Roxanne“ — ინგლისური როკ-ჯგუფ The Police-ის სიმღერა სადებიუტო სტუდიური ალბომიდან Outlandos d'Amour. მისი ტექსტი დაიწერა სტინგის მიერ, პარიზში გამართული კონცერტის შემდეგ. სათაური მომდინარეობს პიესის „სირანო დე ბერჟერაკი“ პერსონაჟისგან. ამ პიესის პოსტერი ეკიდა სასტუმროში, რომელშიც ტრიო დასახლდა.

„Roxanne“

Roxanne
სინგლიThe Police
ალბომიდან Outlandos d'Amour
B-მხარე „Peanuts“
გამოსვლის თარიღი 7 აპრილი, 1978
ჩაიწერა 1978
ჟანრი რეგეი-როკი[1], ახალი ტალღა[2]
ხანგრძლივობა 3:12
ხმისჩამწერი ლეიბლი A&M Records
ავტორ(ებ)ი სტინგი
პროდიუსერი სტიუარტ კოუპლენდი, სტინგი, ენდი სამერსი
The Police — სინგლების ქრონოლოგია
„Fall Out“
(1977)
Roxanne
(1978)
„Can't Stand Losing You“
(1979)
ალტერნატიული გარეკანი

თავდაპირველად სტინგი სიმღერას ბოსა ნოვას სტილის კომპოზიციად განიხილავდა. სტიუარტ კოუპლენდის მიერ შემოთავაზებული იქნა ტანგოს რითმი (სიმღერის ფინალისთვის). სიმღერის დასაწყისში ჟღერს სიცილი და ატონალური აკორდი ფორტეპიანოზე.

თავდაპირველად ჯგუფს „Roxanne“ არ მოსწონდა, მაგრამ მენეჯერი მაილზ კოუპლენდი მომავალს იმედით უყურებდა. სწორედ ამ სიმღერამ მოუტანა ჯგუფს პირველი კონტრაქტი A&M Records-თან. გამოცემის შემდეგ იგი წარმატებით არ სარგებლობდა, მაგრამ 1979 წლის აპრილში გამოსულმა განახლებულმა სინგლმა ბრიტანულ ჩარტში #12, ხოლო აშშ ჩარტში - #32 პოზიციები დაიკავა. იგი იქცა The Police-ისა და სტინგის კონცერტების მუდმივ ნომრად და შეტანილია ჯგუფის ყველა ოფიციალურ კრებულში.

მუსიკალური ვიდეო რედაქტირება

„Roxanne“-ისთვის გადაღებული იქნა სამი სხვადასხვა პრომო-ვიდეო. პირველში ნაჩვენებია ჯგუფი, რომელიც სიმღერას სცენაზე ასრულებს. ვიდეოს ახლავს შენელებული კადრები. მეორე ვერსიაში ჯგუფი სიმღერას წითელი ფერის განათების თანხლებით ასრულებს. მესამე ვერსია მეორეს იდენტურია, თუმცა წარმოდგენილია კინოფირზე.

სიმღერების სია რედაქტირება

7": A&M / AMS 7348 (ინგლისი)[3] რედაქტირება

  1. Roxanne - 3:00
  2. Peanuts - 2:52

ქავერ-ვერსიები რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Piccoli, Sean. (5 July 2007) The Police adjust to touring in the 21st century. PopMatters. ციტირების თარიღი: 2 July 2014.
  2. http://www.discogs.com/Police-Roxanne/release/3361953
  3. Never Can Say Goodbye:Tribute to Michael Jackson overview. Allmusic.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-12-29. ციტირების თარიღი: 2011-04-20.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Roxanne&oldid=4586504“-დან