XTC
XTC — ინგლისური როკ-ჯგუფი სუინდონიდან, ჩამოყალიბებული 1972 წელს და აქტიური 2006 წლამდე. მისი ლიდერები იყვნენ სიმღერების ავტორები ენდი პარტრიჯი და კოლინ მოლდინგი. კოლექტივი წარმოიშვა 1970-იანების უკანასკნელი პერიოდის პანკიდან და ახალი ტალღიდან, მოგვიანებით კი მისი ჟღერადობა მერყეობდა გიტარის რიფებზე აგებული სიმღერებიდან პოპამდე. ნაწილობრივ, იმ მიზეზით, რომ ჯგუფი არ ერგებოდა თავისი დროის პოპულარულ მუსიკალურ მიმდინარეობებს, ბრიტანეთსა და აშშ-ში მას ჩარტებში წარმატება არ ჰქონია, თუმცა შემდგომში საკულტო სტატუსი შეიძინა.[3]
XTC | |
---|---|
XTC კონცერტის შემდეგ, ტორონტო, ოქტომბერი, 1978 მარცხნიდან: ენდი პარტრიჯი, კოლინ მოლდინგი, ტერი ჩემბერზი და ბარი ენდრიუსი | |
ბიოგრაფია | |
აგრეთვე ცნობილი როგორც |
|
წარმოშობა | სუინდონი, უილტშირი, ინგლისი |
ჟანრ(ებ)ი | |
აქტიური | 1972–2006 |
ლეიბლ(ებ)ი | Cooking Vinyl, Geffen, Idea, Virgin, Caroline |
ყოფილი წევრები |
ენდი პარტრიჯი კოლინ მოლდინგი ტერი ჩემბერზი ბარი ენდრიუსი დეივ გრეგორი |
საიტი | ape.uk.net |
XTC ვიკისაწყობში |
ტერი ჩემბერზის ლიდერობით კოლექტივმა დაიწყო ტრიოს სახით არსებობა, სახელწოდებით Star Park, მოგვიანებით კი Helium Kidz გახდა. პანკის მოძრაობის პოპულარობასთან ერთად, მათ შეიცვალეს სახელი და გახდნენ XTC. ამასთან, 1977 წელს გააფორმეს კონტრაქტი Virgin Records-თან. 1982 წელს XTC-მ შეწყვიტა საკონცერტო მოღვაწეობა და გადაერთო სტუდიურზე. ამ დროისთვის შემადგენლობაში შედიოდნენ პარტრიჯი, მოლდინგი, გიტარისტი დეივ გრეგორი და სხვადასხვა სესიური მუსიკოსი. აგრეთვე შეიქმნა ჯგუფის განშტოება – The Dukes of Stratosphear, რომელიც ფსიქოდელიურ მუსიკაზე იყო ორიენტირებული. 1990-იან წლებში XTC-ის ჰქონდა პრობლემები ლეიბლთან მოპოვებასთან.[3] არსებობა მან შეწყვიტა მას შემდეგ, რაც შეწყდა პარტრიჯის და მოლდინგის შემოქმედებითი თანამშრომლობა.
XTC-ის ყველაზე ცნობილი ალბომი, Skylarking (1986),[10] ითვლება მის ისტორიაში საუკეთესოდ.[11] ბრიტანეთში მისი ჩანაწერებიდან პოპულარობა მოიპოვეს მხოლოდ სინგლებმა „Making Plans for Nigel“ (1979), „Sgt. Rock (Is Going to Help Me)“ (1980) და „Senses Working Overtime“ (1982), ისევე, როგორც ალბომებმა Black Sea (1980) და English Settlement (1982).[3] აშშ-ში ყველაზე ცნობილია კოლექტივის სიმღერები „Dear God“ (1986) და „The Ballad of Peter Pumpkinhead“ (1992),[12], ხოლო ადგილობრივ ჩარტებში ყველაზე მეტად პოპულარული „Mayor of Simpleton“ (1989) იყო.
ქრონოლოგია
რედაქტირებადისკოგრაფია
რედაქტირება- White Music (1978)
- Go 2 (1978)
- Drums and Wires (1979)
- Black Sea (1980)
- English Settlement (1982)
- Mummer (1983)
- The Big Express (1984)
- 25 O'Clock (1985, როგორც The Dukes of Stratosphear)
- Skylarking (1986)
- Psonic Psunspot (1987, როგორც The Dukes of Stratosphear)
- Oranges & Lemons (1989)
- Nonsuch (1992)
- Apple Venus Volume 1 (1999)
- Wasp Star (Apple Venus Volume 2) (2000)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Trakin, Roy (თებერვალი 1981). „The New English Art Rock“. Musician (30).
- ↑ (აგვისტო 22, 1998) Billboard. Nielsen Business Media, Inc., გვ. 13.
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 ერლეუაინი, სტივენ თომას. XTC | Biography. ციტირების თარიღი: 2014-02-01.
- ↑ 4.0 4.1 Mendehlson, Jason; Klinger, Eric. XTC’s 'Skylarking' (აპრილი 24, 2015).
- ↑ Bennett, ენდი; Stratton, Jon (2013) Britpop and the English Music Tradition. Ashgate Publishing, Ltd., გვ. 81. ISBN 978-1-4094-9407-2.
- ↑ Crandall, ბილ (აგვისტო 8, 1997). „NO EXIT: XTC's Andy Partridge“. Bam.
- ↑ Klinge, Steve (მაისი 2003). "art+punk"+"xtc" „The Natural History - Beat Beat Heartbead“. CMJ New Music Monthly (112). ISSN 1074-6978.
- ↑ Burdick, John. The Best Guitarist in the World at Bearsville (ივლისი 23, 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 5, 2016. ციტირების თარიღი: ნოემბერი 25, 2017.
- ↑ Leone, Dominique. Coat of Many Cupboards (აპრილი 3, 2002).
- ↑ Dahlen, Chris. Andy Partridge - Fuzzy Warbles Collector’s Album (იანვარი 19, 2007).
- ↑ Zaleski, Annie. 30 Years Ago: XTC Finds Pop Perfection with ‘Skylarking’ (27 ოქტომბერი 2016).
- ↑ Zaleski, Annie. "Music is so abused these days": XTC’s Andy Partridge opens up about songwriting, painting and developing the "cruel parent gene" toward your own art (მარტი 20, 2016).