Kill 'Em All

(გადამისამართდა გვერდიდან Motorbreath)

Kill 'Em Allამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის სადებიუტო ალბომი, რომელიც გამოვიდა 1983 წლის 25 ივლისს.[4] ალბომი ჩაიწერა მხოლოდ ორ კვირაში, 10 მაისიდან 27 მაისამდე,[4] მცირე ბიუჯეტით. მხოლოდ 1 500 ეგზემპლარი იქნა გამოშვებული პირველად. თუმცა, დღევანდელი მდგომარეობით, ალბომი სამჯერ იქნა სერთიფიცირებული პლატინად RIAA-ს მიერ.[5], გაიყიდა რა სამი მილიონი ეგზემპლარი მხოლოდ აშშ-ში.

Kill 'Em All
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 16 ივლისი, 1983
ჩაიწერა 10-27 მაისი, 1983 წელი, სტუდიაში Music America Studios, როჩესტერი, ნიუ-იორკი
ჟანრი თრეშ მეტალი
ხანგრძლივობა 51:13
ლეიბლი Megaforce
პროდიუსერი პოლ კარსიო, ჯონი ზაზულა
მეტალიკის სტუდიური ალბომების ქრონოლოგია — ქრონოლოგია
Kill 'Em All
(1983)
Ride the Lightning
(1984)
სინგლები ალბომიდან Kill 'Em All
  1. „Whiplash“
    გამოცემის თარიღი: ივლისი, 1983
  2. „Jump in the Fire“
    გამოცემის თარიღი: 1984
პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
Allmusic5/5 stars[1]
The Daily VaultA[2]
Q5/5 stars(Summer/01, p. 127)
Rolling Stone3/5 stars[3]

სიმღერების სია

რედაქტირება
გვერდი A
#სახელწოდებაავტორ(ებ)იხანგრძლივობა
1.„Hit the Lights“ჯეიმზ ჰეტფილდი, ლარს ულრიხი4:16
2.„The Four Horsemen“ჰეტფილდი, ულრიხი, დეივ მასტეინი7:11
3.„Motorbreath“ჰეტფილდი3:08
4.„Jump in the Fire“ჰეტფილდი, ულრიხი, მასტეინი4:39
5.„(Anesthesia) Pulling Teeth“ (ინსტრუმენტული)კლიფ ბარტონი4:14
6.„Whiplash“ჰეტფილდი, ულრიხი4:10
გვერდი B
#სახელწოდებაავტორ(ებ)იხანგრძლივობა
1.„Phantom Lord“ჰეტფილდი, ულრიხი, მასტეინი4:57
2.„No Remorse“ჰეტფილდი, ულრიხი6:26
3.„Seek & Destroy“ჰეტფილდი, ულრიხი6:53
4.„Metal Militia“ჰეტფილდი, ულრიხი, მასტეინი5:10

სიმღერები

რედაქტირება

ალბომი შეიცავს მეტალიკის არსებობის მანძილზე შექმნილ ორივე სიმღერას, რომლებიც მხოლოდ ერთ-ერთი წევრის მიერაა დაწერილი: Motorbreath (ჰეტფილდი) და (Anesthesia) Pulling Teeth (ბარტონი). თუმცა მასტეინმა 1984 წლის call-in რადიო-ინტერვიუში სიმღერის Motorbreath ავტორობა ჰიუ ტანერს მიაწერა.[6]

Hit the Lights პირველი სიმღერაა, რომელზედაც მუშაობდნენ ჰეტფილდი და ულრიხი, როდესაც აყალიბებდნენ მეტალიკას. სიმღერის ადრინდელი ვერსია შესაძლოა მოვისმინოთ 1982 წლის ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი მეტალ ჯგუფების სიმღერების კრებულში Metal Massacre, ისევე, როგორც მის შემდგომ ხელახლა გამოშვებულში და ჯგუფის პირველ დემოში No Life 'til Leather. დემოს სახელწოდება მომდინარეობს სიმღერის პირველი ხაზიდან. სიმღერის უმეტესი ნაწილი ჰეტფილდმა მისი წინა ჯგუფიდან, ლიზერ ჩარმიდან მოიტანა, და ულრიხთან ერთად მუშაობდნენ სიმღერის სხვადასხვა ვერსიაზე. ეს სიმღერა ერთადერთია, რომელიც ცოცხლად შესრულდა მასტეინთან ერთად.

