგვისტო 2009 (UTC)
- პასუხი გაგეცი შენც და ყველას ვინც ამ პოსტს ნახავს. ამ "მტკივნეულ საკითხებს" ყველა ვხედავთ და ვცდილობთ რაღაც გავაკეთოთ. ყავახანაში ამაზე ყაყანი ნაკლებ სასარგებლოა. იაზვობის ნაცვლად, თუ დრო და სურვილი გაქვს, რამე სასარგებლო გააკეთე. - ალ-ო @ 09:18, 1 აგვისტო 2009 (UTC)
- ალექსანდრო, არავინ „გეიაზვება“ და კარგი იქნება, თუ თავს მოვალედ არ ჩათვლი, ყოველ ჩემს ნაწერს უპასუხო. აშკარად არ გამოგვდის ჩვენ ურთიერთობა, ამიტომ სჯობია ვერიდოთ ერთმანეთს. -- წკაპო 13:13, 1 აგვისტო 2009 (UTC)
- პასუხი გაგეცი შენც და ყველას ვინც ამ პოსტს ნახავს. ამ "მტკივნეულ საკითხებს" ყველა ვხედავთ და ვცდილობთ რაღაც გავაკეთოთ. ყავახანაში ამაზე ყაყანი ნაკლებ სასარგებლოა. იაზვობის ნაცვლად, თუ დრო და სურვილი გაქვს, რამე სასარგებლო გააკეთე. - ალ-ო @ 09:18, 1 აგვისტო 2009 (UTC)
- გამარჯობათ, ორ სიტყვას მეც ვიტყვი. რადგანაც მომხმარებლები მცირე ვართ და არასპეციალისტები. დაცული რომ იყოს ქართული სალიტერატურო ენის ნორმები აქედან გამომდინარე ესკიზის სახით პირადადა მე შემომაქვს ქსე-დან. აგრეთვე ვეყრდნობით უცხოური პირთადა გეოგრაფიულ სახელთა ორთოგრაფიულ ლექსიკონებს. ვიმეორებ ესკიზის სახით. პირველ რიგში რასაკვირველია ხარისხია საჭირო ვიდრე რაოდენობა. მაგრამ ასე ყოველთვის არ გამოგვიგდის. ეს თითოეულმა ჩვენთაგანმა ვიცით და ამის შეხსენება ნამდვილად არ გვჭირდება მომხმარებლებს. აქ ყველანი ერთად ვმუშაობთ და ვცდილობთ მეგობრულად ვიყოთ. წკაპო თუ თბილისში ხარ შეგიძლია გაეცნო ვიკიპედია:ყავახანა/შეხვედრები. ჩემი მიზანია, რომ მომხმარებელმა გაიგოს, რომ წინაზრდილი ინგლ. Prothallium ნიშნავს. ან ხემარწყვა რომ გერმანულად Erdbeerbäume. საერთაშორისო ბმულის დახმარებით მომხმარებელმა, რომელმაც თემა იცის შეუძლია განავრცოს. „ ქსე-ს ვაციფრულებთ“ - ამ მიზნის გამო. ინტერნეტში არ არის ბევრი ინფორმაცია. ხოლო ქსე დღესდღეობით არის ის ენციკლოპედია, სადაც დაცულია ქართული სალიტერატურო ენის ნორმები. ვიტყვი იმასაც, რომ ინფორმაცია არის მოძველებული, მაგრამ ის რომ წინაზრდილი ინგლ. Prothallium ჰქვია ეს ნამდვილად შეცვლილი არ არის. მაგ. აიზეკ აზიმოვი 30 ივნისიდან დევს თარგი:მუშავდება. სტატია იწყება „გამოჩენილი ამერიკელი მწერალი აიზეკ აზიმოვი...“ ენციკლოპედიებში მაგ. ქსე-ში სტატიები ასეთი სტილით არ იწყება. სიტყვა გამოჩენილი არ არის საჭირო. იმის გამო რომ სტატიაში ეს თარგი უკვე თვეზე მეტია ჩადებულია სხვა მომხმარებელი ვერ არედაქტირებს. გთხოვთ ჩემი წერილი წაიკითხოთ იაზვობის გარეშე უბრალოდ ისეთივე გულშემატკივარი როგორც თითოეული ვიკიპედიის მომხმარებელი. მადლობა. --ცანგალა (გ) 22:16, 1 აგვისტო 2009 (UTC)
