ჯეისონ ნიუსტედი
ჯეისონ კერტის ნიუსტედი (დაბ.:4 მარტს, 1963 წ., ბატლ კრიკი, მიჩიგანი) — ამერიკელი ბასისტი, უკეთ ცნობილი როგორც მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის ყოფილი წევრი. მეტალიკიდან წასვლის შემდეგ მან გააგრძელა კარიერა Echobrain-ში, უკრავდა ოზი ოსბორნთან და შეუერთდა მძიმე მეტალ ჯგუფ Voivod-ს. ნიუსტედი იყენებს ფსევდონიმს Jasonic, რაც ამავე დროს არის მისი მუსიკის გამომცემელი კომპანიის სახელწოდებაც. ჯეისონი არის ხმისჩამწერი სტუდიისა და კალიფორნიაში მდებარე ლეიბლ Chophouse Records დამაარსებელი.
ჯეისონ ნიუსტედი | |
---|---|
ჯეისონიკი | |
![]() ჯესიონ ნიუსტედი მის ჯგუფთან ერთად ფესტივალზე Rock am Ring, 2013 | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ჯეისონ კერტის ნიუსტედი |
დაბ. თარიღი | 4 მარტი, 1963 |
დაბ. ადგილი | Battle Creek |
წარმოშობა | ბატლ კრიკი, მიჩიგანი, აშშ |
ჟანრ(ებ)ი | მძიმე მეტალი, თრეშ მეტალი, მძიმე როკი, ალტერნატიული მეტალი |
საქმიანობა | მუსიკოსი, სიმღერების ავტორი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | ბას-გიტარა, ვოკალი, გიტარა, ვიოლინო, დასარტყმელი საკრავები |
აქტიური | 1982 წლიდან დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | Metal Blade, Elektra, Chophouse, The End, Surfdog |
ასოციაციები | Metallica, Flotsam and Jetsam, Papa Wheelie, Voivod, Echobrain, Rock Star Supernova, ოზი ოსბორნი, Spastik Children, WhoCares, Govt Mule, Newsted, Megadeth, Unkle |
საიტი | www.chophouserecords.com |
ჯეისონ ნიუსტედი ვიკისაწყობში |
კარიერარედაქტირება
Flotsam and Jetsam ენდ ჯეტსამირედაქტირება
ნიუსტედი ადრეულ წლებში უკრავდა ჯგუფ Flotsam and Jetsam-ში. მათი 1986 წლის ალბომში Doomsday for the Deceiver სიმღერების ტექსტების უმეტესობაც ჯეისონს ეკუთვნის.
მეტალიკაში მოსვლარედაქტირება
მეტალიკის ბასისტ კლიფ ბარტონის გარდაცვალების შემდეგ, დარჩენილმა წევრებმა დაიწყეს კლიფის შემცვლელის ძიება. ნიუსტედმა დაახლოებით ორმოცამდე ბასისტთან ერთად მიიღო მონაწილეობა მოსმენაში, რის შემდეგაც იგი აყვანილი იქნა. ჯეისონის პირველი გამოსვლა მეტალიკასთან ერთად შედგა ქ. რესედაში, კალიფორნია. კლიფის გარდაცვალებით დამწუხრებულ ჯგუფში ნიუსტედს ძალიან უჭირდა, რადგან მის მიმართ ხშირი იყო დაცინვა და სხვა გამოხტომები, რომელიც მით უფრო იზრდებოდა, რაც დრო გადიოდა. ფანებიც ძნელად შეეგუენ იმ ფაქტს, რომ კლიფი აღარ იყო და მის მაგივრად სხვა უკრავდა. ჯეისონის დებიუტი ჯგუფთან ერთად შედგა EP-ში The $5.98 E.P.: Garage Days Re-Revisited, რასაც მოყვა შემდგომ ალბომი …And Justice for All. ამ უკანასკნელს დიდი კრიტიკა ხვდა წილად პროდიუსირების დაბალი ხარისხისა და ბას-გიტარის ხმის თითქმის არარსებობის გამო.[1] ნიუსტედმა განაცხადა, რომ ეს იყო ლარსისა და ჯეიმზის გეგმის ნაწილი, თუმცა ლარსიცა და ჯეიმზიც ამბობდნენ, რომ თავადაც განაწყენებულები არიან ამის გამო.[1] დამატებით მათ განაცხადეს, რომ ბას-გიტარა იმეორებდა რითმული გიტარის პარტიებს, რამაც გამოიწვია ეს გაუგებრობა. ყველაფრის მიუხედავად ალბომმა დაიკავა მეექვსე ადგილი ბილბორდ 200-ში და ჯგუფს დიდი წარმატება მოუტანა.