მოგვიანებით შექმნილ ვერსიების ინსტრუმენტულ შესავალში შესაძლოა მოვისმინოთ გიტარის რიფი, რომელიც თავდაპირველად გამოიყენა ჯგუფმა Queen-მა, სიმღერაში Great King Rat, ხოლო მოგვიანებით, Stone Cold Crazy-შიც. მეტალიკა ცოტა ხანში შეასრულებს ამ სიმღერის ქავერს და გრემის დაჯილდოებაზე მოიგებს მას საუკეთესო მეტალ შესრულებისათვის.

სიმღერის ტექსტი საკონცერტო შესრულებაზეა, მოგზაურობაზე და მძიმე მეტალის ცხოვრების სტილზე.

სიმღერის ქავერი შეასრულა ჯგუფმა Black Tide მათ სადებიუტო ალბომში Light from Above.

The Four Horsemen არის გადამუშავებული ვერსია მასტეინის სიმღერისა The Mechanix. სიმღერას The Mechanix ჰქონდა განსხვავებული ტექსტი, რომელიც მასტეინმა დაწერა, როდესაც იყო მის წინა ჯგუფში Panic. მას შემდეგ, რაც მასტეინი აიძულეს წასულიყო მეტალიკიდან, მან ეს სიმღერა შეიტანა მის მიერ ფორმირებული ჯგუფის, Megadeth-ის სადებიუტო ალბომში Killing Is My Business... And Business Is Good! შემოკლებული სახელით Mechanix, თავდაპირველი ტექსტით და გაცილებით სწრაფი ტემპით. მისი წასვლის შემდეგ ჰეტფილდმა ხელახლა დაწერა ტექსტი, ხოლო ჰემეტმა დაუმატა ახალი, მელოდიური სოლო სიმღერის შუაგულში. ეს სექცია იშვიათად იკვრება მეტალიკის კონცერტებზე, როდესაც ჯგუფი ამ სიმღერას ასრულებს.

The Four Horsemen მეტალიკის ფანების ერთ-ერთი საყვარელი სიმღერაა. სიმღერის სახელწოდება კი იქცა ჯგუფის ერთ-ერთ მეტსახელად.

ტექსტი, როგორც სათაურიდანაც ჩანს, ეძღვნება სამყაროს დასასრულს და აპოკალიფსს, მიემართება რა ბიბლიურ ტექსტს „აპოკალიფსის ოთხი მხედარი“ (Four Horsemen of the Apocalypse). თუმცა, ბევრს სჯერა, რომ სიმღერა თავად მეტალიკაზეა, როგორც „ოთხ მხედარზე“.

სიმღერის ხიდის დროს შესაძლოა მოვისმინოთ ბასისტ კლიფ ბარტონის ხმაც, როდესაც ის შემცვლელ ვოკალს ასრულებს.

iTunes-ზე ამ სიმღერის ბონუს ტრეკის ხილვაცაა შესაძლებელი, ჯგუფის საკონცერტო ალომიდან Live Shit: Binge & Purge, ჩაწერილი სიეტლში, 1989 წლის 29 აგვისტოს.