- ცანგალა, „იაზვობით წაკითხვა“ რას ნიშნავს? ახლა, რაც შეეხება აიზეკ აზიმოვსა და სტატიის დასრულების ხანგრძლივობას — სამწუხაროდ, იმაზე ბევრად ნაკლები დრო მაქვს ვიდრე მჭირდება და ამის გამო ძალიან ხშირად, რომელიმე სტატიის დასრულება ძალიან მეწელება ხოლმე, მაგრამ ამის გამო არ ვიფარგლები ორი წინადადებით, (მაგალითად ართურ_კლარკი; თუ ვიკიპედიელთა უმრავლესობა ამას სტატიას ეძახის, მაშინ მე ვიკიპედიაში არა მესაქმება რა), რომელიც საიდანღაც მითარგმნია თუ ასლად გადმომიტანია... შენი არგუმენტი, დიდად დამაჯერებელი არაა, ვიკიპედია არა თარგმნითი ლექსიკონი (თუმცაღა, ცხადია ამ ფუნქციასაც შესანიშნავად ართმევს თავს), მისი ეს უნარი მეორადია. სამწუხაროდ, არ ვარ თბილისში თორემ არ გამოვაკლდებოდი შეხვედრებს.--წკაპო 09:06, 2 აგვისტო 2009 (UTC)
- ალექსანდრო, ზოგადად როგორ ხდება, შესანიშნავად ვიცი და თქვენი მითითება ნამდვილად არ მჭირდება სამოქმედოდ. მე მსურდა ვიკიპედიის მოხალისეთა ყურადღება მიმექცია იმ მტკივნეულ საკითხზე რაც არის ორწინადადებიანი სტატიები. გადახედეთ სტატიებს და ნახავთ, რომ მათი წილი ძალიან დიდია, თქვენ კი ნაცვლად ღირეული მსჯელობისა, დიდაქტიკითა და ღკუის დარიგებით იფარგლებით — ეს თქვენთვის არავის უთხოვია.--წკაპო 09:07, 1 აგვისტო 2009 (UTC)
როგორც მივხვდი წკაპოს ის სურს, თავი დავანებოთ თუნდაც ესკიზების კეთებას და დაწერის მომენტშივე შევქმნათ სრულყოფილი სტატიები? ჩემი აზრით ეს იდეალური მდგომარეობაა, მაგრამ ყველა ხომ არ არის ყველაფერში თანაბრად კარგი?! ალსანდრომ სწორედ ამას გაუსვა ხაზი. ამიტომაც აქვს ვიკიპედიას არჩეული ამჟამინდელი კურსი:
- თავიდან ესკიზი განმარტებითი ლექსიკონის სტატიაა და მერე ენციკლოპედიური! (ენციკლოპედიაც უნივერსალური ცნობარია და მეტი არაფერი)
- სტატიების რაოდენობა ამჟამად მნიშვნელოვანია, მაგრამ რომელი ხარისხის ხარჯზე? ანუ ხარისხში რა იგულისხმება? მთავარია ესკიზიც სწორი და გადამოწმებადი იყოს, ანუ ხარისხიანი.
- ქსე არის საყრდენი ხშირ შემთხვევაში, როგორც ეს ცანგალამ აღნიშნა.
რჩეული სტატიების პროექტი იმიტომაც არსებობს, რომ ვიკიპედიელებმა ერთად იზრუნონ სტატიის გაუმჯობესებაზე. პატივისცემით --Rastrelli F 09:50, 2 აგვისტო 2009 (UTC)
- რასტრელი, ცხადია, თავიდანვე სრულყოფილი სტატიის შექმნა გადასარევი იქნებოდა, მაგრამ სამწუხაროდ ამას მოხალისეებისაგან ვერავინ მოითხოვს და არც ელის. პრობლემა იმაშია, რომ საენციკლოპედიო ერთეულს ვწერთ ორიოდე სიტყვით და იქვე ვამთავრებთ „სტატიაზე“ მუშაობას. გადახედეთ ქართული ვიკიპედიის სტატიებს, გადაჭარბება არ იქნებოდა, თუ ვიტყოდი, რომ ნახევარზე მეტი ორი წინადადებითაა შემოფარგლული. არის ასეთი ცნობარი „ალფა და ომეგა“ (ესტონეთში გამოიცემოდა), 500-იოდე გვერდში იყო მთელი სამყარო ჩატეული, თუ ამას ვაკეთებთ, ხომ უნდა ვიცოდეთ? ახლა, რაც შეეხება, ყველაფერში თაბრადკარგობას, ცხადია, ყველაფერში თანაბრად კარგი ვერავინ იქნება, მაგრამ რა სავალდებულოა მაშინ ისეთ სტატიებთან შეჭიდება, რომლებზეც წარმოდგენა არ გვაქვს? P.S. ხარისხში სტატიის სიღრმესა და ინფორმაციულობას ვგულისხმობ. --წკაპო 11:38, 2 აგვისტო 2009 (UTC)
