Porcupine Tree (ინგლ. მაჩვზღარბას ხე) — ინგლისური როკ-ჯგუფი, რომელიც 1987 წელს ჩამოაყალიბა სტივენ უილსონმა. მათი მუსიკა მოიცავს არა მხოლოდ პროგრესულ როკს, არამედ პროგრესულ მეტალს, აგრეთვე ფსიქოდელიურ და სპეის როკს. ჯგუფზე დიდი გავლენა იქონიეს ტრანსის ჟანრის, ემბიენტისა და კრაუტროკის მუსიკალურმა ჩანაწერებმა.[8] 2000-იანი წლებიდან მათი მუსიკალური მიმართულება იხრება პროგრესული მეტალის მხარეს.

Porcupine Tree

Porcupine Tree-ს გამოსვლა მადრიდში, ესპანეთი, 2008. რიჩარდ ბარბიერი (მარცხნივ), სტივენ უილსონი, გევინ ჰარისონი (დასარტყმელი საკრავები) და კოლინ ედვინი
ბიოგრაფია
წარმოშობა ჰემელ ჰემფსტედი, ჰერტფორდშირი, ინგლისი.
ჟანრ(ებ)ი
აქტიური
  • 1987–2010[7]
  • 2010–2021 (პერიოდულად)
  • 2021–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
წევრები
ყოფილი წევრები
საიტი porcupinetree.com
Porcupine Tree ვიკისაწყობში

მეათე ალბომ The Incident-ის გამოცემის შემდეგ ჯგუფმა შეწყვიტა აქტიურობა. უილსონმა ყურადღება გაამახვილა თავის სოლო კარიერაზე. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფი ფორმალურად არ დაშლილა, კონკრეტული აღდგენის გეგმები არ აქვს, ვინაიდან ყველა წევრი მუშაობს ცალკე პროექტებზე, ხოლო უილსონი 2015 წლის ჩათვლით დაკავებულია სოლო შემოქმედებით.

წარმოშობა (1987–1990)

რედაქტირება

Porcupine Tree-მ არსებობა დაიწყო, როგორც პაროდიულმა თანამშრომლობამ სტივენ უილსონისა და მალკოლმ სტოქსის მონაწილეობით. თავდაპირველად მათი მუსიკა განიცდიდა პინკ ფლოიდის მსგავსი ფსიქოდელიური და პროგრესული როკი გავლენას და დუეტმა გადაწყვიტა, შეექმნა გამოგონილი ჯგუფი The Porcupine Tree. მათ მოიფიქრეს ჯგუფის წევრთა გამოგონილი ბიოგრაფიები და ხანგრძლივი ისტორია, რომელიც შეიცავდა 1970-იან წლებში როკ-ფესტივალზე შეხვედრისა და ჯგუფის წევრთა ციხეში პატიმრობის გამოგონილ ფაქტებს. საკუთარი ტექნიკის შეძენის შემდეგ უილსონმა გადაწყვიტა ამ ისტორიების ხორცშესხმა და მუსიკის ჩაწერა.[9] მიუხედავად იმისა, რომ სტოქსმა პროექტის ჩანაწერებს საკუთარი ვოკალი და ექსპერიმენტული გიტარა დაამატა, მისი როლი ძირითადად დრო და დრო სხვადასხვა იდეით შემოიფარგლებოდა, ხოლო მასალის დიდი ნაწილი დაიწერა, ჩაიწერა, შესრულებული და ნამღერი იქნა უილსონის მიერ.

ამ პერიოდში Porcupine Tree იყო უფრო მეტად ხუმრობა და პირადი გასართობი, ვინაიდან უილსონი მუშაობდა სხვა პროექტზეც, No-Man, რომელშიც ბრიტანელი ვოკალისტი და სიმღერების ავტორი ტიმ ბოუნესი შედიოდა. თუმცა 1989 წლისათვის მან იგრძნო, რომ Porcupine Tree-ს მუსიკაში კომერციულობის პოტენციალი იყო. მან შეადგინა 80 წუთიანი აუდიოკასეტა, რომელსაც Tarquin's Seaweed Farm ეწოდა. იგი Porcupine Tree-ს სახელით იქნა წარდგენილი.[10] კვლავ სახუმარო ტონით უილსონმა შექმნა კასეტის 8 გვერდიანი დამატება, რომელშიც განმარტებული იქნა ჯგუფის ისტორია, სადაც აგრეთვე ნახსენები იყო რამდენიმე წევრი - სერ ტარკუინ ანდერსპუნი და ტიმოთი ტედპოულ-ჯონსი.[11]

Tarquin's Seaweed Farm-ის რამდენიმე ასლი უილსონმა გაუგზავნა მათ, ვინც მისი აზრით, დაინტერესებული იქნებოდა ამ ჩანაწერით. ნიკ სელომენის, საკულტო ბრიტანელი გიტარისტის მითითებით (რომელიც უფრო მეტად ცნობილი იყო, როგორც The Bevis Frond) სტივენმა ერთ-ერთი ასლი გაუგზავნა რიჩარდ ალენს, ბრიტანული ჟურნალის Encyclopaedia Psychedelica ერთ-ერთ ავტორს და ბრიტანული ფსიქოდელიური გერიჯ-როკ ჟურნალ Freakbeat-ის თანარედაქტორს. ალენმა ჩანაწერი ორივე ჟურნალში მიმოიხილა. მიუხედავად იმისა, რომ მასალის დიდი ნაწილი არ მოეწონა, მან უილსონის ნაშრომი დადებითი მიმოხილვით წარადგინა. რამდენიმე თვის შემდეგ მან უილსონი მოიწვია ორმაგი ალბომის A Psychedelic Psauna ჩაწერაზე - უკანასკნელს ადგენდნენ მუსიკალური ლეიბლის Delerium დაარსების აღსანიშნავად. ალენი მომავალში, 2004 წლის ჩათვლით Porcupine Tree-ს მენეჯერად, პრეს-აგენტად და პრომოუტერად იქცა. მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჯგუფის ისტორიაში, როდესაც ალბომის The Sky Moves Sideways შემდეგ მათმა წარმატებამ იკლო. ამასობაში უილსონი მუშაობდა ახალ მასალაზე. 1990 წელს მან გამოსცა The Love, Death & Mussolini E.P. - სულ 10 ასლის ოდენობით.[9] იგი ძალიან იშვიათ და საკოლექციო ჩანაწერად იქცა. მასში შეტანილი იქნა იმ დროისთვის გამოუცემელი 9 კომპოზიცია, რომელიც Porcupine Tree-ს მეორე ალბომის შესახებ შთაბეჭდილებას ქმნიდა. მოგვიანებით, იმავე წელს, უილსონმა გამოსცა მეორე კასეტა The Nostalgia Factory, რომელმაც ჯგუფის ანდერგრაუნდელ მსმენელთა რაოდენობა გაზარდა, თუმცა ამ ეტაპზე პროექტი კვლავ 1970-იანი წლების ჯგუფის იმიჯს ატარებდა. ამრიგად Porcupine Tree მთლიანად სოლო პროექტი იყო, სტოქსი კი სხვა საქმიანობით დაკავდა.

Delerium-ის წლები (1991–1997)

რედაქტირება

On the Sunday of Life...

რედაქტირება

ლეიბლმა Delerium კრებულზე A Psychedelic Psauna გამოსცა Porcupine Tree-ს სიმღერა „Linton Samuel Dawson“. გარდა ამისა, მათივე ინიციატივით Tarquin's Seaweed Farm და The Nostalgia Factory ხელახლა გამოიცა აუდიოკასეტების სახით. 200 ასლი გაიყიდა ჟურნალ Freakbeat (რომლის ორი რედაქტორი ლეიბლის დამაარსებელი იყო) საფოსტო შეკვეთების The Freak Emporium სისტემით. მალე ჯგუფი ბრიტანეთის იმ პერიოდის ანდერგრაუნდული ფსიქოდელიური სცენის ახალ და იდუმალ პროექტად იქცა.

მალე Delerium-მა უილსონი მიიწვია კონტრაქტის გასაფორმებლად. ამის შემდეგ პირველი გამოცემა იყო 1992 წლის On the Sunday of Life..., რომელიც გამოვიდა გრამფირფიტებსა და CD-ზე. ეს იყო ორი კასეტისგან შედგენილი კრებული. ალბომის სათაური ლეიბლის დამაარსებელ რიჩარდ ალენს ეკუთვნოდა - მან იგი უცნაური სათაურების ვრცელი სიიდან აირჩია. თავდაპირველ ფირებზე შეტანილი მუსიკის ნაწილი მოხვდა კრებულში Yellow Hedgerow Dreamscape.[9]

1992 წელს Delerium-მა On the Sunday of Life... გამოსცა 1000 ასლის ოდნეობით, სპეციალური შეფუთვით. იგი საკმაოდ კარგად იყიდებოდა, განსაკუთრებით იტალიაში. მოგვიანებით იგი მცირე რაოდენობით გრამფირფიტებზე გამოიცა და დრო და დრო იბეჭდებოდა CD-ზე. ალბომში შეტანილია „Radioactive Toy“, რომელიც ხშირად სრულდება ჯგუფისა და თავას უილსონის სოლო კონცერტებზე. 2000 წლისთვის On the Sunday of Life... 20.000-ზე მეტი ასლის სახით გაიყიდა.[10] თავდაპირველად დაგეგმილი იყო მისი ოთხმაგი გრამფირფიტისა და ორმაგი CD-ის სახით დაბეჭდვა, მაგრამ უილსონის თანახმად, გადაწყდა საუკეთესო სიმღერების არჩევა და ერთ დისკიანი ვერსიის გამოცემა. 2004 წელს უილსონმა იმუშავა სამივე ფირის რემიქსზე, რომელიც მეგობრებისთვის და ოჯახის წევრებისთვის გავრცელდა, სათაურით Footprints: Cassette Music 1988-1992.

