Tarquin's Seaweed Farmბრიტანული პროგრესული როკ-ჯგუფ Porcupine Tree-ს პირველი EP. გამოიცა 1989 წელს.[1] ატარებს ქვესათაურს „Words from a Hessian Sack“. ეს არის სტივენ უილსონის მიერ ვირტუალური ჯგუფის სახელით გამოცემული პირველი ალბომი. აუდიოკასეტა დაურიგდა რამდენიმე ადამიანს, თუმცა ანდერგრაუნდულ მუსიკალურ სცენაზე პროექტს სახელი გაუთქვა. 1991 წელს ლეიბლმა Delerium Records იგი შეზღუდული რაოდენით, 300 ასლის სახით გამოსცა. შემდგომში გამოცემულ ალბომთან The Nostalgia Factory ერთად ამ ჩანაწერის მასალა გადატანილი იქნა ჩანაწერებში On the Sunday of Life... და Yellow Hedgerow Dreamscape.

Tarquin's Seaweed Farm
EP
გამოცემის თარიღი 1989
ჩაიწერა 1984-1988
ჟანრი ფსიქოდელიური როკი
ხანგრძლივობა 77:17
პროდიუსერი Porcupine Tree
Porcupine Tree — ქრონოლოგია
Tarquin's Seaweed Farm
(1989)
Love, Death & Mussolini
(1990)

2004 წელს სტივენ უილსონმა ეს და Delerium Records-ის პერიოდამდე ჩაწერილი ორი კასეტა უილსონმა რემიქსისა და რემასტერინგის შემდეგ კრებულში „Footprints: Cassette Music 1988-1992“ გამოსცა. 25 ასლი დაურიგდა მის მეგობრებს, ოჯახს და ჯგუფის წევრებს.

სიმღერების სია

რედაქტირება

ყველა სიმღერის ავტორია სტივენ უილსონი, გარდა სიმღერებისა „Jupiter Island“ (უილსონი/დაფი), „Clarinet Vignette“ (უილსონი/მასტერსი) და „The Cross“ (პრინსი). გარეკანის ავტორია ალისტერ კემპბელი.

  1. Music for the Head (Here) - 2:44
  2. Jupiter Island - 6:09
  3. Nun's Cleavage (Left) - 2:45
  4. Clarinet Vignette - 1:18
  5. Nun's Cleavage (Right) - 1:09
  6. Space Transmission - 2:56
  7. Message from a Self-Destructing Turnip - :28
  8. Radioactive Toy - 5:49
  9. Towel - 3:33
  10. Wastecoat - 1:10
  11. Mute (Part 1, Part 2, Part 3) - 8:06
  12. Music for the Head (There) - 1:24

კასეტა, გვერდი B

რედაქტირება
  1. No Reason to Live, No Reason to Die - 11:09
  2. Daughters in Excess - 6:46
  3. The Cross / Hole / Yellow Hedgerow Dreamscape - 20:39

პერსონალი

რედაქტირება

გამოგონილი პერსონალი

Tripping Musicians Extraordinaire:

  • The Porcupine Tree – აკუსტიკური გიტარა, ელექტრონული გიტარა, ფლეიტა, კოტო და ვოკალი
  • სერ ტარკუინ ანდერსპუნი - ორგანი, ელექტრონული ფორტეპიანო, სინთეზატორები, ვოკალი
  • მისტერ ჯელი - ბას გიტარა
  • The Expanding Flan – დასარტყმელი საკრავები, პერკუსია, დრამ-კომპიუტერი და წარმოთქმული სიტყვები
  • ტიმოთი ტედპოულ-ჯონსი - აკუსტიკური გიტარა, პერკუსია
  • სებასტიან ტვიტლ-ბლემპტონი III - შეფერხების წრედი ოპერირება, მიქს-პულტი
  • სოლომონ სენ ჟემენი - გიტარა Wastecoat-ში, დრამ-კომპიუტერი Towel-ში და წარმოთქმული სიტყვები
  • ტიმოთი მეზერსი – ჰობოი, ინგლისური ბუკი
  • ლინტონ სემუელ დოუსონი - ფერადი შოუს ოპერატორი