ეგზორციზმი (ბერძ. εξορκισμός) — დემონის ან სულის განდევნა ადამიანისგან ან რაიმე ადგილიდან. ტერმინი გახდა ცნობილი ადრეულ ქრისტიანობაში მეორე საუკუნიდან. მიუხედავად ამისა მისი გამოყენება საკმაოდ ძველი დროით თარიღდება და არის ბევრი კულტურისა და რელიგიის რწმენის ნაწილი.

წმინდა ფრანსისკო დე ბორჯია გარდაცვლილი ადამიანიდან დევნის დემონებს.

ქრისტიანობაში, ადამიანს, რომელიც ახორციელებს ეგზორციზმს, ეწოდება ეგზორცისტი და ხშირად არის ეკლესიის წევრი, ან დაჯილდოებულია სპეციალური თვისებებითა და ძალით. ეგზორცისტი ბოროტი ძალის განდევნისთვის იყენებს ლოცვებს, რელიგიურ მასალებს, როგორიცაა ხატები, სიმბოლოები, ჟესტიკულაცია, თილისმა და ა.შ. ამ დროს იგი მოუწოდებს დახმარებისთვის ღმერთს, იესოს ან რამდენიმე ანგელოზს ან მთავარანგელოზს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება