ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ევროპაში მოგზაურობის შესახებ ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემა (ETIAS)ევროკავშირის მიერ შემოღებული მოთხოვნა უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომლებიც მიემგზავრებიან შენგენის ზონაში და ასევე ბულგარეთში, კვიპროსსა და რუმინეთში. [1]

ETIAS-ის სივრცე
შენგენის ზონა
ევროპის რუკა
  შენგენის ზონა
  შენგენის ზონა (მხოლოდ საჰაერო და საზღვაო საზღვრები)
  შენგენის ზონის ღია საზღვრების მქონე ქვეყნები
  ევროკავშირის წევრი ხელშეკრულებით ვალდებულია მომავალში შეუერთდეს შენგენის ზონას

ETIAS-ი არის სხვა ქვეყნებში არსებული ელექტრონული სამოგზაურო ავტორიზაციის მოთხოვნების მსგავსი, როგორიცაა ESTA ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე სისტემების, რომლებიც დანერგილია ავსტრალიის, კანადისა და ახალი ზელანდიის მიერ და დაგეგმილია გაერთიანებულ სამეფოში .

სავარაუდოდ, ETIAS 2025 წელს ამოქმედდება. [2] სისტემის ამოქმედების შემდეგ, ექვსი თვის განმავლობაში. [3] შესაბამისად, გარდამავალი და საშეღავათო პერიოდები იქნება.

მოგზაურობის ავტორიზაციის ელექტრონული სისტემის იდეა პირველად ევროკომისიამ 2016 წელს შემოგვთავაზა.[4] ETIAS-ი ოფიციალურად 2018 წლის 12 სექტემბერს[5] ევროპარლამენტისა და საბჭოს 2018/1240 რეგულაციით შეიქმნა. [5]

გეოგრაფიული არეალი

რედაქტირება

ევროპის ქვეყნები, რომლებიც ETIAS-ს საჭიროებენ

რედაქტირება

30 ევროპული ქვეყანა მოითხოვს ETIAS-ს უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე ქვეყნების მოქალაქეებისგან. ესენია:[6]


ქვეყნები, რომელთა მოქალაქეებს ETIAS ეხება

რედაქტირება

ევროკავშირის არაწევრი, უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე ქვეყნების მოქალაქეებმა უნდა მოითხოვონ ETIAS‑ის სამოგზაურო ნებართვა. ესენია:

განაცხადის შეტანა ETIAS-ზე

რედაქტირება

მოგზაურებს უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე ქვეყნებიდან დასჭირდებათ ონლაინ განაცხადის ფორმის შევსება ETIAS-ის ოფიციალური ვებსაიტის (https://travel-europe.europa.eu/etias_en) ან ოფიციალური მობილური აპლიკაციის გამოყენებით.[7] .

ETIAS‑ის სამოგზაურო ნებართვის მისაღებად განაცხადის შეტანა 7 ევრო ეღირება. ამ გადასახადისგან თავისუფლდებიან 18 წლამდე ან 70 წელს ზემოთ ასაკის განმცხადებლები. ამ გადასახადისგან ასევე თავისუფლდებიან ევროკავშირის მოქალაქეების ოჯახის წევრები ან ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ ევროკავშირის მასშტაბით თავისუფლად გადაადგილების უფლება. [8].

სავარაუდოდ, ETIAS-ის აპლიკაციების უმეტესობა რამდენიმე წუთში დამუშავდება. ზოგიერთ შემთხვევაში, პროცესს შეიძლება 14 დღემდე პერიოდი დასჭირდეს, თუ განმცხადებელს განაცხადის დასაკმაყოფილებლად დამატებითი ინფორმაციის ან დოკუმენტაციის წარდგენას მოსთხოვენ , ან 30 დღემდე, თუ განმცხადებელი გასაუბრებაზეა მოწვეული.[9]

ETIAS‑ის სამოგზაურო ნებართვის გაცემა მოგზაურის პასპორტზე იქნება მიბმული. ის იმოქმედებს 3 წლის განმავლობაში ან განაცხადში გამოყენებული პასპორტის მოქმედების ვადის დასრულებამდე, იმისდა მიხედვით, თუ რომელი ვადა ამოიწურება. თუ მოგზაური მიიღებს ახალ პასპორტს, მას დასჭირდება ETIAS-ის ახალი სამოგზაურო ნებართვის მიღება.[10]

