დინამო თბილისი ევროპულ ფეხბურთში

სტატიაში წარმოდგენილი ინფორმაცია ასახავს საფეხბურთო კლუბ თბილისის „დინამოს“ მიერ ევროპულ საფეხბურთო საერთაშორისო ტურნირებზე — უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა, უეფა-ს თასების მფლობელთა თასი, უეფა-ს ევროპის ლიგა — ჩატარებული ოფიციალური მატჩებისა და მათ მიერ მიღწეული შედეგების შესახებ არსებულ სტატისტიკურ მონაცემებს. აღნიშნული მონაცემები ეყრდნობა ეროვნული და საერთაშორისო საფეხბურთო ორგანიზაციებისა და შესაბამისი სტატისტიკური სამსახურების მიერ გამოქვეყნებულ მონაცემთა ბაზებს. რაც შეეხება სტატიაში წარმოდგენილ ცალკეული მატჩების შესახებ არსებულ ინფორმაციას — იგი ქართულ, საბჭოთა და ევროპული სპორტული პრესის არქივებში, აგრეთვე ინტერნეტსა თუ მსოფლიო სპორტულ მედიასივრცეში არსებულ ქრონიკალურ-დოკუმენტურ მასალებს, ავტორიტეტულ პერიოდულ გამოცემებსა და ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საყოველთაოდ აღიარებულ, სანდო და გადამოწმებად წყაროებს ეყრდნობა.

1981 წლის თასების თასის მფლობელი „დინამო“ თბილისი

უეფა-ს თასი 1972–73

რედაქტირება

1972 წლის 13 სექტემბერი — დღე, რომელიც განსაკუთრებულ თარიღად დარჩება ქართული ფეხბურთის ისტორიაში. ამ დღეს თბილისის „დინამომ“ თავისი პირველი ოფიციალური საერთაშორისო შეხვედრა გამართა. 1971 წელს თბილისელები საკავშირო პირველობაზე მესამე საპრიზო ადგილს იკავებენ, ბრინჯაოს მედლებს ეუფლებიან და რეგლამენტის მიხედვით უეფა-ს თასის გათამაშების მონაწილენი ხდებიან. კენჭისყრამ თბილისელთა მომავალ მეტოქედ ჰოლანდიური საფეხბურთო კლუბი — ენსხედეს „ტვენტე“ გამოავლინა,[1] რომელმაც „დინამოს“ მსგავსად, მესამე ადგილი დაიკავა ჰოლანდიის ეროვნულ ჩემპიონატში ამსტერდამის „აიაქსისა“ და როტერდამის „ფეიენოორდის“ შემდეგ და ასევე მოიპოვა უეფა-ს თასის გათამაშებაში მონაწილეობის უფლება.

