მოუტერჰედი (ინგლ. Motörhead წარმოითქმის /ˈmoʊtərhɛd/) — ბრიტანული როკ-ჯგუფი, ჩამოყალიბებული 1975 წელს. მისი დამაარსებელია ბასისტი, ვოკალისტი და სიმღერების ავტორი იენ ფრეიზერ კილმისტერი, რომელიც უფრო მეტად ცნობილია თავისი სასცენო სახელით „ლემი“. იგი წლების განმავლობაში ჯგუფის ერთადერთი უცვლელი წევრი იყო. მოუტერჰედს ხშირად მიიჩნევენ ბრიტანული მძიმე მეტალის ახალი ტალღის იმ წევრების წინამორბედად, რომელთაც ახალი სული შთაბერეს მძიმე მეტალს გვიან 1970-იანებსა და ადრეულ 1980-იანებში.[3] ხშირად პაუერ ტრიოს სახით, მოუტერჰედს ჰქონდა გარკვეული წარმატება ადრეულ 1980-იანებში რამდენიმე წარმატებული სინგლით ბრიტანეთის საუკეთესო ორმოც სიმღერას შორის. ალბემებმა Overkill, Bomber, Ace of Spades და ნაწილობრივ No Sleep 'til Hammersmith გაამყარეს მოუტერჰედის პოზიციები, როგორც დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი მოწინავე ჯგუფისა.[4]

მოუტერჰედი

მოუტერჰედის კონცერტი 2005 წლის მაისში ედმონტონში, ალბერტა, კანადა.
ბიოგრაფია
წარმოშობა ლონდონი, ინგლისი
ჟანრ(ებ)ი მძიმე მეტალი, სპიდ მეტალი, როკ-ენ-როლი[1][2]
აქტიური 1975 - 2015
ლეიბლ(ებ)ი Sanctuary, SPV, Epic, GWR, Bronze
წევრები იენ „ლემი“ კილმისტერი
ფილ კემპბელი
მიკი დი
საიტი www.imotorhead.com
მოუტერჰედი ვიკისაწყობში

მოუტერჰედი, ტრადიციულად, ითვლება მძიმე მეტალის შემსრულებლად. მათ მიერ ჟანრში პანკ-როკის ელემენტების ჩართვა დაეხმარა სპიდ მეტალისა და თრეშ მეტალის პიონერებს.[5] ლემი, მიუხედავად იმისა, რომ არ მოსწონს ისეთი ლეიბლები, რომლებიც მათ მუსიკას მარტივად „როკ-ენ-როლს“ უწოდებენ, ხშირად ხსნის ჯგუფის კონცერტებს ფრაზით: „ჩვენ მოუტერჰედი ვართ. ჩვენ ვუკრავთ როკ-ენ-როლს.“[6] მოუტერჰედის მიდგომა სიმღერისადმი უცვლელი დარჩა მათი კარიერის განმავლობაში: უკრავენ, რაც სიამოვნებთ და რაც ყველაზე უკეთ გამოსდით. ადრეული როკ-ენ-როლის დაფასება მათ მიერ აისახება მათივე შესრულებულ ზოგიერთ ქავერში. მოუტერჰედის ტექსტები მოიცავს შემდეგ თემებს: ომი, სიკეთე ბოროტების წინააღმდეგ, ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, ფსიქო-აქტიური ნივთიერებების გამოყენება და „ცხოვრება გზაში“. ჯგუფის განმასხვავებელი ლოგო ეშვებიანი სახითა და გარეული ტახის არაგაბარიტული რქებით, ჯაჭვებითა და კბილანებით, შექმნილია მხატვარ ჯო პეტანიოს მიერ 1977 წელს მათი სადებიუტო ალბომისთვის Motörhead, მას შემდეგ მისი სხვადასხვა ვარიანტები მომდევნო ალბომების ყდებზეც გამოჩნდა. ეშვებიანი სახე მოხსენიებულია სხვადასხვაგვარად, როგორც „საბრძოლო ღორი“,[7] ასევე „ამოშვერილი კბილები“.[8] ჯგუფს უკავია ოცდამეექვსე ადგილი VH1-ის სიაში მძიმე როკის ასი უდიდესი შემსრულებელი.[9]

ახლანდელი წევრები

რედაქტირება
ყოფილი

დისკოგრაფია

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

პიტერ ბაკლი (2003). The Rough Guide to Rock. ლონდონი: Rough Guides. ISBN 1-85828-201-2. 

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. ბაკლი, 2003, გვ. 587, „represented muscular, deadly rock and roll
  2. ბაკლი, 2003, გვ. 588, „No holds barred, no-frills, rock 'n' roll
  3. ბრიტანული მძიმე მეტალის ახალი ტალღა. Allmusic. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-02. ციტირების თარიღი: 2009-04-13.
  4. LosingToday-ის მიმოხილვები. ჟურნალი LosingToday. ციტირების თარიღი: 2007-02-11.
  5. ერლეუაინი, სტივენ თომას. მოუტერჰედის ბიოგრაფია. Allmusic. ციტატა: „Motörhead wasn't punk rock... but they were the first metal band to harness that energy and, in the process, they created speed metal and thrash metal.“ ციტირების თარიღი: 2008-12-19.
  6. ინტერვიუ ლემი კილმისტერთან. ჟურნალი Classic Rock. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-02-02. ციტირების თარიღი: 2007-04-04.
  7. ტედ კეროლი. მოუტერჰედი. Ace. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-01-11. ციტირების თარიღი: 2009-08-14.
  8. ეშმაკი დეტალებში: ორგაზმატრონი. Shana Ting Lipton. ციტირების თარიღი: 2009-08-14.
  9. VH1: მძიმე როკის ასი უდიდესი შემსრულებელი: 1-50:. Rock On The Net (22 თებერვალი, 2009). ციტირების თარიღი: 2009-05-10.