- ამჟამად სტატიის მინიმუმი, რომ მან ესკიზად იარსებოს, არის 3 დასრულებული წინადადება. თუ ამაზე ნაკლებს წააწყდები, ან განავრცობ, ან წაშლაზე გაუშვებ (აქ არჩევანი ინდივიდუალურია). მაშინ შენი კონკრეტული წინადადება წამოაყენე, რას გვთავაზობ? ამ სამი წინადადების გაზრდას ხომ არ ფიქრობ თუნდაც? R. 12:57, 2 აგვისტო 2009 (UTC)
- არცერთ სტატიაზე არ მინახავს ესკიზის მითითება. აი რამდენიმე ორწინადადებიანი სტატია: ანსამბლი, საჩაჩხალია, ურთა, ენრიკო ფერმი, ფოტონი, ტყვია, ფობოსი, დეიმოსი. ასეთი სტატიები მოვალეობის მოხდას ჰგავს. მე სანამ სტატიის წერას დავიწყებდე, მანამ უკვე მოძიებული მაქვს მასალები და მოფიქრებული მაქვს ძირითადი ქარგა. ზოგჯერ სტატიას ჩემთვის ვწერ ფაილში და მერე გადმომაქვს ვიკიში. --წკაპო 14:13, 2 აგვისტო 2009 (UTC)
- ამჟამად სტატიის მინიმუმი, რომ მან ესკიზად იარსებოს, არის 3 დასრულებული წინადადება. თუ ამაზე ნაკლებს წააწყდები, ან განავრცობ, ან წაშლაზე გაუშვებ (აქ არჩევანი ინდივიდუალურია). მაშინ შენი კონკრეტული წინადადება წამოაყენე, რას გვთავაზობ? ამ სამი წინადადების გაზრდას ხომ არ ფიქრობ თუნდაც? R. 12:57, 2 აგვისტო 2009 (UTC)
Translatewiki.net update
- Currently 98.21% of the MediaWiki messages and 37.19% of the messages of the extensions used by the Wikimedia Foundation projects have been localised. Please help us help your language by localising and proof reading at translatewiki.net. This is the recent localisation activity for your language. Thanks, GerardM 18:59, 2 აგვისტო 2009 (UTC)
- It can take a long time before your localised messages become available here on your wiki. The LocalisationUpdate extension will make messages available within two days. We hope that it will be operational in a months time.
იუზაბილითი
ახლა ბეტას მოსინჯვა დავთანხმდი და შესავალ ტექსტში იყო ეს „გენიალური“ სიტყვა. შესაძლოა მისი შეცვლა ნამდვილი შესატყვისობით ამ ტრანსლიტერაციის ნაცვლად? --წკაპო 09:51, 7 აგვისტო 2009 (UTC)
ის ვინც ბეტას ინტერფეისი თავის დროს თარგმნა, საკმაოდ უპასუხისმგებლოდ მოიქცა. გთხოვთ, ყველას ვინც ამაში მონაწილეობას იღებთ, მეტი პასუხისმგელობით მოეკიდეთ ამ საქმეს, ან თავი შეიკავეთ. ასეთ სიმახინჯეს ჯობია ინგლისურად დარჩეს. - ალ-ო @ 15:41, 7 აგვისტო 2009 (UTC)
- ის სიტყვები რაც ქართულ ბეტა ვერსიაში უკვე ნათარგმნია, ვიქსიკონში ჯერ კიდევ ინგლისურადაა. არ შეიძლება, რომ ეს სიტყვები ყველა დობილი პროექტისათვის ერთად ითარგმნოს? თუკი ეს არ გამოვა, მაშინ ამიხსენით როგორ ვთარგმნო ეს ტერმინები ვიქსიკონისთვის? — დათო პასუხი 09:12, 8 აგვისტო 2009 (UTC)