1/32 ფინალი, პირველი მატჩი

რედაქტირება
13 სექტემბერი, 1972
დინამო (თბილისი) 3–2 ტვენტე (ენსხედე) „ლოკომოტივის“ სტადიონი, თბილისი
მაყურებელი: 35 000
მსაჯი: ე. პაპავასილიუ საბერძნეთის დროშა
გივი ნოდია გოლი 23' გოლი 53'
დავით ყიფიანი გოლი 75'
ანგარიში იან იორინგი გოლი 5' გოლი 77'
დინამო
ტვენტე
დინამო:
მეკ 1 საქართველოს სსრ–ის დროშა დავით გოგია
მცვ 2 საქართველოს სსრ–ის დროშა რევაზ ძოძუაშვილი
მცვ 3 საქართველოს სსრ–ის დროშა ვახტანგ ჭელიძე
მცვ 4 საქართველოს სსრ–ის დროშა მურთაზ ხურცილავა (კ.)
მცვ 5 საქართველოს სსრ–ის დროშა შოთა ხინჩაგაშვილი
ნახ 6 საქართველოს სსრ–ის დროშა გურამ პეტრიაშვილი
ნახ 7 საქართველოს სსრ–ის დროშა მანუჩარ მაჩაიძე
ნახ 8 საქართველოს სსრ–ის დროშა კახი ასათიანი
თავ 9 საქართველოს სსრ–ის დროშა ვლადიმერ გუცაევი შეცვლაზე გამოყვანა 63 წუთის შემდეგ 63'
თავ 10 საქართველოს სსრ–ის დროშა გივი ნოდია
თავ 11 საქართველოს სსრ–ის დროშა დავით ყიფიანი
შეცვლები:
თავ 15 საქართველოს სსრ–ის დროშა ლევან ნოდია შეცვლაზე შესვლა after 63 წუთი 63'
მწვრთნელი:
რსფსრ-ის დროშა გავრილ კაჩალინი
ტვენტე:
მეკ 7 ნიდერლანდების დროშა პიტ სხრეივერსი
მცვ 2 ნიდერლანდების დროშა კეეს ვან ირსელი
მცვ 20 ნიდერლანდების დროშა ეპი დროსტი (კ.)
მცვ 1 ნიდერლანდების დროშა ვილემ დე ვრისი
მცვ 8 ნიდერლანდების დროშა კალე ორანენი
ნახ 14 ნიდერლანდების დროშა ედი ახტერბერგი
ნახ 7 ნიდერლანდების დროშა კიკ ვან დერ ვალი
ნახ 16 ნიდერლანდების დროშა ვილი ვან დე კერკჰოფი შეცვლაზე გამოყვანა 46 წუთის შემდეგ 46'
თავ 11 ნიდერლანდების დროშა რენე ვან დე კერკჰოფი
თავ 9 ნიდერლანდების დროშა იან იორინგი
თავ 10 ნიდერლანდების დროშა თეო პალპლაცი შეცვლაზე გამოყვანა 70 წუთის შემდეგ 70'
შეცვლები:
ნახ 18 ნიდერლანდების დროშა რენე ნოტენი შეცვლაზე შესვლა after 46 წუთი 46'
მცვ 5 ნიდერლანდების დროშა ბენო ჰუვე შეცვლაზე შესვლა after 70 წუთი 70'
მწვრთნელი:
ლუქსემბურგის დროშა ანტუან კონი

დინამოელები არ იცნობდნენ ჰოლანდიის ამ პატარა ქალაქის ფეხბურთელებს და ცხადია, მათთვის უცნობი იყო მეტოქის ძლიერი და სუსტი მხარეები. ეს გარემოება აძნელებდა თამაშისთვის კონკრეტული გეგმის შემუშავებას. ასე რომ, ამოცანა მხოლოდ ზოგადად განსაზღვრეს — რაც შეიძლება დიდი ანგარიშით მოეგოთ შინ, თანაც საკუთარ კარში ბურთი არ გაეშვათ. ისიც გასათვალისწინებელი იყო, რომ მეტოქის მინდორზე გატანილი ბურთი „ძვირად ფასობდა“.[2]

სინამდვილეში ყველაფერი სხვანაირად მოხდა. უკვე მე-5 წუთზე ჰოლანდიელებმა გამოიყენეს „დინამოს“ მცველთა შეცდომა და ანგარიში გახსნეს. მაგრამ სტუმრების წარმატება თითქოს ამით ამოიწურა. ტექნიკური მოთამაშეებისგან შემდგარი „ტვენტე“ დინჯად თამაშობდა და დინამოელებს აშკარად ჩამოუვარდებოდა სისწრაფესა და ფიზიკურ მომზადებაში. სწორედ ეს ფაქტორები გამოდგა გადამწყვეტი — პირველი ტაიმის დანარჩენი მონაკვეთი და მთელი მეორე ტაიმი ჩატარდა თბილისელთა უპირატესობით, რომლებმაც სამი ბურთის გატანა შეძლეს, თანაც რამდენიმე ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენეს. ყველაფერი რიგზე იქნებოდა დინამოელებს საქმე მოთავებულად რომ არ ჩაეთვალათ, მაგრამ მათ ნაადრევად შეანელეს აქტივობა და ჰოლანდიელებს კიდევ ერთი გოლის გატანის საშუალება მისცეს. ამან მნიშვნელოვნად გაართულა სიტუაცია განმეორებითი მატჩის წინ.

