Seek & Destroy

(გადამისამართდა გვერდიდან Seek and Destroy)

Seek & Destroyამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის სიმღერა და მეცხრე სიმღერა მათივე სადებიუტო ალბომიდან Kill 'Em All. იგი იყო პირველი სიმღერა, რომელიც სტუდიაში ჩაიწერა და შესულია დემოში No Life 'til Leather.[1] დახასიათებულია რა, როგორც „მეტალიკის პირველი დიდებული სტანდარტი“,[2] ხშირად იკვრებოდა კონცერტებბზე წლების განმავლობაში მისი 1982 წლის საკონცერტო დებიუტის შემდეგ და გახდა მეტალიკის ტურნეების დამამთავრებელი სიმღერა Madly in Anger with the World ტურნეს შემდეგ.[3][4][5]

„Seek & Destroy“
სიმღერამეტალიკა
ალბომიდან Kill 'Em All
გამოსვლის თარიღი 16 ივლისი, 1983
ჩაიწერა Music America Studios, როჩესტერი, ნიუ-იორკი
ჟანრი თრეშ მეტალი
ხანგრძლივობა 6:50
ხმისჩამწერი ლეიბლი Megaforce
ავტორ(ებ)ი ჯეიმზ ჰეტფილდი,
ლარს ულრიხი
პროდიუსერი მეტალიკა,
პოლ კარსიო,
ჯონი ზაზულა

დოკუმენტურ ფილმში Some Kind of Monster ნაჩვენებია სიმღერა იმის სადემოსტრაციოდ, თუ როგორ იცვლებოდა მეტალიკის მუსიკა და გარეგნობა წლების განმავლობაში. მეტალიკის ათი საუკეთესო სიმღერის შორის AOL Radio-მ მოათავსა იგი მეოთხე პოზიციაზე,[6] ხოლო All Music Guide-ის სტივ ჰიუიმ შეარჩია ეს სიმღერა, როგორც AMG Track Pick ალბომიდან Kill 'Em All.[7]

ჩაწერა და შთაგონება

რედაქტირება

სიმღერა მკვლელობის იძულების გრძნობაზეა. ტექსტიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ იგი არა ცივსისხლიან მკვლელობაზე, არამედ შურისძიებაზეა, იმ პიროვნების მოკვლაზეა, რომელიც ძალიან იმსახურებს ამას. ტურნეზე Kill 'Em All for One ჯეიმზ ჰეტფილდი ხუმრობით ამბობდა, რომ ეს სიმღერა ნადირობაზეა. ამ სიმღერის შექმნაზე დიდი გავლენა იქონია დაიმონდ ჰედის სიმღერამ Dead Reckoning. პირველი სამი მინი სოლო ნასესხებია საქსონის სიმღერიდან Princess of the Night. მეტალიკამ დაამატა ბოლო სოლო. სიმღერის დებიუტის შემდეგ, ჰემეტმა მოუბოდიშა ფანებს გიტარის ხმის იმ უჩვეულო გადახვევის გამო, რომელიც 3:47-სა და 3:48-ს შორის ხდება სოლოს განმავლობაში, ფაქტობრივად, შეცდომაა ან ბუმ ჩანაწერი.[8][9]

თუ Seek And Destroy ნასესხებია დაიმონდ ჰედის რომელიმე სიმღერიდან, ესაა Dead Reckoning. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მას უდიდესი გავლენა ჰქონდა ამ სიმღერაზე...

გამოყენება

რედაქტირება
მუსიკალური ნაწყვეტები:

სიმღერა პოპულარულია სპორტში, კერძოდ კი ჭიდაობის ერთ-ერთ სახეობაში - რესლინგში, კალათბურთში, ჰოკეიში და სხვა. პროფესიონალური ჰოკეის გუნდები San Jose Sharks და New Jersey Devils იყენებენ სიმღერას გამხსნელ თემად საშინაო მატჩებისთვის.

სხვა ვერსიები

რედაქტირება

Seek & Destroy-ის ქავერი შეასრულეს ჯიმი ბრაიანმა (ბასი), ჩაკ ბილიმ (ვოკალი), ეინსლი დანბარმა (დრამები) და ჯეიკ ლიმ (გიტარა) ალბომისთვის Metallic Assault: A Tribute to Metallica. სიმღერის ქავერი შეასრულეს ასევე ჯგუფებმა სხვადასხვა ქვეყნიდან: Testament, Bludvera, Acid Drinkers, Sil Khannaz; ინსტრუმენტული ვერსია შეასრულა ჯგუფმა Freaklabel, ხოლო ცოცხლად შეასრულეს ჯერ პანტერამ, შემდეგ აპოკალიპტიკამ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Metallica - No Life 'til Leather. Encyclopaedia Metallum.
  2. რობ კემპი. (17 აპრილი, 2010) მეტალიკის ალბომის გიდი. როლინგ სტოუნი. ციტირების თარიღი: 2010-05-27.[მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული]
  3. ბენ რეტლიფი. (29 აგვისტო, 2008) Some Kind of Refined Monster. ნიუ-იორკ ტაიმზი. ციტირების თარიღი: 2010-05-27.
  4. უიტნი პასტორეკი. (ივნისი, 2008) Bonnaroo 08: My Morning Friday. PopWatch. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-12-08. ციტირების თარიღი: 2010-05-27.
  5. დეივ მაკკენა. (17 იანვარი, 2009) Metallica, Still Putting the Pedal to the Metal. ვაშინგტონ პოსტი. ციტირების თარიღი: 2010-05-27.
  6. სერენა რეიმონდი. (ივნისი, 2009) მეტალიკის ათი საუკეთესო სიმღერა. AOL Radio. ციტირების თარიღი: 2010-05-27.
  7. სტივ ჰიუი. Metallica - Kill 'Em All. All Music Guide. ციტირების თარიღი: 2010-05-27.
  8. ჯეფ კიტსი (ოქტომბერი, 1991), "ბნელ წარსულში", Guitar World: p. 83
  9. სიმღერის ინფო - Seek & Destroy. Encyclopedia Metallica. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-07-11. ციტირების თარიღი: 2010-05-28.
  10. მარკ პატერფორდი (2000). მეტალიკა: მათი საკუთარი სიტყვებით. Omnibus Press. ISBN 0711984409.