The Police (ჯგუფი)
The Police (ინგლ. პოლიცია) — ინგლისური როკ-ტრიო, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ სტინგი (ბას-გიტარა, ვოკალი), სტიუარტ კოუპლენდი (დასარტყმელი საკრავები, პერკუსია) და ენდი სამერსი (გიტარა, ვოკალი). ჯგუფი განსაკუთრებით პოპულარული იყო 1970-იანი წლების ბოლოს და 1980-იანი წლების დასაწყისში. მათი მუსიკის ელემენტებია ჯაზი, რეგეი და პანკ-როკი.
The Police | |
---|---|
ჯგუფი The Police, 2007 წლის ფოტო | |
ბიოგრაფია | |
წარმოშობა |
ლონდონი ინგლისი |
ჟანრ(ებ)ი | როკ მუსიკა, ახალი ტალღა, პოსტ პანკი, რეგეი-ფიუჟენი |
აქტიური |
|
ლეიბლ(ებ)ი | |
წევრები |
სტინგი სტიუარტ კოუპლენდი ენდი სამერსი |
საიტი | |
The Police ვიკისაწყობში |
ჯგუფის 1983 წლის ალბომმა Synchronicity ბრიტანეთსა და აშშ-ში რვაჯერ პლატინის სტატუსი მიიღო. The Police მოგვიანებით დაიშალა, მაგრამ დროებით აღდგა 2007 წელს, ორწლიანი მასშტაბური მსოფლიო ტურნესათვის.
ისტორია
რედაქტირებაშექმნა (1977-1978)
რედაქტირებაჯგუფის შეკრების ინიციატორი იყო სტიუარტ კოუპლენდი. მას შემდეგ, რაც Curved Air-იდან წავიდა, კოუპლენდი სერიოზულად ფიქრობდა საკუთარი როკ-ტრიოს შექმნაზე და ლონდონის პანკ-სცენასთან ინტეგრირებაზე. სტინგი და ჰენდრი პადოვანი მას 1977 წლის იანვარში შეუერთდნენ და ჩაწერეს პირველი სინგლი, "Fall Out"/"Nothing Achieving". იგი იმავე წლის თებერვალში გამოიცა.
მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფის სტილი იმ პერიოდში პანკ-როკს ჰგავდა, Allmusic Guide-ის აზრით, რა თქმა უნდა, ტრიოს გააჩნდა ნერვიული, რეგეით გაჯერებული ჟღერადობა, მაგრამ ეს არ იყო მხოლოდ პანკი.[1] მარტსა და აპრილში ჯგუფი გამოდიოდა შერი ვანილას კონცერტებზე, სახელით Wayne County & the Electric Chairs.[2][3] მაისში ჯგუფის -Gong ყოფილმა წევრმა მაიკ ჰაულეტმა სტინგი და ენდი სამერსი მიიწვია ჯგუფში Strontium 90. დრამერის სახით სტინგმა კოლექტივში მოიყვანა კოუპლენდი. ჩაიწერა რამდენიმე დემო-სიმღერაც, შემდეგ კი Strontium 90 გამოჩნდა Gong-ის გაერთიანებაზე (1977 წლის 28 მაისი). 20 წლის შემდეგ ეს ჩანაწერები გამოვიდა სახელწოდებით Strontium 90: Police Academy. საგულისხმოა, რომ The Police-ის ერთ-ერთი ცნობილი ჰიტი, "Every Little Thing She Does Is Magic" იმავე პერიოდში იქნა დაწერილი. 1977 წლის ივლისში ოთხეული ჯერ კიდევ სახელით The Elevators გამოდიოდა.[4]
ივლისშივე მათ დაიწყეს სახელით The Police გამოსვლა. პადოვანის შესაძლებლობები, როგორც გიტარისტის, შეზღუდული იყო. აგვისტოში მან დატოვა ჯგუფი და The Police სამუდამოდ იქცა ტრიოდ.[5] 77/78 წლებში სტინგი და სამერსი ასევე თანამშრომლობდნენ გერმანელ კომპოზიტორ ებერჰარდ შონერთან. საბოლოოდ მათი ჩანაწერები სამი ალბომის სახით გამოიცა - როგორც როკის, ელექტრონული მუსიკისა და ჯაზის ნაზავი.[6] გარდა ამისა, იმავე პერიოდში სტინგის გამოჩენამ გერმანული ტელეარხების ეთერში ცხადყო, რომ მის ვოკალს საკმაოდ მძლავრი ტემბრი აქვს და ეს იქცა The Police-ის წარმატების ერთ-ერთ მიზეზად.
სტინგმა თავი აჩვენა, როგორც შესანიშნავმა სიმღერების ავტორმა. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფის ლირიკა ყოველთვის გამოირჩეოდა ფილოსოფიური თემების განხილვით, ალბომში Ghost in the Machine ეს განსაკუთრებით გამოიკვეთა.
ისევე როგორც The Clash, The Police იყო ერთ-ერთი პირველი მეინსტრიმული ჯგუფი, რომელმაც რეგეი როკ მუსიკას შეურწყდა. ხოლო ჯგუფის იმიჯი იმ დროის სიმბოლოდ იქცა. სამივე წევრმა სპეციალურად შეიღება თმები ღია ფრად, რაც მათ გამოარჩევდა.[7] მაგრამ მათი გარიყვა პანკ-სცენისგან დაიწყო საღეჭი რეზინის Wrigley's Spearmint რეკლამით.[1]
დისკოგრაფია
რედაქტირება- სტუდიური ალბომები
- Outlandos d'Amour (1978)
- Reggatta de Blanc (1979)
- Zenyatta Mondatta (1980)
- Ghost in the Machine (1981)
- Synchronicity (1983)
შემადგენლობა
რედაქტირებაიანვარი 1977 – ივლისი 1977 |
|
---|---|
იანვარი 1977 – აგვისტო 1977 |
|
აგვისტო 1977 – მარტი 1984 |
|
აპრილი 1984 – დეკემბერი 2006 | ჯგუფი დაშლილი იყო |
იანვარი 2007 – აგვისტო 2008 |
|
სექტემბერი 2008 – დღემდე | ჯგუფი დაშლილია |
ქრონოლოგია
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 http://www.allmusic.com/artist/the-police-p5163
- ↑ Copeland 1995.
- ↑ Sting 2003.
- ↑ Summers 2006, p. 167–170
- ↑ Summers 2006, p. 174–176.
- ↑ "Trance-Formation" (EMI 1C 064-32 526) ენდი სამერსთან (1977); "Flashback" (EMI 1C 066-32 839) სტინგი, ენდი სამერსი, სტიუარტ კოუპლენდი (1978); "Video-Magic" (EMI 1C 064-45 234) სტინგი, ენდი სამერსი (1978).
- ↑ Obrecht, Jan. "Andy Summers". Menn 1992, p. 246