დონა სამერი
ლადონა ადრიან გეინზი (დ. 31 დეკემბერი, 1948 — გ. 17 მაისი, 2012), უფრო მეტად ცნობილია როგორც დონა სამერი (ინგლ. Donna Summer) — ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და მსახიობი. ცნობადობა მოიპოვა 1970-იანი წლების დისკოს ეპოქაში და ცნობილი გახდა როგორც „დისკოს დედოფალი“, მის სიმღერებს კი მთელ მსოფლიოში გაუჩნდა თაყვანისმცემლები.[4]
დონა სამერი | |
---|---|
1977 წელს | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ლადონა ადრიან გეინსი |
დაბ. თარიღი | 31 დეკემბერი, 1948 |
დაბ. ადგილი | ბოსტონი, მასაჩუსეტსი, აშშ |
გარდ. თარიღი | 17 მაისი, 2012 (63 წლის) |
გარდ. ადგილი | ნეიპლზი, ფლორიდა, აშშ |
დასაფლავებულია | ჰერპეთ-ჰილზის ხსოვნის ბაღი[1] |
ეროვნება | აფრო-ამერიკელები[2] [3] |
ჟანრ(ებ)ი | დისკო, თანამედროვე რიტმ-ენდ-ბლუზი, სოული, როკი, ჰაი-ენერჯი |
საქმიანობა | მომღერალი, სიმღერების ავტორი, მსახიობი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | ვოკალი |
აქტიური | 1968–2012 |
ლეიბლ(ებ)ი | Oasis, Casablanca, Geffen, Atlantic, Mercury, WMG, WEA, Epic, Burgundy, United Artists |
ხელმოწერა | |
საიტი | donnasummer.com |
დონა სამერი ვიკისაწყობში |
1960-იანი წლების კონტრკულტურის გავლენით, დონა სამერი ფსიქოდელიური როკის ბენდის, სახელად Crow-ის სოლისტი გახდა და ნიუ-იორკში გადავიდა. მიუზიკლ „Hair“-ის საგასტროლო ვერსიასთან შეერთების შემდეგ დატოვა ნიუ-იორკი და რამდენიმე წელიწადი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ევროპაში; მიუნხენში გაიცნო მუსიკალური პროდიუსერები ჯორჯო მოროდერი და პიტ ბელოტი და აქ მათთან ერთად ჩაწერა დისკოს ისეთი ჰიტები, როგორებიცაა „Love to Love You Baby“ და „I Feel Love“, რომლებმაც მომღერალს საერთაშორისო დონეზე მისცეს გასაქანი. 1975 წელს სამერი შეერთებულ შტატებში დაბრუნდა და გამოუშვა სხვა ჰიტები: „Last Dance“, „MacArthur Park“, „Heaven Knows“, „Hot Stuff“, „Bad Girls“, „Dim All the Lights“, „No More Tears (Enough Is Enough)“ (დუეტი ბარბრა სტრეიზანდთან ერთად) და „On the Radio“.
ცხოვრების მანძილზე მისი 42 ჰიტური სინგლი მოხვდა ბილბორდის ცხელ ასეულში, მათგან 14 ტოპ-10-ეულში მოხვდა. 1975–1984 წლებში იგი მუდმივად იყო წარმოდგენილი ტოპ-40-ში. 1976 წელს საუკეთესო 10-ეულში პირველად მოხვედრიდა 1982 წლამდე მისი 12 ჰიტი მოხვდა აღნიშნულ კატეგორიაში (მათგან 10 ტოპ-5-შიც), რაც იმ პერიოდში სხვა ვერავინ შეძლო. 1983 წელს დაბრუნდა ცხელი 100-ეულის ტოპ-5-ში. 1989 წელს უკანასკნელად მოხვდა საუკეთესო ათეულში სიმღერით „This Time I Know It's for Real“. დონა სამერი პირველი არტისტი გახდა, რომლის თანმიმდევრულმა სამმა ორმაგმა ალბომმა მიაღწია ბილბორდ 200-ის ჩარტის პირველ ადგილს და ოთხმა სინგლმა აშშ-ში დაიკავა პირველი ადგილი 12 თვის პერიოდში. მას ეკუთვნის ასევე R&B Singles-ის ჩარტში ორი პირველადგილოსანი და დიდ ბრიტანეთში ერთი ასევე პირველადგილოსანი სინგლი.[5] უკანასკნელი ჰიტი, რომელიც საუკეთესო ასეულში მოხვდა იყო 1999 წელს გამოშვებული „I Will Go with You (Con Te Partiro)“. მიუხედავად იმისა, რომ ამ ათწლეულებში ცხელ ასეულში სამერის მდგომარეობა შესუსტდა, მას მთელი კარიერის მანძილზე ძლიერი პოზიციები ეკავა „ბილბორდის“ Dance Club Songs-ის ჩარტში.[6]
