Outlandos d'Amour
Outlandos d'Amour — ინგლისური როკ-ჯგუფ The Police-ის სადებიუტო სტუდიური ალბომი, რომელიც გამოიცა 1978 წლის 2 ნოემბერს, A&M Records-ზე. წამყვანი სინგლის „Roxanne“ წარმატებით, Outlandos d'Amour მოხვდა ბრიტანეთის ჩარტის მე-6 პოზიციაზე, ხოლო აშშ-ში 23-ე იყო. RIAA-მ მას აშშ-ში გაყიდული მილიონზე მეტი ასლისთვის პლატინის სტატუსი მიანიჭა. ალბომიდან აგრეთვე გამოიცა ორი, შემდგომში წარმატებული სინგლი „Can't Stand Losing You“ და „So Lonely“.
Outlandos d'Amour | ||||
---|---|---|---|---|
![]() | ||||
სტუდიური ალბომი - The Police | ||||
გამოცემის თარიღი | 2 ნოემბერი, 1978 | |||
ჩაიწერა | იანვარი–ივნისი, 1978 | |||
ჟანრი | ||||
ხანგრძლივობა | 38:14 | |||
ლეიბლი | A&M – AMLH 68502 | |||
პროდიუსერი | The Police | |||
The Police – ქრონოლოგია | ||||
| ||||
სინგლები ალბომიდან Outlandos d'Amour | ||||
|
პროფესიონალური შეფასებები | |
---|---|
ქულები | |
წყარო | რეიტინგი |
AllMusic | ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
Chicago Tribune | ![]() ![]() ![]() ![]() |
Encyclopedia of Popular Music | ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
The Rolling Stone Album Guide | ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
Smash Hits | 7/10[5] |
The Village Voice | B+[6] |
მიუხედავად იმისა, რომ გამოცემის ეტაპზე ალბომმა არაერთგვაროვანი შეფასებები მიიღო, კრიტიკოსები მას დღეს თვლიან რომელიმე ჯგუფის თუ შემსრულებლის ერთ-ერთ საუკეთესო სადებიუტო ნაშრომად. Rolling Stone-ის ყველა დროის 100 საუკეთესო სადებიუტო ალბომის სიაში იგი #38 პოზიციას იკავებს. 2012 წელს იმავე ჟურნალმა Outlandos d'Amour ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომის სიაში #428 პოზიციაზე დაასახელა.
წარმოშობა და ჩაწერარედაქტირება
სტიუარტ კოუპლენდის ძმისგან, მაილზისგან ნასესხები 1500 გირვანქა სტერლინგის ბიუჯეტით[7] ალბომი დროგამოშვებით იწერებოდა სტუდიაში Surrey Sound ექვსი თვის განმავლობაში. ჯგუფი მაშინ მუშაობდა, როდესაც სტუდია თავისუფალი იყო ან რომელიმე სხვა ჯგუფის სესიები უქმდებოდა. [8] მაილზი სტუდიას დაპირდა, რომ დასრულების შემდეგ 2000-ს გადაუხდიდა, მაგრამ თანხა სრულად უფრო მოგვიანებით დაუბრუნა.[9]
მაილზი დროდადრო ჩნდებოდა სტუდიაში ჩაწერისას, მაგრამ იქ მოსმენილზე მკვეთრი სარკაზმით აფასებდა.[8] თუმცა, როდესაც მოისმინა „Roxanne“, მისი რეაქცია მკვეთრად განსხვავდებოდა და მეორე დღეს ჩანაწერი წაიღო A&M Records-ში, დაარწმუნა რა ლეიბლი სინგლის გამოცემაში.[9] მიუხედავად იმისა, რომ სინგლს ჩარტში წარმატება არ ჰქონია, A&M-ში დათანხმდნენ, შემდეგ სინგლად გამოეცათ „Can't Stand Losing You“. თავდაპირველად მათ ჯგუფს შესთავაზეს სიმღერის განახლებული მიქსის შექმნა, მაგრამ ხუთი მცდელობის შემდეგ მიხვდნენ, რომ The Police-ის თავდაპირველ ვერსიას ვერაფრით გააუმჯობესებდნენ და სინგლზე გამოსცეს ორიგინალური მიქსი. როდესაც იგი ჰიტად იქცა, ლეიბლი უმალვე დათანხმდა უკვე დასრულებული ალბომის გამოცემაზე[10]. მაილზს თავდაპირველად სურდა, სახელწოდება ყოფილიყო Police Brutality. მაგრამ მას შემდეგ, რაც მოიწონა „Roxanne“ და ჯგუფისთვის უფრო რომანტიკული იმიჯის მინიჭება გადაწყვიტა, შესთავაზა Outlandos d'Amour. ეს სახელწოდება იყო ნაწილობრივ ფრანგულიდან თარგმანი და ნიშნავდა „სიყვარულისთვის დამნაშავეებს“ (პირველი სიტყვა იყო „outlaws“-ის და „commandos“-ის შერწყმა, ხოლო „d'Amour“ სიყვარულს აღნიშნავდა.[11]
სიმღერების სიარედაქტირება
ყველა სიმღერის ავტორი — სტინგი გარდა აღნიშნულისა.
