Jump in the Fire
„Jump in the Fire“ — ამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის მეოთხე სიმღერა და მეორე სინგლი მათი 1983 წლის სადებიუტო ალბომიდან Kill 'Em All. სინგლი გამოიცა მხოლოდ აშშ-ის ფარგლებს გარეთ.[2] იგი მოხვდა ახალი ზელანდიის სინგლების ჩარტში, სადაც მან სამი კვირა გაატარა. მისი საუკეთესო შედეგი ამ ჩარტში ოცდამეათე ადგილი იყო.[3]
„Jump in the Fire“ | ||||
---|---|---|---|---|
სინგლი — მეტალიკა | ||||
ალბომიდან Kill 'Em All | ||||
B-მხარე | Phantom Lord (საკონცერტო), Seek & Destroy (საკონცერტო) | |||
გამოსვლის თარიღი | 20 იანვარი, 1984[1] | |||
ჩაიწერა |
10-27 მაისი, 1983 სტუდიაში Music America Studios კალიფორნია[1] | |||
ჟანრი | თრეშ მეტალი | |||
ხანგრძლივობა | 4:40 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | Megaforce | |||
ავტორ(ებ)ი |
ჯეიმზ ჰეტფილდი, ლარს ულრიხი, დეივ მასტეინი | |||
პროდიუსერი |
პოლ კარსიო, ჯონი ზაზულა | |||
მეტალიკა — სინგლების ქრონოლოგია | ||||
| ||||
აუდიომაგალითი | ||||
yes |
მუსიკა
რედაქტირებამისი ავტორები არიან ჯეიმზ ჰეტფილდი, ლარს ულრიხი და დეივ მასტეინი.[1] სიმღერასთან Hit the Lights ერთად Jump in the Fire მეტალიკის ერთ-ერთი პირველი სიმღერათაგანია, რომელიც შესულია დემოში Ron McGovney's '82 Garage demo, ხოლო შემდგომ შეტანილია დემოში No Life 'til Leather.[2] ულრიხის განცხადებით, ჰეტფილდმა ეს სიმღერა დაწერა აირონ მეიდენის Run to the Hills ჟღერადობის მსგავსად, რომელიც იმ პერიოდისათვის პოპულარული იყო.[4][5]
ტექსტი
რედაქტირებასიმღერის თავდაპირველი ტექსტი ეთმობოდა სექსს, რომელშიაც ჩაკეტილი იყო მასტეინი. მასტეინის წასვლის შემდეგ, სიმღერის The Four Horsemen მსგავსად, ახალი ტექსტი დაწერა ჰეტფილდმა. ახალი ტექსტი ეშმაკის თვალთახედვიდან არის დაწერილი, რომელიც უყურებს ხალხს, ერთმანეთს როგორ ხოცავენ, და დარწმუნებულია, რომ ისინი განწირულნი არიან ჯოჯოხეთისათვის. აქედან გამომდინარე, ალეგორიულად, ცეცხლში ხტებიან (Jump in the Fire).[2][5]
საკონცერტო შესრულება
რედაქტირებასიმღერა პირველად ცოცხლად შესრულდა 1982 წლის 14 მარტს ანაჰეიმში, კალიფორნია.[6][7] 1984 წლის შემდეგ კი თითქმის ოცი წელი არ შესრულებულა, თუ არ ჩავთვლით კირკის მიერ jam სესიებში სიმღერის ნაწყვეტების იშვიათად შესრულებას. ამის მიზეზი კი ჯეიმზის მიერ ამ სიმღერის შეჯავრება გახდა დეივ მასტეინთან დაკავშირებული საწყისების გამო. საბოლოოდ, ჯგუფმა ახსნა ტაბუ ამ სიმღერას და შეასრულა იგი 2004 წლის 23 მარტს ედმონტონში, ალბერტა, კანადა. მას მერე 2008-2010 წლებშიც შესრულდა World Magnetic ტურნეს ფარგლებში.[7]
სიმღერების სია
რედაქტირება- საერთაშორისო გამოცემა
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
---|---|---|
1. | „Creeping Death“ | 6:39 |
2. | „Am I Evil?“ | 7:52 |
3. | „Blitzkrieg“ | 3:37 |
4. | „Jump in the Fire“ | 4:41 |
5. | „Seek and Destroy“ | 7:05 |
6. | „Phantom Lord“ | 4:52 |
პერსონალი
რედაქტირებამეტალიკა
რედაქტირება- ჯეიმზ ჰეტფილდი – წამყვანი ვოკალი, რიტმული გიტარა
- კირკ ჰემეტი – წამყვანი გიტარა
- კლიფ ბარტონი – ბასი, დამატებითი ვოკალი
- ლარს ულრიხი – დასარტყმელი საკრავები
- სტუდიური პერსონალი
- აღმასრულებელი პროდიუსერი: ჯონი ზაზულა
- პროდიუსერი: პოლ კარსიო
- ინჟინერი: კრის ბუბაჩი
- ინჟინერ-ასისტენტი: ენდი ვრუბლევსკი[1]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Jump in the Fire თავდაპირველი გაფორმება ლეს ედვარდსის მიერ დაარქივებული 2010-11-26 საიტზე Wayback Machine.
- Jump in the Fire-ის ტექსტი დაარქივებული 2007-07-18 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 სინგლი Jump in the Fire. Metallica.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-04-04. ციტირების თარიღი: 2011-08-11.
- ↑ 2.0 2.1 2.2 Jump in the Fire. Encyclopedia Metallica. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-11-20. ციტირების თარიღი: 2011-08-11.
- ↑ Jump in the Fire. Charts.org.nz. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-13. ციტირების თარიღი: 2011-08-11.
- ↑ ინტერვიუ ლარს ულრიხთან
- ↑ 5.0 5.1 Jump in the Fire. Songfacts.com. ციტირების თარიღი: 2011-08-11.
- ↑ სიმღერა Jump in the Fire. Metallica.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-06-04. ციტირების თარიღი: 2011-08-11.
- ↑ 7.0 7.1 Jump in the Fire. Metlists.com. ციტირების თარიღი: 2011-08-11.