სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ Some Kind of Monster.

Some Kind of Monsterამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის 2004 წელს გამოსული დოკუმენტური ფილმი, რომელიც ასახავს მეტალიკის 2003 წლის ალბომზე St. Anger მუშაობის პროცესს და დაკავშირებულ ტურნეებს. ამავე სახელწოდებით მეტალიკას ჩაწერილი აქვს სიმღერა Some Kind of Monster, რომელიც შესულია 2003 წლის ალბომში St. Anger.

„Some Kind Of Monster“
რეჟისორი ჯო ბერლინგერი
ბრიუს სინოფსკი
პროდიუსერი ჯო ბერლინგერი
ბრიუს სინოფსკი
როლებში მეტალიკა
ბობ როკი
კომპოზიტორი მეტალიკა
სიმღერის ტექსტის ავტორი მეტალიკა
დისტრიბუტორი Paramount
გამოსვლის თარიღი 25 იანვარი, 2005[1]
ხანგრძლივობა 2:21 სთ.
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
ენა ინგლისური

ფილმი იწყება ჯგუფის წევრებს შორის პირადი ურთიერთობების გაშუქებით და მათი ბრძოლით შემოქმედებით პროცესში. იგი მოიცავს ბევრ ჩანაწერებს რეპეტიციებზე სტუდიაში და ფრაგმენტებს კონცერტებიდან. ნაჩვენებია ასევე ახალი ბასისტის შესარჩევი მოსმენები, რომლის შემდეგაც ჯგუფში აიყვანეს რობერტ ტრუჰილო. მიღებული აქვს ჯილდო Independent Spirit Award for Best Documentary Feature.

DVD გამოცემა უზრუნველყო პარამაუნტ პიქჩერსმა, რომლის 2000 წლის მხატვრულ ფილმს შეუსრულებელი მისია 2 საუდტრეკად გამოყენებული აქვს მეტალიკის I Disappear.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Some Kind of Monster (ფილმი). Metallica. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-22. ციტირების თარიღი: 2013-01-25.