აპოკალიპტიკა (ფინ. Apocalyptica) — ფინური ჩელო მეტალ ჯგუფი ჰელსინკიდან, დაარსებული 1993 წელს. ჯგუფი შედგება კლასიკურ მუსიკაზე გაწვრთნილი ჩელოზე შემსრულებლებისგან და 2003 წლის შემდეგ, უკვე დრამერისგანაც. ჯგუფის სამმა წევრმა დაამთავრა სიბელიუსის აკადემია ჰელსინკიში, ფინეთი.[1] მათი მუსიკა შეიცავს ელემენტებს როგორც კლასიკური მუსიკიდან, ასევე ნეო-კლასიკური მეტალიდან, სიმფონიური და თრეშ მეტალიდან. დღეისათვის გაყიდული აქვთ ოთხ მილიონზე მეტი ალბომი.[2]

აპოკალიპტიკა

აპოკალიპტიკა 2009 წელს ილოსაარიროკის ფესტივალზე.
ბიოგრაფია
წარმოშობა ჰელსინკი, ფინეთი
ჟანრ(ებ)ი ჩელო მეტალი,
ინსტრუმენტული მეტალი,
სიმფონიური მეტალი,
ნეო-კლასიკური მეტალი,
პროგრესული მეტალი
აქტიური 1993-დღემდე
ლეიბლ(ებ)ი MCA Music, Inc., Zen Garden, Mercury, 20-20, Jive Records
Jive Label Group
Sony Music Entertainment
წევრები ეიკა ტოპინენი
პაავო ლოტიონენი
პერტუ კივილააკსო
მიკო სირენი
ყოფილი წევრები მაქს ლილია
ანტერო მანინენი
საიტი apocalyptica.com
აპოკალიპტიკა ვიკისაწყობში

ბიოგრაფია

რედაქტირება

ჯგუფის ისტორია იწყება 1993 წელს,[3] როცა ოთხი ჩელოზე შემსრულებელი, ეიკა ტოპინენი, პაავო ლოტიონენი, მაქს ლილია და ანტერო მანინენი, შეიკრიბნენ სიბელიუსის აკადემიაში მეტალიკის ქავერების შესასრულებლად. 1996 წელს აპოკალიპტიკამ გამოუშვა სადებიუტო ალბომი Plays Metallica by Four Cellos, რომელიც შედგებოდა მხოლოდ მეტალიკის ქავერებისგან, შესრულებული ჩელოებზე. 1998 წელს ჯგუფმა გამოუშვა მეორე სტუდიური ალბომი Inquisition Symphony, ჰიილი ჰიილესმაას პროდიუსირებით. ამ ალბომმა გააგრძელა მეტალიკის ქავერების ჩაწერის ტრადიცია, თუმცა მასში შეტანილი იქნა ასევე Faith No More-ის, სეპულტურას და პანტერას ქავერები. ამ ალბომში, ჯგუფის გადაწყვიტილებით, შესულია ეიკა ტოპინენის დაწერილი სამი საკუთარი სიმღერაც.

 
აპოკალიპტიკა 2005 წლის კონცერტზე Wacken Open Air.

1999 წელს ანტერო მანინენმა დატოვა ჯგუფი. მის შემცვლელად მოიწვიეს პერტუ კივილააკსო, რომელიც ჯგუფის შემადგენლობაში ჯერ კიდევ 1995 წელს გამოჩნდა. 2000 წელს აპოკალიპტიკამ გამოუშვა მესამე სტუდიური ალბომი Cult, რომელშიც შედიოდა ათი საკუთარი და სამი ქავერ სიმღერა. სულ მალე ამ ალბომის ჩაწერიდან გამოვიდა აპოკალიპტიკის პირველი ტრეკი, რომელშიც ვოკალიც იყო ჩართული, სახელწოდებით Path Vol. 2. 2002 წელს მაქს ლილიამაც დატოვა ჯგუფი და შეუერთდა ჰევეინს, რის შემდეგაც აპოკალიპტიკაში მხოლოდ სამი წევრიღა დარჩა.