- ტესტვიკიში გუშინ და დღეს რაც მოვასწარი შეძლებისგადვარად გავასწორე/გავაქართულე. ბმული ზემოთ მოცემული აქვს ჟერარს (წინა სექციაში). შეიხედე იქ და თუ რამე დარჩა გადათარგმნე (ოღონდ ძალიან ფრთხილად და ყურადღებით, ყველაფერი რამდენიმე დღეში ყველა ვიკიპროექტში გამოჩნდება). ეს შეტყობინებები გლობალურად ყველა პროექტისთვის ხელმისაწვდომი გახდება (მათ შორის ვიქსიკონისთვისაც). კიდევ ერთხელ გთხოვთ ყველას, კომპლექსური შეტყობინებების ზერელედ თარგმნას მოერიდეთ (ვისაც ეხება თავად უნდა მიხვდეს). - ალ-ო @ 09:22, 8 აგვისტო 2009 (UTC)
- პს: usability პირობითად ვთარგმნე როგორც "გამოყენებადობა". თუ უკეთესი ალტერნატივა მოიფიქრეთ, მომწერეთ. ასევე სხვაგანაც თუ შენიშნეთ რამე. - ალ-ო @ 09:22, 8 აგვისტო 2009 (UTC)
- სულ არაფერს ისევ „გამოყენებადობა“ სჯობია, ოღონდ ეგაა, ინგლისური კალკია. ღირს კი ახალი ტერმინის გამოგონება ან შექმნა მაშინ როცა usability-ს მნიშვნელობას თითქმის ზედმიწევნით გადმოსცემს ძირეული ქართული სიტყვა მოხერხებულობა? --წკაპო 16:39, 8 აგვისტო 2009 (UTC)
- usability მოხერხებულობას მოიცავს, მაგრამ უფრო ვრცელი ტერმინია. ა.
- მოცვით კი მოიცავს და ეგეც ვთქვი, თითქმის ზედმიწევნით-მეთქი, ისე კი აი usability-ის განმარტება (ISO 9241-11:1998(E)): usability: Extent to which a product can be used by specified users to achieve specified goals with effectiveness, efficiency and satisfaction in a specified context of use. NOTE- See Annex D for other approaches to usability. ქმედითად, მაღალი წარმადობით და კმაყოფილებითო. ჩემდათავად, ამას ნებისმიერი ქართველი მოხერხებულობას ეძახის. --წკაპო 18:12, 8 აგვისტო 2009 (UTC)
- პს: usability პირობითად ვთარგმნე როგორც "გამოყენებადობა". თუ უკეთესი ალტერნატივა მოიფიქრეთ, მომწერეთ. ასევე სხვაგანაც თუ შენიშნეთ რამე. - ალ-ო @ 09:22, 8 აგვისტო 2009 (UTC)
სახელები
სალამი ყველას, მე ერთი რამ მაინც ვერ გავიგე და ეს გასარკვევია. ჩვენ სტატიების გვაქვს ”სოფო ხალვაში” და არა ”სოფიო”, ”ქეთი მელუა” და არა ”ქეთევან”, გია ლაბაძე და არა გიორგი, გიგა ბოკერია თუ გიორგი, ნიკო ნიკოლაძე თუ ნიკოლოზი? მე ვფიქრობ, რომ ყველა სტატია პიროვნებებზე უნდა იწყებოდეს მათი ნამდვილი სახელებიდან. -- 07:52, 22 აგვისტო 2009 (UTC)
- ბიოგრაფიულ სტატიებს უნდა დაერქვას ის სახელი, რომელსაც ეს პიროვნებები იყენებენ. ის რაც პასპორტში (ან დაბ. მოწმობაში) უწერიათ აღნიშნულია სტატიის შესავალში. - ალ-ო @ 10:12, 22 აგვისტო 2009 (UTC)
ვიკიპროექტი:ესპანეთი
საერთოდ მუშაობს ვინმე ამ საქმეზე?--ჯაბა ლაბაძე 08:46, 1 სექტემბერი 2009 (UTC)
ზედა დონის სათაური პორტალებში
პორტალებს, როგორც წესი, შესავალში ბანერებს ვუკეთებთ ან აღვნიშნავთ თემის სახელს, შესაბამისად, პორტალების გვერდებზე ავტომატურად დაწერილ სათაურს "პორტალი:სახელი" ტყუილად ადგილი მიაქვს. შემომაქვს წინადადება დავმალოთ (გავაუქმოთ) ეს სათაური, რითაც ბანერი ოდნავ ზემოთ აიწევს და ზედმეტი თეთრი სივრცე და ხაზი გაქრება. მაგალითისთვის შეადარეთ ძველი მეთოდი -> პორტალი:გურია და ახალი -> პორტალი:საქართველო (ქეში გაწმინდეთ, განსხვავება რომ გამოჩნდეს). - ალ-ო @ 15:59, 14 აგვისტო 2009 (UTC)