წინასწარ რომ გვცოდნოდა ამ გუნდის ავ-კარგი, — თქვა მატჩის შემდეგ დინამოელთა უფროსმა მწვრთნელმა გავრილ კაჩალინმა — თამაშს სულ სხვაგვარად ავაგებდით. „ტვენტესთან“ თამაშმა ნათლად დაგვანახა ჩვენი გუნდის ზოგიერთი სისუსტე, რომელთა აღმოფხვრას განმეორებით შეხვედრაში შევეცდებით.[3]

ამ ისტორიული მატჩის შესახებ საყურადღებოა ამონარიდი ჟურნალისტ ა. მხეიძის გაზეთ „ლელოში“ 1972 წლის 14 სექტემბერს გამოქვეყნებული სტატიიდან[4] — „უეფა-ს თასზე“.

ვიკიციტატა
„...უეფა-ს თასის გათამაშება ერთ-ერთი ავტორიტეტული ტურნირია და ამდენად, თბილისის „დინამოს“ დებიუტი ოფიციალურ საერთაშორისო შეჯიბრებაში ფეხბურთის მოყვარულთა უზომო ინტერესს იწვევდა.
დინამოელები მინდორზე საბრძოლო შემადგენლობით გამოვიდნენ და მაყურებელი სამართლიანად მოითხოვდა მათგან უმაღლესი კლასის თამაშს. გულახდილად უნდა ვაღიაროთ, რომ გამარჯვების მიუხედავად, თბილისელთა თამაშმა მაყურებელი ვერ აღაფრთოვანა.
თავი დავანებოთ იმას, რომ დინამოელებმა ვერ გამოიყენეს მეტოქის კარის აღების რამდენიმე კარგი შანსი. შეიძლებოდა დავკმაყოფილებულიყავით ჰოლანდიელთა კარში გატანილი სამი გოლით, მაგრამ შეშფოთებას იწვევს დაცვის სუსტი, მოუქნელი თამაში. მეტოქეთა მიერ გატანილი ორი ბურთი მთლიანად მცველთა ნამუსზეა. მეკარის შესანიშნავ თამაშს უნდა ვუმადლოდეთ, რომ ჩვენს კარში მეტი ბურთი არ აღმოჩნდა.
ასევე უნიათოდ გამოიყურებოდა ნახევარდაცვაც. თავდასხმაში საუკეთესო იყო გ. ნოდია. საქმე მარტო ის როდი გახლავთ, რომ მან ორი ბურთი გაიტანა. აღსანიშნავია ის დაუღალავი მონდომებული თამაში, რითაც ნოდია მუდამ გამოირჩევა. ამ მატჩში მან დრიბლინგის მაღალი ოსტატობაც გამოავლინა.
დინამოელთა თამაშში არ იგრძნობოდა მათთვის ჩვეული მაღალი ტემპი, სწორედ ეს დუნე თამაში გახლდათ, ჩვენი აზრით, მათი ერთ-ერთი ტაქტიკური შეცდომა, რამაც მნიშვნელოვანწილად განაპირობა მატჩის შედეგი.
ბურთები კი ასე გავიდა: მე-4 წუთზე სტუმრებმა კუთხური ჩამოაწოდეს და იორინგმა თავური დარტყმით ანგარიში გახსნა. 22-ე წუთზე გ. ნოდიამ კარგად შეარჩია ადგილი და ანგარიში გაქვითა. 52-ე წუთზე იმავე ნოდიამ ბრწყინვალე დარტყმით მეორე გოლი გაიტანა. 75-ე წუთზე ლ. ნოდიამ კარის გასწვრივ ჩააწოდა ბურთი და ყიფიანმა მესამედ აიღო ჰოლანდიელთა კარი. 2 წუთის შემდეგ კი სტუმრებმა ისარგებლეს დინამოელთა მცველების შეუთანხმებელი მოქმედებით და ანგარიშში სხვაობა შეამცირეს.“

