ჭვანა
ჭვანა — სოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, შუახევის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: ჭვანა, ახალდაბა, ვარჯანაული, ზედა ყანა, ტაკიძეები, ცეკვა, ცივაძეები, ცხემლისი, წყაროთა, ჭალა, ხიჭაური).[2] მდებარეობს მდინარე ჭვანისწყლის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 650 მ., დაბა შუახევიდან 12 კმ.
სოფელი | |
---|---|
ჭვანა | |
ქვეყანა | საქართველო |
ავტონომიური რესპუბლიკა | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა |
მუნიციპალიტეტი | შუახევის მუნიციპალიტეტი |
თემი | ჭვანა |
კოორდინატები | 41°40′20″ ჩ. გ. 42°09′09″ ა. გ. / 41.672361° ჩ. გ. 42.152611° ა. გ. |
ადრეული სახელები | დუზჭვანა |
ცენტრის სიმაღლე | 650 მ |
მოსახლეობა | 328[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
სოფელში ფუნქციონირების ბიბლიოთეკა და საბავშვო ბაღი. მოქმედებს ძველი მეჩეთი.[3]
გეოგრაფია
რედაქტირებაამ სტატიას სჭირდება სქოლიოები (წყაროები). |
კლიმატი
რედაქტირებაჭვანა გამოირჩევა შედარებით ნაკლები სინესტით. ხეობის გასწვრივ არის ხმელთაშუაზღვის ტიპის სუბტროპიკული ჰავა, იცის ცხელი და მშრალი ზაფხული, შედარებით თბილი ზამთარი. საშუალო წლიური ტემპერატურა 11,4 °C, იანვარში 1,3 °C, აგვისტოში 19,9 °C; აბსოლუტურ მაქსიმალური ტემპერატურა 42,3 °C; აბსოლუტურ მინიმუმი - 12 °C. ნალექები 1200–1500 მმ მოდის წელიწადში. ნალექების მაქსიმუმი შემოდგომაზეა, მინიმუმი - გაზაფხულზე. წლის ცივ პერიოდში ნალექები თოვლის სახით მოდის. თოვლის სისქე 1-1,5 მეტრს აღწევს.
ფაუნა
რედაქტირებაცხოველთა სამყაროს წარმომადგენლებიდან აღსანიშნავია: დათვი, ტურა, მელა, მგელი,შველი, გარეული ღორი, არჩვი, მაჩვი, კვერნა, ზღარბი, თხუნელა, კურდღელი, . გვხვდება აგრეთვე მწვანე ხვლიკი და გველი ანკარა. მრავალფეროვანია ფრინველთა სამყარო: კოდალა, შაშვი, გუგული, ოფოფი, კაკაბი, როჭო, მერცხალი, ტყის ქათამი. თევზებიდან ძირითადათ გვხდება კალმახი, წვერა, ღორჯო და სხვ.
ფლორა
რედაქტირებაჭვანის ხეობაში მცენარეთა დიდი ნაირსახეობაა, მრავლადაა ფიჭვი, ნაძვი, მუხა, წაბლი, რცხილა, ნეკერჩხალი, იფანი, წიფელი, ცაცხვი, თელა, მოცვი, წყავი, შქერი. ტყეები მდიდარია გარეული ხილით, აგრეთვე სამკურნალო მცენარეებით.
ისტორია
რედაქტირებაშემორჩენილია XII საუკუნის ბოლო აგებული ჭვანის თაღოვანი ხიდი.[4] 1916 წელს გაიხსნა სკოლა.[5] 1948 წლამდე ეწოდებოდა დუზჭვანა.[6] საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეთამბაქოეობა, მევენახეობა, მეცხოველეობა. მოქმედებდა საავადმყოფო.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 328 კაცი[1].
აღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
2002 | 378[7][8] |
2014 | 328[1] |
გალერეა
რედაქტირება-
ხედი ვარჯანაულიდან
-
ჭვანისწყალი
-
ჭვანის ხიდი
-
ხიდის ისტორია
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 392.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.
- ↑ https://static1.squarespace.com/static/590b8551d2b857ec8b6a8fe6/t/5b48548088251b39eb13f2e1/1531466979810/Wooden+Mosques_Catalogue_sm.pdf
- ↑ შუახევის მუნიციპალიტეტის ისტორიული ძეგლები
- ↑ ჭვანის საჯარო სკოლა 100 წლისაა
- ↑ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №1-2 (14-15), გვ. 34, თბ., 1948 წ. ISSN 0203-2023
- ↑ pop-stat.mashke.org — საქართველოს დასახლებული პუნქტების მოსახლეობა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2016-06-11.
- ↑ საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი — სოფლების მოსახლეობა 2002 წელი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.