ჯეისონმა მეტალიკასთან ერთად ჩაწერა ალბომები: Metallica (1991), Load (1996) და ReLoad (1997). შავმა ალბომმა მეტალიკას მსოფლიო დიდება მოუტანა. Load და Reload უფრო მეტად როკ ალბომები იყო უფრო ნელი და მელოდიური სიმღერებით. გამოშვებული იქნა ცოცხალი კონცერტები Live Shit: Binge & Purge და Cunning Stunts 1993 და 1997 წლებში. 1999 წელს ჯეისონმა დაუკრა მეტალიკაში S&M კონცერტზე, რომელიც შემდგომ ალბომად გამოიცა. ჯეისონი იყო დამატებითი ვოკალი ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ალბომებში და ხოლო რაც შეეხება სიმღერებს Seek and Destroy და Whiplash, იმღერა სრული საკონცერტო ვერსიები. იგი მონაწილეობდა მეტალიკის სამი სიმღერის დაწერაში:
- Blackened (...And Justice For All)
- My Friend of Misery (Metallica)
- Where the Wild Things Are (Reload)
მეტალიკიდან წასვლარედაქტირება
2001 წლის 17 იანვარს ჯეისონ ნიუსტედმა დატოვა ჯგუფი, მისივე განცხადებით, კერძო და პირადი მიზეზების გამო და იმ ფიზიკური ზიანის გამო, რომელიც მან მიაყენა საკუთარ თავს წლების განმავლობაში იმ მუსიკის დაკვრისას, რომელიც უყვარს.[2] თუმცა, როგორც მოგვიანებით ჟურნალ „პლეიბოისთან“ მიცემულ ინტერვიუში ირკვევა, ჯეისონს სურდა ალბომის გამოშვება და ტუნეში გამგზავრება ჯგუფ Echobrain-თან ერთად, მაგრამ ჯეიმზი კატეგორიულ უარზე იყო და ამბობდა, რომ როდესაც ვინმე აკეთებს გვერდით პროექტს, ამით ის მეტალიკას ასუსტებს.[3] როდესაც ჯეისონმა მიუთითა ჯეიმზს საკუთარ წვლილზე სხვა პროექტებში, ჯეიმზმა უპასუხა, რომ მისი სახელი არ იყო იმ ჩანაწერებში და ჯეიმზი არ ცდილობდა, გაეყიდა ისინი.[3].
ნიუსტედი ამბობს, რომ არასოდეს უნანია ჯგუფის დატოვება. დოკუმენტურ ფილმში Some Kind of Monster ჯეისონი უარყოფს გავრცელებულ ჭორს მეტალიკაში მისი დაბრუნების შესახებ და აცხადებს:
შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი<ref>
;
არასწორი სახელები, ძალიან ბევრი.; $2
ოზი ოსბორნის ჯგუფირედაქტირება
ნიუსტედი შეუერთდა კანადურ თრეშ მეტალ ჯგუფ Voivod-ს. ამავე დროს იყო რობერტ ტრუჰილოს შემცვლელი ოზი ოსბორნის ჯგუფში Ozzfest 2003-ის განმავლობაში, სადაც Voivod-იც მონაწილეობდა. ინტერვიუში MTV-სთან ოსბორნმაც და ნიუსტედმაც დიდი ენთუზიაზმი გამოიჩინეს ახალი ალბომის ერთად დაწერის იდეისადმი. ოსბორნმა ნიუსტედს ახალგაზრდა გიზერ ბატლერიც კი უწოდა, მაგრამ ეს გაერთიანება საბოლოო ჯამში არ შედგა, რადგან 2003 წლის დასასრულისთვის ნიუსტედმა მიატოვა ოსბორნი ტურნეს დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე.[4][5] იგი მალე ჩაანაცვლეს რობ ზომბის ბასისტ რობ ნიკოლსონით.[6]
Voivodრედაქტირება
Voivod-ის ბოლო ხორცშესხმაში შედიოდნენ ოთხიდან სამი დამფუძნებელი წევრი: დენის ბელანგერი (მეტსახელად სნეიკი, ვოკალი), დენის დამოური (მეტსახელად ფიგი, გიტარა) და მიჩელ ლანგევინი (მეტსახელად ევეი, დრამები), რომელთაც დაემატათ ჯეისონ ნიუსტედი(მეტსახელად ჯეისონიკი) ბას-გიტარაზე. 2005 წლის 26 აგვისტოს 45 წლის ასაკში გიტარისტი დენის დამოური სიმსივნეთი გარდაიცვალა.[7] ჯგუფის 2006 წლის ივლისში გამოშვებული ალბომი Katorz მოიცავს დენისის ლეპტოპში ნაპოვნ რიფებს, რომელთა შესახებაც მან სიკვდილის წინ დატოვა ინსტრუქციები.