გარდაიცვალა ფილტვების კიბოთი, 2012 წლის 17 მაისს, საკუთარ სახლში, ქალაქ ნეიპლზში (ფლორიდა).[7] მთელ მსოფლიოში გაყიდული აქვს 100 მილიონზე მეტი ჩანაწერი და ერთ-ერთ ყველაზე მეტად გაყიდვად შემსრულებლად ითვლება. მიღებული აქვს 5 გრემის ჯილდო. გაზეთ „The Times“-ის ნეკროპოლში იგი არწერეს როგორც „სამოცდაათიენების დისკოს ბუმის უპირობო დედოფალი“, რომელმაც მიაღწია „მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ქალი მომღერლის“ სტატუსს.[4] ჯორჯო მოროდერმა ერთობლივი ნამუშევარი „I Feel Love“ დაახასიათა როგორც „ელექტრონული ცეკვის ნამდვილი დასაბამი“.[8] 2013 წელს დონა სამერი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს.[9] 2016 წლის დეკემბერში „ბილბორდმა“ ყველა დროის საუკეთესო „Dance Club“-ის არტისტებს შორის სამერი მე-6 პოზიციაზე დაასახელა.[10]
დისკოგრაფია
რედაქტირებასტუდიური ალბომები
რედაქტირება- Lady of the Night (1974)
- Love to Love You Baby (1975)
- A Love Trilogy (1976)
- Four Seasons of Love (1976)
- I Remember Yesterday (1977)
- Once Upon a Time (1977)
- Bad Girls (1979)
- On the Radio: Greatest Hits Volumes I & II (1979)
- The Wanderer (1980)
- Donna Summer (1982)
- She Works Hard for the Money (1983)
- Cats Without Claws (1984)
- All Systems Go (1987)
- Another Place and Time (1989)
- Mistaken Identity (1991)
- Christmas Spirit (1994)
- I'm a Rainbow (1996)
- Crayons (2008)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „დონა სამერი“ ვიკისაწყობში.
- ოფიციალური საიტი
- დონა სამერი საიტზე Discogs
- დონა სამერი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- დონა სამერი TCM-ის კინოფილმების მონაცემთა ბაზაში
- დონა სამერი. Find a Grave-ზე.
- დონა სამერი — სიახლეები და კომენტარები „New York Times“-ის საიტზე.
- დონა სამერი — სიახლეები და კომენტარები გამოცემის The Guardian საიტზე
- დონა სამერი ბიბლიოთეკის WorldCat კატალოგში
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Find a Grave — 1996.
- ↑ BlackPast.org — 2004.
- ↑ Southern E. Biographical Dictionary of Afro-American and African Musicians — Greenwood Publishing Group, 1982.
- ↑ 4.0 4.1 „Obituaries: Donna Summer“. The Times. London: News Corporation. 2012. p. 53.
- ↑ Sweeney, Eamon (May 16, 2014). „14 of the best sunshine-filled songs that scream Summer“. Irish Independent. ციტირების თარიღი: 25 თებერვალი, 2015. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ Donna Summer Dance Club Songs Chart History. Billboard. ციტირების თარიღი: 12 დეკემბერი, 2020
- ↑ Sherman, Catherine. (21 მაისი, 2012) Donna Summer's Lasting (Real Estate) Legacy. Zillow.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-01-01. ციტირების თარიღი: 13 აპრილი, 2013
- ↑ „President Obama leads Donna Summer tributes“. BBC News Online. 18 მაისი, 2012. ციტირების თარიღი: 20 მაისი, 2012. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ Carlson, Adam. (December 11, 2012) Public Enemy, Rush, Heart, Donna Summer was inducted into the Rock and Roll Hall of Fame on April 18, 2013. Music-mix.ew.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 25, 2014. ციტირების თარიღი: 13 აპრილი, 2013
- ↑ Greatest of All Time Top Dance Club Artists : Page 1. billboard.com. ციტირების თარიღი: 21 მარტი, 2017