ჯგუფის მზარდი წარმატების პერიოდში ბრიტანეთში წარმატებით სარგებლობდა უილსონის კიდევ ერთი პროექტი, No-Man, რასაც მოჰყვა უკანასკნელის კონტრაქტი კომპანიებთან One Little Indian Records, Hit & Run (ბრიტანეთი) და Epic 440/Sony (აშშ). No-Man-ის წარმატების შემდეგ უილსონმა ჩვეული საქმიანობა მიატოვა და თავი მთლიანად მუსიკას მიუძღვნა.

1993 წლის მაისში გამოვიდა Porcupine Tree-ს მეორე ალბომი Up the Downstair, რომელიც ასევე იყო დაგეგმილი ორმაგი დისკის სახით, მაგრამ შემოკლდა. მეორე დისკზე უნდა შეეტანათ მთლიანად „Voyage 34“, მაგრამ მოგვიანებით მისი სინგლის სახით დაბეჭდვა გადაწყდა. ალბომმა მაღალი შეფასებები მიიღო. Melody Maker მას „ფსიქოდელიურ შედევრს“ უწოდებდა და წლის ერთ-ერთ ალბომს.[12] მასში გაგრძელდა ელექტრონული მუსიკისა და როკის აღრევა. დამატებითი მუსიკოსების სახით მასზე მუშაობდნენ რიჩარდ ბარბიერი (Japan) და კოლინ ედვინი, ჯგუფის მომავალი მუდმივი წევრები.

1993 წლის ნოემბერში Voyage 34 გამოვიდა 12" სინგლზე, რომელზეც Astralasia-ს მიერ შექმნილი მისი რემიქსი იყო წარმოდგენილი. ალბომი მოხვდა NME-ს ინდი-ჩარტში, სადაც ექვსი კვირის მანძილზე იმყოფებოდა და რადიო ეთერში როტაციის გარეშეც იქცა ანდერგრაუნდული ჩილ-აუტის კლასიკად.[10]

Porcupine Tree-ს წარმატების გამო უილსონს სურდა მისი საკონცერტო გამოსვლებში განვრცობა. 1993 წლის დეკემბერში Porcupine Tree იქცა საკონცერტო კოლექტივად, რომელშიც სტივენ უილსონი უკრავდა გიტარაზე და ასრულებდა ვოკალს, კოლინ ედვინი ბას-გიტარის პარტიებს ასრულებდა, კრის მეიტლენდი დასარტყმელი საკრავებზე იყო, ხოლო რიჩარდ ბარბიერი კლავიშებიან საკრავებზე უკრავდა.[13]

მუსიკალური ნაწყვეტები:

ჯგუფის სამივე ახალი წევრი უილსონთან ერთად წინა წლებშიც თანამშრომლობდა. ბარბიერი და მეიტლენდი No-Man-ის ტურნეების პერსონალში შედიოდნენ. ჯგუფის პირველი საკონცერტო ალბომი Spiral Circus ჩაწერილი იქნა ახალი შემადგენლობით. მასში აგრეთვე შეტანილი იქნა BBC Radio One-ისთვის მომზადებული ჩანაწერი, მარკ რედკლიფის სესიიდან.

Porcupine Tree-ს შემდეგი ალბომი მხოლოდ 1995 წელს გამოჩნდა, მაგრამ მას წინ უსწრებდა EP Moonloop, რომლის უკანასკნელი ორი სიმღერა ჩაწერილი იქნა შემდეგ ალბომზე მუშაობისას და წარმოადგენდა პროექტის პირველ სტუდიურ ჩანაწერებს ახალი შემადგენლობით. 1995 წელს გამოვიდა ალბომი The Sky Moves Sideways, რომელმაც წარმატება მოიპოვა პროგრესული როკის მსმენელებში. Porcupine Tree-ს უწოდეს 1990-იანი წლების პინკ ფლოიდი. უილსონი მოგვიანებით ამაზე ნანობდა: „ვერაფერს გავეწყობი. დიახ, The Sky Moves Sideways-ის პერიოდში პინკ ფლოიდის მოყვარულები, რომლებიც უსმენენ ჯგუფს, რომელიც აღარ უშვებს ალბომებს, საკმარისზე მეტად დავაკმაყოფილე. მეტიც, ვნანობ ამაზე.“[9]

The Sky Moves Sideways წარმოადგენდა ხმოვანი ფონებისა და ემბიენტური როკის ექსპერიმენტს, მაგრამ ამავე დროს იყო გარდამავალი ნამუშევარი. მისი ნახევარი ჩაიწერა ჯგუფის საბოლოო შემადგენლობის ჩამოყალიბებამდე, ხოლო მეორე - უფრო მოგვიანებით. ალბომის ძირითად ნაწილს იკავებდა 35 წუთიანი სასათაურო სიმღერა. იგი თავიდან დაიგეგმა, როგორც ერთი გადაბმული კომპოზიცია, რომელიც დაიკავებდა მთლიან ალბომს. ნომერი მოხვდა NME-ს, Melody Maker-ს და Music Week-ის ჩარტებში.[10] EP Moonloop-თან ერთად, იგი იყო Porcupine Tree-ს პირველი მუსიკალური ჩანაწერილი, გამოცემული მთლიანად ამერიკის ტერიტორიაზე 1995 წლის შემოდგომაზე. მან მიიქცია პრესის ყურადღება მსოფლიოს მასშტაბით. იმ წელს ჯგუფი გამოვიდა კონცერტებით ბრიტანეთში, ნიდერლანდებში, იტალიაში და საბერძნეთში.

Porcupine Tree ნაწილობრივ უკმაყოფილო იყო იმით, რომ The Sky Moves Sideways იყო ნახევრად სოლო და ნახევრად ჯგუფის ერთობლივი ალბომი, ამიტომ დაიწყო მუშაობა სრული შემადგენლობის პირველ ნამდვილ ჩანაწერზე. უილსონი აღიარებდა, რომ „ყოველთვის უყვარდა როკ-ჯგუფის იდეა“, ვინაიდან „ჯგუფებს აქვთ მომხიბლველობა, სანდომიანობა და ის რომანტიკა, რომელიც არ აქვთ სოლო პროექტებს.“[8] Porcupine Tree შემდეგი წლის მანძილზე სპორადულად მუშაობდა უფრო მკვეთრი და ამბიციური როკ-ჟღერადობის შემუშავებაზე.

მუსიკალური ნაწყვეტები:
 
სტივენ უილსონი Strawberry Fair-ზე, კემბრიჯი, 1997.

ჯგუფის პირველი ნამდვილი სინგლის „Waiting“ (რომელიც ბრიტანეთის ყველა ინდი-როკ ჩარტში და ზოგადად ეროვნულ ჩარტებში მოხვდა) გამოცემის შემდეგ 1996 წლის სექტემბერში გამოვიდა ალბომი Signify. ეს იყო ინსტრუმენტული და უფრო მეტად სიმღერებზე ორიენტირებული მელოდიების ნარევი, სხვადასხვა როკ და ავანგარდული სტილით, როგორიც არის კრაუტროკი. [14] უილსონმა გამოხატა მოწონება ალბომის მიმართულებით, აღნიშნა რა, რომ „Every Home Is Wired“-ისა და „Dark Matter“-ის ტიპის სიმღერებმა „ჟანრისა და შედარებების ზღვარი გადალახეს. როგორც იქნა, ვფიქრობ, ვქმნით მუსიკის 1990-იანი წლების და სრულიად ორიგინალურ ფორმას, რომლის ფესვები კვლავ პროგრესულ მუსიკაშია.“ [15] ალბომის რამდენიმე კომპოზიციის თანაავტორებად ჯგუფის წევრები არიან მითითებული. აღსანიშნავია „Intermediate Jesus,“ რომელიც წარმოიშვა იმპროვიზაციული სესიიდან. უკანასკნელი მოგვიანებით გამოვიდა ალბომის Metanoia სახით, 1998 წლის ბოლოს.[16] ევროპის ტერიტორიაზე ალბომის გამოცემას ახლდა მედია საშუალებების მხრიდან დაინტერესება.