Motorbreath-ის ტექსტი ცხოვრებაზეა სწრაფ ბილიკზე და იგივე სიმღერისა და ცეკვის სხვების მსგავსად არ დასრულებაზე. ეს ნიშნავს, იცხოვრო სავსე ცხოვრებით და მიიღო ცხოვრებისგან სიამოვნება. ადრინდელ შოუებზე ყოფილმა გიტარისტმა მასტეინმა განაცხადა, რომ ეს იყო სასიყვარულო სიმღერის მათეული ვერსია. ესაა მეტალიკის არსებობის მანძილზე შექმნილი ერთადერთი სიმღერა, რომელიც მხოლოდ ჰეტფილდის მიერაა დაწერილი, ერთ-ერთი ორიდან, რომელთა შექმნაშიც ულრიხს წვლილი არ მიუძღვის (მეორეც ამავე ალბომშია - (Anesthesia) Pulling Teeth).

დეივ მასტეინმა მოგვიანებით გამოიყენა სიმღერის მთავარი რიფი FFF-ის შესაქმნელად Megadethს სიმღერისთვის Cryptic Writings.

Motorbreath წარმოადგენს საუნდტრეკს ვიდეო-თამაშში MTX: Mototrax და ფილმში Any Given Sunday.

სიმღერის ქავერი შესრულდა რამდენიმეჯერ, ყველაზე შესამჩნევი მათ შორის ალბათ არის კანადური პანკ ჯგუფის D.O.A. ქავერი ალბომისთვის Punk Tribute to Metallica და 2004 წელს სკოტ იანის და პეიჯ ჰამილტონის ქავერი.

Motorbreath-მა შთააგონა სიმღერის Love is a Danger Zone 2 შემქმნელები, რიტმული ცეკვის ვიდეო თამაშების სერიისთვის Pump It Up.

სიმღერა შესრულდა ასევე ჯგუფის Anacrusis მიერ, რომლის ჩამოტვირთაც შესაძლებელია მათი ვებ-გვერდიდან.

მუსიკალური ნაწყვეტები:

სიმღერის Jump in the Fire ტექსტ დაწერილია ეშმაკის თვალთახედვიდან, ანუ როგორ უყურებს იგი ხალხს, რომლებიც ერთმანეთს ხოცავენ, და ამგვარად იგი დარწმუნებულია, რომ ყველა ჯოჯოხეთში მოხვდება მათი ქმედებათა გამო, რადგან ისინი, ალეგორიულად, ცეცხლში ხტებიან (jump in the fire). სიმღერის თავდაპირველი ტექსტი, რომლითაც შესულია იგი დემოში No Life 'Til Leather, დაწერილია მასტეინის მიერ და ეთმობა სექსს, რომელშიაც ჩაკეტილი იყო იგი.

სიმღერა მეტალიკის მეორე სინგლია ამ ალბომიდან. სინგლი გამოვიდა სიმღერების Phantom Lord და Seek and Destroy ცრუ საკონცერტო ვერსიების თანხლებით, რომლებიც წარმოადგენდა ალტერნატიულ სტუდიურ ჩანაწერებს, რომელთაც დადებული ჰქონდა ბრბოს ხმა.

სინგლის გაფორმებაზე გამოსახული დემონი აღებულია 1978 წელს მხატვარ ლეს ედვარდსის ზეთის საღებავებით შექმნილი ტილოდან სახელწოდებით Devil's D-Day.[7]

სიმღერაზე იგრძნობა ასევე აირონ მეიდენის სიმღერის Run to the Hills გავლენა, რომელიც იმ პერიოდისათვის № 1 იყო ევროპაში.