კლუბის ყველაზე დიდ მიღწევად დღემდე რჩება 1981 წელს ევროპის თასების მფლობელთა თასის მოპოვება. ამ გათამაშების ფინალში მან აღმოსავლეთ გერმანული იენის „კარლ ცაისი“ დაამარცხა ანგარიშით 2–1.

კლუბს თავის ისტორიაში შთამბეჭდავი გამარჯვებები აქვს მოპოვებული ევროპული ფეხბურთის გრანდებთან. მათ შორის აღსანიშნავია ინგლისური „ლივერპულის“,[5][6] „ვესტ ჰემის“,[7][8] უელსის „კარდიფ სიტის“,[9] ნიდერლანდების „ფეიენოორდის“, იტალიის „ნაპოლისა“[10][11] და „ინტერის“ დამარცხება.[12][13]

რაც შეეხება სხვა საერთაშორისო შეხვედრებს — ქვემოთ მოყვანილია თბილისის „დინამოს“ მიერ ევროთასებზე გამართული მატჩების ჩამონათვალი.

ევროთასებზე გამართული მატჩების სტატისტიკა

რედაქტირება
მოგება
ფრე
წაგება
სეზონი შეჯიბრება რაუნდი მეტოქე გუნდი შინ სტ. წყარო
1972–73 უეფა-ს თასი 1/32   ტვენტე 3–2 0–2 [14][15]
1973–74 უეფა-ს თასი 1/32   სლავია სოფია 4–1 0–2 [16][17][18][19]
1/16   ოფკ ბელგრადი 3–0 5–1 [20][21][22][23]
1/8   ტოტენჰემ ჰოტსპური 1–1 1–5 [24][25]
1976–77 ევროპის თასების თასი 1/16   კარდიფ სიტი 3–0 0–1
1/8   მტკ ბუდაპეშტი 1–4 0–1
1977–78 უეფა-ს თასი 1/32   ინტერი მილანი 0–0 1–0 [13][26][27][28]
1/16   კბ კოპენჰაგენი 2–1 4–1
1/8   გრასჰოპერი ციურიხი 1–0 0–4
1978–79 უეფა-ს თასი 1/32   ნაპოლი 2–0 1–1 [29][30][31][32]
1/16   ჰერტა ბერლინი 1–0 0–2
1979–80 ევროპის ჩემპიონთა თასი 1/16   ლივერპული 3–0 1–2 [33][34]
1/8   ჰამბურგი 2–3 1–3
1980–81 ევროპის თასების თასი 1/16   კასტორია 2–0 0–0
1/8   უოტერფორდი 4–0 1–0
1/4   ვესტ ჰემ იუნაიტედი 0–1 4–1 [35][36]
1/2   ფეიენოორდი 3–0 0–2
ფინალი
  კარლ ცაისი 2–1
1981–82 ევროპის თასების თასი 1/16   გრაცერი 2–0 2–2
1/8   ბასტია 3–1 1–1
1/4   ლეგია ვარშავა 1–0 1–0
1/2   სტანდარდი ლიეჟი 0–1 0–1
1982–83 უეფა-ს თასი 1/32   ნაპოლი 2–1 0–1
1987–88 უეფა-ს თასი 1/32   ლოკომოტივი სოფია 3–0 1–3
1/16   ვიქტორია ბუქარესტი 0–0 2–1
1/8   ვერდერი 1–1 1–2
1993–94 უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა 1Q   ლინფილდი 2–1 1–1
1994–95 უეფა-ს თასი 1Q   უნივერსიტეტი კრაიოვა 2–0 2–1
1/32   ტიროლი ინსბრუკი 1–0 1–5
1995–96 უეფა-ს თასი 1Q   ბოტევი 0–1 0–1
1996–97 უეფა-ს თასი 1Q   გრევენმახერი 4–0 2–2
2Q   მიოლდე 2–1 0–0
1/32   ტორპედო მოსკოვი 1–1 1–0
1/16   ბოავიშტა 1–0 0–5
1997–98 უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა 1Q   ქრუსეიდერსი 5–1 3–1