1997 წლის მარტში ჯგუფმა რომში 5000 მსმენელის წინაშე სამი საღამოს განმავლობაში დაუკრა. ყველა ჩანაწერი შემდგომში გამოყენებული იქნა 1997 წლის საკონცერტო ალბომის Coma Divine – Recorded Live in Rome შედგენისას, რომლითაც Porcupine Tree ემშვიდობებოდა Delerium Records-ს - უკანასკნელს აღარ შეეძლო ჯგუფისთვის იმ რესურსების შემოთავაზება, რომლებიც მას ესაჭიროებოდა მსოფლიოში მეტი ცნობადობისთვის.[17] 1997 წლის ჯგუფის პირველი სამი ალბომი რემასტერინგების სახით გამოიცა. Signify აშშ-ში მაილზ კოუპლენდის ლეიბლზე Ark 21 გამოვიდა.

Snapper-ის წლები (1998–2001)

რედაქტირება

1998 წელს უილსონი, ბარბიერი, ედვინი და მეიტლენდი მუშაობდნენ მეხუთე ალბომზე. ეს იყო ჩანაწერი, რომელშიც მოგვიანებით აისახა ჯგუფის გადასვლა უფრო მეტად სიმღერებზე ორიენტირებული ალბომების ტენდენციისკენ. უილსონმა აღიარა, რომ ამჯერად იგი უფრო მეტად იყო დაინტერესებული სიმღერების შექმნით, როგორც ხელოვნების ფორმით და ნაკლებად აინტერესებდა ხმოვანი ფონების შექმნა. მისივე აღიარებით, გავლენა ახალ ალბომზე მოახდინეს The Beach Boys-ის Pet Sounds-მა, ტოდ რანდგრენმა, Crosby, Stills, Nash & Young-მა და „ყველაფერმა, რასაც ახლავს ანსამბლის კარგი ვოკალური შესრულება.“ მან აგრეთვე ხაზი გაუსვა იმას, რომ „ჰქონდა დაინტერესება პოპ-სიმღერებით, რომლებსაც ექნებოდათ ექსპერიმენტული სიმფონიური თანხლება.“ [9]

მუსიკალური ნაწყვეტები:

ალბომი ჩაიწერა, როდესაც ჯგუფი ლეიბლის გარეშე იყო, თუმცა Stupid Dream-ის გამოცემამდე, 1999 წელს მათ კონტრაქტი Snapper/K-Scope-თან გააფორმეს. ალბომს მოჰყვა კონცერტები ბრიტანეთში, იტალიაში, საბერძნეთში, ნიდერლანდში, ბელგიაში, შვეიცარიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, პოლონეთში და აშშ-ში. გამოიცა სამი სინგლი, „Piano Lessons“, „Stranger by the Minute“ და „Pure Narcotic“. სამივემ აშშ-სა და ევროპაში მოიპოვა მნიშვნელოვანი წარმატება და მოხვდა ბრიტანეთის დამოკიდებულ ჩარტებსა და რადიო სადგურების სიებში. მიუხედავად იმისა, რომ იგი იყო გადახვევა მათი ადრეული ჟღერადობიდან, ახალმა მიმართულებამ ჯგუფს ახალი პოპულარობა მოუტანა და შემდგომში იმ დროისთვის მის ყველაზე გაყიდვად და აღიარებულ ჩანაწერად იქცა.

2000 წლის თებერვალში დასრულებული, დეივ გრეგორის (XTC) მიერ შექმნილი სიმებიანი ორკესტრის არანჟირებებით გაჯერებული Porcupine Tree-ს მეექვსე სტუდიური ალბომი Lightbulb Sun იყო აგებული სიმღერების ავტორობაზე, ხმოვან ფონებსა და Stupid Dream-ის როკ-დინამიკაზე. იგი იმავე წლის მაისში გამოვიდა. ალბომს წინ უსწრებდა სინგლი „Four Chords That Made a Million“. Scala-ში (ლონდონი) გამართული კონცერტით, სრულად გაყიდული ბილეთებით, დაიწყო ბრიტანული კონცერტების მცირე სერია, მაგრამ მოგვიანებით ევროპაში[18], 2000 წლის ბოლომდე და 2001 წლის დასაწყისში იგი გაგრძელდა და მოიცავდა პირველ ტურნეს გერმანიაში. ისრაელსა და გერმანიაში ამ პერიოდში გამოვიდა Lightbulb Sun-ის სპეციალური ორმაგი CD.

მაისში ჯგუფმა გამოუშვა B-მხარეების ორმაგი კრებული, Recordings. მასში შეტანილი იყო ცხრა სიმღერა, ჩაწერილი Stupid Dream-ისა და Lightbulb Sun-ის პერიოდში, მაგრამ სიმღერები ამ ალბომებში არ შეუტანიათ. 2001 წლის მაისში გაიმართა Porcupine Tree-ს სამი კონცერტი Marillion-ის გამოსვლების წინ, საფრანგეთში, გერმანიაში და ნიდერლანდებში.[19] ივნისში ჯგუფმა გამართა აშშ-ის მცირე ტურნე, რომელიც დაიწყო პენსილვანიაში NEARfest-ზე გამოსვლით. კულმინაცია იყო მთლიანად გაყიდული შოუ Bottom Line-ში (ნიუ-იორკი). რამდენიმე ხანში ჯგუფმა განაცხადა, რომ გააფორმა კონტრაქტი საერთაშორისო მასშტაბის Lava/Atlantic Records-თან.

Lava-ს წლები (2002–2005)

რედაქტირება

2002 წლის თებერვალში მოხდა ჯგუფის შემადგენლობაში ერთადერთი ცვლილება, როდესაც რვა წლის თანამშრომლობის შემდეგ იგი დრამერმა კრის მეიტლენდმა დატოვა. ჯგუფს შეუერთდა დიდი ხნის ნაცნობი გევინ ჰარისონი. 2002 მარტში გამოვიდა ჯგუფის ადრეული შემოქმედების კრებული Stars Die: The Delerium Years 1991–1997. ოთხეულმა დაიწყო მნიშვნელოვან ლეიბლზე გამოცემული პირველი ალბომის ჩაწერა, ეფუძნებოდა რა 30 ახალ სიმღერას, რომელიც უილსონმა წინა წლებში დაწერა. ჩაწერა მიმდინარეობდა Avatar Studios-ში, ნიუ-იორკში[20] და ლონდონში, ვეტერან აუდიო-ინჟინერ პოლ ნორთფილდის თანაშემწეობით. აგრეთვე მონაწილეობდა დეივ გრეგორი, რომელიც მუშაობდა სიმებიანი ორკესტრის არანჟირებაზე და ასრულებდა სხვა ფუნქციებს. ალბომის მიქსზე მაისში ლოს-ანჯელესში ტიმ პალმერი მუშაობდა.

შედეგად ლეიბლ Lava Records-ზე 2002 წლის სექტემბერში გამოიცა In Absentia. იგი აგრეთვე გამოვიდა 5.1 მოცულობითი ჟღერადობის ფორმატში, რომელზეც იმუშავა გრემის ჯილდოს მფლობელმა ელიოტ შაინერმა. ამ ვერსიამ 2004 წელს ლოს-ანჯელესში გამართულ მოცულობითი ჟღერადობის მქონე მუსიკის დაჯილდოებაზე მიიღო ჯილდო საუკეთესო 5.1 მიქსის კატეგორიაში.[21]

ალბომის პრომოკამპანიის ფარგლებში ჯგუფმა ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში ოთხი ტურნე გამართა, მათ შორის ერთი - მძიმე-მეტალ ჯგუფ Opeth-თან ერთად. ამ ტურნეს ფარგლებში ჯგუფთან აგრეთვე გამოდიოდა დამატებითი გიტარისტი/ვოკალისტი ჯონ უესლი. ტურნეს დროს გამოიყენებოდა ვიზუალური ელემენტებიც, რაზეც მუშაობდა რეჟისორი და ფოტოგრაფი ლასე ჰოილი, რომელიც In Absentia-ს გარეკანის ავტორი იყო და იმ დროიდან მოყოლებული Porcupine Tree-ს მუსიკის ვიზუალურ სიურრეალისტურ თანხლებებს ქმნიდა. პრომოკამპანია 2003 წლის 30 ნოემბერს დასრულდა, როდესაც ჯგუფმა დაუკრა London Astoria-ში.[19]

მუსიკალური ნაწყვეტები:

2003 წელს Porcupine Tree-მ დააარსა საკუთარი ლეიბლი, Transmission და ონლაინ მაღაზია, რომელსაც ლეიბლი Burning Shed მართავს. Transmission-ზე გამოცემული პირველი ჩანაწერი იყო სტუდიური სესია, ჩაწერილი XM Radio-სთვის (ვაშინგტონი, აშშ), რასაც მოჰყვა მეორე, 2001 წელს პოლონური რადიოსთვის ჩაწერილი სესიით. ლეიბლს ჯგუფი აგრეთვე იყენებდა დამატებითი მასალების გამოსაცემად, როგორიც იყო EP-ები, დემოები, ცოცხალი ჩანაწერები. 2003 წელს დაიწყო ხელახალი გამოცემებისა და რემასტერების კამპანია, რომლის ფარგლებში ადრეული ალბომები გამოდიოდა ორმაგი CD-ების სახით. ესენია Up the Downstair, The Sky Moves Sideways და Signify, აგრეთვე Stupid Dream და Lightbulb Sun - უკანასკნელ ორში წარმოდგენილი იყო დისკი, რომელშიც შეტანილი იყო ალბომის ახალი სტერეო მიქსები, რასაც ახლდა DVD-Audio დისკი 5.1 მიქსით.