2008 წლის დეკემბერში Voivod-ის საიტზე განთავსდა ინფორმაცია, რომ ნიუსტედი დაუკრავდა ყველა ბას ტრეკს ახალ ალბომში Infini, რომელიც გამოვიდა 2009 წლის 23 ივნისს.[8][9]
Rock Star Supernovaრედაქტირება
სუპერნოვა ეფუძნებოდა სატელევიზიო პროგრამას, რომლის მიზანი იყო გამოევლინა საუკეთესო როკ შემსრულებელი. ორშაბათს, 2006 წლის 3 ივლისს, შოუ დაიწყო ონლაინ რეჟიმში Rock Star-ის ვებგვერდზე და პრემიერა გაიმართა იმავე კვირის ოთხშაბათს CBS-ზე. ხმები შემოდიოდა Rock Star-ის საიტის საშუალებით. ხმათა უმრავლესობით გამარჯვებული გახდა ლუკას როსი.
მხრის დაზიანებარედაქტირება
2006 წლის 23 ოქტომბერს ნიუსტედმა დაიშავა მხარი ბასის გამაძლიერებლის დაჭერის მცდელობისას. ამ ინციდენტის შედეგად მან ორივე ხელი დაიზიანა. მისი მხარი მოითხოვდა სასწრაფო ქირურგიულ ჩარევას, რის გამოც მას მოუხდა ხანგრძლივი რეაბილიტაციის კურსის გავლა. ამ პერიოდის განმავლობაში მას არ შეეძლო დაკვრა და დაიწყო საკუთარი თავის გამოხატვა ხატვის საშუალებით.[10] 2007 წლის 4 იანვარს ჯეისონი დაუბრუნდა ბას-გიტარას.
როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შესვლარედაქტირება
2009 წლის 4 აპრილს ჯეისონი მეტალიკის დანარჩენ წევრებთან ერთად მიწვეულ იქნა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში, კლივლენდი, ოჰაიო.[11][12] მან შეასრულა სამი სიმღერა ჰეტფილდთან, ულრიხთან, ჰემეტთან და ტრუჰილოსთან ერთად. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მეტალიკის ხუთი წევრი (აქედან ორი ბასისტი) ერთდროულად უკრავდა სცენაზე.[13] ეს ასევე იყო ჯეისონის პირველი გამოსვლა მეტალიკასთან ერთად ცხრა წლის ინტერვალის შემდეგ; ჯეისონის ბოლო გამოსვლა მეტალიკასთან ერთად შედგა 2000 წელს VH1-ის მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიალზე. ჯეისონმა წარმოთქვა ემოციური სიტყვა და დაიმსახურა დიდი აპლოდისმენტები.
სახელოვნებო კარიერარედაქტირება
სანამ ჯეისონი რეაბილიტაციას გადიოდა მხრის დაზიანების გამო, ნუგეში ხატვაში იპოვა. ჯეისონმა დახატა ასობით ორიგინალური ნამუშევარი სულ რაღაც დეკადის ნახევარში.[14] ჯეისონის სიტყვებით, იგი გიჟური და მრავალფეროვანი მუსიკის კეთებიდან გიჟური და მრავალფეროვანი ნახატების კეთებაზე გადაერთო.[15] მისი პირველი გამოფენა გალერიაში იგეგმება 2010 წლის 4 მაისს Micaela-ს გალერიაში სან-ფრანცისკოში.[16]
ფილანტროპიარედაქტირება
2004 წელს ნიუსტედმა ხელი მოაწერა შეთანხმებას არამომგებიან ორგანიზაციასთან Little Kids Rock, რომელიც აწარმოებს უფასო მუსიკალურ ინსტრუმენტებს და ინსტრუქციებს ამერიკის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა საზოგადოებრივი სკოლებისათვის. ნიუსტედი ამ ორგანიზაციის დირექტორთა საპატიო დაფაზეა.
