რობერტ ტრუჰილო (Robert Trujillo, დ. 23 ოქტომბერი, 1964)[1]მექსიკელ-ამერიკელი ბასისტი, რომელიც 2003 წლიდან უკრავს ამერიკულ მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკაში.

რობერტ ტრუჰილო

რობერტ ტრუჰილო 2013 წელს
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი რობერტო აგუსტინ ტრუჰილო
დაბ. თარიღი 23 ოქტომბერი, 1964 (1964-10-23) (59 წლის)
დაბ. ადგილი სანტა-მონიკა
წარმოშობა სანტა მონიკა, კალიფორნია, აშშ
ჟანრ(ებ)ი თრეშ მეტალი, მძიმე მეტალი, ჰარდკორ პანკი, ფანკ მეტალი, გრანჟი
საქმიანობა მუსიკოსი, სიმღერების ავტორი
ინსტრუმენტ(ებ)ი ბას-გიტარა, გიტარა, ვოკალი
აქტიური 1978-დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Warner Bros., Elektra, Megaforce
საიტი Metallica.com
რობერტ ტრუჰილო ვიკისაწყობში

ბიოგრაფია

რედაქტირება

სანამ რობერტი Suicidal Tendencies-ს შეუერთდებოდა (1989 წელი), უკრავდა რამდენიმე ადგილობრივ ჯგუფში. Suicidal Tendencies-ში მან ჩაანაცვლა ჯგუფის მეორე ბასისტი ბობ ჰიტკოტი. ჯგუფში მოსვლის შემდეგ მან თან მოიყოლა თავისი ფანკ გავლენა და დანარჩენ წევრებსაც გადასდო, რაც განსაკუთრებით ნათლად არის ასახული მათ ორ ალბომში: Lights...Camera...Revolution! და უფრო მეტად The Art of Rebellion. მოგვიანებით ჯგუფის ლიდერმა მაიკ მიურმა ტრუჰილოსთან ერთად ჩამოაყალიბა ფანკ მეტალ ჯგუფი Infectious Grooves.

გვიანი 90-იანებიდან ტრუჰილო ოზი ოსბორნის ბენდში. ტრუჰილო წარმოადგენდა განხილვის საგანს ოსბორნის ხელახლა გამოცემული Blizzard of Ozz და Diary of a Madman ალბომებისთვის ბობ დიზლის ბას-ტრეკის ჩაწერისთვის, რადგან ბობის განცხადებით, მას საკმარისად არ უხდიდნენ.

რობერტ ტრუჰილო მეტალიკის წევრი 2003 წლის 24 თებერვლიდანაა. იგი მანამდეც იცნობდა ჯგუფის წევრებს. რობერტმა თავისი მომავალი ჯგუფის წევრები Suicidal Tendencies-ის და მეტალიკის შეხვედრისას გაიცნო, ტურნეზე Nowhere Else To Roam დროს 1993 წელს. ტრუჰილომ მიიღო ერთი მილიონი ამერიკული დოლარი ავანსის სახით მეტალიკაში გაწევრიანებისთვის. მისი აუდიენცია და ჯგუფში აყვანა ასახულია დოკუმენტურ ფილმში Some Kind of Monster.

2009 წელს მეტალიკის დანარჩენ წევრებთან ერთად რობერტიც შევიდა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

რობერტი დაქორწინებულია და ჰყავს ორი შვილი: გოგო და ბიჭი.[1][2] რობერტის ბას-გიტარაზე პიროგრაფიული ტექნიკით დახატული მაიას კალენდარი მისი ცოლის ჩლოუს შემოქმედებაა.[3][4][5] ჩლოუს საკუთარი საიტიც აქვს სახელად Chloe in art[6]. რობერტი და ჩლოუ ერთად არიან 2003 წლიდან დღემდე.

ტრუჰილო ძირითადად თითებით უკრავს, მაგრამ იშვიათად, ხოლოდ ზოგიერთ ჩანაწერსა და ცოცხლად შესრულებისას, იყენებს ასევე მედიატორს. რობერტის წინა ბასისტი მეტალიკაში ჯეისონ ნიუსტედი ყოველთვის მედიატორს იყენებდა, ხოლო ჯეისონის წინა ბასისტი კლიფ ბარტონი საერთოდ არ ხმარობდა და თითებით უკრავდა მეტალიკის პირველ სამ ალბომში.

ტრუჰილო ასევე იყენებს სლაპ ბასის ტექნიკას, რომლის ხილვაც შესაძლოა რობეტის სუისაიდალ ტენდენსისთან და განსაკუთრებით Infectious Grooves-თან მუშაობის დროს. ტრუჰილო ხშირად უკრავდა გახანგრძლივებულ სოლოებს ბასზე (რომლებსაც ჩანაწერებში Jungle Essence უწოდეს) მეტალიკის 2004 წლის ტურნეზე Madly in Anger with the World Tour, სადაც ის ხშირად იყენებდა სლაპ ბასის ტექნიკას და სხვა ეფექტებს.

დისკოგრაფია

რედაქტირება
Suicidal Tendencies
Infectious Grooves
გლენ ტიპტონი
Mass Mental
  • How to Write Love Songs - 1999
  • Live in Tokyo - 2001
ჯერი კანტრელი
  • Degradation Trip - 2002
  • Degradation Trip Volumes 1 & 2 - 2002
ოზი ოსბორნი
მეტალიკა
სხვადასხვა შემსრულებელი
  • The Blackest Box – The Ultimate Metallica Tribute (2002)
  • A Song for Chi (2009)
  • A.N.I.M.A.L. - Poder Latino (მეექვსე სიმღერაში)

ვიდეოგრაფია

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Robert Trujillo. Metallica.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22.07.2013. ციტირების თარიღი: 17.05.2010.
  2. ინტერვიუ ჩლოუ ტრუჰილოსთან. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-13. ციტირების თარიღი: 2010-04-15.
  3. [1]
  4. [2]
  5. [3]
  6. Chloe in art. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-02-02. ციტირების თარიღი: 2010-04-15.
წინამორბედი:
ჯეისონ ნიუსტედი
მეტალიკის ბასისტი
2003-დან დღემდე
შემდეგი:
ამჟამინდელი