Stranger by the Minute“ — ბრიტანული პროგრესული როკ-ჯგუფ Porcupine Tree-ს სიმღერა, გამოცემული, როგორც მეორე სინგლი 1999 წლის სტუდიური ალბომიდან Stupid Dream. სინგლი გამოიცა როგორც CD-ზე, ასევე 7" გრამფირფიტაზე, 1000 ასლის ოდენობით. უკანასკნელში აგრეთვე შეტანილია „Hallogallo“, Neu!-ს სიმღერის ვერსია. თავდაპირველად სინგლში უნდა შეეტანათ „Even Less“-ის ვრცელი ვერსია (რომელიც Recordings-ში მოხვდა), მაგრამ ბრიტანეთში არსებობდა სინგლის ხანგრძლივობის შეზღუდვა, რამაც ჩანაფიქრს ხელი შეუშალა. CD გამოცემაზე აგრეთვე წარმოდგენილია Macromedia-პრეზენტაცია ჯგუფის ფოტოსურათებით, ტექსტებით, დისკოგრაფიით და სხვა ინფორმაციით.

„Stranger by the Minute“
სინგლიPorcupine Tree
ალბომიდან Stupid Dream
გამოსვლის თარიღი ოქტომბერი 1999
ჟანრი პროგრესული როკი
ხანგრძლივობა

11:13 (CD)

7:49 (7")
ხმისჩამწერი ლეიბლი KScope / Snapper
Porcupine Tree — სინგლების ქრონოლოგია
„Piano Lessons“
(1999)
Stranger by the Minute
(1999)
„Pure Narcotic“
(1999)

სიმღერების სია რედაქტირება

СD
  1. Stranger by the Minute (შემოკლებული) - 3:47
  2. Even Less (ნაწილი 2) - 7:26
  3. ვიდეო: Piano Lessons - 3:30
7" გრამფირფიტა

მხარე 1

  1. Stranger by the Minute (შემოკლებული) - 3:45

მხარე 2

  1. Hallogallo - 4:04

სიმღერების ავტორი - სტივენ უილსონი, გარდა „Hallogallo“-ს (როთერი/დინგერი).

„Hallogallo“ 1995 წელს ჩაიწერა და გამოვიდა Porcupine Tree-ს კასეტაზე Insignificance. ეს ვერსია წარმოადგენს რემიქსს და ოდნავ ვრცელს ვარიანტს.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება