Love, Death & Mussolini
Love, Death & Mussolini — სტივენ უილსონის მიერ აუდიოკასეტაზე ჯგუფ Porcupine Tree-ს სახელით გამოცემული ჩანაწერი. მასში შეტანილია ცხრა სიმღერა. აქედან შვიდი მოგვიანებით გამოვიდა The Nostalgia Factory-ზე. სიმღერა "Out" ასევე გამოვიდა კრებულის Yellow Hedgerow Dreamscape გრამფირფიტის ვერსიაზე და მის 2013 წლის რემასტერინგზე. "It Will Rain for a Million Years", ჩაწერილი მხოლოდ ამ კასეტაზე, არ არის იგივე კომპოზიცია, რომელიც On the Sunday of Life...-შია.
Love, Death & Mussolini | ||||
---|---|---|---|---|
EP — | ||||
გამოცემის თარიღი | 1990 | |||
ჩაიწერა |
Real Life: 1987-1990 ანოტაციის თანახმად: 1989 | |||
ჟანრი | ფსიქოდელიური როკი | |||
ხანგრძლივობა | 35:39 | |||
ლეიბლი | Hidden Art | |||
Porcupine Tree — ქრონოლოგია | ||||
|
მიმოხილვების ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
Allmusic | [1] |
Love, Death & Mussolini, თავის მხრივ, მხოლოდ 10 ასლის ოდენობით იქნა გავრცელებული. სტივენ უილსონის თანახმად, ალბომის ასლი მას არ აქვს. Love, Death & Mussolini-ს რამდენიმე ტექსტის ავტორია ალან დაფი. მან ისინი უილსონს აჩუქა. კასეტის გარეკანის შიდა ნაწილში წარმოდგენილია მუსიკოსების სია, სადაც მხოლოდ ჯეისი კამილიონი არის ნამდვილი პიროვნება, სხვები ჯგუფის გამოგონილი წევრები არიან.
კასეტას მოჰყვებოდა ბუკლეტი, რომელზეც ხუმრობით ეწერა, რომ Love, Death & Mussolini სინამდვილეში სრული ალბომია. მას ახლდა სიმღერების აღწერა და კატალოგიც.[2]
სიმღერების სია
რედაქტირებაყველა სიმღერის ავტორი: სტივენ უილსონი, გარდა სიმღერებისა A2, A3, A4 და B4 (უილსონი/დაფი)
მხარე 1 - The Extended Player
რედაქტირება- Hymn (Tree) - 1:22
- Footprints (Tree, დაფი) - 5:56
- Linton Samuel Dawson (Tree, დაფი) - 3:04
- And the Swallows Dance Above the Sun (Tree, დაფი) - 4:12
- Queen Quotes Crowley (სენ ჟემეინი) - 4:40
მხარე 2 - The Long Player
რედაქტირება- No Luck With Rabbits (ანდერსპუნი) - 0:47
- Begonia Seduction Scene (ჟემეინი, Tree) - 2:34
- Out (Tree, ანდერსპუნი) - 8:59
- It Will Rain for a Million Years (Tree, ანდერსპუნი) - 4:05
პერსონალი
რედაქტირებაგამოგონილი პერსონალი:
- Porcupine Tree - ვოკალი, ელექტრონული და აკუსტიკური გიტარები, ბასი
- სერ ტარკუინ ანდერსპუნი - ორგანი, მელოტრონი, კლავიშებიანი საკრავები
- Expanding Flan - დასარტყმელი ინსტრუმენტები, პერკუსია
- სოლომენ სენ ჟემეინი - გლისანდო გიტარები და ვოკალი "Queen Quotes Crowley"-ში
- ჯეისი კამილიონი - პროგრამირება, - პროგრამირება, ხმოვანი ფონები.
სქოლიოს სია
რედაქტირება- ↑ Bush, John. (2011)Moonloop EP - Porcupine Tree | AllMusic. allmusic.com. ციტირების თარიღი: 6 July 2011.
- ↑ Steven Wilson -The Complete Discography (6th Edition), p. 26. ციტირების თარიღი: 2007-05-15.