2003 წელს ჯგუფმა გამოუშვა მეოთხე სტუდიური ალბომი Reflections, რომელიც, პირველად აპოკალიპტიკის არსებობის მანძილზე, შედგებოდა მხოლოდ საკუთარი სიმღერებისგან. ამ ალბომში იყო უფრო მეტი ექსპერიმენტული მუსიკა, განსხვავებით წინა ალბომების აკუსტიკური სტილისა. დეივ ლომბარდომ სლეიერიდან შეასრულა დრამ-პარტია ხუთ სიმღერაში ალბომიდან Reflections; დანარჩენ სიმღერებში დრამზე უკრავდა აპოკალიპტიკის სესიური დრამერი სამი კუოპამეკი. რადგან ლომბარდომ ვერ შეძლო სცენზეც დაეკრა ჯგუფთან ერთად ალბომის მხარდამჭერ ტურნეზე, აპოკალიპტიკამ დაიქირავა მიკო სირენი, რომელიც ჯგუფთან დარჩა მომდევნო ტურნეებზეც და შემდეგი ალბომის ჩაწერისასაც.

2005 წელს აპოკალიპტიკამ გამოუშვა მეხუთე სტუდიური ალბომი Apocalyptica. ამ ალბომის ჩაწერაში მონაწილეობას იღებდა მრავალი მოწვეული მუსიკოსი, რომელთა შორისაც იყვნენ ვილე ვალო HIM-დან, ლაური ილონენი რასმუსიდან და, კიდევ ერთხელ, დეივ ლომბარდო. მათ ჩაწერეს ასევე შესავალი Bullet for My Valentine-ის ალბომისთვის The Poison.

2005 წლის დეკემბერში მიკო სირენი, მას შემდეგ, რაც ჯგუფთან ერთად დაუკრა ორასზე მეტ შოუზე, გამოცხადდა ჯგუფის ოფიციალურ წევრად.

2007 წლის 17 სექტემბერს აპოკალიპტიკამ გამოუშვა მეექვსე სტუდიური ალბომი Worlds Collide. მისი პროდიუსერი იყო ჯეიკობ ჰელნერი. მრავალი ფანის გასაკვირად, ალბომში შესული იყო დევიდ ბოუის სიმღერის Heroes გერმანულენოვანი ქავერი. სიმღერაში მოწვეული ვოკალისტის ამპლუაში ტილ ლინდემანი წარდგა მსმენელთა წინაშე რამშტაინიდან, რომელთათვისაც აპოკალიპტიკამ გახსნა ტურნე Reise, Reise, სიმღერას კი გერმანულად Helden ეწოდა. ალბომი აშშ-ში 2008 წლის 15 აპრილს გამოვიდა. პირველი სინგლის I'm Not Jesus ჩაწერაში მონაწილეობდა კორი ტეილორი Slipknot-იდან. ალბომმა Worlds Collide შეაღწია საუკეთესო ათეულში როგორც აქტიური როკის, ასევე ალტერნატიული როკის ჩარტებში.

2007 წლის დასასრულისთვის ჯგუფმა წარმატებით მოიარა რა ევროპის დიდი ნაწილი, 2008 წელს გააგრძელა ტურნე აშშ-ში, რომელიც შეიცავდა მრავალ შოუებს ევროპის ფესტივალებზე.

2008 წელს ჯგუფმა გამოაცხადა ფართო მსოფლიო ტურნე კონცერტებით ევროპასა და ჩრდილო ამერიკაში (მექსიკის ჩათვლით).

 
პერტუ კივილააკსო 2009 წლის ილოსაარიროკის ფესტივალზე.

2008 წლის ივნისში Rock in Rio კონცერტის დროს ლისაბონში აპოკალიპტიკა შეუერთდა გრინპისის „ენერგიის [რ]ევულუვიის კამპანიას“ და დაუკრა ბეთჰოვენის მეხუთე სიმფონია სცენაზე.[4]

2008 წლის ნოემბერში აპოკალიპტიკის თანამშრომლობამ ჯგუფის Three Days Grace მთავარ ვოკალისტ ადამ გონტიერთან I Don't Care პირველი ადგილი დაიკავა BDS-სა და Mediabase-ის აქტიური როკის ჩარტებში. მოგვიანებით იმავე თვეში აპოკალიპტიკა იყო მესამე ადილზე ბილბორდის ალტერნატიული სიმღერების ჩარტში, ხოლო ცხელი მეინსტრიმული როკ ტრეკების ჩარტში - მეორე, AC/DC-ის შემდეგ და, ბედის ირონიით, მეტალიკის წინ, რადგან მათ ხომ სწორედ მეტალიკის ქავერების შესრულებით დაიწყეს კარიერა. მოგვიანებით ამ სიმღერამ მიაღწია პირველ ადგილს ბილბორდის როკ ჩარტებში, რითაც აპოკალიპტიკა გახდა პირველი ფინური ჯგუფი აშშ-ის ჩარტების სათავეებში. სიმღერა I Don't Care გამოჩნდა ასევე სატელევიზიო სერიალ სმოლვილის მერვე სეზონის მეთექვსმეტე ეპიზოდში, რომელიც ეთერში 2009 წლის 19 მარტს გავიდა.