(Anesthesia) Pulling Teeth

რედაქტირება

(Anesthesia) Pulling Teeth კლიფ ბარტონის სოლოა, რომელსაც იგი თავად ასრულებს ბას-გიტარაზე, ინსტრუმენტალი, რომელსაც ბოლოსკენ დრამებიც ერთვის. მასში ჩანს ბარტონის განმასხვავებელი წამყვანი ბასის დაკვრის სტილი, მძიმე დისტორშენის თანხლებით, ვაუ-ვაუ პედალისა და ტეპინგის აქტიური გამოყენებით. ინსტრუმენტალის დასაწყისში კლიფი ამბობს: „Bass solo, take one“, სავარაუდოდ იმის ხაზგასასმელად, რას წარმოადგენს კომპოზიცია, რომ, ფაქტობრივად, ბას-გიტარაზეა დაკრული. ეს ის სოლოა ბასზე, რომელსაც უკრავდა ბარტონი კონცერტზე, როდესაც ჰეტფილდმა და ულრიხმა პირველად ნახეს იგი. ჰეტფილდი ყვება:

 
„ჩვენ გავიგონეთ ეს ველური სოლო და დავფიქრდით, რატომ ვერ ვხედავდით გიტარისტს სცენაზე. ჩვენ ორივე ვითვლიდით სიმებს და საბოლოოდ მე მივუტრიალდი ლარსს და ვუთხარი: „ჯიგარო, ეს ბასია!“ კლიფი სცენაზე იყო მის ჯგუფ ტრაუმასთან, ვაუ-ვაუ პედალთან და საკუთარი უზარმაზარი წითური თმით. მას არ ადარდებდა, იყო იქ ხალხი თუ არა. იგი უყურებდა დაბლა ბას-გიტარას და უკრავდა.“
მუსიკალური ნაწყვეტები:

Whiplash იყო მეტალიკის პირველი სინგლი როგორც ზოგადად, ასევე მათი 1983 წლის სადებიუტო ალბომიდან Kill 'Em All. მისი ავტორები არიან ჯეიმზ ჰეტფილდი და ლარს ულრიხი. სიმღერა უმეტესად ეხება მეტალის ფანების ცხოვრებას, გრძნობას რომელიც გეუფლება სცენის წინ თავის ქნევისას. „Bang your head against the stage“, „Make it ring, make it bleed, make it really sore“ და „You're thrashing all around...acting like a maniac“ ამის შესანიშნავი მაგალითებია.

ხშირად კონცერტებზე ჰეტფილდი ცვლის თავდაპირველ ტექსტს „But we'll never stop, we'll never quit, 'cause we're Metallica“ ტექსტად „But you'll never stop, you'll never quit, 'cause you're Metallica“, რითაც ხაზს უსვამს ფანების როლს მეტალიკის პოპულარიზაციაში და გარდაქმნაში იმად, რასაც ახლა წარმოადგენს მეტალიკა. კონცერტებზე ხშირად ჯეისონ ნიუსტედი ასრულებდა სიმღერის ნაწილს ან სრულად, რაც განსაკუთრებით შესამჩნევია საკონცერტო ჩანაწერში სან-დიეგოში, კალიფორნია. მან ჰეტფილდის გარეშე იმღერა ასევე 2000 წლის 7 ივლისს, სტადიონზე Georgia Dome ატლანტაში, ამავე წლის 8 ივლისს ჩქაროსნულ ტრასაზე სპარტაში, კენტუკი და 9 ივლისს სტადიონზე Texas Stadium ირვინგში, ტეხასი. ჰეტფილდი იყინავდა ბოლო დროს დაზიანებულ ზურგს, სანამ ჰემეტი, ულრიხი და ნიუსტედი ასრულებდნენ სიმღერას.