2Q   ბაიერი ლევერკუზენი 1–0 1–6
1997–98 უეფა-ს თასი 1/32   სლავია მოზირი 1–0 1–1
1/16   ბრაგა 0–1 0–4
1998–99 უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა 1Q   ვლაჟნია 3–0 1–3 [37]
2Q   ატლეტიკი ბილბაო 2–1 0–1 [38]
1998–99 უეფა-ს თასი 1/32   ვილემი II 0–3 0–3 [39]
1999–00 უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა 2Q   ზიმბრუ 2–1 0–2 [40]
2000 ინტერტოტოს თასი 1Q   სტანდარდი 2–2 1–1
2001–02 უეფა-ს თასი 1Q   ბატე ბორისოვი 2–1 0–4
2002–03 უეფა-ს თასი 1Q   ტვმკ ტალინი 4–1 1–0
2Q   სლოვანი ლიბერეცი 0–1 2–3
2003–04 უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა 1Q   ტირანა 3–0 0–3
2004–05 უეფა-ს თასი 1Q   ბატე ბორისოვი 1–0 3–2
2Q   სლავია პრაღა 2–0 1–3
3Q   ვისლა კრაკოვი 2–1 3–4
ჯგუფური   სოშო 0–2
X
ჯგუფური   ნიუკასლ იუნაიტედი
X
0–2
ჯგუფური   სპორტინგი ლისაბონი 0–4
X
ჯგუფური   პანიონიოსი
X
2–5
2005–06 უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა 1Q   ლევადია ტალინი 2–0 0–1
2Q   ბრონდბიუ 0–2 1–3
2006 ინტერტოტოს თასი 1Q   კილიკია 3–0 5–1
2Q   რიდი 0–1 1–3
2007–08 უეფა-ს თასი 1Q   ვადუცი 2–0 0–0
2Q   რაპიდი ვენა 0–3 0–5
2008–09 უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა 1Q   ნსი რუნავიკი 3–0 0–1
2Q   პანათინაიკოსი 0–0 0–3
2009–10 უეფა-ს ევროპის ლიგა 2Q   მეტალურგი ლიეპაია 3–1 1–2
3Q   ცრვენა ზვეზდა 2–0 2–5
2010–11 უეფა-ს ევროპის ლიგა 1Q   ფლორა ტალინი 2–1 0–0
2Q   ევლე 2–1 2–1
3Q   შტურმი გრაცი 1–1 0–2
2011–12 უეფა-ს ევროპის ლიგა 1Q   მილსამი 2–0 3–1
2Q   ლანელი 5–0 1–2
3Q   რეიკიავიკი 2–0 4–1
ფლეი-ოფი   აეკი ათენი 1–1 0–1
2013–14 უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა 2Q   სტრეიმური 6–1 3–1
3Q   სტიაუა ბუქარესტი 0–2 1–1
2013–14 უეფა-ს ევროპის ლიგა ფლეი-ოფი   ტოტენჰემ ჰოტსპური 0–5 0–3
2014–15 უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა 2Q   აქტობე 0–1 0–3
2015–16 უეფა-ს ევროპის ლიგა 1Q   გაბალა 2–1 0–2
2016–17 უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა 2Q   ალაშკერტი 2–0 1–1
3Q   დინამო ზაგრები 0–1 0–2
2016–17 უეფა-ს ევროპის ლიგა ფლეი-ოფი   პაოკი 0–3 0–2
2018–19 უეფა-ს ევროპის ლიგა 1Q   დუნაისკა სტრედა 1–2 1–1
2019–20 უეფა-ს ევროპის ლიგა 1Q   ენგორდანი 6–0 1–0
2Q   გაბალა 3–0 2–0
3Q   ფეიენოორდი 1–1 0–4

ლიტერატურა

რედაქტირება

პერიოდიკა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
თემატური საიტები
Association of Football Statisticians · Global Sports Archive · Footballfacts.ru · Klisf.net · Soccerway · Transfermarkt · WorldFootball.net

კომენტარები

რედაქტირება
  1. „დინამო“ (თბილისი) 3:2 „ტვენტე“ (ენსხედე) // fcdinamo.ge
  2. აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, დ., 1981, გვ. 27
  3. აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, დ., 1981, გვ. 28
  4. უეფა-ს თასზე / „დინამო“ (თბილისი) – „ტვენტე“ (ენსხედე) 3:2
  5. ლივერპული - დინამო 2:1/დინამო - ლივერპული 3:0 YouTube-ზე
  6. Dinamo Tbilisi 3–0 Liverpool
  7. Alvin Martin: 'Scousers and cockneys get on. It's the mickey-taking
  8. My Life in Football
  9. Dinamo Tbilisi 3–0 Cardiff City
  10. დინამო (თბილისი) 2:0 ნაპოლი (ნეაპოლი) // msy.gov.ge
  11. იყო დრო „დინამო“ „ნაპოლის“ 2:0-ს უგებდა... // lelo.ge
  12. მანუჩარ მაჩაიძე — ფეხბურთის რაინდი, დიდოსტატი, იღბლიანი კაპიტანი
  13. 13.0 13.1 «Интернационале» (Милан) 0–1 «Динамо» (Тбилиси) // klisf.net
  14. «Динамо» (Тбилиси) 3–2 «Твенте» (Энсхеде, Нидерланды)
  15. Твенте» (Энсхеде, Нидерланды) 2–0 «Динамо» (Тбилиси)
  16. «Динамо» (Тбилиси) 4–1 «Славия» (София, Болгария)
  17. UEFA Cup 1973–74
  18. «Славия» (София, Болгария) 2–0 «Динамо» (Тбилиси)
  19. 1973–74 UEFA Cup. First round (All matches)
  20. «Динамо» (Тбилиси) 3–0 «ОФК» (Белград, Югославия)
  21. Статистика встреч «ОФК» (Белград, Югославия) – «Динамо» (Тбилиси)
  22. «ОФК» (Белград, Югославия) 1–5 «Динамо» (Тбилиси)
  23. 1973–74 UEFA Cup. (All matches)
  24. «Динамо» (Тбилиси) 1–1 «Тоттенхэм Хотспур» (Лондон, Англия)
  25. «Тоттенхэм Хотспур» (Лондон, Англия) 5–1 «Динамо» (Тбилиси)
  26. Inter 0–1 Dinamo Tbilisi
  27. Dinamo Tbilisi 0–0 Inter
  28. Internazionale 0–1 Dinamo Tbilisi
  29. «Динамо» (Тбилиси) 2–0 «Наполи» (Неаполь)
  30. Napoli 1–1 Dinamo Tbilisi
  31. „ნაპოლი“ (ნეაპოლი) 1:1 „დინამო“ (თბილისი)
  32. Dinamo Tbilisi 2–0 Napoli
  33. «Динамо» (Тбилиси) 3–0 «Ливерпуль» (Ливерпуль)
  34. Dinamo Tbilisi 3–0 Liverpool
  35. West Ham United 1–4 Dinamo Tbilisi
  36. West Ham United 1–4 Dinamo Tbilisi
  37. UEFA Champions' League 1998-99
  38. UEFA Champions' League 1998-99
  39. UEFA Cup 1998-99
  40. UEFA Champions League 1999-2000