2004 წლის დასაწყისში ჯგუფმა დაიწყო შემდეგ ალბომზე, Deadwing, მუშაობა, რომელიც Lava/Atlantic-ზე გამოცემული მათი მეორე სტუდიური ალბომი იქნებოდა. იგი შექმნილია სცენარის შთაგონებით, რომელზეც უილსონი და მისი მეგობარი, რეჟისორი მაიკ ბენიონი მუშაობდნენ. ალბომის სესიები დაიწყო 2004 წლის ნოემბერში. ჩანაწერი გამოვიდა 2005 წლის გაზაფხულზე როგორც სტანდარტული სტერეო, ასევე 5.1 ჟღერადობით, რასაც წინ უსწრებდა ორი სინგლი - „Shallow“ (აშშ) და „Lazarus“ (ევროპა). ალბომის ჩაწერაში აგრეთვე მონაწილეობდნენ ედრიან ბელიუ (King Crimson) და მიკაელ ოკერფელდტი (Opeth). იგი კომერციულად წარმატებული იყო, რაშიც დიდი როლი ითამაშა „Shallow“-ს რადიო ეთერში როტაციამ. სინგლი მოხვდა ბილბორდის ჩარტის Hot Mainstream Rock Tracks 26-ე პოზიციაზე.[22] „Lazarus“ კი მოხვდა გერმანული სინგლების 100-ეულის 91-ე პოზიციაზე.[23] „Shallow“ აგრეთვე შევიდა ფილმის ოთხი ძმა საუნდტრეკში.[24]

გამოცემის წელს მოცულობითი მუსიკის დაჯილდოებაზე ალბომს მიენიჭა საუკეთესო მოცულობითი ჩანაწერის წოდება[25]. იმავე წელს ჟურნალმა Sound & Vision მას წლის რიგით მეორე ალბომი უწოდა.[26] იაპონიაში Deadwing გამოვიდა 2006 წლის 22 მარტს და იყო ჯგუფის პირველი ალბომი, გამოცემული ამ ქვეყანაში.

ალბომის მხარდამჭერი ტურნე დაიწყო ბრიტანეთში, მარტში და გაგრძელდა მთელი წლის მანძილზე. მაიკ ბენიონმა Myspace-ზე შექმნა გვერდი, რომელიც მიეძღვნა Deadwing-ის მომავალ ფილმს. გვერდზე გამოქვეყნდა სცენარის 15 გვერდი და ტრეილერი.[27] თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სცენარი დასრულებული იქნა, პროექტი ბიუჯეტის სიმწირის გამო შეჩერებულია.[28]

Roadrunner-ის წლები (2006–2010)

რედაქტირება

2006 წლის აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ ჯგუფმა გააფორმა კონტრაქტი Roadrunner Records UK-თან."[29] ლეიბლზე პირველი ჩანაწერის გამოცემამდე 2006 წლის 10 ოქტომბერს გამოვიდა მათი პირველი საკონცერტო DVD, Arriving Somewhere.... შემდგომ გაიმართა მოკლე ტურნე, სადაც ჯგუფი ასრულებდა ახალი ალბომის მთლიან მასალას. მხარდამჭერი ჯგუფების სახით ტურნეში გამოდიოდნენ Paatos (ევროპა) და ProjeKCt Six (აშშ).[19]

მუსიკალური ნაწყვეტები:

ახალი ალბომის სათაური, Fear of a Blank Planet, ცნობილი გახდა 2007 წლის იანვარში. ალბომი გამოვიდა 2007 წლის 16 აპრილს[30] იგი მოხვდა თითქმის ყველა ევროპული ქვეყნის ჩარტში,[31] ხოლო Billboard 200-ში 59-ე პოზიციამდე ავიდა..[32] 2007 წლის 92 თარიღიანმა ტურნემ მოიცვა ის ქვეყნებიც, სადაც ჯგუფს არასოდეს დაუკრავს, მაგალითად, ფინეთი და მექსიკა. საბოლოო გამოსვლები შედგა ფესტივალებზე, როგორიც არის Voodoo Experience (ნიუ-ორლეანი), გერმანიის Hurricane[33] და Southside,[34] და დონინგტონის Download Festival.[35] 2008 წელს ჯგუფი პირველად გამოვიდა ავსტრალიაში.

ალბომის ტექსტებში საუბარია ახალგაზრდულ ტენდენციებზე - ბიპოლარულ მოშლილობაზე, ყურადღების დეფიციტის სინდრომზე, ნარკომანიაზე, გაუცხოებაზე[36], რაშიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს მასმედიაც.[28] ალბომის კონცეფციაზე გავლენა იქონია ბრეტ ისტონ ელისის რომანმა მთვარის პარკი[37], ხოლო სათაური მომდინარეობს Public Enemy-ს Fear of a Black Planet-იდან. უილსონი აღნიშნავდა, რომ თუ Public Enemy-სთან საზოგადოების მთავარი პრობლემა ალბომის გამოცემის პერიოდში იყო რასიზმი, XXI საუკუნეში იგი ჩაანაცვლა ძირითადმა ზედაპირულობამ, მოწყენილობამ და ინტროვერტობამ.[38] ალბომის ჩაწერაში მონაწილეობდნენ ალექს ლაიფსონი (Rush) და რობერტ ფრიპი (King Crimson).

„უილსონი: ვშიშობ, რომ მოზარდების ამჟამინდელი თაობა, ამ ინფორმაციული რევოლუციის დროს იბადება, იზრდება ინტერნეტით, მობილური ტელეფონით, iPod-ებით, ჩამოტვირთვების კულტურით, American Idol-ით, რეალური შოუებით, დანიშნული წამლებით, PlayStation-ებით - ყოველივე ამას გადააქვს ხალხის ყურადღება ცხოვრებაში ყველაზე უმთავრესისგან, ამიტომ ჩნდება დაინტერესება, თუ რა ხდება.“[39]

 
რიჩარდ ბარბიერი Porcupine Tree-ს გამოსვლისას კრაკოვში (პოლონეთი), 2007 წელს

2007 წლის 6 ნოემბერს Fear of a Blank Planet-ს Classic Rock-ის დაჯილდოებაზე მიენიჭა წლის ალბომის წოდება.[40] 2007 წლის დეკემბერში იგი ნომინირებული იყო გრემის ჯილდოზე, როგორც წლის საუკეთესო მოცულობითი ჟღერადობის მქონე ალბომი, თუმცა ჯილდო ერგო The Beatles-ის Love-ს.[41] Fear of a Blank Planet-ს Dutch Progressive Rock Page-ის მკითხველებმა ასევე წლის ალბომის წოდება მიანიჭეს.[42]

ახალი EP, Nil Recurring გამოვიდა 2007 წლის 17 სექტემბერს. მასში შეტანილი იქნა ოთხი გამოუცემელი სიმღერა, ჩაწერილი Fear of a Blank Planet-ის მომზადებისას, ერთ-ერთ მათგანში - კვლავ რობერტ ფრიპის მონაწილეობით. ტურნეს მეორე ნაწილი დაიწყო 2007 წლის 3 ოქტომბერს და სეტლისტში შეტანილი იყო ახალი EP-ის მასალაც. Nil Recurring მოხვდა ბრიტანულ ინდი-ჩარტში და მე-8 ადგილამდე ავიდა.[43] 2007 წლის 18 თებერვალს EP გამოსცა Peaceville Records-მაც.[44]

2007 წლის 4 ოქტომბრის კონცერტის ჩანაწერი გამოვიდა დისკის We Lost the Skyline სახით. ეს არის ძირითადად აკუსტიკური შესრულება. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად დაგეგმილი იყო ჯგუფის სრული კონცერტის გამართვა, სივრცის სიმწირის გამო მასალა მხოლოდ უილსონმა და ჯონ უესლიმ შეასრულეს. დისკი 2008 წლის 18 თებერვალს გამოიცა.[45] მისი სათაური მომდინარეობს კომპოზიციის „The Sky Moves Sideways (Phase One)“ ტექსტიდან. 2008 წლის 21 მარტს ალბომი გრამფირფიტაზეც გამოიცა.[46]

2008 წლის ოქტომბერში ჯგუფმა ხანმოკლე ევროპული ტურნე გამართა. ამ პერიოდში, ნიდერლანდში, ტილბურგში, 15 და 16 ოქტომბერს, გადაღებული იქნა მეორე საკონცერტო ფილმ Anesthetize-ის მასალა.[47] ერთ-ერთ კონცერტზე უილსონმა აღნიშნა, რომ ჯგუფმა დაიწყო ახალ ალბომზე მუშაობა და მის გამოცემას 2009 წელს გეგმავდა.[48] ფილმი გამოვიდა DVD და Blu-Ray დისკის ფორმატებში, 2010 წლის 20 მაისს.

ალბომ The Incident-ის ჩაწერა დაიწყო 2009 წლის თებერვალში. ეს დაადასტურა თავად ჯგუფმა: „PT-ს შემდეგი სტუდიური ჩანაწერის მომზადება კარგად მიმდინარეობს. ჯგუფმა უკანასკნელ პერიოდში 2 კვირა გაატარა ინგლისის გარეუბანში, სადაც ახალ სიმღერებზე მუშაობდა. ამ ნაწარმოებზე და სტივენ უილსონის ახალ 35 წუთიან სიმღერების ციკლზე მუშაობა დაიწყება თებერვალში...“[49] თვეების შემდეგ უილსონმა აღნიშნა, რომ 35 წუთიანი სიმღერა განვითარდა და 55 წუთიანი გახდა, დაიკავა რა მთლიანი დისკი.

2009 წლის 12 იანვარს Porcupine Tree-ს საიტზე გამოქვეყნდა დეტალები: „ალბომი გამოვა მსოფლიო მასშტაბით 21 დეკემბერს, Roadrunner Records, ორმაგი CD-ის სახით. მისი ძირითადი ნაწილია სასათაურო კომპოზიცია, რომელიც იკავებს მთლიანად პირველ დისკს. 55 წუთიანი ნამუშევარი წარმოადგენს სიმღერების ერთობ სიურრეალისტურ ციკლს, რომელშიც საუბარია საწყისებსა და დასაბამებზე და შეგრძნებაზე, რომ „ამის შემდეგ ყველაფერი შეიცვლება“. თვითპროდიუსერობით ჩაწერილ ალბომს ასრულებს ოთხი დამოუკიდებელი კომპოზიცია, რომელიც წარმოიშვა ჯგუფის სესიებისას გასული წლის დეკემბერში - Flicker, Bonnie The Cat, Black Dahlia და Remember Me Lover შეტანილია EP-ის ხანგრძლივობის ცალკე დისკზე, რათა ხაზი გაესვას მათ სიმღერების ციკლისგან დამოუკიდებლობას.“ [50]

ჯგუფმა 2010 წლის ივნისში აგრეთვე გამოსცა კიდევ ერთი საკონცერტო ალბომი, Atlanta. მასში შეტანილი მასალა ჩაწერილი იქნა Fear of a Blank Planet-ის ტურნეს მსვლელობისას, ატლანტაში, 2007 წლის 29 ოქტომბერს. იგი გამოვიდა მხოლოდ ონლაინ დისტრიბუციის მეშვეობით. შემოსავალი გადაერიცხა მირკ კერნს, სიმსივნისგან სამკურნალოდ.[51]

უმოქმედობა და შესვენება (2011–2020)

რედაქტირება

2010 წელს The Incident-ის ტურნეს დასრულების შემდეგ უილსონმა დარჩენილი თვეები და 2011 წლის ნაწილი მიუძღვნა მეორე სოლო ალბომის Grace for Drowning მომზადებას და გამოცემას, ისევე, როგორც Blackfield-ის მესამე ალბომი Welcome to my DNA შექმნას. თავდაპირველად Porcupine Tree განიხილავდა 2012 წელს ახალ მუსიკაზე მუშაობის შესაძლობას, უილსონმა კი „2012 წლის ადრეული პერიოდი“ ახსენა[52]. ჰარისონი ვარაუდობდა, რომ ჯგუფი დაიწყება მუშაობას 2012 წელს, ხოლო მუსიკას 2013-ში გამოსცემდა.[53] თუმცა, გეგმები მოგვიანებით შეიცვალა და უილსონმა განაცხადა, რომ აპირებდა კვლავ სოლო კარიერაზე ყურადღების გამახვილებას, Grace for Drowning-ის ტურნეს მეორე ეტაპის 2012 წლის პირველ ნახევარში გამართვას, მესამე სოლო ალბომის იმავე წელს ჩაწერას,[54] მის 2013 წლის დასაწყისში გამოშვებას[55], შემდეგ კი ალბომის მხარდასაჭერი ტურნეთი 2013 წლის მანძილზე მოგზაურობას.[56]

სულ მცირე, 2013 წლისთვის Porcupine Tree-ს პოტენციური აქტიურობის გადავადებით უილსონი კვლავ აღნიშნავდა, რომ „ჯგუფი არ დაშლილა“ და „დაშლის გეგმა არ არსებობს“,[57] თუმცა იგი აგრეთვე ამბობს, რომ არც ახალი ალბომის რამე სპეციფიკური გეგმა აქვთ.[58] მიუხედავად იმისა, რომ მას მიაჩნია, რომ კვლავ „სურს Porcupine Tree-ს ოდესმე შეკრება“, მისთვის დასაშვებია, რომ არ იცის, თუ რა მიმართულებით წაიყვანს ჯგუფს, ვინაიდან დაღლილია „მეტალ-მუსიკით“[59], ხოლო ჯგუფის ერთ-ერთ წევრს არ მოსწონს ჯაზი, ამიტომ ჩაწერა არ წარიმართება მისი სოლო პროექტების სტილისტიკით.[57]

2012 წლის ივნისში უილსონმა კვლავ გაამახვილა ყურადღება საკუთარი სოლო კარიერით დაინტერესებაზე და კითხვაზე „არის თუ არა საშიშროება, რომ Porcupine Tree საერთოდ გაქრება?“ უპასუხა „ყველაზე გულახდილი პასუხი იქნება - „არ ვიცი“. სოლო კარიერა ჩემთვის ამჟამად ყველაზე მნიშვნელოვანია. მასზე ვფიქრობ უფრო მეტად, ვიდრე სხვა რამეზე, მასზე ვარ კონცენტრირებული, ვიდრე სხვა რამეზე და მსიამოვნებს უფრო მეტად, ვიდრე სხვა რამე....“[59] 2013 წლის მაისში მან გაიმეორა ეს მოსაზრება, აღნიშნა რა, რომ „ეს არ ნიშნავს, რომ ჯგუფი დაიშალა ან მსგავს რამეს. ყოველთვის განიხილება, რომ ჩვენ, შესაძლოა, დავბრუნდეთ ერთად ერთ ან ხუთ, ან 10 წელიწადში. ნამდვილად ვერ ვიტყვი, ამჟამად გეგმები არ არის.“[60] ედვინის პოზიციაც მსგავსი იყო.[7]

მიუხედავად ჯგუფის უმოქმედობისა, ლეიბლმა Kscope 2012 წლის ნოემბერში გამოსცა 2 დისკიანი Octane Twisted, რომელშიც შეტანილი იქნა ჩიკაგოს თეატრში Riviera და როიალ ალბერტ ჰოლში 2010 წელს გამართული კონცერტების ჩანაწერები, The Incident-ის სრული შესრულებით და სხვა სიმღერებით.[61]

მესამე სოლო ალბომის The Raven That Refused to Sing (And Other Stories) 2013 წლის თებერვალში ჩაწერის შემდეგ, რასაც ახლდა მასშტაბური ტურნე და საბოლოო გამოსვლები Blackfield-თან (რომელიც უილსონმა დატოვა, როგორც მუსიკოსმა), 2014 წლისთვის დაიგეგმა მეოთხე სოლო ალბომის ჩაწერა და მისი 2015 წელს გამოცემა, რითაც Porcupine Tree-ს სავარაუდო შეკრება და მუშაობა შემდეგ ალბომზე სულ მცირე 2015 წლისთვის გადაიდო.[62] 2015 წლის მარტში უილსონმა განაცხადა: „თუკი Porcupine Tree ოდესმე კვლავ შეიკრიბება — და, სხვათა შორის, ეს არასოდეს გამომირიცხავს — ეს იქნება სხვა პროექტი. ეჭვი არავის შეეპაროს, რომ ამჟამად ეს არის ჩემი ძირითადი მუსიკალური მიმართულება, ჩემი სოლო-ნამუშევრები.“[63]

2016 წელს უილსონის მიერ შეკრების თაობაზე კომენტარები არაერთგვაროვანი იყო. 2016 წლის თებერვალში, Prog Magazine-თან საუბრისას, მან განაცხადა, რომ არსებობდა „დიდი შანსი“, რომ Porcupine Tree ოდესმე მომავალში შეიკრიბებოდა ახალი სტუდიური ალბომის ჩასაწერად.[64] თუმცა, 2016 წლის აგვისტოში, ჯგუფის შესაძლო გაერთიანების შესახებ დასმულ შეკითხვაზე პასუხად მან თქვა: „ლოდინი დიდი ხნის განმავლობაში მოგიწევთ, ჯგუფი აღარ არსებობს.“[65] 2017 წლის აპრილში მუსიკოსმა განმარტა: „შემთხვევითი არ არის, რომ ჩემი სოლო-პროექტის დაწყების შემდეგ სხვა თანამშრომლობები გვერდზე გადაიდო. 2009 წლიდან Porcupine Tree-ს ალბომი არ ჰქონია, ხოლო No-Man-ს — 2008 წლიდან. ახლა ნაკლები მოთხოვნილება მაქვს, ვმონაწილეობდე რამე სხვა საქმეში, გარდა ჩემი სოლო-ნამუშევრებისას. ჩემს სოლო-ნამუშევრებში განხორციელებულია ჩემი ამჟამინდელი მუსიკალური მოთხოვნილება“.[66]