ETIAS‑ის მოქმედი სამოგზაურო ნებართვით მოგზაურებს უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე ქვეყნებიდან შეუძლიათ ევროპის 30 ქვეყნის ტერიტორიაზე მოკლევადიანი ვიზიტებით იმდენჯერ შევიდნენ, რამდენჯერაც სურთ (ჩვეულებრივ, 90 დღემდე ნებისმიერი 180-დღიანი პერიოდის განმავლობაში). თუმცა, ეს შესვლის გარანტიას არ იძლევა. საზღვარზე მესაზღვრე ითხოვს მოგზაურების პასპორტსა და სხვა დოკუმენტებს, რომ გადაამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ისინი შენგენის სასაზღვრო კოდექსით განსაზღვრულ შესვლის პირობებს. [11]

განმცხადებლებს უფლება ექნებათ გაასაჩივრონ, თუ მათი ETIAS უარყოფილი, გაუქმებული ან ანულირებულია. სააპელაციო საჩივრებს განიხილავენ ევროპის იმ ქვეყნების შესაბამისი ორგანოები, რომლებიც საჭიროებენ ETIAS-ს. [12]

ევროკავშირმა გააფრთხილა მოგზაურები ETIAS-ის არაოფიციალური ვებსაიტების შესახებ და აღნიშნა, რომ თუმცა ზოგიერთი ვებგვერდი რეალური კომპანიების მიერ იმართება, სხვებმა შეიძლება არაკეთილსინდისიერად იმოქმედონ. [13]

რეკომენდაციები

რედაქტირება
  1. ევროკავშირის ოფიციალური ETIAS ვებგვერდი: ევროპის ქვეყნები, რომლებიც საჭიროებენ ETIAS-ს. en. ევროკავშირი. ციტირების თარიღი: 2024-06-04
  2. ევროკავშირის ოფიციალური ETIASვებგვერდი: „რა არის ETIAS’’ en. ევროკავშირი. ციტირების თარიღი: 2024-06-04
  3. "ევროკავშირის ოფიციალური ჟურნალი, L 236, 19.9.2018, ინგლისური გამოცემა". ევროკავშირის პუბლიკაციების ოფისის პორტალი, უახლესი კონსოლიდირებული ვერსია (2018-09-19). ციტირების თარიღი: 2021-05-20
  4. კომუნიკაცია ევროკომისიიდან ევროპარლამენტთან და საბჭოსთან, უფრო ძლიერი და გონიერი საინფორმაციო სისტემები საზღვრებისა და უსაფრთხოებისთვის". ევროკომისია (2016-04-06).
  5. "ევროკავშირის ოფიციალური ჟურნალი, L 236, 19.9.2018, ინგლისური გამოცემა". ევროკავშირის პუბლიკაციების ოფისის პორტალი, უახლესი კონსოლიდირებული ვერსია (2018-09-19). ციტირების თარიღი: 2021-05-20
  6. ევროკავშირის ოფიციალური ETIAS ვებგვერდი: ევროპის ქვეყნები, რომლებიც საჭიროებენ ETIAS-ს. en. ევროკავშირი. ციტირების თარიღი: 2024-06-04
  7. ევროკავშირის ოფიციალური ETIASვებგვერდი: „რა არის ETIAS’’ en. ევროკავშირი. ციტირების თარიღი: 2024-06-04
  8. ევროკავშირის ოფიციალური ETIAS ვებგვერდი: "რა უნდა გამოიყენოთ’’ en. ევროკავშირი. ციტირების თარიღი: 2024-06-04
  9. ევროკავშირის ოფიციალური ETIASვებგვერდი: „რა არის ETIAS’’ en. ევროკავშირი. ციტირების თარიღი: 2024-06-04
  10. ევროკავშირის ოფიციალური ETIASვებგვერდი: „რა არის ETIAS’’ en. ევროკავშირი. ციტირების თარიღი: 2024-06-04
  11. ევროკავშირის ოფიციალური ETIASვებგვერდი: „რა არის ETIAS’’ en. ევროკავშირი. ციტირების თარიღი: 2024-06-04
  12. "ევროკავშირის ოფიციალური ჟურნალი, L 236, 19.9.2018, ინგლისური გამოცემა". ევროკავშირის პუბლიკაციების ოფისის პორტალი, უახლესი კონსოლიდირებული ვერსია (2018-09-19). ციტირების თარიღი: 2021-05-20
  13. ევროკავშირის ოფიციალური ETIAS ვებგვერდი: ‘’ETIAS-ის არაოფიციალური ვებგვერდების გაჩენა’’. ევროკავშირი (2023-04-14).

გარე ბმულები

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ETIAS“-დან