ჭვანის ხიდი ვარჯანაულის ხიდი — ისტორიული ქვისთაღოვანი ხიდი, მდებარეობს შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭვანაში, ბარათაულის წყალზე, რომელიც ერთვის მდინარე ჭვანისწყალს მარცხნიდან.

ვარჯანაულის ხიდი

ერთმალიანი თაღოვანი ხიდი გადებულია ვიწრო ხეობაზე, კლდოვან მასივებს შორის. ხიდი საკმაოდ დიდი ზომისაა. ოდნავ შეისრული, ეყრდნობა ბუნებრივ კლდის ბურჯებს. ხიდის ორივე წიბო გამოყვანილია სოლისებურად ჩალაგებული ქვებით, რომლებიც კარგად ავლენენ მრუდს. ხიდი ნაშენებია დამუშავებული კლდის ქვებით კირის დუღაბზე. ორივე ბურჯის შიდა მხარეს დატანილია ოთხკუთხა ფორმის ორ-ორი ფოსო. ხიდის ორივე ბურჯი გამაგრებულია ბეტონით. ბურჯების სიგანე 2,6-2,8 მ-ია. მისი სავალი ნაწილის სიგრძე 16 მ-ია. ხიდის სიფართე თავბანდთან 2,4 მ. თაღის სისქე 0,6 მ-ია. სიმაღლე წყლის ზედაპირიდან შუა ნაწილამდე 5,7 მ-ია. ხიდის სავალი ნაწილი დაფარულია მიწით, აქა-იქ ჩანს რიყის ქვები, რომლითაც ის იყო მოკირწყლული. ამჟამად ხიდს არ აქვს დიდი დატვირთვა, რადგან მოსახლეობა უშუალოდ მის გვერდით გადებული თანამედროვე ლითონის ხიდით სარგებლობს.

ისტორიორაფიული და წყაროთმცოდნეობითი მასალები ხიდის შესახებ არ არის ცნობილი. მოსახლეობაში შემორჩენილია ზეპირსიტყვიერი გადმოცემები ხიდის შესახებ. ერთ-ერთი ვერსიით, ხიდი აგებულია 1780 წელს საუკუნის ბოლოს სელიმ-ფაშას ცოლის, ელმას სურმანიძის მზითვის ხარჯით. ხიდი აღდგენილია 1968 და 1995 წლებში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 11847