მრავალჯერ შესრულდა სიმღერის ქავერი. მათ შორის: მოუტერჰედის მიერაც (რომელიც დასახელებული იყო მეტალიკის მიერ როგორც მათზე უდიდესი გავლენის მქონე ჯგუფი) შეასრულა ეს სიმღერა მეტალიკისადმი მიძღვნილი ალბომისთვის Metallic Attack: Metallica - The Ultimate Tribute და მოიგო მათი პირველი გრემი 2005 წელს საუკეთესო მეტალ შესრულებისათვის.[8] ვინი აპისმა (დრამები), სკოტ იანმა (გიტარა), ბილი მილანომ (ვოკალი) და ფილ სოუსანმა (ბასი) შეასრულეს სიმღერა მეტალიკისადმი მიძღვნილი ალბომისთვის Metallic Assault: A Tribute to Metallica. Pantera-მ, სახუმარო სახელით Pantallica, შეასრულა სიმღერა ცოცხლად ჯეისონ ნიუსტედთან ერთად ბასზე, ხოლო წევრებმა დიმებაგ დარელმა (გიტარა) და პილ ანსელმომ (ვოკალი) როლები გაცვალეს.[9] Destruction-მა შეასრულა სიმღერა მეტალიკისადმი მიძღვნილი ალბომისთვის A Tribute to the Four Horsemen და მცირე ცვლილებებით შეიტანა იგი თავის ალბომში All Hell Breaks Loose როგორც დამალული ბონუს ტრეკი. Stone Gods-მა შეასრულა ეს სიმღერა მათ ტურნეზე Knight of the Living Dead.

მეტალიკის სიეტლისა და iTunes-ის ბონუს ვერსია თითქმის ერთნაირებია, თუ არ ჩავთვლით სიმღერის დაბოლოებას, სადაც ჰეტფილდი სხვადასხვაგვარად მიმართავს აუდიტორიას.

Live Shit ვერსიაში ჯეიმზმა სიმღერის დაწყებისას თვლა აურია და ნაცვლად „1, 2, 1, 2, 3, 4“, მან თქვა: „1, 2, 4, 3, 2 და ნახევარი!“.[10]

Phantom Lord დაიწერა მითურ არსებათა საბრძოლო ყვირილის შესახებ. სიმღერა შესულია ჯგუფის პირველ დემოში No Life 'til Leather. ეს სიმღერა მეტალიკის პირველი სიმღერაა, რომლის სტრუქტურაშიც შედის გიტარის სუფთა მელოდიური შესავალი.

სიმღერის ტექსტი ეთმობა მითურ ბრძოლას მძიმე მეტალის ცხოველებს შორის. ჯგუფი ამ სიმღერას ხშირად უძღვნიდა ფანებს, რომლებიც ერთმანეთს ეჯახებოდნენ თავებით მეტალიკის ადრეული კონცერტების განმავლობაში.

აღსანიშნავია ფაქტიც, რომ ჰეტფილდის მესამე ჯგუფს მეტალიკამდე Phantom Lord ერქვა.[11]

ჯგუფმა ანთრაქსმა ჩაწერაამ სიმღერის ქავერი როგორც B-მხარე მათი 1998 წლის ალბომისთვის Volume 8: The Threat Is Real. იგი შესაძლოა ვიპოვოთ ასევე სინგლის Inside Out იმპორტულ ვერსიაში.

No Remorse შეიცავს ტემპის მრავალ ცვლილებას და გიტარის ბევრ რიფს. იგი პოპულარულია მოთამაშეთა წრეებში, რადგან იგი იყო შთაგონების წყარო პირველი Doom თამაშის პირველი სიმღერისთვის. სიმღერის ტექსტი ეხება შეუბრალებლობასა და სინდისის არ ქენჯნას ბრძოლის დროს ომში.

სიმღერის ქავერი შეასრულა დეზ მეტალ ჯგუფმა Cannibal Corpse მათი 2002 წლის ალბომისთვის Gore Obsessed და 2003 წლის EP-სთვის Worm Infested.

Seek & Destroy ხშირად იკვრებოდა კონცერტებბზე მისი 1982 წლის საკონცერტო დებიუტის შემდეგ და გახდა მეტალიკის ტურნეების დამამთავრებელი სიმღერა Madly in Anger with the World ტურნეს შემდეგ.

მუსიკალური ნაწყვეტები:

დოკუმენტურ ფილმში Some Kind of Monster ნაჩვენებია სიმღერა იმის სადემოსტრაციოდ, თუ როგორ იცვლებოდა მეტალიკის მუსიკა და გარეგნობა წლების განმავლობაში.

