Wrigley's Spearmint
Wrigley's Spearmint — კომპანიის Wrigley's საღეჭი რეზინის ბრენდი. აქვს პიტნის სურნელი და გემო.
პირველად გამოჩნდა 1893 წელს და დღეისთვის ითვლება „კლასიკურ“ ბრენდად, თუმცა Juicy Fruit ბაზარზე უფრო დიდ ხანს არსებობდა. თავდაპირველად Wrigley's Spearmint უფასოდ რიგდებოდა, როდესაც მომხმარებელი იძენდა საჭმელ სოდას. პოპულარობის გამო დაიწყეს მისი ცალკე გაყიდვა.
2004 წელს აშშ-სა და ბრიტანეთში კვლავ დაიწყეს რეზინის გამოშვება, სლოგანით „ბევრად უკეთესი, უფრო ხანგრძლივი მოქმედებით“ (even better, longer lasting).