2018 წლის მარტის ინტერვიუში, Porcupine Tree-ს მომავალში არსებობის შანსების შესახებ სტივენმა თქვა: „გულახდილად ვიტყვი, ნულის ტოლია, ვინაიდან ასეთი არ ვარ. უკან არ მივვდივარ. უკან მოძრაობა არ მაინტერესებს; წინ მოძრაობა მსურს, მსურს, ვაკეთო სხვადასხვა რამ, ვიმუშაო სხვადასხვა ადამიანთან, გამოვიკვლიო სხვადასხვა მუსიკალური სტილი. ჩემთვის ეს უკან გადადგმული საშინელი ნაბიჯი იქნებოდა. კატალოგით ვამყობ; ის არის, ის არსებობს, მაგრამ, თითქოს, დახურულია, დასრულებული.“[67] ამ კომენტარმა დაძაბულობა გამოიწვია უილსონსა და ბარბიერის შორის, რომელიც ელოდა, რომ სტივენი დაუბრუნდებოდა Porcupine Tree-ს.[68][69] თუმცა, 2021 წლის თბეერვალში უილსონმა თქვა, რომ გაერთიანება ოდესმე, ყველაზე მოულოდნელ დროს, კვლავ შესაძლებელი იქნებოდა.[70]

გაერთიანება, Closure/Continuation და მომავალი (2021–დღემდე)

რედაქტირება
 
ტურნეში მონაწილე ბასისტმა ნეიტ ნავარომ 2021 წელს ჩაანაცვლა ჯგუფის თავდაპირველი ბასისტი კოლინ ედვინი

2021 წლის 27 ოქტომბერს Porcupine Tree-მ, უილსონმა და ჰარისონმა სოციალურ მედიაში გააზიარეს მოკლე ვიდეო და ბმული დაგზავნის სიაზე, რასაც ახლდა სურათი სტილიზებული წარწერით „P/T C/C“. 1 ნოემბერს ჯგუფმა გამოაცხადა, რომ მისი მეთერთმეტე სტუდიური ალბომი, Closure/Continuation, გამოიცემოდა 2022 წლის ივნისში ლეიბლზე Music For Nations. ამავე დღეს გამოქვეყნდა 12 წლიანი შესვენების შემდეგ ჯგუფის პირველი სინგლი, „Harridan“.[71] ჯგუფში გაერთიანების შემდეგ შედიოდნენ მხოლოდ უილსონი, ჰარისონი და ბარბიერი, ხოლო გიტარისტი რენდი მაკ-სტაინი და ბასისტი ნეიტ ნავარო მათ შეუერთდნენ საკონცერტო ტურნეს ფარგლებში.[72] ალბომი საიდუმლოდ იწერებოდა 11 წლის განმავლობაში.[73] კოლინ ედვინის პროექტიდან წასვლა უილსონმა ახსნა იმით, რომ ჯგუფის შესვენების პერიოდით[74] და მუსიკალური სტილის თაობაზე აზრთა სხვადასხვაობით, თუმცა ბარბიერიმ მტკიცედ აღნიშნა: „არ მსურს, ამან უარყოფითად იმოქმედოს კოლინზე ან ნიშნავდეს, რომ ეს მისი ბრალი იყო“.[68] Closure/Continuation გამოვიდა 2022 წლის 24 ივნისს.

2022 წლის მარტში, The Guardian-თან ინტერვიუში, უილსონმა ისაუბრა ჯგუფის მომავალზე. მისი თქმით, მან თავად არ იცოდა, იქნებოდა თუ არა ეს ჯგუფის უკანასკნელი პროექტი თუ იგი ალბომის შემდეგ განაგრძობდა არსებობას. მისი თქმით, ეს, დიდი ალბათობით, მათი საბოლოო ალბომი იქნებოდა, ვინაიდან სურდა, ჯგუფს არსებობა დაესრულებინა მაღალ ნოტზე.[69] 2022 წლის ივნისის ბოლოს, Under The Radar-თან საუბრისას, უილსონმა გამოთქვა სურვილი, ჩაეწერა Porcupine Tree-ს კიდევ ერთი ალბომი, რომელზეც აქცენტი გადატანილი იქნებოდა კლავიშებიან საკრავებზე.[75]

ტურნეს Closure/Continuation პირველი ეტაპი დაიწყო 2022 წლის სექტემბერში[76]. კონცერტები გაიმართა აშშ-ში, კანადაში, მექსიკასა და ჩილეში. ტურნეს მეორე ეტაპი დაიწყო 2022 წლის ოქტომბერში და გაგრძელდა ნოემბრამდე. იგი მოიცავდა ევროპის რამდენიმე ქალაქს და ლონდონის უემბლის არენაზე გამოსვლას.[69] მოგვიანებით სტივენმა ახსენა, რომ 2023 წლის გამოსვლები ჯგუფისთვის, სავარაუდოდ, საბოლოო იქნებოდა[77], თუმცა, ამავე დროს, აღნიშნა, რომ კიდევ ერთი ალბომის ჩაწერა სურდათ.[78]

მუსიკალური სტილი

რედაქტირება

შთაგონება

რედაქტირება

ჯგუფის დამახასიათებელი მუსიკალური საფუძველი მომდინარეობს უილსონის ბავშვობიდან, იმ პერიოდიდან, როდესაც მისი მშობლები ერთმანეთს საჩუქრებს გადასცემდნენ. მისმა მამამ მიიღო პინკ ფლოიდის The Dark Side of the Moon, ხოლო დედამ - დონა სამერის Love to Love You Baby და, როგორც უილსონი ამბობს, ორივე ძალიან ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე ჟღერდა. ამ ალბომებმა (განსაკუთრებით პინკ ფლოიდის ჩანაწერმა) მის სიმღერებზე შემდგომში მნიშვნელოვანი გავლენა იქონიეს.[79] აგრეთვე ცნობილია, რომ უილსონი შთაგონებული იყო კარლჰაინც შტოკჰაუზენისა და ABBA-ს შემოქმედებით.

მოზარდობისას უილსონი დაინტერესდა ბრიტანული მძიმე მეტალის ახალი ტალღით, მაგრამ 1970-იანების მუსიკის აღმოჩენის შემდეგ მეტალის მიმართ ინტერესი გაუქრა. 2000-იან წლებში მეტალისადმი ინტერესი მასში კვლავ გამოიწვიეს Gojira-მ, Sunn O)))-მ, Neurosis-მა და Meshuggah-მ. „ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე ვერ ვხვდებოდი, საით მიემართებოდა ყველა ეს შემოქმედებითი მუსიკოსი“, ამბობდა უილსონი, „მერე კი აღმოვაჩინე, რომ ექსტრემალურ მეტალს ქმნიდნენ.“ მოგვიანებით მან იმუშავა პროდიუსერის სახით შვედური მეტალ-ჯგუფ Opeth-ის სამ ალბომზე, რამაც ასევე იქონია გავლენა მის მუსიკაზეც.[80]

აღსანიშნავია კრაუტროკისა და ელექტრონული მუსიკის გავლენებიც, ვინაიდან უილსონს მოსწონს Can, Neu!, Tangerine Dream,[81] Squarepusher, Aphex Twin[20] და სხვებთან ერთად, კლაუს შულცესა და კონრად შნიცლერის მსგავსი შემსრულებლები.[8][81] უილსონს აგრეთვე რამდენიმეჯერ უთქვამს, რომ აღტაცებულია ამერიკელი მუსიკოს ტრენტ რეზნორის შემოქმედებით, რომელიც Nine Inch Nails-ის ერთადერთი მუდმივი წევრი და იდეოლოგია.[13][82][83]

 
სტივენ უილსონი პოზნანში (პოლონეთი), 2007 წლის 28 ნოემბერი

დახასიათება

რედაქტირება

Porcupine Tree-ს მუსიკას ხშირად უწოდებენ მელანქოლიურს, მიუხედავად იმისა, რომ იგი არ უკავშირდება სტივენ უილსონის პიროვნებას. მისი განცხადებით, მუსიკა მისთვის არის ყველა უარყოფითი გრძნობის მართვის საშუალება[84] „მასში არსებული ელემენტების ეგზორციზმი“ [85] და იგი მიიჩნევს, რომ „უფრო იოლია სიმღერების შექმნა სამყაროს უარყოფით, ვიდრე მის მხიარულ მხარეზე.“[18] რადიოეთერში, რომელიც ჩაიწერა ალბომისთვის Warszawa, უილსონი ახსენებს, რომ „ყველაზე სევდიანი მუსიკა უფრო ხშირად ყველაზე მშვენიერია“.