- (მომხრე) ბანერზე თუკი პორტალის სათაური წერია, დამატებითი სათაური მართლაც არაა საჭირო. . ალბათ თითოეული პორტალისთვის ცალ-ცალკე კოდი იქნება (სადღაც) მისათითებელი, რადგან ყველა პორტალს ბანერი არ აქვს და უბანერო პორტალებს სათაური ჭირდება. — დათო პასუხი 16:04, 14 აგვისტო 2009 (UTC)
- მაგალითი შეგიძლია მოიყვანო? ვერ ვიხსენებ, რომელს არ აქვს. - ალ-ო @ 16:10, 14 აგვისტო 2009 (UTC)
- მე მგონი ყველას აქვს. (მომხრე)--თემური მომწერე 16:15, 14 აგვისტო 2009 (UTC)
(მომხრე). --George M., 16:28, 14 აგვისტო 2009 (UTC)
- თუმცა სათაურის გამეორება ბევრ პორტალშია, მაგრამ ბანერი ყველას არ აქვს. თუ ყველა პორტალისთვის შეიქმნება ბანერები, რომლებზეც წარწერა იქნება, მაშინ შეიძლება ყველა პორტალს ერთიანად მოვაშოროთ სათაურები. სხვაგვარად კი შეგვიძლია ცალ-ცალკე პორტალებს მოვაშოროთ (რომელშიც აუცილებელია). უბანერო პორტალები: პორტალი:ტექნიკა, პორტალი:ენა, პორტალი:ინტერნეტი, პორტალი:ახალი ამბები, პორტალი:ახალი ისტორია, პორტალი:ცხოველები... მგონი საკმარისია. თუკი სათაური ავტომატურად ყველა პორტალს მოეხსნება, ამ გვერდზე შემსვლელთათვის ერთგვარი გაურკვევლობა წარმოიქმნება. — დათო პასუხი 18:52, 14 აგვისტო 2009 (UTC)
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ენის პორტალში - არ ითვლება?:)--George M., 18:55, 14 აგვისტო 2009 (UTC)
- კი ბატონო. შეიძლება ენის პორტალი გამოვაკლოთ :). მაგრამ დანარჩენ პორტალებში პატარ-პატარა მინაწერებია (ინტერნეტი, ტექნიკა...) რასაც მკითხველმა შეიძლება ყურადღება არც კი მიაქციოს, ხოლო ახალი ამბების პორტალში კი საერთოდ ვერ გაერკვევი თუკი სათაური არ იქნება. P.S. ცალ-ცალკე რომ მოვაშოროთ სათაურები იმ პორტალებს, რომლებშიც იგი საჭირო არაა, ეს ტექნიკურად შეუძლებელია? მგონი რამდენიმე პორტელს მოშორდა უკვე ხომ? — დათო პასუხი 18:59, 14 აგვისტო 2009 (UTC)
- ახალი ამბების პორტალის გარდა ყველა დანარჩენში ძალიან მარტივად შეიძლება მინაწერის გაკეთება ქუდში. - ალ-ო @ 19:12, 14 აგვისტო 2009 (UTC)
- მართალია. ეგრეც შეიძლება. მაშინ ყველა უქუდო პორტალს ბანერი (ან უბანერო ქუდი) უნდა გაუკეთდეს. — დათო პასუხი 19:14, 14 აგვისტო 2009 (UTC)
- ახალი ამბების პორტალის გარდა ყველა დანარჩენში ძალიან მარტივად შეიძლება მინაწერის გაკეთება ქუდში. - ალ-ო @ 19:12, 14 აგვისტო 2009 (UTC)
ბოლო-ბოლო ბანერების გაკეთება შეიძლება =))--თემური მომწერე 19:20, 14 აგვისტო 2009 (UTC)
- (მომხრე) - მომხრე ვარ, და როგორ უნდა გაკეთდეს? ვინმეს შეუძია გურიის პორტალზე შეასწოროს?--გრიგოლ 20:27, 14 აგვისტო 2009 (UTC)
- (მომხრე) - კარგი აზრია, ამაზე მეც ვფიქრობდი პორტალი:საქართველოს ისტორია რომ ავამუშავე.--Rastrelli F 10:42, 15 აგვისტო 2009 (UTC)
- გაკეთდა - ალ-ო @ 07:42, 22 აგვისტო 2009 (UTC)