აპოკალიპტიკის მეშვიდე სტუდიური ალბომი 7th Symphony ევროპაში გამოვიდა 2010 წლის 23 აგვისტოს (გერმანიაში - 20 აგვისტოს)[5], ხოლო შეერთებულ შტატებში - 24 აგვისტოს.[6]

ალბომში შედის რვა ინსტრუმენტალი პლიუს ოთხი ტრეკი მოწვეულ ვოკალისტებთან ერთად.[6] პირველი სინგლი End of Me ჩაიწერა დუეტში გევინ როსდეილთან ერთად, ცნობილი როგორც ბრიტანული ალტერნატიული როკ ჯგუფ ბუშის ვოკალისტი; სლეიერის დრამერი დეივ ლომბარდო უკრავს კომპოზიციაში „2010“; სიმღერაში Bring Them to Light მოწვეული ვოკალისტის ამპლუაშია ჯოსეფ დუპლანტიერი ფრანგული დეზ მეტალ ჯგუფიდან Gojira; სიმღერაში Broken Pieces გავიგონებთ ფლაილიფის ვოკალისტის ლეისი მოსლის ხმას, ხოლო სიმღერაში Not Strong Enough მღერის ბრენტ სმითი შაინდაუნიდან.[5]

მუსიკალური ვიდეო სინგლისთვის End of Me გევინ როსდეილთან ერთად გადაღებული იქნა 2010 წლის მაისის მიწურულს, ხოლო პრემიერა იმავე წლის ორ ივლისს შედგა.[7]

Broken Pieces და Not Strong Enough გამოშვებული იქნა, როგორც მეორე და მესამე სინგლები ალბომიდან. სმიტის ვოკალის სადისტრიბუციო უფლებებით შეზღუდვის გამო, Not Strong Enough ხელახლა ჩაიწერა დაგ რობთან ერთად ჰუბასტანკიდან, აშშ-ის რადიოებში გაჟღერებამდე 2011 წლის 18 იანვარს.[8].

ჯგუფის წევრები

რედაქტირება

ახლანდელი

რედაქტირება

შემსრულებლები, რომელთა სიმღერების ქავერებიც შეასრულა აპოკალიპტიკამ

რედაქტირება

დისკოგრაფია

რედაქტირება
  1. FaceCulture.nl. (2007) ინტერვიუ მიკოსთან და ეიკასთან. apocalyptica.apocello.ru. ციტირების თარიღი: 2011-06-10.
  2. აპოკალიპტიკა: ახალი ალბომის გაფორმება ცნობილი გახდა. დაარქივებული 2011-06-06 საიტზე Wayback Machine. (10 ივნისი, 2011). Blabbermouth.net. წაკითხვის თარიღი: 2011-06-10
  3. ბილბორდის მუსიკალური ჩარტები - უკანასკნელი მუსიკალური სიახლეები - მუსიკალური ვიდეოები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-01-24. ციტირების თარიღი: 2008-01-24.
  4. აპოკალიპტიკა მხარს უჭერს გრინპისის კამპანიას. YouTube-ზე
  5. 5.0 5.1 აპოკალიპტიკამ ახალი ალბომის გამოსვლის თარიღი და პირველი სინგლის სახელწოდება გამოაცხადა. დაარქივებული 2010-06-18 საიტზე Wayback Machine. MetalFromFinland.com 6 მაისი, 2010.
  6. 6.0 6.1 აპოკალიპტიკა ემზადება ახალი ალბომისთვის ტურნეთი აშშ-ში. PRNewswire.com 7 მაისი, 2010.
  7. გევინ როსდეილის ფეისბუქი 6 მაისისთვის, 2010.
  8. Apocalyptica Pulls Smith's Vocals For Single AlternativeAddiction.com. 8 იანვარი, 2011.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: