პაუერ-ტრიოროკ-ენ-როლის შემსრულებელი ჯგუფის ფორმატი, რომელიც პოპულარული 1960-იან წლებში გახდა. ტრადიციული პაუერ-ტრიო შედგებოდა გიტარისტისგან, ბასისტისა და დრამერისაგან. გარეთ იყო დარჩენილი რიტმური გიტარა და კლავიშებიანი საკრავები, რომელთაც წარმატებით იყენებდნენ სხვა როკ-ჯგუფები ჟღერადობის აკორდებით შესავსებად. შესაძლოა პაუერ-ტრიოში ერთ ან მეტ წევრს ემღერა, მაგრამ ისი თითქმის ყოველთვის ხაზს უსვამდნენ ინსტრუმენტულ შესრულებას და მის საერთო გავლენას ვოკალსა და ტექსტებზე.

ჯგუფი The Police 2007 წელს კონცერტზე.

პაუერ-ტრიოს აღზევება 1960-იან წლებში შესაძლებელი გახადა, ნაწილობრივ, გამაძლიერებელი ტექნოლოგიის განვითარებამაც, რომელიც ელექტრო გიტარისა და ბას გიტარის ხმას მნიშვნელოვნად აძლიერებს. პირველი პაუერ-ტრიოები გაჩნდნენ გვიანდელ 1960-იან ერაში ისეთი ბლუზ-როკ/ მძიმე როკ ჯგუფების სახით, როგორებიცაა The Jimi Hendrix Experience, Cream, Grand Funk Railroad და James Gang. ჯგუფმა Blue Cheer, მისი ყველაზე პოპულარული კონფიგურაციით როგორც პაუერ-ტრიო, ეს ფორმატი მას მერე გადაიღო, რაც ნახა ჯიმი ჰენდრიქსის შესრულება მონტერეის პოპ ფესტივალზე.[1] 1970-იანი წლების ცნობილი პაუერ-ტრიოები მოიცავს კანადურ პროგ როკ ჯგუფ Rush-ს, ბრიტანულ მძიმე მეტალ ჯგუფ მოუტერჰედს, Jam-ს, რობინ ტროუერს და ჯგუფს The Police. გამოჩნდნენ ასევე კლავიშზე ორიენტირებული პაუერ-ტრიოები, რომლებიც იყენებდნენ ელექტრულ ორგანს (ან სინთეზატორს უკვე 1970-იან წლებში), მაგალითად Atomic Rooster, გიტარებით ნაკლებად დატვირთული ჯგუფები Soft Machine და The Nice და პროგრესული როკ ჯგუფი Emerson, Lake & Palmer.

გვიანდელ 1980-იანებში პაუერ-ტრიოები მოდიდან გამოვიდა პოსტ-პანკისა და ალტერნატიული როკის გაჩენის გამო. მიუხედავად ამისა, 1990-იან წლებში მრავალი ტრიო არსებობდა, გრანჟ ჯგუფი ნირვანა და პოპ-პანკ ჯგუფები Green Day და Blink-182. შემდგომ წლებში ტერმინის მნიშვნელობა გაფართოვდა და იგი იხმარებოდა ნებისმიერი ჟანრის სამ-კაციანი ჯგუფის მიმართ, მაგალითად, მიუზი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. ვალე ჰამანაკას პორტრეტი/ვ. ვალე, ჯგუფ Blue Cheer-ის თავდაპირველი კლავიშისტი, რომელიც დანარჩენი ორი წევრის მსგავსად ჯგუფის გარეთ დარჩა, როცა ჯგუფმა გადაწყვიტა პაუერ-ტრიოს ფორმატში დაკვრა.