Bullet for My Valentine — უელსური მეტალ-ჯგუფი ბრიჯენდიდან, ჩამოყალიბებული 1998 წელს. მასში შედიან: მეთიუ ტაკი (წამყვანი ვოკალი, რიტმული გიტარა), მაიკლ პეჯეტი (წამყვანი გიტარა, ბეკ-ვოკალი), მაიკლ თომასი (დასარტყმელი საკრავები) და ჯეიმი მათიასი (ბას-გიტარა). ჯგუფის ყოფილი წევრები არიან ბასისტები ნიკ კრენდლი და ჯეისონ ჯეიმზი.

Bullet for My Valentine

ჯგუფის გამოსვლა 2022 წელს
ბიოგრაფია
აგრეთვე ცნობილი როგორც Jeff Killed John (1998-2003)
წარმოშობა ბრიჯენდი, უელსი, გაერთიანებული სამეფო
ჟანრ(ებ)ი მძიმე მეტალი, მძიმე როკი, თრეშ-მეტალი, მეტალკორი
აქტიური 1998–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Columbia, Trustkill, Gun, Sony Music, Jive, RCA
წევრები მეთიუ ტაკი
მაიკლ პეჯეტი
მაიკლ თომასი
ჯეიმი მათიასი
ყოფილი წევრები ნიკ კრენდლი
ჯეისონ ჯეიმზი
საიტი bulletformyvalentine.com
Bullet for My Valentine ვიკისაწყობში

თავდაპირველად ჯგუფს Jeff Killed John ერქვა. იგი ასრულებდა მეტალიკის და ნირვანას სიმღერების ქავერ ვერსიებს. მან აგრეთვე ჩაწერა ექვსი, შემდგომში გამოუცემელი სიმღერა. აქედან ორი სიმღერა მოგვიანებით გადამუშავდა Bullet for My Valentine-ისთვის. ფინანსური სირთულეების გამო კოლექტივმა სახელწოდება შეიცვალა, ისევე, როგორც მუსიკალური მიმართულება. 2002 წელს მან Sony BMG-სთან კონტრაქტი გააფორმა. ჯგუფის ჟღერადობაზე გავლენა იქონია მეტალიკის, Iron Maiden-ის და Slayer-ის შემოქმედება. დღეს Bullet for My Valentine ითვლება კარდიფის მუსიკალური სცენის ნაწილად.

ჯგუფის სადებიუტო სტუდიური ალბომი The Poison ბრიტანეთში 2005 წლის 3 ოქტომბერს გამოვიდა, ხოლო აშშ-ში, ვალენტინობაზე, 2006 წლის 14 თებერვალს. იგი Billboard 200-ის 128-ე პოზიციაზე მოხვდა. RIAA-სგან ალბომმა ოქროს სტატუსი მიიღო. ჯგუფი გამოვიდა Download Festival-ზე და Kerrang! XXV-ზე, აგრეთვე გამართა ტურნე Rob Zombie-სტან. ჯგუფის მეორე სტუდიური ალბომი Scream Aim Fire გამოვიდა 2008 წლის 29 იანვარს და მოხვდა Billboard 200-ის პირველ პოზიციაზე. მესამე ალბომი, Fever, გამოვიდა 2010 წლის 26 აპრილს და Billboard-ში მესამე ადგილზე მოხვდა. 2013 წლის 8 თებერვალს გამოვიდა ჯგუფის მეოთხე სტუდიური ალბომი, Temper Temper,[1] Billboard 200-ში სადებიუტო მე-13 ადგილით. აშშ-ში გაყიდულია Bullet for My Valentine-ის მილიონი, ხოლო მსოფლიოში - 5 მილიონზე მეტი ალბომი[2]. იგი Kerrang! Awards-ის ყველაზე წარმატებული ბრიტანული ჯგუფია, მიღებული სამი ჯილდოთი.

დისკოგრაფია

რედაქტირება
სტუდიური ალბომები

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Pre-Order "Temper Temper". The Official Bullet For My Valentine Website. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-09. ციტირების თარიღი: 2015-11-20.
  2. Rock Titans Bullet For My Valentine to Release New Track ‘Temper’. Rockmusicreport.com (2012-10-19). ციტირების თარიღი: 2015-08-14.