სიმღერა პოპულარულია სპორტში, კერძოდ კი ჭიდაობის ერთ-ერთ სახეობაში - რესლინგში, კალათბურთში, ჰოკეიში და სხვა. პროფესიონალური ჰოკეის გუნდები San Jose Sharks და New Jersey Devils იყენებენ სიმღერას გამხსნელ თემად საშინაო მატჩებისთვის.

Seek & Destroy-ის ქავერი შეასრულეს ჯიმი ბრაიანმა (ბასი), ჩაკ ბილიმ (ვოკალი), ეინსლი დანბარმა (დრამები) და ჯეიკ ლიმ (გიტარა)ალბომისთვის Metallic Assault: A Tribute to Metallica. სიმღერის ქავერი შეასრულეს ასევე ჯგუფებმა სხვადასხვა ქვეყნიდან: Testament, Bludvera, Acid Drinkers, Sil Khannaz; ინსტრუმენტული ვერსია შეასრულა ჯგუფმა Freaklabel, ხოლო ცოცხლად შეასრულეს ჯერ პანტერამ, შემდეგ აპოკალიპტიკამ.

Metal Militia არის მეათე და უკანასკნელი სიმღერა ალბომიდან Kill 'Em All. ესაა ჯგუფის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი სიმღერათაგანი და ფსევდონიმი როგორც ჯგუფისათვის, ასევე მეტალიკისადმი მიძღვნილი ალბომების სერიისათვის.

სიმღერა აღწერს მეტალიკას, როგორც „მეტალ მილიციას“ (Metal Militia), რომელიც იპყრობს მსოფლიოს თავისი მძიმე მეტალით. როგორც მილიცია, მეტალიკა ცდილობს დატოვოს შეტყობინება.

მეთერთმეტე ტრეკი ალბომიდან, (თავდაპირველად ალბომში არ იყო, მაგრამ Elektra Records-მა შეიტანა იგი 1988 წელს ხელახლა გამოცემულში ბონუს ტრეკის სახით) მეტალიკამ შეასრულა ბრიტანული მძიმე მეტალ ჯგუფ დაიმონდ ჰედის სიმღერის Am I Evil? ქავერი. ეს სიმღერა პირველად გამოჩნდა დაიმონდ ჰედის ალბომში Lightning to the Nations. მეტალიკამ კი ეს სიმღერა მეტალ სამყაროსთვის ცნობადი გახადა თავის კონცერტებზე მრავალჯერ შესრულებით. ეს სიმღერა (ისევე როგორც Blitzkrieg) შესულია მეტალიკის სინგლის Creeping Death B-მხარეზე. Elektra Records-მა შეიტანა იგი 1988 წელს ამ ალბომის ხელახლა გამოცემულ ვერსიაში ბონუს ტრეკის სახით. სიმღერა კიდევ ერთხელ გამოჩნდა მეტალიკის 1998 წლის ქავერების კრებულში Garage Inc., ასევე Live Shit: Binge & Purge სასაჩუქრე ყუთის მესამე დისკზე. კონცერტზე ლოს-ანჯელესში მეტალიკის წევრებმა შეცვლილი როლებით შეასრულეს ეს სიმღერა ხუთ შოუზე: ლარსი იყო ვოკალი, ჯეიმზი უკრავდა დრამებზე, კირკი - ბასზე, ხოლო ჯეისონი - გიტარაზე.

Blitzkrieg (ისევე როგორც Am I Evil?) შესულია მეტალიკის სინგლის Creeping Death B-მხარეზე. ასევე Elektra Records-მა შეიტანა იგი 1988 წელს ამ ალბომის ხელახლა გამოცემულ ვერსიაში ბონუს ტრეკის სახით. წარმოადგენს ამავე სახელწოდების ჯგუფის სიმღერის ქავერს. ორივე სიმღერა შესულია 1998 წლის ქავერების კოლექციაში Garage Inc..