მხარე 1 | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
1. | „Next to You“ | 2:50 |
2. | „So Lonely“ | 4:49 |
3. | „Roxanne“ | 3:12 |
4. | „Hole in My Life“ | 4:52 |
5. | „Peanuts“ (სტინგი, კოუპლენდი) | 3:58 |
მხარე 2 | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
1. | „Can't Stand Losing You“ | 2:58 |
2. | „Truth Hits Everybody“ | 2:53 |
3. | „Born in the 50's“ | 3:40 |
4. | „Be My Girl - Sally“ (სამერსი, სტინგი) | 3:22 |
5. | „Masoko Tanga“ | 5:40 |
პერსონალირედაქტირება
- სტინგი – ბას-გიტარა, წამყვანი და ბეკ-ვოკალი, ჰარმონიკა (2), პიანინო (3)[12]
- ენდი სამერსი – გიტარა, ბეკ-ვოკალი, საუბარი (9), პიანინო (9)
- სტიუარტ კოუპლენდი – დასარტყმელი საკრავები, ვოკალი, პერკუსია
დამატებითი პერსონალი
- ჯო სინკლერი – პიანინო (4, 10)
- ნაიჯელ გრეი და კრის გრეი – ხმის ინჟინერები
ჩარტებირედაქტირება
წელი | ჩარტი | ადგილი |
---|---|---|
1979 | ბილბორდის პოპულარული ალბომები | 23 |
1983 | ბილბორდის 200 ალბომი | 138 |
სინგლებირედაქტირება
წელი | სინგლი | ჩარტები | პოზიცია |
---|---|---|---|
1979 | Roxanne | ბილბორდის პოპულარული სინგლები | 32 |
1982 | Roxanne | ბილბორდის მეინსტრიმული როკი | 28 |
სქოლიორედაქტირება
- ↑ პრატო, გრეგ. Outlandos d'Amour – The Police. AllMusic. ციტირების თარიღი: 10 ნოემბერი 2015.
- ↑ კოტი, გრეგ (7 მარტი 1993). „Feeling A Sting“. Chicago Tribune. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-18. ციტირების თარიღი: 10 ნოემბერი 2015.
- ↑ ლარკინი, კოლინ (2011). The Encyclopedia of Popular Music, მეხუთე, Omnibus Press. ISBN 0-85712-595-8.
- ↑ კონსიდინი, ჯ. დ. (2004). "The Police", The New Rolling Stone Album Guide, მეოთხე, Simon & Schuster, გვ. 644–45. ISBN 0-7432-0169-8.
- ↑ სტარი, რედ. „Albums“. Smash Hits (8–21 თებერვალი 1979): 25.
- ↑ კრისტგოუ, რობერტ (2 April 1979). „Christgau's Consumer Guide“. The Village Voice. ციტირების თარიღი: 10 ნოემბერი 2015.
- ↑ სატკლიფი, ფილ (1993). "Outlandos at the Regatta", Message in a Box: The Complete Recordings (გვ.32–35) [ბოქს-სეტის ბუკლეტი]. A&M Records Ltd.
- ↑ 8.0 8.1 სამერსი, ენდი (2006). One Train Later. ნიუ-იორკი: St. Martin's Press. ISBN 978-0-312-35914-0. გვ.193.
- ↑ 9.0 9.1 სატკლიფი, ფილი და ფილდერი, ჰიუ (1981). L'Historia Bandido. ლონდონი და ნიუ-იორკი: Proteus Books. ISBN 0-906071-66-6. გვ. 56–57.
- ↑ სამერსი, ენდი (2006). One Train Later. ნიუ-იორკი: St. Martin's Press. ISBN 978-0-312-35914-0. გვ.195.
- ↑ The Police FAQ
- ↑ ჰოჯსონი, პიტერ. (10 დეკემბერი 2010) Oops! 10 Great Rock and Roll Bloopers. 2.gibson.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-23. ციტირების თარიღი: 7 იანვარი 2014.