დისკოგრაფიარედაქტირება
- Doomsday for the Deceiver (1986)
- Garage Days Re-Revisited (1987)
- ...And Justice for All (1988)
- Metallica (1991)
- Live Shit: Binge & Purge (1993)
- Load (1996)
- ReLoad (1997)
- Garage Inc. (1998)
- S&M (1999)
- I Disappear (2000)
- Echobrain (2002)
- Glean (2004)
- The Deep End, Volume 2 (2002)
- IR8/სექსოტურიკა
- IR8 vs. Sexoturica (2002)
- The Moss Brothers
- Electricitation (2001)
- Unipsycho დაარქივებული 2007-09-27 საიტზე Wayback Machine. (2002)
- Live Lycanthropy დაარქივებული 2007-09-27 საიტზე Wayback Machine. (2003)
- Rock Star Supernova (2006)
- Against (1998)
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- ჯეისონ ნიუსტედის ოფიციალური საიტი დაარქივებული 2007-10-13 საიტზე Wayback Machine.
- CBS's Rock Star to Select Lead Singer for New Band დაარქივებული 2008-03-10 საიტზე Wayback Machine.
- Papa Wheelie Myspace.com-ზე
- HardRadio.com interview Newsted on Ozzy and Voivod
- Rock 'n' Roll Hall of Fame: Metallica FuseTV დაარქივებული 2009-07-10 საიტზე Portuguese Web ArchiveCategory:Webarchive template other archives
სქოლიორედაქტირება
- ↑ 1.0 1.1 oocities.com
- ↑ დევიდ ბაშამი, Bassist Jason Newsted Leaves Metallica. MTV.com. წაკითხვის თარიღი: 3 დეკემბერი, 2007
- ↑ 3.0 3.1 ინტერვიუ ჟურნალ პლეიბოისთან - მეტალიკა. Playboy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-04-04. ციტირების თარიღი: 2007-12-03.
- ↑ რაიან ჯ. დოუნი, Ozzy, Newsted Lovin' Each Other MTV.com (March 18, 2003). Retrieved March 9, 2008.
- ↑ მეტალიკა 2002 წლის 3 იანვრიდან 2003 წლის 19 მარტამდე. MTV.com. ციტირების თარიღი: 2007-12-05.
- ↑ რაიან ჯ. დოუნი, Jason Newsted Leaves Ozzy Osbourne, Is Replaced By Rob Zombie Bassist MTV.com (4 დეკემბერი, 2003). წაკითხვის თარიღი: 9 მარტი, 2008.
- ↑ Theendrecords.com - Voivod. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-01-02. ციტირების თარიღი: 2010-04-17.
- ↑ Voivod.net
- ↑ Blabbermouth.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-04-20. ციტირების თარიღი: 2010-04-17.
- ↑ DunlopTV - Jason Newsted YouTube-ზე
- ↑ ენდრიუ ლინდსი. (2009-03-28) Newsted to reunite with Metallica at Hall of Fame. Stereokill.net. ციტირების თარიღი: 2009-03-28.
- ↑ Jason Newsted to rejoin Metallica. idiomag (2009-03-30). ციტირების თარიღი: 2009-03-30.
- ↑ Blabbermouth.net. (2009-03-21) HAMMETT Says JASON NEWSTED Will Perform With METALLICA At ROCK HALL Induction. Blabbermouth.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-03-24. ციტირების თარიღი: 2010-04-17.
- ↑ Blabbermouth.net[მკვდარი ბმული]
- ↑ Ex-Metallica Bassist Jason Newsted's SF Art Exhibit
- ↑ micaela.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-27. ციტირების თარიღი: 2010-04-17.
წინამორბედი: კლიფ ბარტონი |
მეტალიკის ბასისტი 1986 - 2001 |
შემდეგი: რობერტ ტრუჰილო |