პერსონალი

რედაქტირება
მეტალიკა
პროდიუსერები
  • ჯონი ზაზულა – აღმასრულებელი პროდიუსერი
  • პოლ კარსიო – პროდიუსერი
  • ბობ ლუდვიგი – მასტერინგი
ჩარტი უმაღლესი
პოზიცია
ავსტრალიის ალბომების ჩარტი[12] 55
ფინეთის ალბომების ჩარტი[13] 12
საფრანგეთის ალბომების ჩარტი[13] 149
გერმანიის ალბომების ჩარტი[14] 58
ესპანეთის ალბომების ჩარტი[13] 65
შვედეთის ალბომების ჩარტი[13] 28
შვეიცარიის ალბომების ჩარტი[13] 65
ბრიტანეთის ალბომების ჩარტი[15] 142
აშშ Billboard 200[16] 66

სერტიფიცირებები

რედაქტირება
რეგიონი სერტიფიცირება გაყიდვები
კანადა (Music Canada)[17] პლატინა 100 000^
გაერთიანებული სამეფო (BPI)[18] ოქრო 100 000^
აშშ (RIAA)[19] 3× პლატინა 3 000 000^

^გაყიდვების მონაცემები მხოლოდ სერტიფიცირებაზე დაყრდნობით (გაყიდული პარტიები)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Huey, Steve. Review. Allmusic.com. ციტირების თარიღი: ნოემბერი 13, 2010.
  2. Hanson, პოლ. Music Reviews : Kill 'em All. The Daily Vault. ციტირების თარიღი: აპრილი 17, 2011.
  3. Metallica: Album Guide. Rolling Stone. ციტირების თარიღი: აპრილი 17, 2011.
  4. 4.0 4.1 1983 წლის მოვლენები. Timeline. Metallica. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-03-02. ციტირების თარიღი: დეკემბერი 26, 2009.
  5. RIAA.com
  6. მასტეინის ინტერვიუ
  7. ლეს ედვარდსის ნამუშევარი Devil's D-Day. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-09-17. ციტირების თარიღი: 2010-06-22.
  8. 47-ე გრემის დაჯილდოება - 2005. Rock on the Net archive. ციტირების თარიღი: 2007-02-11.
  9. YouTube - Panterica (მეტალიკა და პანტერა ერთად) - Whiplash
  10. Live Shit: Binge and Purge, დისკი 3, ტრეკი 8
  11. metallica.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-10-21. ციტირების თარიღი: 2010-06-22.
  12. Ryan, Gavin (2011). Australia's Music Charts 1988-2010. Mt. Martha, VIC, Australia: Moonlight Publishing. 
  13. 13.0 13.1 13.2 13.3 13.4 Metallica – Kill 'Em All გერმანული. Hung Medien. ციტირების თარიღი: მაისი 30, 2015.
  14. Metallica Longplay-Chartverfolgung გერმანული. musicline.de. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-10-22. ციტირების თარიღი: აპრილი 12, 2017.
  15. Zywietz, Tobias. Metallica UK Chart History. ოფიციალური ჩარტების კომპანია. ციტირების თარიღი: ივლისი 5, 2015.
  16. Metallica – Chart history. Billboard. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 11, 2013. ციტირების თარიღი: მაისი 30, 2015.
  17. Canadian album certifications – Metallica – Kill 'Em All. Music Canada.
  18. British album certifications – Metallica – Kill 'Em All. ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია. შეიყვანეთ Kill 'Em All ველში Search. აირჩიეთ Title ველში Search by. შეიყვანეთ album ველში By Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Go
  19. American album certifications – Metallica – Kill 'Em All. ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია. საჭიროების შემთხვევაში, უნდა აირჩიოთ Advanced, შემდეგ Format, შემდეგ Album, და ბოლოს - SEARCH