ლაური ილონენი (ფინ. Lauri Johannes Ylönen; დ. 23 აპრილი, 1979, ჰელსინკი) — ფინელი მომღერალი, რომელიც აქტიურად მოღვაწეობს ჯგუფში რასმუსი.

ლაური ილონენი

ლაური ილონენი
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ლაური იოჰანს ილონენი
დაბ. თარიღი 23 აპრილი, 1979
დაბ. ადგილი ჰელსინკი[1]
წარმოშობა ჰელსინკი, ფინეთი
ჟანრ(ებ)ი როკ-მუსიკა
საქმიანობა ვოკალისტი, სიმღერის ტექსტების ავტორი
ინსტრუმენტ(ებ)ი გიტარა,პიანინო
აქტიური 1994 – დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
საიტი www.therasmus.com
ლაური ილონენი ვიკისაწყობში

ბიოგრაფია რედაქტირება

ლაური ილონენი დაიბადა ფინეთში, ქალაქ ჰელსინკიში. მას ბავშვობიდანვე ჰქონდა მუსიკალური ნიჭი. 5 წლის ასაკში ის შეიყვანეს პიანინოს სექციაში, მაგრამ, როგორც თვითონ ამბობს, მას არასოდეს მოსწონდა პიანინოზე დაკვრა, 1993 წელს როდესაც იგი იყო 15 წლის, გაუჩნდა იდეა, თავის თანაკლასელებთან ერთად შეექმნა როკ ჯგუფი, ამ დროისათვის მან უკვე აითვისა პიანინო, იცოდა გიტარაზე და დასარტყამებზე დაკვრა. ლაურიმ მთავარი წვლილი შეიტანა ჯგუფის ჩამოყალიბებაში.

სოლო კარიერა რედაქტირება

ლაური ილონენი უმეტეს ნაწილს ჯგუფთან ატარებს, მაგრამ მისი სოლო კარიერაც საკმაოდ წარმატებულია. 2004 მან წელს ვილე ვალოსთან და აპოკალიპტიკასთან შექმნა ჰიტი „Bittersweet„. 2005 წელს მან კვლავ აპოკალიპტიკასთან ჩაწერა „Life Burns“, 2009 წელს კი — ჯგუფ Nightwish-ის ამჟამინდელ სოლისტთან ანეტე ოლზონთან „October & Aprill“.

New World რედაქტირება

2011 წლის მარტში ლაურიმ გამოუშვა თავისი პირველი სადებიუტო ალბომი New World'. ალბომმა წამყვანი პოზიციები დაიკავა სკანდინავიურ ჩატებში და გალიდერდა ფინეთში. ალბომში შესულია 9 სიმღერა, მათგან კი ყველაზე ცნობილი გახდა „Heavy“, რომელმაც პოპულარობით ალბომს გადააჭარბა.

პირადი ცხოვრება რედაქტირება

ლაური ილონენს ჰყავს დედა ლიზა, მამა მატი, და ჰანა. მას აგრეთვე ჰყავს შვილი ჯგუფ PMMP სოლისტთან პაულა ვასალასთან.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  1. Deutsche Nationalbibliothek Record #135397006 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.