Porcupine Tree აღსანიშნავია, როგორც ჯგუფი, რომელიც ალბომებზეა ორიენტირებული. მათი ჩანაწერები ძალიან კონცეპტუალურია, ერთმანეთთან დაკავშირებული სიმღერებით.[20] თუმცა, ამასთან ერთად, ჯგუფის ყოველ სიმღერას გამორჩეული თავისებურება აქვს. უილსონი:

„Porcupine Tree-ს შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ ყველა სიმღერას აქვს უნიკალური ჟღერადობის სამყარო, რომელშიც ისინი არსებობენ. მე არ მომწონს, როდესაც რომელიმე სიმღერას ჟღერს, როგორც სხვა. ამიტომ, ძირითადად ხდება ჟღერადობის სამყაროს მოძიება, იქნება ეს ტექსტურა თუ დასარტყმელი საკრავების რიტმი, რომელიც ადამიანს განაწყობს გარკვეულ მუსიკალურ გეზზე ან შექმნის ცალკე მუსიკალურ ატმოსფეროს ან არომატს.“[20]

ჩანაწერებში ჯგუფი იყენებს მელოტრონს, ბანჯოს, ციმბალს და სინტირს, რაც როკ-ჯგუფებისთვის არატიპიურია.

გარდა ყველაფრისა, Porcupine Tree-ს მუსიკას გააჩნია მტკიცე ტექსტურები, იგი ექსპერიმენტულია და ხოლმე რამდენიმე ჟანრი ერთ სიმღერაშია არეული. ჯგუფის ნამუშევრები ცნობილია ემბიენტური ატმოსფეროთი, რაც ძირითადად ბარბიერის კლავიშიანების სტილით არის განპირობებული და უილსონის კინემატოგრაფიული გემოვნებების სპექტრით (სტივენს მოსწონს ამერიკელი რეჟისორ დევიდ ლინჩის ფილმები).[86][87] „ძალიან მრავალდონიანი, პროდიუსირებული, არანჟირებული და რთული არანჟირებებით“ — ასე აღწერს უილსონი ჯგუფის ჟღერადობას.[88] გარდა ჩვეულებრივი გამოცემებისა, ალბომები Stupid Dream, Lightbulb Sun, In Absentia, Deadwing, Fear of a Blank Planet და The Incident ხელმისაწვდომია DTS (5.1) ფორმატში. ხმის მიქსის ასეთი ტექნიკა ჯგუფისთვის უკანასკნელ წლებში ტრადიციულად იქცა.

ჯგუფის საკონცერტო გამოსვლები ასევე იქნა აღიარებული. აღსანიშნავია Music Radar, რომელმაც ჯგუფი 2010 წელს „დღეს არსებული 30 საუკეთესო საკონცერტო შემსრულებლის“ სიაში შეიყვანა.[89]

ჟანრული სხვაობა

რედაქტირება

Porcupine Tree-ს ხშირად უწოდებენ პროგრესულ როკ-ჯგუფს. მიუხედავად იმისა, რომ მრავალი მსმენელი მათ ასე ახსენებს, სტივენ უილსონს წარსულში გამოუთქვამს აზრი, რომ არ მოსწონდა ჯგუფის მიმართებაში ტერმინ „პროგრესულის“ გამოყენება.[8] თუმცა, უკანასკნელ პერიოდში მას უთქვამს, რომ ამ დროის მანძილზე უფრო შეეგუა ამ სიტყვის გამოყენებას, იმის გათვალისწინებით, რომ დროთა განმავლობაში იგი უფრო „მომცველ ტერმინად იქცა“.[38] მას ხშირად უთქვამს, რომ არ მოსწონს, რომ პრესა Porcupine Tree-ს ახსენებს ნეო-პროგრესულ ჯგუფებთან ერთად ან მათ „ახალ პინკ ფლოიდს“ უწოდებს. „ჩემთვის ეს ძალიან შეურაცხმყოფელია“, აღნიშნა უილსონმა ინტერვიუში Dutch Progressive Rock Page-თან, „ვინაიდან ამით ცილს გწამებენ, თითქოს სხვა ჯგუფის ჩრდილს ეფარები. მე განსაკუთრებით არასოდეს მსურდა ახალი ვინმე ვყოფილიყავი, მხოლოდ მსურდა, ვყოფილიყავი ჩვეული Porcupine Tree ან ახალი Porcupine Tree.“[28]

ჯგუფის წევრები

რედაქტირება
ამჟამინდელი
  • სტივენ უილსონი – ვოკალი, გიტარები, ფორტეპიანო, სინთეზატორები, ციმბალი, ბანჯო, სემპლერი, სხვადასხვა ინსტრუმენტი (1987–დღემდე)
  • რიჩარდ ბარბიერი – კლავიშებიანი საკრავები, სინთეზატორები, ფორტეპიანო, ხმის დამუშავება (1993–დღემდე)
  • გევინ ჰარისონი – დასარტყმელი ინსტრუმენტები და პერკუსია (2002–დღემდე)
ყოფილი წევრები
ტურნეს პერიოდში
ტურნეს პერიოდში (ყოფილი)

ქრონოლოგია

რედაქტირება

დისკოგრაფია

რედაქტირება
სტუდიური ალბომები

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. O'Brien, Jon. Steven Wilson | Music Biography, Credits and Discography. ციტირების თარიღი: 29 ივნისი 2014
  2. Raggett, Ned. (26 აპრილი 2001) Porcupine Tree. ციტირების თარიღი: 8 ივლისი 2011
  3. Porcupine Tree. Metal Storm. ციტირების თარიღი: 8 ივლისი, 2011
  4. Mettler, Mike. (14 აპრილი, 2015) Stripped down and reimagined in brass, Porcupine Tree takes on a whole new life.
  5. Partridge, Christopher (2005). The Re-Enchantment of the West: Volume 1 Alternative Spiritualities, Sacralization, Popular Culture and Occulture. A&C Black, გვ. 166. ISBN 978-0-567-08269-5. 
  6. Porcupine Tree return with new single 'Harridan' and 'CLOSURE/CONTINUATION' album announcement. NME (ნოემბერი, 2021). ციტირების თარიღი: 30 ივნისი, 2022
  7. 7.0 7.1 Whitman, Howard. (8 აპრილი, 2013) Branching Out: Entertainmenttell.com Interviews Colin Edwin of Porcupine Tree. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-12. ციტირების თარიღი: 18 ივნისი, 2016
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 Porcupine Tree (Review/Interview). Aural Innovations. ციტირების თარიღი: 7 იანვარი 2007.
  9. 9.0 9.1 9.2 9.3 9.4 The Dutch Progressive Rock Page. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-01-01. ციტირების თარიღი: 7 იანვარი 2007.
  10. 10.0 10.1 10.2 10.3 Porcupine Tree Biography. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-04-10. ციტირების თარიღი: 15 მაისი 2007.
  11. Steven Wilson -The Complete Discography (6th Edition), გვ. 20 (PDF). ციტირების თარიღი: 15 მაისი 2007.
  12. Delerium Records: Porcupine Tree – Up The Downstair. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 აგვისტო 2007. ციტირების თარიღი: 18 აპრილი 2008.
  13. 13.0 13.1 MusicPlayers.com: Features > Guitars > Steven Wilson. ციტირების თარიღი: 8 აპრილი 2008.
  14. http://www.popmatters.com/pm/post/156385-progs-only-stupid-dream-porcupine-tree-even-less
  15. Record Collector, ნოემბერი  1996, გამოცემა 207. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-11-14. ციტირების თარიღი: 7 იანვარი 2007.
  16. Porcupine Tree – Discography. porcupinetree.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-04-05. ციტირების თარიღი: 6 აპრილი 2008.
  17. DPRP : Counting Out Time: Porcupine Tree – Stupid Dream.. The Dutch Progressive Rock Page. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-01-01. ციტირების თარიღი: 16 ივლისი 2008.
  18. 18.0 18.1 Specials – Steven Wilson Interview. The Dutch Progressive Rock Page. ციტირების თარიღი: 7 April 2008.
  19. 19.0 19.1 19.2 Porcupine Tree – Complete Tour History. porcupinetree.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-07-26. ციტირების თარიღი: 2 აპრილი 2008.
  20. 20.0 20.1 20.2 20.3 Porcupine Tree. Free Williamsburg. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-05-04. ციტირების თარიღი: 13 აპრილი 2008.
  21. 2004 Surround Music Award Winners and Exclusive Report. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 მარტი 2005. ციტირების თარიღი: 5 სექტემბერი 2005.
  22. Billboard Peak Position of 'Shallow'. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 აპრილი 2008. ციტირების თარიღი: 7 იანვარი 2007.
  23. Porcupine Tree – Lazarus – Music Charts. αCharts.us. ციტირების თარიღი: 21 იანვარი 2007.
  24. Four Brothers (2005) – Soundtracks. The Internet Movie Database. ციტირების თარიღი: 2 აპრილი 2008.
  25. Surround Expo 2005 (15 December 2005). დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 დეკემბერი 2005. ციტირების თარიღი: 15 დეკემბერი 2005.
  26. S&V 2005 Entertainment Awards (4 February 2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 მარტი 2021. ციტირების თარიღი: 3 სექტემბერი 2012.
  27. MySpace.com – deadwing – UK – www.myspace.com/deadwing. ციტირების თარიღი: 15 ივლისი 2008.
  28. 28.0 28.1 28.2 DPRP Specials – Porcupine Tree – Interview 2008. The Dutch Progressive Rock Page. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-04-02. ციტირების თარიღი: 5 აპრილი 2008.
  29. Rockdetector. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 ოქტომბერი 2006. ციტირების თარიღი: 7 იანვარი 2007.
  30. News: Porcupine Tree Unveil Fear Of A Blank Planet in NYC!. Sea of Tranquility. ციტირების თარიღი: 26 January 2007.
  31. Porcupine Tree – Fear of a Blank Planet – Music Charts. αCharts.us. ციტირების თარიღი: 6 April 2008.
  32. Billboard.com – Artist Chart History – Porcupine Tree. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 აპრილი 2008. ციტირების თარიღი: 7 April 2008.
  33. Hurricane Festival 2007 Lineup. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 ივნისი 2007. ციტირების თარიღი: 17 March 2007.
  34. Southside Festival 2007 Lineup. Last.fm. ციტირების თარიღი: 17 March 2007.
  35. Download Festival 2007 Lineup. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 დეკემბერი 2007. ციტირების თარიღი: 14 May 2007.
  36. ProgressiveWorld.net (6 July 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 ივნისი 2020. ციტირების თარიღი: 5 April 2008.
  37. Interview with Steve Wilson in Preston 53 Degrees venue. Caerllysi Music. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-28. ციტირების თარიღი: 20 აპრილი 2007.
  38. 38.0 38.1 Interview with Steven Wilson at ProgArchives Forum (April 2007). ციტირების თარიღი: 8 მაისი 2007.
  39. Porcupine Tree's Wilson Talks Complex New LP, Project With Opeth's Akerfeldt. MTV News (23 March 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 აპრილი 2010. ციტირების თარიღი: 12 აპრილი 2008.
  40. Classic Rock – Oh, what a night! (6 November 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 დეკემბერი 2007. ციტირების თარიღი: 8 აპრილი 2008.
  41. 50th Annual GRAMMY Nominations. Music Ramble (6 December 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 დეკემბერი 2007. ციტირების თარიღი: 6 დეკემბერი 2007.
  42. DPRPoll 2007 Results. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 აპრილი 2008. ციტირების თარიღი: 5 აპრილი 2008.
  43. BBC – Radio 1 – Chart Show. BBC Radio 1 (24 February 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 აპრილი 2008. ციტირების თარიღი: 3 March 2008.
  44. The Seaweed Farm: Nil Recurring on Peaceville Records. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 მაისი 2011. ციტირების თარიღი: 29 March 2010.
  45. The Seaweed Farm: Nil Recurring and We Lost The Skyline released today!. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 ივნისი 2020. ციტირების თარიღი: 18 February 2008.
  46. The Seaweed Farm: We Lost The Skyline vinyl edition. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 ივლისი 2011. ციტირების თარიღი: 21 March 2008.
  47. Porcupine Tree – News (5 June 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 ივნისი 2008. ციტირების თარიღი: 23 June 2008.
  48. New Porcupine Tree Album in 2009 (20 October 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 აგვისტო 2009. ციტირების თარიღი: 22 November 2008.
  49. Porcupine Tree – News (16 December 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 ივნისი 2008. ციტირების თარიღი: 4 აპრილი 2014.
  50. The Incident. Porcupine Tree (12 June 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 ივნისი 2008. ციტირების თარიღი: 15 June 2009.
  51. MICK KARN APPEAL, – 4 June 2010. mickkarn.net
  52. Interview: Guitarist Steven Wilson of Blackfield and Porcupine Tree. Guitar World. ციტირების თარიღი: 17 ოქტომბერი 2011.
  53. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-25. ციტირების თარიღი: 2014-04-04.
  54. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-08. ციტირების თარიღი: 2014-04-04.
  55. http://www.allaboutjazz.com/php/article.php?id=42991
  56. http://www.allaboutjazz.com/php/article.php?id=42991&pg=2
  57. 57.0 57.1 დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-12-17. ციტირების თარიღი: 2014-04-04.
  58. http://www.stereoboard.com/content/view/169396/9
  59. 59.0 59.1 http://rollingstoneindia.com/home-flashbox/backstage-with-steven-wilson/
  60. http://www.progrockmag.com/news/porcupine-tree-on-hold-steven-wilson-confirms/
  61. Kscope. Kscope (3 August 2012). ციტირების თარიღი: 2012-08-03.
  62. 'The Raven…' anniversary update from SW –. Stevenwilsonhq.com (18 თებერვალი, 2014). ციტირების თარიღი: 29 ივნისი, 2014
  63. Steven Wilson: Hiding in Plain Sight. Under the Radar (2 მარტი, 2015). ციტირების თარიღი: 5 მარტი, 2015
  64. Steven Wilson Confirms He Will Very Likely Release a New Album With Porcupine Tree - Music News @ Ultimate-Guitar.Com.
  65. Steven Wilson - Timeline | Facebook. ციტირების თარიღი: 4 აგვისტო, 2016
  66. A Specialist in Dying Arts: An Interview with Steven Wilson (30 August 2017). ციტირების თარიღი: 28 აპრილი, 2018
  67. Steven Wilson eonmusic Interview March 2018. ციტირების თარიღი: 28 აპრილი, 2018
  68. 68.0 68.1 Porcupine Tree - Collective Action.
  69. 69.0 69.1 69.2 Hann, Michael (10 მარტი, 2022). „Reunited prog-rockers Porcupine Tree on surviving their rift: 'You can't help but feel bitter'. The Guardian. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  70. Steven Wilson: Porcupine Tree Could Return When Fans Least Expect It. ციტირების თარიღი: 25 ივნისი, 2021
  71. Krol, Charlotte. (1 ნოემბერი, 2021) Porcupine Tree return with new single 'Harridan' and 'CLOSURE/CONTINUATION' album announcement. NME. ციტირების თარიღი: 1 ნოემბერი, 2021.
  72. PORCUPINE TREE Adds Guitarist and Bassist to 2022 Touring Lineup (6 მაისი, 2022).
  73. Innerviews. Porcupine Tree - Collective Action en. ციტირების თარიღი: 2022-06-24
  74. Kennelty, Greg. (17 ივნისი 2022) STEVEN WILSON Explains Why COLIN EDWIN Isn't Part Of PORCUPINE TREE's Reunion.
  75. Kennelty, Greg. (2022-06-28) STEVEN WILSON Says PORCUPINE TREE Might Do Another Record en-US. ციტირების თარიღი: 2022-07-01
  76. admin. (2021-03-05) Tour Dates en-US. ციტირების თარიღი: 2022-08-11
  77. DiVita, Joe (3 იანვარი 2023). „It Looks Like Reunited Porcupine Tree Will Play Their Last Shows in 2023“. Loudwire.
  78. STEVEN WILSON On PORCUPINE TREE's Future: 'We're Leaving Our Options Open' en (2023-06-17). ციტირების თარიღი: 2023-07-03
  79. Steven Wilson Insurgentes Biography. Kscope. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-02-07. ციტირების თარიღი: 11 აპრილი 2010.
  80. Porcupine Tree-ს ინტერვიუ (01/2008). Metal Storm (1 January 2008). ციტირების თარიღი: 7 აპრილი 2008.
  81. 81.0 81.1 A interview with Steven Wilson regarding Bass Communion, by Geoff Kieffer – Steven Wilson Headquarters (10 February 2004). დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 აპრილი 2008. ციტირების თარიღი: 10 აპრილი 2008.
  82. Alternative-Zine.com – Interviews – Porcupine Tree lead guitarist/singer/songwriter Steven Wilson (26 June 2007). ციტირების თარიღი: 7 აპრილი 2008.
  83. Interview: Steven Wilson (Porcupine Tree). Rock Eyez (12 May 2005). ციტირების თარიღი: 7 აპრილი 2008.
  84. Innerviews: Porcupine Tree – Shadows and light. ციტირების თარიღი: 8 აპრილი 2008.
  85. Innerviews: Porcupine Tree – Cinematic catharsis. ციტირების თარიღი: 8 აპრილი 2008.
  86. KNAC.COM – Features – Interview With Porcupine Tree's Steven Wilson (25 June 2005). ციტირების თარიღი: 11 აპრილი 2008.
  87. Steven Wilson's MySpace. ციტირების თარიღი: 11 აპრილი 2008.
  88. Porcupine Tree in Absentia DVD-Audio – Steven Wilson Interview. HighFidelityReview.com (7 March 2004). დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 აპრილი 2008. ციტირების თარიღი: 8 აპრილი 2008.
  89. Archive/Original დაარქივებული 2012-09-17 საიტზე Wayback Machine. . "The 30 greatest live acts in the world today" by Music Radar. (16 ივნისი 2011)
  90. 90.0 90.1 admin. (2022-05-06) Randy McStine and Nate Navarro join Porcupine Tree touring lineup en-US. ციტირების თარიღი: 2022-08-05